საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშთან (№1-2868/26, 30.03.2026) დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.09.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-12464/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-09-28
ბიუროს ნომერი 162

📜 ტექსტი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა
2-12458/26 22-09-2026 საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს დასკვნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად ინტერესების არსებული საზოგადოებრივი მომხმარებელთა დამცველის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მომხმარებელთა ინტერესების დამცველის სამსახურის 2025 არსებული საზოგადოებრივი წლის საქმიანობის ანგარიშზე (N1-2868; 30.03.2026). საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2026 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში. ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში მომხმარებელთა მომართვიანობის, განცხადება/საჩივრების თემატური ანალიზის, სამონიტორინგო საქმიანობის, გაცემული რეკომენდაციებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების შესახებ. სამსახურის ფინანსური უზრუნველყოფის ნაწილში აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის Nგ-25-19/572 გადაწყვეტილებით თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge დამცველის 2025 წლის ბიუჯეტი 414 722 ლარით განისაზღვრა, ხოლო ათვისებულმა თანხამ 412 677 ლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდის მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ 2025 წელს შენარჩუნდა მომართვიანობის მზარდი დინამიკა - სულ დაფიქსირდა 3 015 განცხადება/მომართვა, რომელთაგან სრულად დაკმაყოფილდა 2 863, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 112, ხოლო 40 შემთხვევაში დარღვევა არ გამოვლინდა. განცხადებების/საჩივრების ელექტრონული თემატური სატელეკომუნიკაციო შეზღუდვა/შეწყვეტის მიზეზით გადანაწილების კავშირის დაფიქსირდა დაზიანების, 786 მიხედვით, მომსახურების მომართვა; უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე - 359 მომართვა. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმის - Sheamotsme.ge-ს მეშვეობით შემოსული 39 საჩივრიდან, მიმწოდებელი კომპანიის ჩართულობით დაკმაყოფილდა 12 საჩივარი, ხოლო 27-ზე წარმოება შეწყდა. მომსახურების საფასურის დარიცხვის სისწორესა და სადავო დავალიანებაზე დაფიქსირდა 217 მომართვა; სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიღების ვადებისა და პირობების დარღვევაზე - 154 მომართვა; მაღალსიხშირული საანძო მეურნეობის ფუნქციონირების შედეგად შესაძლო დასხივების საკითხებსა და ინფორმირება/კონსულტირებაზე - 155 მომართვა. ამავე მიმართულებით, სსდ თანამშრომლობით „გარემოსდაცვით დაფიქსირდა 51 ზედამხედველობის მოქალაქის მომართვა. დეპარტამენტთან“ მომხმარებელთა არასათანადო ინფორმირებაზე დაფიქსირდა 62 მომართვა; პაკეტების ცვლილებაზე - 53 მომართვა; არასასურველ ელექტრონულ გზავნილებზე (Spam) - 32 მომართვა; სააბონენტო ნომრის პორტირებაზე - 13 მომართვა; ნომრის გასხვისებაზე - 12 მომართვა, ხოლო „სხვა მომართვების კატეგორიის“ ფარგლებში დაფიქსირდა 811 მომართვა. სამსახურის მიერ მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიმართ სულ გაიცა 672 რეკომენდაცია, მათ შორის 460 ინდივიდუალური, 193 სამონიტორინგო საქმიანობის ფარგლებში გამოვლენილ კომპანიებზე და 19 ზოგადი ხასიათის რეკომენდაცია. სამონიტორინგო საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ 193 კომპანიის მიერ არ სრულდებოდა რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულებები. გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, 61 კომპანიამ შექმნა/წარმოადგინა ვებ- გვერდი. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შემოწმებული 317 კომპანიიდან მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია 185 კომპანიის ვებ-გვერდი, ხოლო 132-მა კომპანიამ რეკომენდაცია არ შეასრულა, რის გამოც სამსახურმა რეაგირებისთვის წერილით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების კუთხით, 2024-2028 წლების სტრატეგიისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024-2026 წლების სტრატეგიის შესაბამისად, წარმატებით გაგრძელდა კამპანია „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ 2025 წელს ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 132 შეხვედრა და უშუალო კომუნიკაცია შედგა 8 000-მდე მომხმარებელთან. სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და მერიების თანამშრომლები, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, შშმ პირები და მათი ორგანიზაციები. გარდა ამისა, უზრუნველყოფილია ინფორმაციის რეგულარული განახლება ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში, მომზადდა შშმ პირთათვის ადაპტირებული საინფორმაციო ვიდეორგოლი და ონლაინ-პლატფორმის საშუალებით აქტიურად ხორციელდება დაინტერესებულ პირთათვის კონსულტაციები კომუნიკაციების ომბუდსმენთან. მომხმარებელთა უფლებების ეფექტიანი დაცვის მიზნით, სამსახური აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, მარეგულირებელ ორგანოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც ხელს უწყობს სისტემური პრობლემების დროულ გამოვლენასა და გადაჭრას. საანგარიშო ოპერატიული პერიოდში გადაწყვეტა სამსახურის უშუალოდ პრიორიტეტს დაწყებული შეადგენდა წარმოების დავების ფარგლებში. ინსტიტუციური კოორდინაციისა და კომპეტენციათა გამიჯვნის მიზნით, კომისიაში გადაიგზავნა 40 მიმართვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შშმ პირთა უფლებებსა და სატელეკომუნიკაციო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. საქართველოს მთავრობის 2021-2035 წლების ერთიანი სტრატეგიისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2025 წლის სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად ჩატარდა 7 საინფორმაციო შეხვედრა სამართლებრივი გარანტიების შესახებ. პარალელურად, გამოვლინდნენ კომპანიები ადაპტირებული ვებ-გვერდების გარეშე და დაიწყო მუშაობა ელექტრონული ფუნქციონალის სრულ ადაპტირებაზე. წარმატებით გაგრძელდა პროექტი „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და დაინერგა ახალი ინიციატივა - „მოგზაური ოფისი“. ეს მიმართულებები, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებთან თანამშრომლობასთან ერთად, ასახულია სამსახურის 2026 წლის სამოქმედო გეგმაში. მოისმინა რა წარმოდგენილი ინფორმაცია, კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა
2-12464/26 22-09-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშზე (№1-2868/26; 30-03-2026) საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე განიხილა და ინფორმაციად მიიღო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში. კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge