„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-06-25
ბიუროს ნომერი 256
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,ldJ'(UltilqflU Jl6qJAt66n[ ]fl?dnU
aJqJ6Uilil0flqilbJ 6nd0l0[Tqfl Jd0fll,
Jdntt0lll, Ai6bIq3fl U Jdllt]ilqTdil,
qilFUilblll, ?ill,JbilA
ojao N 256
25 o36oto. 2012 SaR"
lr.>J8ot !'o163er6dotr ?nlr;b6d"
lrrJo16o3nqoL
3,>5rr5ob JrrroXJ$o ,,6rqrbqotr2tr5.>16r'rlotr
- LrjlTo3nqr.rL
3r5r'r5?o g3qoqnlob ?n$t6ob ortolstn" (07-3164.t, 22'062012)
lt.rj. J$qs836got $66Xlo:
3. r63grgsr6od3, t. 3X3.t3s
oX6oqoXq U.r3oorbor,r 3o0o$3$o
4 - 7 1,cJ0ca3d1,o
A. @$ d L trynrt!7p, a rttt oPo
11
- 14 rcJ6aa8a6o
rf:'06ntaB! Lbp.,An$A
t.goS.r6Lo-ll.lloXSX$o 3o&$3$o
LsJr<6or3nqroL Js16grSXSgoL }o16r'r rq6n5L:
L; jor4or36q,r.rL J,:r4q;3656ob Jr'l8oO0O0Ur.\ R5 brJ,)6qr305$rn 3r6;jgond?o
q;o$5r'rL 5r'rr6Ssgogqo Dd$oll J6o0d0oL gt5boq3.:
qs3oor bsJt6sdn
წერილი
l,JdJ603Cs3gll, JJd,RJA05O0l, 90860
b;j;6oXngo lt ),:dgo0n66o lt ,i,:6tfiol
Lao66s5oSs6oo pnJ;t6fi;026fio1t Tgrloltlt
j.>qdofi o6 2aryti bjo,;6solnlt
j.>qlagoSo goXri,
ltjst4or36qolr ,jo6Lgo6trgooL 67-1
81bqoL or5sbSsp
$sr60o6oq6X5o l.rs Jsr6or3Xqcrlr Jr r6qs8nS6oL SOA r66dolr,irL.r36 6
trgosq,;1.p9,:L 8on6 U.>,1s5o53qXlqo nSogorgnSoL
rSysgrr6odolr
3ofl$,;q681q ;r6o6Jr4onJgL ,,6rqrbqoL126rr6o6oL Lsj0oL
qs
$Xlloo
Ss<63oXloL ?3Lrbn6" ltJrr6oSSqoL;16o5?o g3qoqS}oL ?ngrSoL o.:odstJ'.
6orbo3o, $n8orqSo?51q ;sSoSJt6onjgnlL Solrgnrn ?XLsErOoLo
St3qnqolr.
ob. qsSs6oro: - " tsy4GRrR.
Jrgo6oL6nSoor,
;st.:bnr6 ;5rysg16odX
$3osq ;X.1s3s
t@
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
პროექტი
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:
„ფ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა - ამ კანონის 31 მუხლით
გათვალისწინებული სისტემა.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა
1. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა (შემდგომში ელექტრონული სისტემა) უზრუნველყოფს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში
კანონით გათვალისწინებული მოქმედებების ელექტრონული საშუალებებით შესრულებას, მათ
შორის, ინფორმაციის გამოქვეყნებას და გაცვლას ამ კანონით გათვალისწინებულ პირებს
(სუბიექტებს) შორის.
2. ელექტრონულ სისტემაში განთავსდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში
მიღებული ყველა სასამართლო განჩინება, მათი გამოტანიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა. ამ
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ელექტრონულ სისტემაში ქვეყნდება, ასევე,
კრედიტორთა კრების, მომრიგებელი საბჭოს, მეურვის, გაკოტრების და რეაბილიტაციის
მმართველის
გადაწყვეტილებები
და
დაკავშირებული
დოკუმენტაცია.
