„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.06.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: პავლე კუბლაშვილი, ნუგზარ წიკლაური და კახაბერ ანჯაფარიძე.
ნომერი
#07-3/649/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 98 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-06-26
ბიუროს ნომერი 257

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
qJEUilb!lU ?0l,Jbtb 26 o35o1n. 2012 faqo <.rj& N 257 t'l6bDETRo 3u5o5ob Jrrronj$o ,,brjr<6orgnqob o166r51q 3s5r'r53o trulrr6olleob - ,,lijiorgnq.b borr6frg35t'r ;rT pgjLo' ggqoqnloL ?g$r5oL ?nLchnb" @73tA9' 26M20t2) -J. t .,l t"re$c66oL ScJd'c": filqrBaoRo, 5 $o,qsfxr, 3 cSSqsdxrdX J. 3ft.ra3oqo, 5. SoJR.'#xl' 3 l51q#nd2 o1r6oqo1q lr.r;ooboro,IrA"0C6" X&r3q3t 3.rqr8o t't4.a't'2 -,4ns.ays f,Ad AA4 idPao aDtl,l06 '{DA'PrrA'tu b;jsr6o3Xqmb J;r6qs0n5$ob dolt6r'r sq665b: Ls,lst6cnrleoL Jr6qr0X56olr dr'lAoO1O1Ab') q; LoJ':r6q'>0n5$r'r 3r6sj3oXb?o q."ngg.i" S.,tao$o2qo- r1l$oL Jr6r'rnl$olr 6o5boq3s b.:j.:r6nr3Xqmb J;r6qr3n6$oL o)JAaXR(')3.)dl0 R,)iloo) b5ild).\d0
წერილი
UJi,Jd,03CsPgll, )J6RJAO5O0l, $0360 lt,;j,x4otnXgrolt Jrt4KnA?SAoL sJi.risSoLt Lsor45.>5o$,>6oo pFn66rA05,olt Agdoblr j;qdofio6 noryd ltno$;odX Lt ;loqlrgoSo 3ont6, L,>jsr4or3XqoL ;o5b$o$lgooL 67-l elLqotr or,:5.:t8sq $srrr0r.r6oq6n5o LsJrr6o3nqoL Jo6qsBnS$oL $6r6nboL: Js3qn ,111q.*3oq,oL, 516$st6 $o,1q.:lvrolr p.: ;rbslnr6 .:6ysgsr4odoL 0o316 irJ;"5.58pnlg. o6ogosgo3oL $nlroor 8o8tr.:pXtr1q ;s6r'r6Jt6onj6tr ,,tt j.:r6o33pcrL o66.r63q ;srn5?o " Lrjr6or3ngol-r Lss6PrnnSo ,pq3jlr?o 63qoqnloL ?XgsSoL t3lrsh3b". 5-t.3-, tnSosgSo?61q ;s5oEJ<6onJ$L 0oL6no ?XL.:b.r8oUo 3L3q3qotrs. otr qsSsr6oo:. " 3fl611q;q. J.:$ogotgnOoor, Js3q6 ,;2dqu?goqo 516$s6 So;q12<6o ;sbrlnr6 s56.rg6od6 .ll. 06 tt2
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 120110011, 10/01/2012, სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.016032 N25, 22.08.2001, მუხ. 107) 51-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17-ე პუნქტი: „17. საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი, ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში. ამ პუნქტის მიზნებისათვის სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიით მაუწყებლობის არეალს წარმოადგენს ქვეყნის მთელი ტერიტორია. ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშვება ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია წინასაარჩევნო პერიოდში ინფორმაციის გავრცელებისა და მედიაპლურალიზმის მაღალი სტანდარტების დანერგვის აუცილებლობით. მოქმედი კანონდებლობის თანახმად, ტრანზიტზე ავტორიზებული პირები (საკაბელო ოპერატორები) ლიცენზირებული მაუწყებლების ტრანზიტს ახორციელებენ საკუთარი შეხედულებისამებრ. აღნიშნული რეგულაცია, ერთის მხრივ სრულ შესაბამისობაშია კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოს პრინციპებთან, მაგრამ, მეორეს მხრივ, ქმნის გარკვეულ პრობლემებს ამომრჩეველთათვის ინფორმაციის შეუზღუდავად მიღების თვალსაზრისით. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული კანონმდებლობა იცნობს წინასაარჩევნო პერიოდში ექსტრარეგულირებისა და განსაკუთრებული სტანდარტების დამკვიდრების პრეცენდენტებს (მაგ. უფასო სარეკლამო დროის გამოყოფა საარჩევნო სუბიექტებისათვის) მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დროებითი რეგულირების სახით, ავტორიზებულ პირთათვის დაწესებულ იქნეს საქართველოში ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებლის ტრანსლირების ვალდებულება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კონკურენტუნარიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნა, ინფორმაციის გავრცელების და მედიახელმისაწვდომობის სტანდარტების კიდევ უფრო გამტკიცება და საარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთათვის შეუზრუდავი ინფორმაციის მიღების საშუალების უზრუნველყოფა, ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობის მიზნით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მაუწყებლობის ტრანზიტზე ძალაში შესვლიდან ავტორიზებული არჩევნების პირი, დღემდე პერიოდში ვალდებული იქნება მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში. ამ პუნქტის მიზნებისათვის სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიით მაუწყებლობის არეალს წარმოადგენს ქვეყნის მთელი ტერიტორია. ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშვება ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში განხორციელდა კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: პავლე კუბლაშვილი, ნუგზარ წიკლაური და კახაბერ ანჯაფარიძე. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: პავლე კუბლაშვილი, ნუგზარ წიკლაური და კახაბერ ანჯაფარიძე.