„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა (1)
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
II მოსმენა (2)
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-06-27
ბიუროს ნომერი 185
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამხედრო მოსამსახურეს, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირს და
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრება დისციპლინურ
წესდებათა მიხედვით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის
წესის დარღვევისათვის, საგზაო მოძრაობის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის
მარაგის
დაცვისა
და
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსით
დადგენილი,
საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული
წესების დარღვევისათვის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე
ოდენობით შეძენისათვის ან შენახვისათვის ან/და ნარკოტიკული საშუალების ექიმის
დანიშნულების
გარეშე
მოხმარებისათვის
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა
დაეკისრება საერთო საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
აღნიშნულ
პირებს
არ
შეიძლება
შეეფარდოს
გამასწორებელი
სამუშაოები.“.
2. 32-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ
გამონაკლის
შემთხვევებში,
ცალკეულ
სახეობათა
სამხედრო
სამსახურის
წესის
დარღვევისათვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის 15 დღემდე
ვადით. ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს შესაბამისი რაიონის (ქალაქის)
სასამართლოს მოსამართლე.“.
3. 45–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 45. ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ
შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული
საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე
1
ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა
გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის
დანიშნულების გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევებში,
თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის
გამოყენება არასაკმარისად ჩაითვლება, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე
ვადით.
შენიშვნა:
1. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას,
რომელიც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც შეიძინა ან შეინახა გასაღების მიზნის
გარეშე, აგრეთვე რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას
ექიმის
დანიშნულების
დაკავშირებით
მისთვის
ადმინისტრაციული
გარეშე
ნარკოტიკული
სამედიცინო
საშუალების
მოხმარებასთან
გასაწევად,
თავისუფლდება
დახმარების
პასუხისმგებლობისაგან
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
ქმედებებისათვის.
2. პოლიციელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ
უფლებამოსილ პირს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს იმ პირს, რომლის მიმართაც
არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების
გარეშე მოიხმარა.
21. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების
საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს
თანამშრომელი, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ჩადენილია
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ან თავისუფლების
შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე
ორგანოს
გამოკვლევის
მიზნით
წარუდგენს
საქართველოს
სასჯელაღსრულების,
პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის იმ
მოსამსახურეს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული
საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე
3. უფლებამოსილი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის
დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს
ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.
4. 1002 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1002. მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის
უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება
2
მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო
დათესვა, მოყვანა ან კულტივირება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევებში,
თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის
გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15
დღემდე ვადით.
შენიშვნა:
1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობები
განისაზღვრება კანონით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს
ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.
5. 116-ე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9.
ამ
მუხლის
მე-6
და
მე-8
ნაწილებით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევები, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს
დაჯარიმებას
1500
ლარის
ოდენობით
ან
ადმინისტრაციულ
პატიმრობას 15 დღემდე ვადით.“.
6. 150-ე მუხლის 22 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და
დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება
მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.“.
7. 1552 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
1552.
მარკირებას
დაქვემდებარებული
აქციზური
საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა,რეალიზაცია და გადაზიდვა
1. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის
აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ორი ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ
პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში
ასეთი დარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათი ათასი ლარის ოდენობით, ხოლო თუ საქმის
გარემოებათა მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომის
გამოყენება საკმარისად არ ჩაითვლება, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე
ვადით, სამართალდარღვევის საგნის, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების
3
საშუალებების კონფისკაციით ან კონფისკაციის გარეშე.“.
8. 157-ე მუხლი ჩამოყალობდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 157. იმ ჰუმანური დახმარების პროდუქციის გაყიდვა, რომელიც
განკუთვნილი იყო უფასოდ გასაცემად
კომერციულ
სტრუქტურებში
(მიუხედავად
მათი
სამართლებრივ-
ორგანიზაციული ფორმისა) იმ ჰუმანური დახმარების პროდუქციის გაყიდვა, რომელიც
განკუთვნილი იყო მოქალაქეებისა ან იურიდიული პირებისათვის გასაცემად, –
გამოიწვევს დაჯარიმებას პროდუქციაზე დადებული ფასის ხუთმაგი ოდენობით,
ამ პროდუქციის კონფისკაციით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა მიხედვით დამრღვევის
პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომების გამოყენება საკმარისად არ ჩაითვლება, –
ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.“.
9. 166-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 166. წვრილმანი ხულიგნობა
წვრილმანი ხულიგნობა, ესე იგი საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება,
მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც
არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და
დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება
მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის
პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.
10. 1741 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
ჩატარება
სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის
მოსამართლის
საცხოვრებელ
ადგილას
ან
საქართველოს
საერთო
სასამართლოში– გამოიწვევს პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
4. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11
და 111 მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან პატიმრობას 15 დღემდე
ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით
ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით.“.
11. 1752 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4
„2. დამცავი
ორდერით
გათვალისწინებული
მოთხოვნებისა
და
ვალდებულებების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ან გამასწორებელ
სამუშაოებს სამ თვემდე ვადით.“.
12. 1771 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1771. საქონლის (სამუშაოთა, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის
კვოტირების და ლიცენზირების წესების დარღვევა
საქონლის (სამუშაოთა, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის კვოტირების და
ლიცენზირების მოსაწესრიგებლად მთავრობის მიერ მიღებული დადგნილებების
დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოციდან სამოცდაათ მინიმალურ
ოდენობამდე, ხოლო თუ საქმის გარემოების მიხედვით, დამრღვევის პიროვნების
გათვალისწინებით
ამ
ზომების
გამოყენება
ჩაითვლება
არასაკმარისად,
ავტოსატრანსპორტო
მომსახურების
ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
შენიშვნა:
1.
უცხოელი
მოქალაქეები
განხორციელებისას ლიცენზირების წესების დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდებიან
ადგილზე საპატრულო პოლიციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს
ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.
13. 178-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 178. სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევა
1. ლიცენზიის გარეშე სავალუტო ოპერაციების წარმოება ან მომსახურება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათი
მინიმალური
ოდენობით,
თანამდებობის
პირთა
_
სამოცდაათი
მინიმალური
ოდენობით, ხოლო თუ საქმის გარემოების მიხედვით, დამრღვევის პიროვნების
გათვალისწინებით,
ამ
ზომის
გამოყენება
ჩაითვლება
არასაკმარისად,
–
ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
2. უცხოური ვალუტის ეროვნულ ვალუტაზე გადაცვლაზე უსაფუძვლოდ უარის
თქმა ვალუტის გადამცვლელი დაწესებულების მუშაკის მიერ, –
გამოიწვევს
დაჯარიმებას
შრომის
ანაზღაურების
ოთხმოცი
მინიმალური
ოდენობით, ხოლო თუ საქმის გარემოების მიხედვით, დამრღვევის პიროვნების
გათვალისწინებით,
ამ
ზომის
გამოყენება
ჩაითვლება
არასაკმარისად,
_
ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.“.
5
14. 1971 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1971. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევ კომისიაში
გამოუცხადებლობა სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავის
არიდების მიზნით
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა
სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავის არიდების მიზნით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ჯარიმის დადგენილ ვადებში გადაუხდელობა, –
გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.
15. 1972 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1972. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის
წესის დარღვევა
სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევა, რომელიც
არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, –
გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის
პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.
16. 243-ე მუხლის:
ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლით გათვალისწინებული მიყვანის გადაწყვეტილების მიღების
შემთხვევაში ხდება დამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება და იგი მიყვანილ უნდა
იქნეს რაც შეიძლება მოკლე ვადაში.“;
ბ) მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
17. 244-ე - 246-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 244. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების
უზრუნველყოფის ზომები
1. საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ
შემთხვევებში
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
აღსაკვეთად,
როცა
ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ
მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, საქმის დროულად და სწორად განხილვისა და
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმეებზე
მიღებულ
დადგენილებათა
6
აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება,
პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.
2. ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, ნივთების გასინჯვის,
ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის წესი ამ მუხლით გათვალისწინებული
მიზნებისათვის განისაზღვრება ამ კოდექსით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და მათ
საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით.
მუხლი 245. ადმინისტრაციული დაკავება
1.
ადმინისტრაციული
დაკავებისას
დამკავებელი
მოხელე
ვალდებულია
დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით განუმარტოს:
ა) რა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა მან და დაკავების
საფუძველი;
ბ) რომ მას უფლება აქვს ადვოკატზე;
გ) რომ, თუ მას სურს, მისი დაკავების ფაქტს და ადგილსამყოფელს აცნობებენ მის
მიერ დასახელებულ ახლობელს და ადმინისტრაციას სამუშაო თუ სწავლის ადგილის
მიხედვით.
2. არასრულწლოვანის ადმინისტრაციული დაკავების შესახებ აუცილებლად,
პირველი
შესაძლებლობისთანავე,
აცნობებენ
მის
მშობლებს
ან
კანონიერ
წარმომადგენლებს.
3. დაუშვებელი მტკიცებულებაა ის განცხადება, რომელიც დაკავებულმა ამ
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განმარტების მიღებამდე გააკეთა.
4. დამკავებელმა მოხელემ დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს
პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში.
5. ადმინისტრაციული დაკავების შესახებ შედგება ადმინისტრაციული დაკავების
ოქმი, რომელშიც აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის
თანამდებობა, სახელი და გვარი; ცნობები დაკავებულის პიროვნების შესახებ; დაკავების
დრო და საფუძველი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და
დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში
კეთდება ჩანაწერი.
მუხლი 246. ორგანოები (თანამდებობის პირები), რომლებსაც აქვთ
ადმინისტრაციული დაკავების უფლება
ამ კანონის 244-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საფუძვლით
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციული დაკავება
შეუძლიათ მხოლოდ ორგანოებს (თანამდებობის პირებს), რომლებიც საამისოდ
უფლებამოსილი არიან საქართველოს კანონმდებლობით, სახელდობრ:
ა) შინაგან საქმეთა ორგანოებს – წვრილმანი ხულიგნობის, კრებების, მიტინგების,
7
ქუჩაში მსვლელობების და დემონსტრაციების ორგანიზებისა და ჩატარების წესის
დარღვევის,
პოლიციის
განკარგულებისადმი
მუშაკის,
ან
აგრეთვე
მოთხოვნისადმი
სამხედრო
მოსამსახურის
დაუმორჩილებლობის,
კანონიერი
ნარკოტიკული
საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენის ან შენახვის
ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების, ოჯახში
ძალადობის ჩადენის, დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული
მოთხოვნებისა
და
ვალდებულებების
შეუსრულებლობის,
პროსტიტუციის,
საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი
ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის, საგზაო მოძრაობის წესების,
ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევის და ცხოველთა
სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სხვაგვარი
დარღვევების,
აგრეთვე
საქართველოს
საკანონმდებლო
აქტებით
უშუალოდ
გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
ბ) დასაცავი ობიექტების განლაგების ადგილას გასამხედროებული დაცვის
უფროს
თანამდებობის
საზოგადოებრივი
პირს
ქონების
–
დასაცავი
ხელყოფასთან
ობიექტების,
სხვა
დაკავშირებულ
სახელმწიფო
ან
სამართალდარღვევათა
ჩადენის შემთხვევაში;
გ)
სახელმწიფო
დაცვის
სპეციალური
სამსახურის
თანამშრომელს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირის და დასაცავი ობიექტის
დაცვითი ღონისძიების განხორციელების ადგილას − დასაცავი პირისა და დასაცავი
ობიექტის ხელყოფასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით,
აგრეთვე ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
დ) სამხედრო საავტომობილო ინსპექციის თანამდებობის პირებს – მძღოლების ან
სხვა პირების მიერ, რომლებიც მართავენ საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული
ძალების სატრანსპორტო
საშუალებებს,
საგზაო
მოძრაობის წესების დარღვევის
შემთხვევებში.
ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, საგადასახადო
ორგანოებს – საგადასახადო სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ჩადენის შემთხვევებში;
ვ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროს
სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს − ამ კოდექსით
მათი
ქვემდებარეობისათვის
მიკუთვნებულ
სამართალდარღვევათა
ჩადენის
შემთხვევაში;
ზ) აღსრულების პოლიციელს – ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.
თ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების
საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს
8
თანამშრომელს − ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
შემთხვევაში,
სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
რომელიც
და
ჩადენილია
იურიდიული
საქართველოს
დახმარების
საკითხთა
სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე.“.
18. 262-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. 45-ე, 166-ე, და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება ერთი დღე-ღამის განმავლობაში. საქმის
განმხილველი
რაიონული/საქალაქო
დაუყოვნებლივ,
ადმინისტრაციული
სასამართლო
ზეპირ
განხილვას
სამართალდარღვევის
იწყებს
ოქმის
და
ადმინისტრაციული წარმოების სხვა მასალების მიღებისთანავე.;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 421 და 422,
ნაწილებით,
და
1752
მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3
მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ამ
კოდექსის 142-ე, 1533, 154-ე, 1741 და 1742 მუხლებით გათვალისწინებულთა – სამი დღის
ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 501, 511, 513, 533, 55-ე, 552, 553, 555, 582, 592, 61-ე, მე-80 და 81-ე
მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964,
981, 99-ე, 1001, 1002, 103-ე, 104-ე, 1051, 1071, 141-ე, 143-ე−1441, 1443−1445, 14410, 145-ე, 1461,
1462, 148-ე–1501, 1511, 152-ე, 1522−153-ე, 1541, 1542, 156-ე−1581, 159-ე, 1591, 1595–1599, 163-ე,
164-ე, 167-ე, 170-ე, 174-ე, 175-ე, 1771, 1791, 180-ე–1831, 185-ე–1852, 187-ე−1872, 189-ე, 192-ე,
195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულთა – შვიდი დღის ვადაში.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეთა განხილვის სხვა ვადებიც.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
9
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე:
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მიღების
ზოგადი
მიზეზია
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების სრულყოფის აუცილებლობა ადამიანის
კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად, ხოლო კონკრეტული მიზეზი
- რამდენიმე არსებითი და ტექნიკური ხარვეზის არსებობა, სახელდობრ:
•
245-ე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული დაკავების პროცედურა არ
ითვალისწინებს
სამართალდამრღვევისთვის
ვალდებულებას
დაკავებისთანავე
(ასეთი
მისი
უფლებების
განმარტება
განმარტების
მას
ეძლევა
სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას, ხოლო დაკავებიდან ოქმის შედგენამდე
შეიძლება საკმაოდ დიდი დრო გავიდეს) და განსაზღვრული არ არის ამ
ვალდებულების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგი;
•
243-ე
მუხლით
განსაზღვრულია
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩამდენის პოლიციაში მიყვანის შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული არ არის, რომ ეს
არის პირის ადმინისტრაციული დაკავება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი
უფლებების დარღვევა;
•
243-ე მუხლით განსაზღვრულია დამრღვევის მიყვანა „ნებაყოფლობითი სახალხო
რაზმეულის შტაბში“, ასეთი შტაბის არსებობას კი საქართველოს კანონმდებლობა არ
ითვალისწინებს;
•
მე-16 მუხლის პირველი ნაწილი ეხება სამხედრო მოსამსახურის, სამხედრო
სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირისა და საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს
თანამშრომლის
მიერ
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუმცა ნორმის ერთი ნაწილი
მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეს ეხება, რაც აშკარა ხარვეზია;
•
244-ე და 246-ე მუხლებში ჩარჩენილია ტერმინი „საქართველოს რესპუბლიკა“, ასევე,
246-ე მუხლში ტერმინი „ბოროტად“, ხოლო, ამავე, 246-ე მუხლში მითითებული არ
არის, რა საფუძვლით ხდება პირის ადმინისტრაციული დაკავება.
•
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 166-ე და
173-ე
მუხლებით
გათვალისწინებულ
სამართალდარღვევებზე
რეაგირებაზე
უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს
უფლებამოსილი პირი, ამ მუხლებით გათვალისწინებული დარღვევის აღმოჩენის
შემთხვევაში, ვალდებულია აღმოფხვრას სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, და
1
თუ
ამოწურულია
ზემოქმედების
სხვა
ზომები
–
დააკავოს
მოქალაქე
და
წარუდგინოს იგი სასამართლოს ადმინისტრაციული სახდელის შესაფარდებლად.
დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მოსამართლე თავად არჩევს საქმის
განხილვის დაწყების დროს. ეს შეიძლება იყოს დამრღვევისა და მასალების
წარდგენიდან 1 საათში, 3 საათში, 6 საათში და 8 საათშიც კი, რაც იმას ნიშნავს, რომ
ამ პერიოდის განმავლობაში პოლიციელები დაკავებულთან ერთად იცდიან
სასამართლოში პროცესის დაწყების მოლოდინში. აღნიშნული პრაქტიკა მკვეთრად
არღვევს პირველ რიგში მოქალაქის უფლებას, რომელსაც დაკავების რეჟიმში უწევს
ყოფნა იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ამას მარტივი ადმინისტრაციული საქმისწარმოება
მოითხოვს და ამ დროს ხშირია პოლიციელთან კონფლიქტის ფაქტებიც, რაც ახალი
სამართალდარღვევის ჩადენის პროვოცირებას ახდენს. ამგვარი პრაქტიკა ამცირებს
სამართალდარღვევის
პრევენციული
საქმიანობის
ეფექტიანობასაც,
ვინაიდან
პოლიციელთა ეკიპაჟს თითქმის მთელი დღის განმავლობაში, ნაცვლად იმისა, რომ
თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ასრულებდეს სამსახურებრივ მოვალეობას,
საათობით უწევს სასამართლოს შენობაში პროცესის მოლოდინის რეჟიმში ყოფნა.
თანაც
აღსანიშნავია,
რომ
ზემოაღნიშნული
მუხლებით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევების განხილვის ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 5-10 წუთს.
აღნიშნული
ტიპის
დარღვევები
ძირითადად
ღამის
პერიოდში
ხდება
და
პოლიციელს უწევს დამრღვევის განთავსება დროებითი მოთავსების იზოლატორში
დილის 10 საათამდე, როდესაც 24-საათიანი მორიგეობის შემდგომ, მაშინ როდესაც
მისი ცვლა დასრულებულია, დაკავებული მიჰყავს სასამართლოში, სადაც, უმეტეს
შემთხვევაში, მთელი დღის განმავლობაში უწევს ლოდინი. ამ დროს იქმნება
საფრთხე იმისა, რომ პოლიციელს ჩაეძინოს და გაექცეს დაკავებული ან მოხდეს სხვა
უფრო მძიმე დარღვევის პროვოცირება. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ამ
პირობებში პოლიციელის საქმიანობა ვეღარ იქნება ეფექტური, ვინაიდან მეორე
დღეს, ნაცვლად დასვენებისა, მას მოუწევს მთელი დღის სასამართლოში გატარება.
•
კოდექსის
32-ე
და
მთელი
რიგი
სხვა
მუხლებით
განსაზღვრულია
ადმინისტრაციული პატიმრობის სხვადასხვა ვადები, 15-დან 90 დღემდე. მიგვაჩნია,
რომ
ადმინისტრაციული
პროპორციულობის
განვითარებული
წესით
პრინციპს.
ქვეყნების
90-დღიანი
ამასვე
პატიმრობა
გვიჩვენებს
კანონმდებლობა,
არ
ევროპული
სადაც,
შეესაბამება
და
როგორც
სხვა
წესი,
ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15 დღეს არ აღემატება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია წ, ერთი მხრივ, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო
ხარვეზების
აღმოფხვრა
და,
მეორე
მხრივ,
სახელმწიფოს
მიერ
პირისათვის
კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებათა დაცვის ხარისხის გაზრდა, ამ უფლებათა
2
განხორციელებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზისა და კონკრეტული ნორმების
სრულყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
გასწორდა კოდექსის მე-16 მუხლის პირველ ნაწილში არსებული ტექნიკური
ხარვეზი.
სახელდობრ,
პასუხისმგებლობა,
სამართალდარღვევისთვის
ვრცელდება
რომელიც
მხოლოდ
ადმინისტრაციული
სამხედრო
მოსამსახურეზე,
გავრცელდება სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირსა და საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზეც.
243-ე მუხლში, რომლითაც განსაზღვრულია დამრღვევის მიყვანა პოლიციაში,
ჩაიწერა, რომ ამ დროს ხდება პირის ადმინისტრაციული დაკავება და, შესაბამისად, ამ
პირს წარმოექმნება 245-ე მუხლით დადგენილი უფლებები. გარდა ამისა, უქმდება 243-ე
მუხლის მე-6 ნაწილი, ვინაიდან არც ერთი სამართლებრივი აქტით არ არის
განსაზღვრული „სახალხო რაზმეულის შტაბის“ ინსტიტუტი.
244-ე და 246-ე მუხლებში გასწორდა ტექნიკური ხარვეზი, სახელდობრ,
ამოღებულ იქნა სიტყვა „რესპუბლიკა“, ასევე, 246-ე მუხლში ამოღებულ იქნა სიტყვა
„ბოროტად“. გარდა აღნიშნულისა, 246-ე მუხლში ჩაიწერა, რა საფუძვლით ხდება პირის
ადმინისტრაციული დაკავება.
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
მოქმედი
რედაქციის
მიხედვით, ადმინისტრაციულად დაკავებულ პირს მისი უფლებები განემარტება
სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას, ოქმის შედგენა კი ხშირად ვერ ხერხდება პირის
დაკავებისთანავე. ეს არღვევს პირის უფლებებს, ვინაიდან დაკავებულმა პირმა
დაკავებისთანავე უნდა იცოდეს დაკავების მიზეზი და უნდა გააჩნდეს ამომწურავი
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უფლებები გააჩნია ამგვარი ადმინისტრაციული
წარმოების
პროცესში.
გათვალისწინებულია
ზემოაღნიშნულიდან
245-ე
მუხლში
სათანადო
გამომდინარე,
ცვლილების
კანონპროექტით
შეტანა,
რომლის
საფუძველზედაც, ადმინისტრაციული დაკავებისას დამკავებელი მოხელე ვალდებული
იქნება
დაკავებულს
დაკავებისთანავე
გასაგები
ფორმით
განუმარტოს:
ა)
რა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა მან და დაკავების საფუძველი; ბ) რომ
მას უფლება აქვს ადვოკატზე; გ) რომ, თუ მას სურს, მისი დაკავების ფაქტს და
ადგილსამყოფელს აცნობებენ მის მიერ დასახელებულ ახლობელს და ადმინისტრაციას
სამუშაო თუ სწავლის ადგილის მიხედვით. არასრულწლოვანის დაკავების შესახებ
აუცილებლად, პირველი შესაძლებლობისთანავე, აცნობებენ მის მშობლებს ან კანონიერ
წარმომადგენლებს. გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი კანონპროექტით „დაუშვებელ
მტკიცებულებად განისაზღვრება ის განცხადება, რომელიც დაკავებულმა ამ მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული განმარტების მიღებამდე გააკეთა“.
262-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგ დაემატა 11 ნაწილი, რომლითაც კანონი
3
სასამართლოს
დაავალდებულებს,
გათვალისწინებული
ასკ-ის
45-ე
სამართალდარღვევების
166-ე
საქმის
და
173-ე
მუხლებით
განხილვა
დაიწყოს
დაუყოვნებლივ, სამართალდარღვევის ოქმის და საქმის წარმოების სხვა მასალების
მიღებისთანავე. აქვე უნდა აღინიშნოს გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილება (2 BvR 2292/00, 2002 წ.), რომელშიც განმარტებულია, თუ
რას ნიშნავს სიტყვა „დაუყოვნებლივ“. სასამართლომ, აღნიშნულ კონტექსტში განაცხადა,
რომ მოსამართლის გადაწყვეტილება ყოველგვარი გაუმართლებელი გაჭიანურების
გარეშე
უნდა
განპირობებულია
იქნას
მიღებული.