აღნიშნული
ინფორმაციის/დოკუმენტაციის ელექტრონულ სისტემაში განთავსება ითვლება ოფიციალურ
გამოქვეყნებად.
3. ელექტრონული სისტემის მეშვეობით ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოქვეყნებას,
კორესპონდენციის გაგზავნას/მიღებას და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში ამ
კანონით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა ქმედებას აქვს ოფიციალური იურიდიული ძალა.
ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ითვლება
ჩაბარებულად/შესაბამისი ადრესატის მიერ მიღებულად მათი სისტემაში განთავსების
მომენტიდან.“.
3. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს
განჩინების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის
ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, გარდა სააპელაციო სასამართლოში და
საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დავებისა, განსახილველად გადაეცემა ამ
მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ სასამართლოებს.“.
4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კერძო საჩივრის სასამართლოში შეტანა შეიძლება განჩინების ელექტრონულ სისტემაში
გამოქვეყნებიდან 5 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.“.
5. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება შეტანილი უნდა იყოს ელექტრონული
სისტემის მეშვეობით, სისტემაში განთავსებული ფორმითა და მასში მითითებული წესების
დაცვით.“.
6. მე-20 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ
მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის თაობაზე და
განმცხადებელს გამოსასწორებლად აძლევს 5 სამუშაო დღის ვადას. თუ განმცხადებელი აღნიშნულ
ვადაში გამოასწორებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში
მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების
წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მას განმცხადებელს დაუბრუნებს. ამ პუნქტით
გათვალისწინებული განჩინება სასამართლოს მიერ არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა ქვეყნდება
ელექტორნულ სისტემაში“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა ელექტრონულ სისტემაში
აქვეყნებს:
ა) განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას;
ბ) ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს
იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის
ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის
შესახებ განცხადების შეტანის გზით.“;
გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის
ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ
განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც
მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. სასამართლო აღნიშნულ ინფორმაციას არა
უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა აქვეყნებს ელექტრონულ სისტემაში.“.
7. 21-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ)
ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში
ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის
წარმოშობის საფუძვლის მითითებით;“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანხმობა
მიიღება ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“.
8. 22-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მოვალეს გადახდისუუნარობის
შესახებ განცხადების შეტანისა და ელექტრონული სისტემის გამოყენების ვალდებულების
თაობაზე.“.
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის
განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია
მეურვეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების,
ვალდებულებების,
ფინანსური
მდგომარეობისა
და
საქმიანობის
შესახებ,
აგრეთვე
2
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში
მიმდინარე დავების თაობაზე.“.
10. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. სასამართლოს განჩინების გამოქვეყნების ვალდებულება
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს
განჩინება სასამართლოს მიერ არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უნდა გამოქვეყნდეს
ელექტრონულ სისტემაში. სასამართლომ შეიძლება დაადგინოს განჩინების დამატებით ბეჭდვით
ორგანოში, მათ შორის, საერთო სახელმწიფოებრივ ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის
საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნება.“.
11. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მეურვე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას არის საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი −
აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), რომელსაც
სასამართლო არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა ელექტრონული სისტემის მეშვეობით უგზავნის
განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე და აცნობებს
მეურვედ მისი დანიშვნის შესახებ.“.
12. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და ელექტრონული
სისტემის მეშვეობით წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მოთხოვნის შესაბამისად ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგინოს ინფორმაცია
სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე
პროცედურების შესახებ;“.
გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ)
დაადგინოს
ყველა
კრედიტორი
და
დაუყოვნებლივ
შეატყობინოს
მათ
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისა და ელექტრონული სისტემის გამოყენების
ვალდებულების შესახებ.“;
დ) „კ“-„მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება და აღნიშნულის თაობაზე
ინფორმაცია განათავსოს ელექტრონულ სისტემაში;
ლ) მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც
დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან
შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ; აღნიშნული დასკვნა განათავსოს ელექტრონულ სისტემაში
და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას;
მ) მოამზადოს დასკვნა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5, 51 , 52 და 53 პუნქტებით
გათვალისწინებულ მოვალის ქონებაზე დავის დაწყების, გაგრძელების ან შეწყვეტის
მიზანშეწონილობის შესახებ; აღნიშნული დასკვნა განათავსოს ელექტრონულ სისტემაში და
საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას.“.
13. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. მეურვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია უნდა განთავსდეს
ელექტრონულ სისტემაში.“.
14. 27-ე მუხლის:
ა) მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3
„2. კრედიტორთა კრების მოწვევისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება
ამ კანონით. კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე ინფორმაცია, კრედიტორთა კრების
გადაწყვეტილებები და ოქმები არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უნდა განთავსდეს
ელექტრონულ სისტემაში.
3. ელექტრონული სისტემის მეშვეობით კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება
აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო
რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრების მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ
შეტყობინება სასამართლოს მიერ უნდა განთავსდეს ელექტრონულ სისტემაში რიგგარეშე კრების
მოწვევის თაობაზე მოთხოვნის მიღებისთანავე. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს მოთხოვნის
წარდგენიდან მე-5 დღეს.
4. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია
კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 51%.“.
ბ) მე-10 - მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო
გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით იმავე დღის წესრიგით
მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა
რაოდენობის მიუხედავად.
11. თუ მეორე კრება არ შედგა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, კრების ჩატარების
თარიღის შესახებ გადაწყვეტილებას გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, იღებს
სასამართლო და აღნიშნულ გადაწყვეტილებას განათავსებს ელექტრონულ სისტემაში.
12. კრების მოწვევა აუცილებელი არ არის, თუ ხმათა 50%-ზე მეტის მფლობელი კრედიტორი
ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. აღნიშნული თანხმობა
კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.“.
გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ყველა უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი კრედიტორი, რომელიც კანონით
დადგენილ ვადაში სასამართლოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგენს თავის
მოთხოვნას მოვალის მიმართ, უფლებამოსილია დაესწროს კრედიტორთა კრებას. კრებაზე
დასწრების უფლება აქვს მოვალესაც.“;
დ) 18-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. ამ მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დადგომა არ
ზღუდავს კრედიტორის უფლებას, თავად მოიძიოს მოვალის მოსაძიებელი ქონება და აღნიშნული
ქონების მოძიების შემთხვევაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართოს სასამართლოს
მოძიებული ქონების სამეურვეო ქონების ნუსხაში შეტანის მოთხოვნით აუქციონის
გამოცხადებამდე 7 დღით ადრე.“;
ე) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. ქონებასთან დაკავშირებული საკუთრების უფლების დაუდგენლობის შემთხვევაში
კრედიტორთა პირველ კრებაზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ამ ქონებაზე მოვალის
საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ამის თაობაზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება,
რომელსაც განათავსებს ელექტრონულ სისტემაში. აღნიშნული განჩინება არის მოვალის
მფლობელობაში არსებული ქონების რეგისტრაციის საფუძველი, მათ შორის, ქონების
დაუზუსტებელი მახასიათებლებით რეგისტრაციის საფუძველი.
ვ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ
განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ
კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია განთავსდება
ელექტრონულ სისტემაში.“.
4
15. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. კრედიტორთა კომიტეტის (არსებობის შემთხვევაში) თაობაზე ინფორმაცია უნდა
განთავსდეს ელექტრონულ სისტემაში“.
