საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.02.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#5743/6
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2012-03-02
საქ. პრეზ. გაგზავნის თარიღი 2012-03-02
დოკუმენტის ნომერი 5743-Iს

📜 ტექსტი

საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 127-ე 1 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ნაწილი: 1 „1 . საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე და 281-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, როდესაც არსებობს მტკიცებულების განადგურების, დაკარგვის ან დაზიანების საშიშროება, შემთხვევის ადგილის დაცვის უზრუნველმყოფ უფლებამოსილ თანამდებობის პირს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დაწყებამდე შეუძლია მტკიცებულების ფიქსაცია ტექნიკური საშუალების გამოყენებით და შენახვა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი თბილისი, 2012 წლის 2 მარტი. №5743-Iს მიხეილ სააკაშვილი