საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშთან (№1-5130/26, 29.05.2026) დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.09.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-12495/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-09-28
ბიუროს ნომერი 162

📜 ტექსტი

წერილი
2-12495/26 22-09-2026 საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში“ (№1-5130/26; 29.05.2026). შესაბამისად, გეგზავნებათ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების დასკვნები. კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დანართი
2-12459/26 22-09-2026 საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ შოთა ბერეკაშვილს ასლი: საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს დასკვნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული წარმოდგენილ ანგარიშზე საქართველოს კომისიის მიერ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის საქმიანობის შესახებ (№1-5130/26, 29.05.2026) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2026 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი ანგარიში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის საქმიანობის შესახებ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელს საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი სამივე მსხვილი ოპერატორის აბონენტებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. 5Gის ინტერნეტს საქართველოში უკვე სამივე ოპერატორი აწვდის მომხმარებელს. ამასთან, მნიშვნელოვანი შედეგები იყო 2025 წელს ქვეყნის ინტერნეტიზაციის მიმართულებით. Login Georgia-ს პროექტის ფარგლებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა ჭიათურის, საჩხერის, თერჯოლის, ტყიბულის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, წალენჯიხის ნაწილისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში, რაც ჯამურად 575 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება. 2021 წლიდან 2025 წლის ბოლომდე, საშუალოდ, მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის წლიურმა ზრდამ 8.2%27 შეადგინა. 2025 წლის ბოლოსთვის, ინტერნეტ მომსახურებით მობილური ქსელის 5.1 მლნ აბონენტი სარგებლობდა. მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა სიმკვრივის მაჩვენებელმა მობილურ აბონენტებში, მნიშვნელოვანი წილი - 80% დაიკავა. ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში. რაც შეეხება სოფლებს, საქართველოში სულ 3,385 სოფელია, საიდანაც 76%-ს ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების ხელმისაწვდომობა თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge აქვს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს აგრეთვე, ფარავს Starlink-ის მაღალსიჩქარიანი სატელიტური ინტერნეტი, რომელიც ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების მიღების საშუალებას ყველა დასახლებულ პუნქტში იძლევა. 2025 წელს, მაუწყებლობის დარგში 102 მოქმედი კომპანია დაფიქსირდა, რომელთა ჯამური შემოსავალი, სახელმწიფო დაფინანსებისა და სხვა არასამაუწყებლო შემოსავლების ჩათვლით, 240.6 მლნ ლარი იყო. 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში 108 სატელევიზიო სამაუწყებლო არხი იყო ავტორიზებული. აქედან კი ღია საეთერო ეროვნული სატელევიზიო მაუწყებელი - 17. ამას ემატება „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის“ ოთხი არხი. შესაბამისად, 2025 წელს, სულ 21 ღია საეთერო ეროვნული სამაუწყებლო არხი მაუწყებლობდა. რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, 46 კომპანია ფლობს რადიომაუწყებლობის 84 ლიცენზიას, ხოლო ავტორიზებულია 12 რადიომაუწყებელი. 2025 წელს, ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 100.1 მილიონი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით, 41.6%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო მაუწყებლების მიერ მიღებული ჯამური სამაუწყებლო შემოსავლის 76.7%-ს კომერციული რეკლამა და სპონსორობა შეადგენდა. 2025 წელს, ერთი ადამიანი საშუალოდ, დღის განმავლობაში, ტელევიზორს დაახლოებით 155 წუთს უყურებდა. 2025 წელს, რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა 7.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით, 1.3 მლნ ლარით ნაკლებია. რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ძირითად წილს, 99.8%-ს კომერციული რეკლამა და სპონსორობა შეადგენდა, განცხადებებს კი მცირე წილი ეკავა. როგორც ცნობილია, 2025 წლის 1 აპრილს ცვლილებები შევიდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის შედეგადაც, რეგულირებას დაექვემდებარა ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის, ასევე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და საგანგებო ვითარების გაშუქების საკითხები. კომუნიკაციების კომისია მჭიდროდ თანამშრომლობს მაუწყებლებთან, როგორც სამუშაო შეხვედრების, ისე რეკომენდაციების ფორმატში. ComCom-მა კანონმდებლობის მაუწყებლებისთვის სწორად შინაარსობრივი და ეფექტიანად მოთხოვნების, აღსრულების კერძოდ, მიზნით, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის, ჯეროვანი სიზუსტის, პასუხის უფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და საგანგებო ვითარების გაშუქების შესახებ, გზამკვლევი შეიმუშავა. 