ობიექტური
გამართლებულია
მიზეზებით,
როგორიცაა
გაჭიანურება,
გზის
რომელიც
ხანგრძლივობა,
ტრანსპორტირებისას წარმოქმნილი სირთულეები, საჭირო რეგისტრაცია და აღრიცხვა
და ა.შ. სასამართლოს მიერ სამართალდარღვევების საქმის განხილვის დაუყოვნებლივ
დაწყება
სამართალდარღვევის
ოქმის
და
საქმის
წარმოების
სხვა
მასალების
მიღებისთანავე ხელს შეუწყობს როგორც პირის კონსტიტუციით გარანტირებული
უფლებების დაცვას, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტურობის
გაზრდას.
32-ე მუხლის ახალი რედაქციით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული
პატიმრობის ვადა არ შეიძლება იყოს 15 დღეზე მეტი, შესაბამისად, ეს ნორმა აისახა
სამართალდარღვევათა კოდექსის სხვადასხვა მუხლში, რომლებითაც დადგენილი იყო
ადმინისტრაციული პატიმრობის 15 დღეზე მეტი ვადა.
1002 მუხლის ახალი რედაქცია, გარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის 15
დღემდე შემცირებისა, ასევე, ითვალისწინებს, ამ კოდექსით გათვალისწინებული
ნარკოტიკული საშუალების ოდენობების, პარლამენტის დადგენილების ნაცვლად,
კანონით განსაზღვრის საკითხს. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული
ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ 2012 წლის
№6245 საქართველოს კანონით, ზემოაღნიშნული საკითხი უკვე განსაზღვრულია.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
4
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
შემცირებას ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის შემცირების გამო.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება, კერძოდ, ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური
ვადის 15 დღემდე შემცირება, გამოიწვევს შესაბამისი სამართალდამრღვევის ფინანსური
მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის და მოსაკრებლის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
რომლებმაც
ან/და
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
ორგანიზაცია/
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
კონსულტაციებისა და აქტიური თანამშრომლობით.
5
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი შეფასება არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები ვახტანგ
ხმალაძე და შალვა შავგულიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები
ვახტანგ ხმალაძე და შალვა შავგულიძე.
6
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება
მუხლი 16. სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა იმ პირთა პასუხისმგებლობა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის, რომლებზედაც ვრცელდება
დისციპლინურ წესდებათა მოქმედება
1. სამხედრო მოსამსახურეს, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირს და
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ დისციპლინურ
წესდებათა
მიხედვით,
ხოლო
ამ
კოდექსით
გათვალისწინებულ
სამხედრო
მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის, საგზაო მოძრაობის,
ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვისა და საქართველოს საგადასახადო
კოდექსით
დადგენილი,
გადაადგილებასთან
საშუალების
საქართველოს
დაკავშირებული
გასაღების
მიზნის
საბაჟო
წესების
გარეშე,
საზღვარზე
დარღვევისათვის,
მცირე
ოდენობით
საქონლის
ნარკოტიკული
შეძენისათვის
ან
შენახვისათვის ან/და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე
მოხმარებისათვის
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა
დაეკისრება
საერთო
საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
1
აღნიშნულ პირებს არ შეიძლება შეეფარდოთ გამასწორებელი სამუშაოები.
11. ამ კოდექსის 45-ე, 116-ე, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული
სამართალდარღვევების ჩადენისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომელს
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა
დაეკისრება
საერთო
ჩამოთვლილთა
გარდა,
საფუძველზე, აგრეთვე დისციპლინური წესდების მიხედვით.
2.
სხვა
პირებს,
ამ
მუხლის
პირველ
ნაწილში
რომლებზედაც ვრცელდება დისციპლინურ წესდებათა ან დისციპლინის შესახებ
სპეციალურ დებულებათა მოქმედება, უშუალოდ ამ წესდებებით ან დებულებებით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ჩადენისათვის დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო დანარჩენ
შემთხვევებში – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საერთო საფუძველზე.
3.
ამ
მუხლის
პირველ
ნაწილში
აღნიშნულ
შემთხვევებში
ორგანოებს
(თანამდებობის პირებს), რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება
აქვთ, შეუძლიათ მის ნაცვლად სამართალდარღვევათა მასალები გადასცენ შესაბამის
ორგანოებს
ბრალეულთა
დისციპლინურ
პასუხისგებაში
მიცემის
საკითხის
გადასაწყვეტად.
მუხლი 32. ადმინისტრაციული პატიმრობა
1. ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ
1
გამონაკლის შემთხვევებში, ცალკეულ სახეობათა სამხედრო სამსახურის წესის
დარღვევისათვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის 90 დღემდე
ვადით. ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს შესაბამისი რაიონის (ქალაქის)
სასამართლოს მოსამართლე.
2. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისა და ამ
კოდექსის 45-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში საქმეს ადმინისტრაციული პატიმრობის
შეფარდების
თაობაზე
სასამართლო
განიხილავს
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის
ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის წარდგინების
საფუძველზე. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის
შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
3. ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოთ ორსულ ქალებს,
დედებს, რომლებსაც ჰყავთ თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვები, თვრამეტი წლის ასაკს
მიუღწეველ პირებს, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს.
მუხლი 45. ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით
უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე,
ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის
დანიშნულების გარეშე
ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა
გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის
დანიშნულების გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევებში,
თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის
გამოყენება არასაკმარისად ჩაითვლება, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე
ვადით.
შენიშვნა:
1. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას,
რომელიც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც შეიძინა ან შეინახა გასაღების მიზნის
გარეშე, აგრეთვე რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას
ექიმის
დანიშნულების
გარეშე
ნარკოტიკული
საშუალების
მოხმარებასთან
დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ამ მუხლით გათვალისწინებული
ქმედებებისათვის.
2. პოლიციელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ
უფლებამოსილ პირს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს იმ პირს, რომლის მიმართაც
არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების
გარეშე მოიხმარა.
21. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების
საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს
2
თანამშრომელი, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ჩადენილია
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ან თავისუფლების
შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე
ორგანოს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს საქართველოს სასჯელაღსრულების,
პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის იმ
მოსამსახურეს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული
საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა.
3. უფლებამოსილი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის
დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს
ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
მუხლი 1002. მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი
მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება
მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო
დათესვა, მოყვანა ან კულტივირება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევებში,
თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის
გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 30
დღემდე ვადით.
შენიშვნა: 1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების
ოდენობები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს
ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
მუხლი 116. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური,
ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა
სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ
მდგომარეობაში მყოფი პირისათვის
1.
სატრანსპორტო
საშუალების
მართვა
ალკოჰოლური
სიმთვრალის
მდგომარეობაში,
ან
სატრანსპორტო
საშუალების
მართვისას
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად
შემოწმებისათვის თავის არიდება –
გამოიწვევს:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას;
ბ) 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის − სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების 1 წლით შეჩერებას.
11. ამოღებულ იქნეს
2. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალების
3
მართვის უფლების შეჩერების პერიოდში იმავე ნაწილით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის ჩადენა −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.
3. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით
ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
41. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი,
სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების შეჩერების პერიოდში ამავე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების შეჩერების ვადის 2 წლით გაზრდას.
42. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
ჩადენა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ
პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული
აქვს სხვა დარღვევისათვის, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
43. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი ამ
მუხლის 42 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, იმავე ქმედების
განმეორებით ჩადენა მისი პირველად ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
5. სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული
სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების მართვისას
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
ნარკოტიკული
ან
ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება –
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას.
51. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით
ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა,
როდესაც პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება
შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
7. სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო
საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის
სხეულის მსუბუქი დაზიანება და მას ახლავს ამ მუხლით გათვალისწინებული
სამართალდარღვევა, −
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას.
4
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის
ჩადენა:
ა) როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ
პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
ბ) როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ
პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს სხვა
დარღვევისათვის –
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 3
წლით გაზრდას და 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
9.
ამ
მუხლის
მე-6
და
მე-8
ნაწილებით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევები, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ
პატიმრობას 90 დღემდე ვადით.
შენიშვნა:
1. პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა
უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია
სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს
საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის
მდგომარეობაშია, და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან.
2. პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა
უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას,
ვალდებულია: სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის
მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის
მდგომარეობაშია; თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს და
ამას ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, ადგილზე შეუფარდოს ადმინისტრაციული
სახდელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილზევე შეამოწმოს იგი; თუ შემოწმების
შედეგად დასტურდება მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი, შეადგინოს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება ალკოჰოლური
სიმთვრალის შედეგები.
3.
უფლებამოსილი
პირის
მიერ
ალკოჰოლური,
ნარკოტიკული
და
ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტების დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. (28.04.2006. N2962)
4. ამ მუხლის მე-3, მე-4, 41, მე-6 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული
სამართალდარღვევების ჩადენისას პირი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე
დაიშვება დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010
წლის 1 აგვისტოდან).
41. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული
სამართალდარღვევების
ჩადენისას
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის
5
შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში საქმის განმხილველ
ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს
700 ლარის ოდენობის ჯარიმით (ეს წესი არ ვრცელდება 18 წლის ასაკს მიუღწეველი
პირისთვის შეჩერებულ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაზე).
5. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ პირს მართვის
მოწმობა დაუბრუნდება სამედიცინო დაწესებულების დიაგნოსტირების საფუძველზე,
რომლითაც დასტურდება ნარკომანიით დაავადების არარსებობის ფაქტი.
6. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ
დაზარალებულმა
არ
გაასაჩივრა
სამართალდარღვევის
საქმეზე
მიღებული
გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 1500 ლარის ოდენობის ჯარიმით.
7. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი
დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
8. ამოღებულ იქნეს (27.11.2013. N1644 ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.)
9. ამ მუხლის 41 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების
ჩადენისათვის, აგრეთვე ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სატრანსპორტო
საშუალების ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში
მართვისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
10. ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად
მიიჩნევა მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა.
თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირების მეშვეობით გამოვლინდა,
მძღოლი უფლებამოსილია ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის
სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების
ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. თუ
სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის
შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული სისხლი ეგზავნება სათანადო საექსპერტო
დაწესებულებას. ამ შემთხვევაში სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო
დაწესებულებისათვის გადაგზავნის წესები და ვადები განისაზღვრება საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით
განისაზღვრება იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ
კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლში ეთანოლის შემცველობის
დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ
მხოლოდ სისხლის აღების უფლება. თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების
შედეგად მძღოლს არ დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი
განთავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისაგან. მძღოლს უფლება აქვს,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული
ზიანის ანაზღაურება.
6
მუხლი 150. თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება
1. სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური
შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე,
ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც
საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
21. სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად
შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ
მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო
საშუალებების სავალ ნაწილზე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
22. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და
დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება
მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
5.
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
დარღვევის
გამოუსწორებლობა
დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლის 22 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
მუხლი 1552. მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის
აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა,
რეალიზაცია და გადაზიდვა
1. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის
აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ორი ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ
პატიმრობას ვადით 30 დღემდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში
ასეთი დარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათი ათასი ლარის ოდენობით, ხოლო თუ საქმის
გარემოებათა მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომის
7
გამოყენება საკმარისად არ ჩაითვლება, – ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით 60
დღემდე, სამართალდარღვევის საგნის, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების
საშუალებების კონფისკაციით ან კონფისკაციის გარეშე.
მუხლი 157. იმ ჰუმანური დახმარების პროდუქციის გაყიდვა, რომელიც
განკუთვნილი იყო უფასოდ გასაცემად
კომერციულ
სტრუქტურებში
(მიუხედავად
მათი
სამართლებრივორგანიზაციული ფორმისა) იმ ჰუმანური დახმარების პროდუქციის გაყიდვა, რომელიც
განკუთვნილი იყო მოქალაქეებისა ან იურიდიული პირებისათვის გასაცემად, გამოიწვევს დაჯარიმებას პროდუქციაზე დადებული ფასის ხუთმაგი ოდენობით,
ამ პროდუქციის კონფისკაციით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა მიხედვით დამრღვევის
პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომების გამოყენება საკმარისად არ ჩაითვლება, ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით ოცდაათ დღემდე.
მუხლი 166. წვრილმანი ხულიგნობა
წვრილმანი ხულიგნობა, ესე იგი საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება,
მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც
არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და
დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება
მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის
პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
მუხლი 1741. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და
ჩატარების წესის დარღვევა
1. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ,
–
გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
3. სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის
ჩატარება მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო
სასამართლოში
(საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
პლენუმის
გადაწყვეტილება N2/482,483,487,502 2011 წლის 18 აპრილი), –
გამოიწვევს პატიმრობას 90 დღემდე ვადით.
4. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11
და 111 მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან პატიმრობას 90 დღემდე
ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით
ან პატიმრობას 90 დღემდე ვადით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის
8
პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
მუხლი 1752. დამცავი და შემაკავებელი ორდერებით
გათვალისწინებული მოთხოვნებისა და
ვალდებულებების შეუსრულებლობა
1. შემაკავებელი
ორდერით
გათვალისწინებული
მოთხოვნებისა
და
ვალდებულებების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით ან გამასწორებელ
სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.
2. დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების
შეუსრულებლობა –
გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით ან გამასწორებელ
სამუშაოებს სამ თვემდე ვადით.
შენიშვნა:
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევების
ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
მუხლი 1771. საქონლის (სამუშაოთა, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის
კვოტირების და ლიცენზირების წესების დარღვევა
საქონლის (სამუშაოთა, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის კვოტირების და
ლიცენზირების მოსაწესრიგებლად მთავრობის მიერ მიღებული დადგნილებების
დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოციდან სამოცდაათ მინიმალურ
ოდენობამდე, ხოლო თუ საქმის გარემოების მიხედვით, დამრღვევის პიროვნების
გათვალისწინებით
ამ
ზომების
გამოყენება
ჩაითვლება
არასაკმარისად,
ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით ოცდაათ დღემდე.
შენიშვნა:
1.
უცხოელი
მოქალაქეები
ავტოსატრანსპორტო
მომსახურების
განხორციელებისას ლიცენზირების წესების დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდებიან
ადგილზე საპატრულო პოლიციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს
ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
მუხლი 178. სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევა
ლიცენზიის გარეშე სავალუტო ოპერაციების წარმოება ან მომსახურება, _
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათი
მინიმალური ოდენობით, თანამდებობის პირთა _ სამოცდაათი მინიმალური
ოდენობით, ხოლო თუ საქმის გარემოების მიხედვით, დამრღვევის პიროვნების
გათვალისწინებით,
ამ
ზომის
გამოყენება
ჩაითვლება
არასაკმარისად,
_
ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით ოცდაათ დღემდე.
უცხოური ვალუტის ეროვნულ ვალუტაზე გადაცვლაზე უსაფუძვლოდ უარის თქმა
ვალუტის გადამცვლელი დაწესებულების მუშაკის მიერ, _
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოთხმოცი მინიმალური
9
ოდენობით, ხოლო თუ საქმის გარემოების მიხედვით, დამრღვევის პიროვნების
გათვალისწინებით,
ამ
ზომის
გამოყენება
ჩაითვლება
არასაკმარისად,
_
ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით ოცდაათ დღემდე.
მუხლი 1971. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევ
კომისიაში გამოუცხადებლობა სამხედრო
ვალდებულების მოხდისაგან თავის არიდების მიზნით
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა
სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავის არიდების მიზნით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ჯარიმის დადგენილ ვადებში გადაუხდელობა, –
გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღის ვადით.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
მუხლი 1972. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის
წესის დარღვევა (01.07.2005 N1857)
სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევა, რომელიც
არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, –
გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით ოცდაათ დღემდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის
პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
მუხლი 243. დამრღვევის მიყვანა
1. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა აუცილებელია,
მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, დამრღვევი პოლიციის მუშაკმა,
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა, აღსრულების
პოლიციელმა ამ მიზნით შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში.
2. სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის, მოძრაობის წესრიგისა და
უსაფრთხოების დაცვის, ტრანსპორტზე ტვირთის მოვლა-შენახვის უზრუნველყოფის,
სახანძრო უსფრხოების, ტრანსპორტზე სანიტარულ-ჰიგიენური და სანიტარულჰიგიენური და სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესების დარღვევისათვის დამრღვევი
საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ მას არ აქვს
პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც
შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ.
21. ამ კოდექსის 555, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 130-ე
მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 1462, 1511 და
1536 მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევებისათვის
სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს
პოლიციაში, თუ მას არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან
მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ.
10
3. ტყით სარგებლობის ან ნადირობის, თევზჭერის და თევზის მარაგის დაცვის
წესების დარღვევისას და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ
საქართველოს კანონმდებლობის სხვა დარღვევისას ოქმის შედგენის მიზნით, თუ
დარღვევის ადგილზე დამრღვევის ვინაობის დადგენა შეუძლებელია, საქართველოს
გარემოსა
და
ბუნებრივი
რესურსების
დაცვის
სამინისტროს
შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე ორგანოების უფლებამოსილ პირებს, აგრეთვე პოლიციის
მუშაკებს შეუძლიათ ამ სამართალდარღვევათა ჩამდენი პირი (პირები) მიიყვანონ
პოლიციაში.