16. 29-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს
განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული
თავიანთი მოთხოვნები ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარუდგინონ მეურვესა და
სასამართლოს. მოთხოვნებს ასევე ელექტრონულად უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი
დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე
პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი
ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოსამართლე უსმენს მეურვეს, მხარეებს და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით
გამოაქვს განჩინება კრედიტორის მოთხოვნების აღიარების ან უარყოფის შესახებ. აღნიშნული
განჩინება უნდა განთავსდეს ელექტრონულ სისტემაში.“;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების საფუძველზე მოსამართლე შეადგენს
კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრს და განათავსებს ელექტრონულ სისტემაში.“;
17. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30. კრედიტორის მიერ დაგვიანებით წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების
წესი
1. კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ელექტრონული სისტემის
მეშვეობით წარდგენილი მოთხოვნის აღიარების ან უარყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
სასამართლო მხარეთა მოსმენის შედეგად და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
2. დაგვიანებით წარდგენილი მოთხოვნის მფლობელი პირის მოთხოვნა მისი აღიარების
შემთხვევაში დაკმაყოფილდება ამ კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული რიგითობით და იმ პროპორციულობით, როგორითაც დაკმაყოფილდა
შესატყვისი რიგის სხვა კრედიტორთა მოთხოვნები.“.
18. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. კრედიტორის მიერ წარდგენილი მოთხოვნის აღიარების შედეგები
კრედიტორის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი მოთხოვნის
აღიარებით დგინდება კრედიტორის უფლება, დაესწროს კრედიტორთა კრებას, მისი მოთხოვნის
მოცულობის პროპორციულად მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში და განახორციელოს კანონით
მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.“.
19. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. მომრიგებელი საბჭოს შექმნის, შემადგენლობის, უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე
ინფორმაცია, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა
განთავსდეს ელექტრონულ სისტემაში.“.
20. 33-ე მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
21. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 34. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა
1. მომრიგებელი საბჭო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს, თუ არ არსებობს გადახდისუუნარობის საფუძველი ან ეს საფუძველი
აღმოიფხვრა განცხადების შეტანის შემდეგ ან მოვალეს შეუძლია ვადაგადაცილებული ვალი
დაფაროს სხვა კრედიტორებისათვის ზიანის მიუყენებლად.
5
2. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და ელექტრონული სისტემის
მეშვეობით ეგზავნებათ კრედიტორებსა და მოვალეს.“.
22. 37-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს
განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე
ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს,
გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. გაკოტრების
მმართველის არჩევის/დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა განთავსდეს ელექტრონულ
სისტემაში.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კრედიტორთა მიერ არჩეული გაკოტრების მმართველის მიერ ამ კანონით
გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლო
უფლებამოსილია ერთ-ერთი კრედიტორის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით
წარდგენილი განცხადების საფუძველზე განიხილოს გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი.
განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გაკოტრების მმართველად ნიშნავს
აღსრულების ეროვნულ ბიუროს და აღნიშნულ გადაწყვეტილებას განათავსებს ელექტრონულ
სისტემაში. ცვლილება უნდა დარეგისტრირდეს ამ კანონით განსაზღვრული წესით.“.
23. 38-ე მუხლის:
ა) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია და ქონების საწყისი ფასი
კრედიტორთა მოთხოვნებზე ნაკლებია, ნებისმიერ კრედიტორს, რომლის მოთხოვნასაც ფარავს,
მაგრამ არ აღემატება პირველ აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი ქონების საწყისი ფასი,
უფლება აქვს, პირველი აუქციონის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ელექტრონული სისტემის
მეშვეობით მიმართოს გაკოტრების მმართველს ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.
ასეთ შემთხვევაში კრედიტორი ვალდებულია დაფაროს წინა და იმავე რიგების კრედიტორთა
მოთხოვნები და მიმართვას ასევე ელექტრონულად დაურთოს აღსრულების ეროვნული ბიუროს
სადეპოზიტო ანგარიშზე წინა და იმავე რიგების კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის მიზნით
თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთზე მეტი მიმართვის არსებობისას ქონების
საკუთრებაში მიღების უფლება წარმოეშობა იმ კრედიტორს, რომლის მიმართვაც, ამ პუნქტით
განსაზღვრული დოკუმენტაციით, უფრო ადრეა სისტემაში რეგისტრირებული.
11. თუ პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა ან ამ მუხლის მე-10 პუნქტით
განსაზღვრული წესით არ მოხდა ქონების საკუთრებაში გადაცემა, პირველი აუქციონის
ჩატარებიდან არანაკლებ 10 დღის და არა უმეტეს 40 დღის ვადაში ტარდება მეორე აუქციონი.
