საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა „პოლიტიკური პარტიების, უცხოეთის აგენტების, უცხოური გრანტების მიმღებ და უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტთა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების (№1-8259/26, 03.09.2026) განხილვის ვადის 6 თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.10.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-13541/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-10-12
ბიუროს ნომერი 167

📜 ტექსტი

წერილი
2-13541/26 09-10-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „პოლიტიკური პარტიების, უცხოეთის აგენტების, უცხოური გრანტების მიმღებ და უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტთა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ“ (№1-8259/26, 03.09.2026). აღნიშნულ საკითხზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკითხის სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 6 თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge