„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.06.2014
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით ონოფრიშვილი, ნოდარ ებანოიძე
ნომერი
#07-3/344/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-06-18
ბიუროს ნომერი 184

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 279-ე მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალბიდეს შემდეგი რედაქციით: „2. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე. ერთი და იგივე პირი საბიუჯეტო ოფისის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 5. საბიუჯეტო ოფისის საქმიანობას კოორდინაციას უწევს სამეთვალყურეო საბჭო. იგი შედგება 5 პარლამენტის წევრისაგან პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით, რომლებსაც პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებთან - ფრაქციებთან, უმრავლესობასთან, უმცირესობასთან კონსულტაციის შედეგად ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე. საბჭოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს პარლამენტის თავმჯდომარე. 6. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე, რომელსაც წარუდგენს თავისი საქმიანობის წლიურ ანგარიშს.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქუთაისი, __ __________ 2014 წ. N 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ზოგიერთი ტექნიკური ხასიათის ცვლილების შეტანა, საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან მისი დებულების პროექტის შეთანხმების პროცედურის გაუქმება, საბიუჯეტო ოფისის საზედამხედველო ორგანოს სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრა და საბიუჯეტო ოფისის ანგარიშვალდებულება საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის რეგლამენტით დამოუკიდებლობის უფრო მაღალი სტატუსის მინიჭება, რაც გამოიხატება 279-ე მუხლის მე-4 პუნქტში ოფისის დებულების პროექტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმების პროცედურის გაუქმებაში, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით საბიუჯეტო ოფისის საზედამხედველო ორგანოს - სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრა და მის წინაშე ანგარიშვალდებულება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 279-ე მუხლის მე-2 პუნქტი ახალი რედაქციით ყალიბდება და ამოღებულია სიტყვა „ათავისუფლებს“, რათა რეგლამენტის აღნიშნული პუნქტი ურთიერთ შესაბამისობაში მოვიდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონთან რომელიც ითვალისწინებს საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის გათავისუფლების შემთხვევებსა და პროცედურას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით შემოთავაზებული ცვლილება აუქმებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან საბიუჯეტო ოფისის დებულების შეთანხმების პროცედურას, რაც ოფისის დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს. ამასთანავე უცხოელი 2 ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით ცვლილება შედის მე-5 პუქნტში და საბიუჯეტო ოფისის საზედამხედველო ორგანო პარლამენტის წევრებისაგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო იქნება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით იქნება შექმნილი და საბიუჯეტო ოფისის საბჭოს წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებით ხარჯებს, საბიუჯეტო ოფისის დაფინანსება განხორციელდება საქართველოს პარლამენტისათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: 3 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობისა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპის დადგენა. გ) კანონპროექტის სტანდარტებთან: მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. ევროკავშირი თავისი ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში ითვალისწინებს საჯარო ფინანსების პოლიტიკის რეფორმის მხარდაჭერას საქართველოში. სამოქმედო გეგმის ერთერთ მნიშვნელოვან საკითხად საბიუჯეტო ზედამხედველობის, ტრანსფარანტულობისა და კომუნიკაციის გაუმჯობესება არის აღნიშნული, ითვალისწინებს საბიუჯეტო ოფისის, როგორც რაც რიგ ძლიერი საკითხებთან ერთეულის ერთად საბოლოოდ ჩამოყალიბებას, დაკომპლექტებასა და აღჭურვას. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტით არ წარმოიშობა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: 4 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/და დაწესებულება, ექსპერტები, რომელმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ს ექსპერტი დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები - დავით ონოფრიშვილი, ნოდარ ებანოიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები - დავით ონოფრიშვილი, ნოდარ ებანოიძე. 5
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
6naCq'ao0 Srd'a(,A0CEoqr) J.t6o6ott a(,dalQo afl bq'ob 6CG,nCoor .]rtx16lr,("ft k)oq, ACqr}l, (Bq"oq'Cor Agbq,o 279 1. JJ6q'raC6OoU. J;riq'$36$olr J(9aoOCOCbolj, gr6riSoSbott' q.o$oSloqpgbgqto Jr6q'iaC6OoU $663boLr, Q , Jr6q')ag6oou >'\6r$olr l$9o6$l.10' Lib(PJXJOo (9r 6o6(1ao3g6n brlnr(nol l)Lr3r JEJq'oOqlUFm o6gcr66r6oocn Ut6'C63Cq'3(,|tsob a.,t o.,- :soq'"a3o6ol) rlr.'i.,Ool, UO6{]CO1]6'rB'' ofbCbJ Jr6'q'rACSOoU L$5rr3a36r't ogobo. 2 Jr6q,ra06oolr L,ra("J? )O('l ogolrob Sgrex'rUU JJ6'q'raC6Ool'' l$go6$lxrl.rrbq3Xpgcr S('lAool()olr rnr3&;qm0s6ol-r $J6QAobCAoo', 5 $q'oL 3Jpctor o,ioci6[ja.a.rr4 6o36r3tr qrs .rrbrAQCboboqoJ6 ror3ol'03q'Cbt' Jr6q'raC66ol) or3&6q9o6;o3 96o)0 qps o6(,33 Jo6o $A(PJxlX)o (')goljoU ggl6rnUoU ot6$qpbobub3 A3odq'Cbr ero6ots6ob t3qrrfl rlqQ Ob<'rq'oA m6rxrt''' i. .ls6rq,,>d366otr tti\o111g[o (')goUou or$>oddx'rEq"3btr' 8!6'aJ 5a aUbqr)b AC-2 .lUHOoo AJo3Jq'ot)tiol)0\'lq'o 330orb333ott, "lrsacr+ro Lrs0l-rrbgt6oU ts3bsfub" f,r3"r,-mq,.l, J56ot;(,t) ii)l),.)rAobJ(r, o'JbrAQCbobr$C 6o86r3b qr': or6JaQCAr'lbo('ro ror3ol.rIglq,0bL Jr(i q'ri,Jt\1.'tr iJr6JOob 33t6otn +' J:oq,.ra3o6.,l) L)ri)()gxr0r'r ogotroU b$fgi$g6r qor U5Caor6obou $CUo 6crACq'll.>O Lrb""JXJOo ogoboU SgttroboU 6s6ol.r.r'bq363br Oolro <1,3i\3q'3born' ll>go6r6l.n-ltbo".yXX$o 3r'r6o6COoU <r'r3&XcQr'lar6'CucDrb f,>6qr6obg6o,r,, ,:.:6q,sit1p15ot, A0oJ6bArboo rAOJ(\i0hU 3r6'Y)AC6OoU ors3aaqxnarl+rg' 5. 3J6q,raCbo.li [rb,,111g1)r'r ogolro r66sdnfuq'qr3bgq'o> Jr6q'raC6oob orr3ol.n rnca&X,qn3s6ol)) e) Jri)('.,i jJ6OoU brw3r6rnb $o6>ts3' r6oaq'CbtDo $rfogqr616L ttjaorbrn&rL $q,n"316,166>ar?11r.