მეორე აუქციონი ტარდება იმავე წესით, რა წესითაც ჩატარდა პირველი აუქციონი, და მიეთითება,
რომ აუქციონი ტარდება მეორედ. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების რეალიზაცია შეიძლება
განხორციელდეს როგორც ერთიანი კომპლექსის სახით, ისე ნაწილ-ნაწილ. მეორე აუქციონზე
სამეურვეო ქონების ნაწილ-ნაწილ რეალიზაციის ფორმის შესახებ გადაწყვეტილების ხმათა
უმრავლესობით მიღება ელექტრონული სისტემის მეშვეობით შეუძლიათ კრედიტორებს პირველი
აუქციონის დასრულებიდან 7 დღის ვადაში. ამ შემთხვევაში კრედიტორები თავად განსაზღვრავენ
სამეურვეო ქონების თითოეული ლოტის საწყის ფასს. თუ კრედიტორები დათქმულ ვადაში ვერ
მიიღებენ გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ საკითხზე, მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება
გაიყიდება იმავე წესით, რა წესითაც ჩატარდა პირველი აუქციონი. მეორე აუქციონზე სამეურვეო
ქონების საწყისი ფასი შეადგენს ამ ქონების საბაზრო ღირებულების 25%-ს.“;
ბ) 112 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
6
„112. თუ მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა ან მესამე აუქციონის ჩატარების
შემდეგ დარჩა სამეურვეო ქონების ნაწილი, აღსრულების ეროვნული ბიურო ელექტრონული
სისტემის მეშვეობით გამოაქვეყნებს ამ ქონების კრედიტორებისათვის საერთო საკუთრებაში
გადაცემის შეთავაზებას. ქონება საკუთრებაში გადაეცემათ იმ კრედიტორებს, რომლებიც
შეთავაზების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ასევე ელექტრონული სისტემის
მეშვეობით წარადგენენ განცხადებას ამ ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ. კრედიტორებს
ქონება ნატურით გადაეცემათ საბაზრო ღირებულებით, ამ კანონის მე-40 მუხლით დადგენილი
რიგითობის შესაბამისად. კრედიტორების წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება მათი
მოთხოვნების შესაბამისად. იმ კრედიტორების წილი, რომლებიც არ გამოთქვამენ ქონების
საკუთრებაში მიღების სურვილს, თანაბრად გადანაწილდება სხვა კრედიტორებზე. თუ დადგენილ
ვადაში ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ განცხადებას არც ერთი კრედიტორი არ წარადგენს,
ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში.“;
გ) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. თუ რეგისტრაციას დაქვემდებარებული სამეურვეო ქონება რეგისტრირებული არ არის
მარეგისტრირებელ ორგანოში, გაკოტრების მმართველი აუქციონის გამოცხადებამდე მიმართავს
მარეგისტრირებელ
ორგანოს
ამ
ქონების
რეგისტრაციის
მიზნით.
რეგისტრაციას
დაქვემდებარებულ სამეურვეო ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების დაუდგენლობის
შემთხვევაში გაკოტრების მმართველი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართავს
სასამართლოს ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ამის თაობაზე
სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც არის მოვალის მფლობელობაში არსებული ქონების
რეგისტრაციის საფუძველი, მათ შორის, ქონების დაუზუსტებელი მახასიათებლებით
რეგისტრაციის საფუძველი. აღნიშნული განჩინება განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.“;
15. თუ საწარმოს საქმიანობის შეჩერება საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას ან/და
სიცოცხლეს და შეუძლებელია საწარმოს საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველყოფა ან აუქციონის
კანონით დადგენილ ვადაში ჩატარება გამოიწვევს გასაყიდი ქონების ღირებულების მნიშვნელოვან
შემცირებას, აუქციონის ჩატარების ვადის გონივრული შემცირება და სამეურვეო ქონების
დაჩქარებული წესით გაყიდვა შესაძლებელია სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით,
პოტენციური მყიდველების ინფორმირებისა და ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის
პირობით. აღნიშნული გადაწყვეტილება განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.“.
