საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის – საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანამდევი საქართველოს კანონების პროექტების: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის (№07-2/94; 24.11.2021) საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ოქტომბრის №2313 განკარგულების შესაბამისად გამოთხოვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-10-05
ბიუროს ნომერი 166
📜 ტექსტი
წერილი
*GOV72600033287*
GOV 7 26 00033287
01/10/2026
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
როგორც თქვენთვის ცნობილია, 2021 წლის 24 ნოემბერს საქართველოს მთავრობის
საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარმოედგინა
საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№40704; 24.11.2021; საქართველოს პარლამენტში რეგისტრაციის №07-2/94/10; 24.11.2021).
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 96-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული
საკანონმდებლო პაკეტის საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვის შესახებ. აღნიშნული
გარემოება გამოწვეულია საკანონმდებლო ინიციატივის საქართველოს პარლამენტში
წარმოდგენის შემდგომ არსებული პრაქტიკის სიღრმისეული ანალიზის შედეგად,
საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გადანაწილების მოქმედი მოდელის
ეფექტიანობის დადასტურებითა და არსებულ ეტაპზე შემოთავაზებული საკანონმდებლო
ცვლილების განხორციელების საჭიროების არარსებობით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს პარლამენტიდან
საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი
კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ოქტომბრის
№2313 განკარგულების შესაბამისად, გამოვითხოვთ საქართველოს მთავრობის
საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ
საქართველოს კანონების პროექტებს: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№40704; 24.11.2021; საქართველოს პარლამენტში რეგისტრაციის №07-2/94/10; 24.11.2021).
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
ვახტანგ ბაჩიაშვილი