4. ისეთი სამართალდარღვევის ჩადენისას, რომელიც დაკავშირებულია დაცული
ობიექტის ხელყოფასთან ან აღნიშნულ ობიექტზე არსებული სარეჟიმო მოთხოვნების
დარღვევასთან, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების ხელყოფასთან, დამრღვევი
შესაბამისად პოლიციის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ან სხვა
გასამხედროებული დაცვის მუშაკებმა შეიძლება მიიყვანონ
პოლიციაში ან
გასამხედროებული
დაცვის
სამსახურებრივ
შენობაში
სამართალდარღვევის
აღსაკვეთად, დამრღვევის პიროვნების დასადგენად და სამართალდარღვევის ოქმის
შესადგენად.
5.დამრღვევი მიყვანილ უნდა იქნეს რაც შეიძლება მოკლე ვადაში.
6. ნებაყოფლობითი სახალხო რაზმეულის შტაბში მიყვანილი პირი არ შეიძლება
იმყოფებოდეს ერთ საათზე მეტ ხანს.
მუხლი 244. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების
უზრუნველყოფის ზომები
საქართველოს
რესპუბლიკის
საკანონმდებლო
აქტებით
უშუალოდ
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა
აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, საქმის დროულად და
სწორად განხილვისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებულ
დადგენილებათა
აღსრულების
უზრუნველსაყოფად
დასაშვებია
პირის
ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და
დოკუმენტების ჩამორთმევა.
ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, ნივთების გასინჯვის,
ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის წესი ამ მუხლით გათვალისწინებული
მიზნებისათვის განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს რესპუბლიკის სხვა
კანონმდებლობით.
მუხლი 245. ადმინისტრაციული დაკავება
ადმინისტრაციული დაკავების შესახებ შედგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება:
მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და
გვარი; ცნობები დაკავებულის პიროვნების შესახებ; დაკავების დრო და მოტივი, ოქმს
ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული
უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი.
11
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკავებული პირის
თხოვნით მის ადგილსამყოფელს აცნობენ ნათესავებს, ადმინისტრაციას სამუშაო თუ
სწავლის ადგილის მიხედვით. არასრულწლოვანის დაკავების შესახებ აუცილებლად
აცნობებენ მის მშობლებს ან მათ შემცვლელ პირებს.
მუხლი 246. ორგანოები (თანამდებობის პირები), რომლებსაც აქვთ
ადმინისტრაციული დაკავების უფლება
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩამდენის
ადმინისტრაციული
დაკავება შეუძლიათ მხოლოდ ორგანოებს (თანამდებობის პირებს), რომლებიც
საამისოდ უფლებამოსილი არიან საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით,
სახელდობრ:
ა) შინაგან საქმეთა ორგანოებს – წვრილმანი ხულიგნობის, კრებების, მიტინგების,
ქუჩაში მსვლელობების და დემონსტრაციების ორგანიზებისა და ჩატარების წესის
დარღვევის, პოლიციის მუშაკის, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის კანონიერი
განკარგულებისადმი
ან
მოთხოვნისადმი
ბოროტად
დაუმორჩილებლობის,
ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ
შეძენის ან შენახვის ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე
მოხმარების, ოჯახში ძალადობის ჩადენის, დამცავი და შემაკავებელი ორდერებით
გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის,
პროსტიტუციის, საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და
საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის, საგზაო
მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების
დარღვევის და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს
კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევების, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო
აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
ბ) ამოღებულია
გ) დასაცავი ობიექტების განლაგების ადგილას გასამხედროებული დაცვის
უფროს თანამდებობის პირს – დასაცავი ობიექტების, სხვა სახელმწიფო ან
საზოგადოებრივი ქონების ხელყოფასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევათა
ჩადენის შემთხვევაში;
გ1)
სახელმწიფო
დაცვის
სპეციალური
სამსახურის
თანამშრომელს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირის და დასაცავი ობიექტის
დაცვითი ღონისძიების განხორციელების ადგილას − დასაცავი პირისა და დასაცავი
ობიექტის ხელყოფასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით,
აგრეთვე ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
დ) სამხედრო საავტომობილო ინსპექციის თანადმებობის პირებს – მძღოლების ან
სხვა პირების მიერ, რომლებიც მართავენ საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული
ძალების სატრანსპორტო საშუალებებს, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის
შემთხვევებში.
ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, საგადასახადო
ორგანოებს – საგადასახადო სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ჩადენის შემთხვევებში;
12
ვ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს − ამ კოდექსით
მათი
ქვემდებარეობისათვის
მიკუთვნებულ
სამართალდარღვევათა
ჩადენის
შემთხვევაში;
ზ) აღსრულების პოლიციელს – ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.
თ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების
საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს
თანამშრომელს − ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
შემთხვევაში,
რომელიც
ჩადენილია
საქართველოს
სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და
იურიდიული
დახმარების
საკითხთა
სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე.
მუხლი 262. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის
ვადები
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს უფლებამოსილი ორგანო
(თანამდებობის პირი) განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და
სხვა მასალების მიღებიდან თხუთმეტი დღის ვადაში.
2. ამ კოდექსის 421, 422, 45-ე და 166-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2
და მე-3 ნაწილებით, 173-ე და 1752 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ამ
კოდექსის 142-ე, 1533, 154-ე, 1741 და 1742 მუხლებით გათვალისწინებულთა – სამი დღის
ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 501, 511, 513, 533, 55-ე, 552, 553, 555, 582, 592, 61-ე, მე-80 და 81-ე
მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964,
981, 99-ე, 1001, 1002, 103-ე, 104-ე, 1051, 1071, 141-ე, 143-ე−1441, 1443−1445, 14410, 145-ე, 1461,
1462, 148-ე–1501, 1511, 152-ე, 1522−153-ე, 1541, 1542, 156-ე−1581, 159-ე, 1591, 1595–1599, 163-ე,
164-ე, 167-ე, 170-ე, 174-ე, 175-ე, 1771, 1791, 180-ე–1831, 185-ე–1852, 187-ე−1872, 189-ე, 192-ე,
195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულთა – შვიდი დღის ვადაში.
21. ამოღებულ იქნეს
3. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის სხვა ვადებიც.
13