2025 წლის განმავლობაში, კომუნიკაციების კომისიამ, აღნიშნული კანონის ფარგლებში, 7 საჩივარი განიხილა, მათ შორის: „ტელეიმედის“, „ტელეკომპანია პირველის“, „ფორმულას“, „მთავარი არხისა“ და „ობიექტივის“ წინააღმდეგ, საიდანაც 4 საჩივარი დაკმაყოფილდა, მაუწყებლები სამართალდამრღვევად გათავისუფლდნენ. იქნენ ცნობილი და პასუხისმგებლობისგან 2025 წელს კომუნიკაციების კომისია, ბოლო წლებში მაუწყებლების მხრიდან სარეკლამო კომუნიკაციების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე რეაგირებას აქტიურად ახდენდა. 2025 წლის განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, 15 დარღვევა გამოვლინდა, საიდანაც მაუწყებლებს 7 ფინანსური ჯარიმა, ჯამში 47,500 ლარის ოდენობით, დაეკისრათ, 8 შემთხვევაში კი მაუწყებლებმა წერილობითი გაფრთხილება მიიღეს. კომუნიკაციების კომისიამ, 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, მედიამონიტორინგი ჩაატარა, რომელიც 4 აგვისტოდან 4 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა და სულ 49 მაუწყებელს აკვირდებოდა. მედიამონიტორინგის პროცესში დაკვირვების საგანს წარმოადგენდა: წინასაარჩევნო რეკლამა; წინასაარჩევნო დებატები; ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები; წინასაარჩევნო აგიტაცია; საზოგადოებრივი აზრის კვლევები და გამოკითხვები. 2025 წელს კომუნიკაციების კომისიამ, რადიოების განვითარების მიზნით, კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზირების პროცესის გამარტივების ახალი გეგმა შეიმუშავა, რომელიც წამყვან კერძო FM რადიომაუწყებლების წარმომადგენლებს წარუდგინა. მედიაწიგნიერების განვითარების კუთხით, კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, 2025 წელს თბილისსა და ქუთაისში გაიმართა კონფერენცია თემაზე „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება – მასწავლებლების როლი და პრაქტიკული მიდგომები“. ღონისძიების ფარგლებში მასწავლებლების, სკოლის დირექტორებისა და მოსწავლეების მონაწილეობით, განხილული იყო როგორც პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, ისე პრაქტიკული მიდგომებისა და სწავლების ეფექტიანი მეთოდები. პანელური დისკუსიების ფორმატში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის გზებს, საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვასა და ისეთ დამატებით აქტივობებს, როგორებიცაა სასკოლო კლუბები და პროექტული სწავლება. 2025 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, „მედიაწიგნიერების ოლიმპიადა” მეორედ ჩაატარა. ოლიმპიადის მიზანი სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების კომუნიკაციების ეროვნული ხელშეწყობაა. კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს კომისიის 2025 წლის ანგარიშს, რომელიც მათ შორის ასახავს: მაუწყებლობის დარგის განვითარების ტენდენციებს, მედიის გამოწვევებს, წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგს, მაუწყებლობის დარგის განვითარების ტენდენციებს, ქვეყნის ინტერნეტიზაციასა და ციფრულ წიგნიერებას, საქართველოში 5G-ის განვითარებას, მედიაწიგნიერების ინტეგრირებას ზოგად განათლებაში. კომისიის საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ კომიტეტი გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:  კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ყურადღება გამახვილდეს მასწავლებელთა საგანმანათლებლო რესურსების განაგრძოს მედიაწიგნიერების ხელშეწყობა. განსაკუთრებული პროფესიულ განახლებასა და განვითარებაზე, სასკოლო გარემოში მედიაწიგნიერების პრაქტიკული კომპონენტების გაძლიერებაზე;  კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განაგრძოს მობილური ხმოვანი და ინტერნეტ მომსახურებების მონიტორინგი, ამჯერად უკვე ახლად დანერგილი მონიტორინგის სისტემით, რომელიც მათ შორის 5G ტექნოლოგიასაც მოიცავს; ხოლო ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშები, ქვეყნის მასშტაბით და რეგიონების მიხედვით, რეგულარულად გამოაქვეყნოს. კომიტეტმა მოისმინა რა წარმოდგენილი ანგარიში, დადებითად შეაფასა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი
დანართი
2-12485/26 22-09-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშზე (№1-5130/26; 29.05.2026) საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე განიხილა და ინფორმაციად მიიღო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში. კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge