„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-10-05
ბიუროს ნომერი 166
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), №54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო
მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2033 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი
ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2033 წლის
1 იანვრამდე გამოსცემს;“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
საქართველოს საგადასახადო კოდექსით (შემდგომ - სსკ) დადგენილია ცალკეული
საგადასახადო შეღავათი, მათ სორის დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებას უძრავი
ქონების მიმწოდებლის, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან
დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევისათვის, თუ უძრავი ქონების მიწოდება
და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2029
წლის 1 იანვრამდე პერიოდს ითვალისწინებს. ამასთან, მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებული
უნდა იყოს იმ ობიექტზე, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოსათვის ძალაში მყოფი მშენებლობის
ნებართვით არის გათვალისიწნებული, ან ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო
დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო,
მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა, ან ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში
შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული
შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა დროებით. საშეღავათო პერიოდი
ვრცელდება იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებაზე, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი
ქონება და უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
დღევანდელი საკანონმდებლო რეგულირებით (309-ე მუხლის 79-ე ნაწილი) აღნიშნული
საშეღავათო პერიოდი განსაზღვრულია 2029 წლის 1 იანვრამდე.
უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (მერიისა და საკრებულოს)
ხელშეწყობით, უკვე წლებია მოქმედებს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაუმთავრებელი
მშენებლობებით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით (მათთვის მშენებლელი
კომპანიის მიერ გადასაცემი მიუღებელი ფართების გადაცემის მიზნით) ხორციელდება შესაბამისი
ხელშემწყობი ღონისძიებები, რომელებიც გაიცემა დაზარალებულებისა და მათთვის მისაღები ახალი
მშენებელი კომპანიის მიმართ. ასეთ შემთხვევაში ახალი დეველოპერი კომპანია უზრუნვეყოფს
მშენებლობის პროცესის გაგრძელებას (ახლის განხორციელებას) და ამის ფარგლებში დაზარალებული
პირების დაკმაყოფილებას.
უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით
რამდენიმე ასეთ ობიექტზე უკვე გაცემული ხელშემწყობი ღონისძიებები და კომპანიებს ავქთ
ვალდებულა განახორციელონ სამშენებლო პროცესი და დაზარალებულების დაკმაყოფილება. ამ
მშენებლობებიდან, გარკვეული ნაწილი ცხადია არის ისეთი დაუსრულებელი მშენებლობები,
რომლებიც ჯერ კიდევ 2008 წლის 8 აგვისტომდე დაიწყო.
სამშენებლო კომპანიები, მშენებლობის წარმოებისათვის როგორც წესი იყენებენ საბანკო
დაფინანსებას. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ექსპლუატაციაში მიღებვის ვადა არის 2029 წლის 1
იანვრამდე, კომპანიების თხოვნაა რომ ანკების დაფინანსებისათვის, მიზანშეწონილი იქნება თუ ეს
საშეღავათო პერიოდი იქნება კიდევ გადაწეული გონივრული ვადით. კერძოდ, იმ ვადით, რა ვადაც
საბანკო სექტორისათვის იქნება უფრო მეტად მისაღები, საკანონმდებლო ჩარჩოს სიმყარის კუთხით.
ცვლილების მიხედვით, 2029 წლის 1 იანვრამდე განსაზღვრული საშეღავათო პერიოდი
ხანგრძლივდება და განისაზღვრება 2033 წლის 1 იანვრამდე, რაც ხელს შეუწყობს, როგორც
მუნიციპალიტეტს, დააკმაყოფილოს დაზარალებული პირები, ისე კომპანიებს მიიღონ ბანკებისგან
დაფინანსება და შეძლონ პროექტების განხორციელება. გრძელვადიან ჭრილში ვადის გახანგრძლივება
საშუალებას მისცემს ბანკებს დაფინანსების გაადვილების, მყარი და სტაბილური ფინანსური
გარანტიების შექმნის, აგრეთვე სანდოობას გაზრდის იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც
ახორციელებენ უძრავი ქონების მიწოდებას, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ
ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურბეის გაწევას და აკმაყოფილებენ სსკ-ის
309-ე მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისიწნებულ პირობებს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების მოქმედების ვადის
გაგრძელება 2033 წლის 1 იანვრამდე აუცილებელია შეღავათით მოსარგებლე პირებისთვის, მათ
გაუმარტივებს საგადასახადო ადმინისტრირებას, ხელს შეუწყობს დაუმთავრებელი 2008 წლის
აგვისტომდე დაწყებული მშენებლობების დამთავრებას, უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ
მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევის
შესაძლებლობებს.
გახანგრძლივებული ვადა საბანკო სექტორისთვის იქნება გარანტია ფინანსური
სტაბილურობისთვის, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მსგავსი მშნებლობებისთვის სესხის გაცემის
გამარტივებას და მოსახლეობის დაკმაყოფილებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომელბიც აკმაყოფილებენ
სსკ-ის 309-ე მულის 79-ე ნაწილით გათვალისიწნებულ პირობებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
სსკ-ის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის მიხედვით, 2029 წლის 1 იანვრამდე, დღგ- ისგან ჩათვლის
უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის
მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ
შესრულებულია აღნიშნული მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა. 2008 წლის
აგვისტომდე დაწყებული მშენებლობების სრულად დასრულების მიზნით, კანონპროექტი
ითვალისწინებს აღნიშნული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას 2033 წლამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
წარმოდგენილ კანონპროექტზე არ ვრცელდება განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი,
რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორის მიერ არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტით 2033 წლის პირველ იანვრამდე გრძელდება საგადასახადო შეღავათი, რომლის
თანახმად, 2033 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი
ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან
დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია აღნიშნული
მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა. ამ შეღავათის მიზანია 2008 წლის
აგვისტომდე დაწყებული მშენებლობების სრულად დასრულება, მათშორის მათი ექპლუატაციაში
მიღება, ცვლილების შედეგად მოსალოდნელია ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირება, რომლის
ოდენობა დამოკიდებული იქნება 2033 წლის 1 იანვრისთვის არსებული დაუსრულებელი
მშენებლობების რაოდენობაზე, რომლებიც აკმაყოფილებს ამ ნაწილებით გათვალისწინებულ
პირობებს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო
ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი ითვალისწინებს სსკ-ით გათვალისწინებული, 2029 წლის 1 იანვრამდე მოქმედი
ზოგიერთი შეღავათის გაგრძელებას 2033 წლის 1 იანვრამდე, რაც დადებითად აისახება პირებზე,
რომლებზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. კერძოდ,კანონპროექტით, 2033 წლის პირველ იანვრამდე
გრძელდება საგადასახადო შეღავათი, რომლის თანახმად, 2029 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან ჩათვლის
უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის
მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ
შესრულებულია აღნიშნული მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა. ცვლილების
შედეგად დღგ-ის ნაწილში შემცირდება საგადასახადო ტვირთი იმ პირებისათვის, რომლებიც
ახორციელებენ ან ნაწილებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად უძრავი ქონების
მიწოდებასა და მათ მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებულ სამშენებლო-სამონტაჟო
მომსახურებას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი და ა.შ.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ გამომდინარეობს ბავშვის უფლებათა კოდექსიდან. კანონპროექტი არ ახდენს
გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან იგი არ ეხება ბავშვთა უფლებებს.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ
დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
კანონპროექტი შემუშავდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ჯგუფის,
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი ხელაძე
და თორნიკე ბერეკაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი ხელაძე
და თორნიკე ბერეკაშვილი.