საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების (№363/6-XIმპ, 09.09.2026) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.10.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-13201/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-10-12
ბიუროს ნომერი 167

📜 ტექსტი

წერილი
2-13201/26 05-10-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მ.წ. 5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით მათთვის სავალდებულოდ განსახილველად გადაცემული საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების (№363/6-XIმპ, 09.09.2026) განხილვის ვადის გადაწევის შესახებ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონების პროექტების განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. დანართი: 1 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დანართი
2-13192/26 05-10-2026 ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით (№157/1-XIმპ) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა საერთაშორისო ხელშეკრულება „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ (N363/6-XIმპ, 09.09.2026). აღნიშნული საკითხის სავალდებულო წესით განხილვის ბოლო ვადად განსაზღვრულია მიმდინარე წლის 5 ოქტომბერი. მოგმართავთ თხოვნით უზრუნველყოთ აღნიშნული საკითხის განხილვის ვადების გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge