ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფცია

კონცეფცია მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.06.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტი
ნომერი
#4824/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 99 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-06-25
ბიუროს ნომერი 256

📜 ტექსტი

წერილი
tg0JIt) 116,0 bJ IqJ,lJllJJl,00l, UJd0(IlhmJ .t030tbllt90 uJ$|qdl$qmu JJ6<Jaa56n o'Ao|Iltln', lrl18. (,.11'o,i:lil,{, 1, itnill' 8 N, 6itx.,: {q)5l2) 2S ll Bl it[l,tr'.nl.). dr.spo.r(r/plrlilm Bc q{L/ Li--il-zoDv Urjrdlo6Cqxrb Jr6q'.>agfu ob &p6<'tlt ,r\n: lrso66.>6otJ0o(9 ACir6OlAC6Ob lrrCr6,<r69qxrll $d)q'5d$Ooll d,ctqraC6$rtu l82r ag\'ou':ooacen aU6*Jotr 391s6.>0ob.>q ADElDboqBCq,la $:r6ao6oag65or ,8fu,oq'erco' 3rgj>l.rcrrU blq'bc6cr'r6 Cd,onC6tr,l.,6ol, blCilto6ggx', lDb6('0$o€5'r 3er66g66n'rb"' qt6.>5on: lZ (B3oq,ACOo) tsiCd,O3q'o Jrlr6oUgCAoor, 6g6trd, $oJq'ru6o 3oao0g6ou oD3a1qxr0r63 { '*t^:
კონცეფცია
ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფცია სარჩევი შესავალი ადამიანთა შორის კავშირები ადამიანის უფლებები, თავისუფალი მასმედია და სამოქალაქო საზოგადოება განათლება და მეცნიერება ეკონომიკა და ვაჭრობა ისტორიული სიმართლის დადგენის ხელშეწყობა ტრადიციები, კულტურა და სპორტი ურთიერთობა დიასპორებთან ჯანდაცვა 1 შესავალი ათასწლეულების მანძილზე ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს ერთმანეთთან ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, კულტურული და სხვა ურთიერთობები აკავშირებს, რაც ასახულია ისტორიულ წყაროებში. ამასთან ერთად, ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან აახლოებს კულტურული ნათესაობა და ტრადიციების მსგავსება. ჩვენი ხალხები ათასწლეულების მანძილზე ცხოვრობენ ერთ გეოგრფიულ არეალში, რომელსაც კავკასიის რეგიონი წარმოადგენს. საქართველო კავკასიის რეგიონის განუყოფელი ნაწილია და მისთვის კავკასიაში მიმდინარე ყველა პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველო დაინტერესებულია ჩრდილოეთ კავკასია იყოს სტაბილური, უსაფრთხო, ეკონომიკურად განვითარებული რეგიონი, რომლის მოსახლე ხალხებს მიეცემათ ყველა შესაძლებლობა, იცხოვრონ მშვიდობის და კეთილდღეობის პირობებში ამას კარნახობს, როგორც ქართველი ხალხის მეგობრული დამოკიდებულება ჩრდილოკავკასიელი ხალხების მიმართ, ასევე საქართველოს ეროვნული ინტერესები. საქართველო მუდამ აცნობიერებდა ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის ურთიერთობებისადმი ერთიანი სახელმწიფო მიდგომის აუცილებლობას, თუმცა 1991 წელს სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ არსებული ვითარება ხელს უშლიდა საქართველოს, ჩამოეყალიბებინა ერთიანი მიდგომა ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებით, აქედან გამომდინარე, საქართველომ, პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, შეიმუშავა და აქვეყნებს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო კონცეფციას. 2 კონცეფცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, ვაჭრობის, ადამიანური კავშირების და სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში არსებული კავშირების გამყარებას და გაღრმავებას. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის კონცეპტუალური საფუძველია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. 1 ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფცია ემსახურება მშვიდობისა და ხალხთა შორის მეგობრობის მიზნებს. 1 კონცეფციის თავის, „საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“,1.2 ქვეთავის („რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა“) დებულებები. 3 ადამიანთა შორის კავშირები საქართველო აცნობიერებს ჩრდილოკავკასიელებსა და ქართველებს შორის კავშირების განვითარების აუცილებლობას. ადამიანთა შორის კავშირები და ურთიერთობები, ასევე სახალხო დიპლომატია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. საქართველო მიესალმება მის ტერიტორიაზე შემოსულ ჩრდილოკავკასიელ ტურისტებს და მათ ჩამოსვლას განიხილავს ადამიანთა შორის კავშირების გაღრმავებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად. საქართველო პატივს სცემს განსხვავებული რელიგიური და სხვა ღირებულებების მქონდე ადამიანებს. ითვალისწინებს რა ჩრდილოკავკასიელ ხალხებში ყველაზე მეტად გავრცელებულ რელიგიას, ისლამს, საქართველო მოხარულია მისი ტერიტორიის გავლით მისცეს ჩრდილოკავკასიელ ხალხებს მათთვის რელიგიურად წმინდა ადგილების მოლოცვის შესაძლებლობა. საქართველოს სახელმწიფო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩრდილოკავკასიელი და ქართველი ახალგაზრდების დაახლოებას და მიაჩნია, რომ ახალგაზრდებს შორის მჭიდრო კავშირების განვითარება დიდწილად განსაზღვრავს ჩრდილოკავკასიელი და ქართველი ხალხების მომავალს. საქართველო ხელს შეუწყობს მის ტერიტორიაზე ახალგაზრდული ბანაკების, საზაფხულო სკოლების და სხვა მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩრდილოკავკასიელ და ქართველ ახა`ლგაზრდებს შორის კავშირების გაღრმავების საქმეში. 4 ადამიანის უფლებები, თავისუფალი მასმედია და სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია საქართველოს ეროვნული ღირებულებებია. საქართველო მზად არის დაეხმაროს ჩრდილოკავკასიელ ხალხებს ამ ფასეულობების დაცვასა და განვითარებაში. საქართველო შეშფოთებას გამოთქვამს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული არასტაბილური ვითარების გამო, რომელიც უმთავრეს დარტყმას ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს აყენებს. საქართველო ეთანხმება უამრავი საერთაშორისო უფლებათადამცველი ორგანიზაციის კვლევების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც ჩრდილოკავკასიაში გამუდმებით მიმდინარეობს ადამიანების ეთნიკური და პოლიტიკური ნიშნით დევნა, გატაცება, დაშინება თუ სხვა ღირსებისა და პატივის შემლახველი მოვლენები. საქართველოს სახელმწიფო დაეხმარება ჩრდილოკავკასიელ ხალხებს საკუთარი უფლებების დაცვაში, მათი რეალური მდგომარეობის შესახებ მსოფლიო საზოგადოების ინფორმირების გზით. საქართველო მიესალმება ადამიანის უფლებათადამცველი ორგანიზაციების მიერ ამ თემატიკისადმი მიძღვნილ, პროექტებსა თუ ღონისძიებებს. საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას გახდეს თავისუფალი არენა ჩრდილოკავკასიელი ადამიანის უფლებათადამცველებისათვის, ასევე სხვა ამ საკითხით დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისთვის ჩრდილოკავკასიაში არსებულ საინფომაციო ვაკუუმის ფონზე, საქართველოს სახელმწიფოს აუცილებლად მიაჩნია, ქართულ და ჩრდილოკავკასიურ საზოგადოებებს შორის ინფორმაციის გაცვლა.საქართველო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ხელი შეუწყოს ჩრდილოკავკასიელი ხალხებისთვის უტყუარი ინფორმაციის მიწოდებას როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში მიმდინარე 5 პროცესების შესახებ და ასევე, მიაწოდოს სწორი ინფორმაცია მსოფლიო საზოგადოებას ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ქართულ და ჩრდილოკავკასიურ საზოგადოებებს შორის ინფორმაციის გაცვლისთვის, საქართველო მიესალმება კავკასიური თემატიკის ჟურნალისტური სიმპოზიუმების, თრეინინგების, ბლოგერული ინტერნეტ-კონფერენციების, ტელეხიდების, დებატებისა და დისკუსიების მოწყობას. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩრდილოეთ კავკასიაში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებას და მიაჩნია, რომ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე, ასევე ქართველი და ჩრდილოკავკასიელი ხალხების ურთიერთობების გაღრმავებაზე. საქართველო მიესალმება ჩრდილოკავკასიურ და ქართულ არასამთავრობო სექტორებს შორის ურთიერთობების განვითარებას და ხელს შეუწყობს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების ორგანიზებას. 6 განათლება და მეცნიერება ჩრდილოკავკასიურ და ქართულ საზოგადოებებს შორის ურთიერთობათა განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩრდილოკავკასიელი სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების საშუალებების გაზრდა, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ენებისა და ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლა და ქართულ საზოგადოებაში ჩრდილოეთ კავკასიის შესახებ ცოდნის ამაღლება. ასევე, საქართველოს სახელმწიფო მიესალმება ქართულ და ჩრდილოკავკასიურ აკადემიურ წრეებს შორის კავშირების აღდგენას, გაღრმავებას და ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც საფუძველს უყრის მომავალ თანამშრომლობას აკადემიურ სფეროში. განათლება ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობების გაზრდა მნიშვნელოვანია ჩრდილოკავკასიელი ახალგაზრდებისთვის, ასეთი განათლება დადებითად აისახება ჩრდილოკავკასიელ ხალხთა ეკონომიკურ და სამეცნიერო პერსპექტივებზე. საქართველოს მიზანია, გახდეს ჩრდილოეთ კავკასიის ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების მიღების მნიშვნელოვანი ცენტრი.საქართველო მიესალმება ჩრდილოკავკასიელი სტუდენტების მზარდ დაინტერესებას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღების კუთხით და ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩრდილოკავკასიელი სტუდენტების რაოდენობის გაზრდას. ამისთვის, საქართველო ხელს შეუწყობს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის შესწავლის სპეციალური პროგრამების შექმნას, რათა კავკასიელმა სტუდენტებმა შესძლონ სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში არსებულ ქართულენოვან სადიპლომო სასწავლო კურსებზე. ეს მისცემს საშუალებას კავკასიელ სტუდენტებს სრულად გამოიყენონ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საგანმანათლებლო პოტენციალი. 7 საქართველო, ასევე, ხელს შეუწყობს ჩრდილოკავკასიელ სტუდენტებს სწავლა გააგრძელონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. ჩრდილოკავკასიელი ხალხების მიერ ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის და მათი კულტურის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათ იცოდნენ მშობლიური ენა, საქართველო ხელს შეუწყობს ქართულ საგანამანათლებლო დაწესებულებებში ჩრდილოკავკასიელ ხალხთა ენების სამეცნიერო და პრაქტიკულ შესწავლასა და ამ ენების გარშემო სასწავლო პროგრამების შემუშავებას. ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის ურთიერთობის განვითარებისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია ქართულ საზოგადოებაში ჩრდილოეთ კავკასიის შესახებ ცოდნის ამაღლება.საქართველოში უნდა გაიზარდოს ჩრდილოკავკასიური ენების, ისტორიის, კულტურის და ტრადიციების ცოდნის დონე. საუნივერსიტეტო სადიპლომო პროგრამების გარდა, საქართველო ასევე მიესალმება ჩრდილოკავკასიელ სტუდენტთა მონაწილეობას მოკლევადიან სასწავლო კურსებზე საქართველოში. საქართველოში გამართული საზაფხულო სკოლები და პროგრამები ჩრდილოკავკასიელ ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა სპეციალობაში, უკეთ გაიცნონ საქართველო და დაამყარონ კავშირები ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებთან. მეცნიერება ქართველ და ჩრდილო კავკასიელ მეცნიერთა ურთიერთობა თითქმის საუკუნეს ითვლის. ამ დროის განმავლობაში არაერთი ერთობლივი სამეცნიერო პროექტი განხორციელდა. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალში ასეთი ტიპის საერთაშორისო პროექტებს სისტემატური სახე მიეცეს. 8 საქართველო ხელს შეუწყობს ჩრდილოკავკასიელთათვის საქართველოში მოქმედი არქივების, საცავების, არქეოლოგიური ძეგლებისა თუ ბიბლიოთეკების გამოყენებას სამეცნიერო კვლევებისთვის. კავკასიური თემატიკის პოპულარიზაციის მიზნით საქართველო ხელს შეუწყობს ჩრდილოკავკასიელ მეცნიერთა ნაშრომებისა და სტატიების ქართულ და უცხოურ ენებზე გამოცემას. ასევე, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია დასავლეთის სამეცნიერო წრეებში მოღვაწე კავკასიოლოგებთან თანამშრომლობა და მჭიდრო ურთიერთობა. საქართველო მიიჩნევს, რომ სამეცნიერო დარგებს შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ენათმეცნიერებაა. ამ დარგში ჩრდილოკავკასიელ და ქართველ მეცნიერთა ურთიერთობის დიდი ხნის ტრადიცია არსებობს. საქართველოს სახელმწიფო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ენათმეცნიერული სკოლის არსებული მაღალი დონის შენარჩუნებას და კიდევ უფრო განვითარებას. საქართველო აგრეთვე ხელს შეუწყობს ისეთი მნიშვნელოვანი დარგების განვითარებას, როგორც არქეოლოგია, ფოლკლორისტიკა, ეთნოლოგია, არქიტექტურა, ისტორიოგრაფია და სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებები. 9 ეკონომიკა და ვაჭრობა საქართველოს სახელმწიფო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ჩრდილოკავკასიელ და ქართველ ხალხებს შორის აქტიური ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთოების განვითარებას და ყოველმხრივ შეუწყობს ხელს ისეთი პირობების შექმნას, რომელიც სასურველს გახდის ჩრდილოკავკასიელ ხალხთა წარმომადგენლებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელონ ეკონომიკური და სავაჭრო პროექტები. საქართველო მიესალმება ჩრდილოკავკასიელი ხალხების წარმომადგენლების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციებს, იქნება ეს იურიდიული თუ ფიზიკური პირების ინიციატივა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფომ მიაღწია დიდ წარმატებას ეკონომიკური განვითარების კუთხით. საქართველო მოხარულია ჩრდილოკავკასიელ ხალხებს მისცეს შესაძლებლობა ისარგებლონ საქართველოს სახელმწიფოს მიერ მიღწეული წარმატებებით ეკონომიკურ სფეროში. საქართველოს სახელმწიფო მზად არის დაეხმაროს ჩრდილოკავკასიელ ხალხებს, მსოფლიოსა და კაკვასიის რეგიონის სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაში და მოხარულია მისცეს ჩრდილოკავკასიელ ხალხებს საშუალება გამოიყენონ ჩვენი სახელმწიფოს რეგიონული ლოგისტიკური ცენტრის ფუნქცია. საქართველო მზარდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანაა. საქართველოს სახელმწიფო ხელს შეუწყობს ჩრდილოკავკასიელებს მოახდინონ საკუთარი ბიზნესის ინვესტირება საქართველოს ტურისტულად მზარდ რეგიონებში. 10 ისტორიული სიმართლის დადგენის ხელშეწყობა რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში კავკასიელი ხალხები არაერთხელ გამხდარან ეთნიკური წმენდების, დეპორტაციების და გენოციდის მსხვერპლი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ადგილი ჰქონდა ისეთ მოვლენებს, როგორც ინგუშების ეთნიკური წმენდა 1992 წელს და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი განადგურება ჩეჩნეთის ორი ომის დროს. საქართველოს სახელმწიფო მიიჩნევს, რომ კავკასიელი ხალხების წინააღმდეგ მომავალში მსგავსი ექსცესების პრევენციისთვის აუცილებელია ისტორიული სიმართლის დადგენა. მასობრივი დანაშაულები და რეპრესიები უნდა გახდეს ისტორიული და სამართლებრივი კვლევის საგანი. აუცილებელია ფაქტების დეტალური შესწავლა ყოველი მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში, რათა მას მიეცეს მკაფიო და მყარად დასაბუთებული ისტორიული შეფასება. საქართველომ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა. 2011 წლის 20 მაისს, საკითხის ხანგრძლივი და დეტალური კვლევის შემდეგ, საქართველომ ოფიციალურად აღიარა რუსეთის იმპერიის მიერ მე–19 საუკუნეში განხორციელებული ჩერქეზთა გენოციდის ფაქტი. აუცილებელია ისტორიული და სამართლებრივი შეფასების მიცემა კავკასიელ ხალხთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სხვა შემთხვევებისთვისაც. საქართველო მხარს დაუჭერს აღნიშნული დანაშაულების დეტალურ შესწავლას და მათთან დაკავშირებული ფაქტების დადგენას. ასევე, საქართველო მხარს დაუჭერს ამ დანაშაულების შესახებ არსებული ინფორმაციის და აღმოჩენილი ფაქტების გაცნობას საერთაშორისო საზოგადოებისათვის. 11 საქართველო ხელს შეუწყობს კავკასიელ ხალხთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სამართლებრივად შესწავლის საკითხის დაყენებას საერთაშორისო ორგანიზაციებში. 12 ტრადიციები, კულტურა და სპორტი საქართველო აღიარებს ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიციული და კულტურული კავშირების მნიშვნელობას და მიაჩნია, რომ ამგვარი კავშირების გაღრმავება ხელს შეუწყობს ქართველი და ჩრდილოკავკასიელი ხალხების კიდევ უფრო დაახლოებას. საქართველოს სახელმწიფო დაეხმარება ჩრდილოკავკასიელ ხალხებს მათი კულტურის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში. საქართველო, ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით, დაიცავს მის ტერიტორიაზე განლაგებულ ჩრდილოკავკასიურ კულტურულ ძეგლებს, ასევე სახელმწიფო არქივებში, საცავებსა და მუზეუმებში დაცულ ჩრდილოკავკასიურ კულტურულ ფასეულობებს. რიგი მიზეზების გამო, განსაკუთრებული საფრთხე ექმნება ჩრდილოკავკასიელი ხალხების რამდენიმე მნიშვნელოვან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, მსოფლიო