24. 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უზრუნველყოფილი კრედიტორები ელექტრონული სისტემის მეშვეობით ერთხმად
იღებენ გადაწყვეტილებას კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი კრების შემდეგ მოვალის
მიერ ახალი სესხის წარმოშობის, მოვალის ქონების დატვირთვის, თავდებობის შესახებ.
უზრუნველყოფილ კრედიტორთა არარსებობის შემთხვევაში მათ უფლებამოსილებებს
ახორციელებს კრედიტორთა კრება, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს წარმოდგენილ ხმათა
უბრალო უმრავლესობით.“.
25. მე-40 მუხლის 41-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია კრედიტორთა მიერ ელექტრონული სისტემის
მეშვეობით გამოთქმული წინასწარი თანხმობით, სამეურვეო ქონების რეალიზაციამდეც ან ამ
ქონების რეალიზაციის პროცესშიც დააკმაყოფილოს კრედიტორთა მოთხოვნები საერთო წესების
დაცვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის მოვალის საკუთრებაში
არსებული ან/და სამეურვეო ქონების მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ რეალიზაციით მიღებული და
აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე განთავსებული თანხებიდან. ასეთ შემთხვევაში
უპირატესად უნდა იქნეს გათვალისწინებული საპროცესო ხარჯები, აღსრულების ეროვნული
ბიუროს მომსახურების საფასური და გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში
7
მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ
წარმოქმნილი დავალიანება.
5. ნებისმიერი რიგის კრედიტორს ამ კანონის 29-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებზე
ნაწილობრივ უარის თქმის სანაცვლოდ უფლება აქვს მოითხოვოს თავისი რიგის კრედიტორებთან
შედარებით უპირატესი დაკმაყოფილება. ამისათვის საჭიროა მისი რიგის ყველა კრედიტორის
თანხმობა. მოთხოვნის წარდგენა და თანხმობის მიღება ხორციელდება ელექტრონული სისტემის
მეშვეობით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ კრედიტორს ამ კანონის 29-ე მუხლით დადგენილ
მოთხოვნებზე ნაწილობრივ უარის თქმის სანაცვლოდ უფლება აქვს მოითხოვოს თავისი რიგის
წინა კრედიტორთა რიგში გადასვლა. ამისათვის საჭიროა წინა რიგის ყველა კრედიტორის
თანხმობა. მოთხოვნის წარდგენა და თანხმობის მიღება ხორციელდება ელექტრონული სისტემის
მეშვეობით.“.
26. 42-ე მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის
გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგენს
კრედიტორებსა და სასამართლოს.
3. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს
გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო
რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს ელექტრონულ
სისტემაში.“.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩნდება ქონება,
რომელიც ეკუთვნოდა გაუქმებულ საწარმოს, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ინფორმაციას
აქვეყნებს ელექტრონულ სისტემაში. კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ დაკმაყოფილებულა,
უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში
ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოს
ასეთი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს
ამ კანონის 38-ე მუხლით განსაზღვრული წესით ქონების რეალიზაციას და ქონების
რეალიზაციიდან მიღებულ თანხას ანაწილებს იმ კრედიტორთა შორის, რომლებმაც დადგენილ
ვადაში მიმართეს, მათი მოთხოვნების რიგითობის გათვალისწინებით. თუ კრედიტორი დადგენილ
ვადაში არ მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ან აუქციონზე ქონება არ გაიყიდა, ან
კრედიტორმა უარი თქვა ქონების ნატურით საკუთრებაში მიღებაზე, ქონება მიექცევა სახელმწიფო
საკუთრებაში.“.
27. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას განსაზღვრავენ კრედიტორები. იგი
არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის
გაგრძელება შესაძლებელია ხმათა სულ მცირე 51%-ზე მეტის მქონე კრედიტორების მიერ
ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებული გადაწყვეტილებით.“.
