საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.12.2000
ავტორი
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი
#765/5
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2001-03-02
საქ. პრეზ. გაგზავნის თარიღი 2001-03-02
დოკუმენტის ნომერი 765-IIს

📜 ტექსტი

საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტი ადგენს: I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984, N12, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები: 1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 96 2 და 96 3 მუხლები: „მუხლი 96 2 . საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ ნორმატიული აქტებით დადგენილი, ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიითა და ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების ნებართვით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე. მუხლი 96 3 . ნავთობისა და გაზის ოპერაციების უნებართვო წარმოება ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს ნებართვის გარეშე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოება, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ასიდან სამას მინიმალურ ოდენობამდე.”. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 229 3 მუხლი: „მუხლი 229 3 . საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს „ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების პროცესში ჩადენილი დარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 47-ე, 57 2 , 91 1 , 96 2 , 96 3 და 173 5 მუხლებით, ხოლო 56-ე და 57-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები განიხილება ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაწილეობით.”. 3. კოდექსის 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 36-ე ნაწილი: „3 6 . ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების სფეროში ამ კოდექსის 47-ე, 57 2 , 91 1 , 96 2 , 96 3 და 173 5 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ხოლო 56-ე და 57-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.”. II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი თბილისი, 2001 წლის 2 მარტი. ედუარდ შევარდნაძე