თანამეგობრობის აქტიური მონაწილეობით, დაეხმაროს ჩრდილოკავკასიელ ხალხებს, ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენაში, კერძოდ დაეხმაროს მათ აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებისთვის რეალური ინფორმაციის მიწოდებაში. საქართველოს მიაჩნია, რომ ჩრდილოკავკასიელი ხალხების ტრადიციული და საავტორო ხელოვნების ნიმუშები მსოფლიო საგანძურის ნაწილია და მნიშვნელოვნად მიიჩნევს მის პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით. საქართველო უზრუნველყოფს მის ტერიტორიაზე ჩრდილოკავკასიური კულტურის, 13 მათ შორის ტრადიციული ხელოვნების (ცეკვითი ხელოვნება, სიმღერა, ფოლკლორული მუსიკა, რეწვა, სახვითი ხელოვნება, ხუროთმოძღვრება და სხვა) და საავტორო ხელოვნების (თეატრი, კინო, მწერლობა, სიმღერა, ფერწერა და სხვა) პოპულარიზაციას, სხვადასხვა სახის ფესტივალების, კონცერტების, გამოფენების, კულტურული ღონისძიებების ორგანიზებით, ხელს შეუწყობს ჩრდილოკავკასიელი მწერლების ნაწარმოებების თარგმნას და გამოცემას, როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. საქართველოს სახელმწიფო სპორტს განიხილავს ხალხებს შორის მეგობრული კავშირების დამყარების ერთ–ერთ საუკეთესო საშუალებად და მიესალმება ჩრდილოკავკასიური და ქართული სპორტის წარმომადგენლების ურთიერთობას. საქართველო ხელს შეუწყობს ჩრდილოკავკასელ ხალხებში სპორტის განვითარებას, სხვადასხვა სახის ერთობლივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზებით, ასევე მზადაა გაუზიაროს ჩრდილო კავკასიელ სპორტის მუშაკებს საკუთარი გამოცდილება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. 14 ურთიერთბა დიასპორებთან საქართველოს სახელმწიფო მიესალმება კავკასიის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩრდილოკავკასიურ დიასპორასთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას, მათთან დიალოგს და მაქსიმალურად დაეხმარება სხვადასხვა მიზეზით სამშობლოს ფარგლებს გარეთ დარჩენილ ჩრდილოკავკასიელებს საკუთარი თვითმყოფადობისა და იდენტობის შენარჩუნებაში. საქართველო ასევე დაეხმარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებში მცხოვრებ ქართულ და ჩრდილოკავკასიურ დიასპორებს კავშირების დამყარებასა და გაღრმავებაში. საქართველოს მიაჩნია, რომ ქართულ და ჩრდილოკავკასიურ დიასპორებს შორის არსებული მეგობრული კავშირები დიდად შეუწყობს ხელს კავკასიის რეგიონში მცხოვრებ ქართველებსა და ჩრდილოკავკასიელებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. საქართველო ხელს შეუწყობს ჩრდილოკავკასიელ ხალხებს საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს ტერიტორიის გავლით დაამყარონ კავშირები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებში არსებულ ჩრდილოკავკასიურ დიასპორებთან და პირიქით. საქართველო მზადაა ხელი შეუწყოს ჩრდილოკავკასიურ დიასპორას აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონს შორის კულტურული და მეგობრული ურთიერთობების განვითარების პროცესში. 15 საქართველო აგრეთვე მიესალმება მის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩრდილოკავკასიური დიასპორის სამოქალაქო პროცესებში აქტიურ ჩართვასა და ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების დამყარებას. 16 ჯანდაცვა საქართველოს სახელმწიფომ ჯანდაცვის სფეროში მრავალი წარმატებული რეფორმა განახორციელა. საქართველო გამოთქვამს სურვილს, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მისცეს ჩრდილოკავკასიელებს შესაძლებლობა ისარგებლონ საქართველოს მიერ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად მიღწეული სიკეთეებით. საქართველო მიესალმება ჩრდილოკავკასილი ხალხების წარმომადგენლების სამკურნალოდ ჩამოსვლას საქართველოს ტერიტორიაზე და გამოთქვამს მზადყოფნას გაუწიოს მათ სრულფასოვანი მომსახურება მის ტერიტორიაზე მდებარე კლინიკებსა და საავადმყოფოებში. საქართველო აღნიშნავს სამედიცინო სფეროში მოღვაწე ჩრდილოკავკასიელების და ქართველების ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელობას და მიესალმება გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ჩატარებულ სამედიცინო კონფერენციებსა და სხვა სახის პროფესიულ ღონისძიებებს. 17