28. 44-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კრედიტორები რეაბილიტაციის მმართველს ნიშნავენ და რეაბილიტაციის გეგმის
პროექტის მომზადების ვადას განსაზღვრავენ რეაბილიტაციის შესახებ სასამართლოს განჩინების
გამოქვეყნებიდან 3 დღის განმავლობაში. სასამართლო კრედიტორთა გადაწყვეტილებას ამტკიცებს
განჩინებით, რომელსაც აქვეყნებს ელექტრონულ სისტემაში.“;
ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
8
„41. რეაბილიტაციის მმართველი უფლებამოსილია სანოტარო წესით გაფორმებული
რწმუნებულების საფუძველზე თავისი უფლება-მოვალეობების შესრულების უფლება დროებით
მიანიჭოს სხვა პირს იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებული იქნება რეაბილიტაციის გეგმაში.
რეაბილიტაციის მმართველის მიერ უფლება-მოვალეობების სხვა პირისათვის მინიჭების
შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა განთავსდეს ელექტრონულ სისტემაში.“.
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. რეაბილიტაციის პროცესში საწარმოს კაპიტალში ახალი შენატანის განხორციელება
კაპიტალის გაზრდის მიზნით დასაშვებია ამ საწარმოს შესაბამისი დამფუძნებელი პარტნიორის
გადაწყვეტილებით, თუ ამაზე არსებობს რეაბილიტაციის მმართველისა და ყველა
უზრუნველყოფილი კრედიტორის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამოთქმული
წინასწარი თანხმობა. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციას განათავსებს
რეაბილიტაციის მმართველი“.
29. 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეაბილიტაციის გეგმის პროექტი უნდა მომზადდეს და ელექტრონული სისტემის
მეშვეობით მომრიგებელ საბჭოს განსახილველად წარედგინოს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-2
პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პროექტის მომზადების ვადის განმავლობაში.“.
30. 46-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეაბილიტაციის გეგმის მომზადება კრედიტორთა გადაწყვეტილებით შეიძლება
დაევალოს მოვალეს, კრედიტორს ან რეაბილიტაციის მმართველს ანდა რამდენიმე მათგანს
ერთდროულად. რეაბილიტაციის გეგმის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) თაობაზე
ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ელექტრონულ სისტემაში.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რეაბილიტაციის გეგმა წარდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით და
უნდა მოიცავდეს მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასთან დაკავშირებულ ყველა
მნიშვნელოვან საკითხს, იმის გათვალისწინებით, რომ მისი განხორციელების შემთხვევაში მოვალე
დაძლევს გადახდისუუნარობას ან მოსალოდნელ გადახდისუუნარობას.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. რეაბილიტაციის გეგმის განხილვას მომრიგებელი საბჭო იწყებს რეაბილიტაციის გეგმის
პროექტის წარდგენისთანავე და ასრულებს 10 დღის ვადაში. მომრიგებელი საბჭოს მიერ გეგმის
მოწონების თაობაზე ინფორმაცია განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.“.
31. 47-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მომრიგებელი საბჭოს მიერ განხილულ და მოწონებულ რეაბილიტაციის გეგმას
უზრუნველყოფილი კრედიტორები ელექტრონული სისტემის მეშვეობით ამტკიცებენ
მომრიგებელი საბჭოს მიერ რეაბილიტაციის გეგმის გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში.
რეაბილიტაციის გეგმის დასამტკიცებლად საჭიროა ყველა უზრუნველყოფილი კრედიტორის
თანხმობა.
2. თუ რომელიმე უზრუნველყოფილი კრედიტორი არ ეთანხმება რეაბილიტაციის გეგმის
დამტკიცებას, დანარჩენი უზრუნველყოფილი კრედიტორები ელექტრონული სისტემის მეშვეობით
უფლებამოსილი არიან შესთავაზონ მას ერთ-ერთი შემდეგი წინადადება:
ა) უზრუნველყოფილი ნივთების სამეურვეო ქონებიდან გამოყოფა, რეალიზაცია და
ამონაგები თანხიდან დაკმაყოფილება;
ბ) ვალის გამოსყიდვა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის მონაცემების შესაბამისად.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
9
„4. თუ არც ერთი უზრუნველყოფილი კრედიტორი არ ეთანხმება რეაბილიტაციის გეგმის
დამტკიცებას, დანარჩენი კრედიტორები ელექტრონული სისტემის მეშვეობით უფლებამოსილი
არიან შესთავაზონ მას ერთ-ერთი შემდეგი წინადადება:
ა) უზრუნველყოფილი ნივთების სამეურვეო ქონებიდან გამოყოფა, რეალიზაცია და
ამონაგები თანხიდან დაკმაყოფილება;
ბ) ვალის გამოსყიდვა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის მონაცემების შესაბამისად.“.
32. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 48. რეაბილიტაციის გეგმით არასწორი ან მცდარი მონაცემების წარდგენის,
ინფორმაციის დამალვის შედეგები
თუ რეაბილიტაციის გეგმით განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით წარდგენილია
არასწორი ან მცდარი მონაცემები მოვალის ქონების ან/და მისი საქმიანობის შესახებ, ან
დამალულია საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას:
რეაბილიტაციის მმართველის შემთხვევაში – რეაბილიტაციის მმართველის გათავისუფლების
შესახებ; მოვალის შემთხვევაში – მოვალის გაკოტრების შესახებ; კრედიტორის შემთხვევაში –
კრედიტორის მიერ ხმის უფლების დაკარგვის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნდება
ელექტრონულ სისტემაში.“.
33. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41 . ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს
მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“.
მუხლი 2. ის გადახდისუუნარობის საქმეები, რომლებზეც გადახდისუუნარობის შესახებ
განცხადება შეტანილია ამ კანონის ამოქმედებამდე, დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე
არსებული წესით.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
10
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების
ელექტრონული სისტემის შემოღებით. აღნიშნული სისტემის მიზანია გაამარტივოს ინფორმაციის
გაცვლის პროცესი მოვალეს, კრედიტორებს, სასამართლოს, მომრიგებელ საბჭოს, მეურვესა და
გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველს შორის. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების
პროცესში მიღებული სასამართლოს ყველა განჩინება, ისევე როგორც კრედიტორთა, მეურვის,
მომრიგებელი საბჭოს, გაკოტრების მმართველისა თუ რეაბილიტაციის მმართველის ნებისმიერი
გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ელექტრონული სისტემის მეშვებით. გარდა ინფორმაციის
გაცვლისა, სისტემა გაამარტივებს ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ვინაიდან მთელ რიგ
საკითხებზე სისტემა შესაძლებელს გახდის თანხმობის გამოხატვას ონლაინ რეჟიმში.
ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესაძლებელი იქნება კორესპონდენციის გაგზავნა-მიღებაც,
ხოლო პროგრამიდან გაგზავნილი და/ან მიღებული წერილი ჩაითვლება ოფიციალურად
გაგზავნილად და ჩაბარებულად.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
შესაძლებელი
გახადოს
კანონით
გათვალისწინებული
პროცედურების განხორციელება ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ელექტრონული სისტემი
შემოღების შედეგად შემცირდება სამუშაო და გამარტივდება დოკუმენტების გაცვლის პროცესი,
გადახდისუუნარობის საქმისწარმოება წარიმართება სწრაფად, გამჭვირვალედ და ნაკლები
დანახარჯებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 31 მუხლი,
რომელიც ითვალისწინებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის
შემოღებასთან დაკავშირებულ ზოგად პრინციპებს. ცვლილებები შედის, ასევე, კანონის იმ
მუხლებში, რომლით გათვალისწინებული მოქმედებები ელექტრონული სისტემის შემოღების
შემდეგ უნდა განხორციელდეს ონლაინ რეჟიმში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
11
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
ფინანსურ შედეგებს არ იწვევს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრები: ზვიად კუკავა და კახაბერ
ანჯაფარიძე
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრები: ზვიად კუკავა და
კახაბერ ანჯაფარიძე
12