„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-06-22
ბიუროს ნომერი 255
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
\
l,JdJd0StqnL Ji,4qJAJ50[L AllI6nU
aJ{J8r3il0flqiltrJ sndaJ6[iqll rno[[
Jdnild0llb aJ6hIqtIu J6t10ilqTdil,
qJEUilIlll, ?JLlbiltr
(,JAo
N 2ss
22 q6o1:;:.. 2012 $'cpo
ttjsr6o3nqolr 3.:5r'r5oL J16t'rgjgo ,,J16oqtrilgoU 2b.:g16obrnnlolro q.: o.:3oU2guqo
3o0rr jgngoL 3r'rqnjb?o 63qoqnloL ?gg.:5otr ?nL;bnb" (O7-3/641, t9.062Ol2)
trj. Jsrcq$X5got $66X&r:
.1. .r53r3.r6od3, t. 313.r3s
,j. r53rg.r6od3, t. 31,3.r3.r
qr65oi6o3o C,toSoAoJol$ g.r 3,1o5o&3Xt6o
Joqogo,pL 3oaog3go
Xtu3q3lr 3sqr8o
ol6oqopq lr.r,joo'bo.r 3o&$g$o;
logoScSln-L$o133$o 3o0o$3$o.
JoMt^drn, 6?AEao q'rl',JAqr b!,r<'peltq6
b.:Jsr6<n3Xqt'rL Jsr6q.:335$o tr bo2<6r.r ;p6n5 L:
L;j;r6o3gqrntr Jot4qoSXSgob ;r'r0ogn$ndtr; qo LrJor6q,.:3X5$r'r 316,:Jgo3d?o
qso$'Xr.rL 5r'rr63,:$olqo oj$ot-r Jr6noXjgob 6;5boq'3r
l-ro
Jo16or3Xq'r'rl,r J;<6q;335$oL
orr3Qgqo8rt6oL 8o.:pgoq0
d
o $lt6yngqo
წერილი
UJdJ6030s3gll, )J6RJ005O0l, S0E60
L;j.r6or3lqgrL J.rrrrq,;3g6$otr ;Jrt6,:$otr
[r.:r.1166.:5o'bs1;oo q1J,>r,r$;315$otr 2g16rT lrL
3o116 LSor6oodXtr
f5
JrqbsgoSo 6orn6,
Lrjrr6o36qob ;o5t$o$16oolr 67-3 Slbqolr or.:5;be.:p Lr;s5o50q66qo
o6o1;o.>gogotr $XLoo $'sr48o6oq5X5o Lsj.:t6o3nqoL J.r6qs8n5$otr $'
t 3o;q ;3;s3rt eondr 3r're$sq6B2g lr': j':r6or3nqolr
tSyiglor6nlolrs
(.:
Jf,;RiJO.l, 1tr.:gr6orLosdotrs qr or;3otr13.>qo Oo8o;lgnSoL ;opXj
tXg.r6otr tnltubXE'.
6obo3o, t63r'r.rq5o?61q,;s6o5Jr6rn6j$L 3oL6no ?61'>}.>0otro
Str3qnqolo'
J.:go3olr1333oor,
r*3;b.rbnr6 r6lsgst6odn
$3o,>q ;9.;s3.:
'.lA'06 ,oU:
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“
საქართველოს კანონში (ვებგვერდი, 25/05/2012, სარეგისტრაციო კოდი, 240110000.05.001.016708)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე–18 მუხლის მე–5 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქტი:
„ყ. ავტოგასამართი სადგური და ავტოგასამართი კომპლექსი/ავტოგასამართი, აირგასამართი
და აირსავსები სადგურები (შენიშვნა: ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ავტოგასამართი
სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესებით დადგენილი
ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების და ფუნქციონირების ვალდებულების
შესრულებასთან დაკავშირებით)“.“
2. 27–ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 271–ე მუხლი:
„მუხლი 271. ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი,
აირგასამართი ან აირსავსები სადგურის) მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის
დამონტაჟების ან/და მისი ფუნქციონირების მოთხოვნების დარღვევა
ავტოგასამართი
სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი,
აირგასამართი ან აირსავსები სადგურის) მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ავტოგასამართი სადგურებისა და
ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესებით დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის
სისტემის დამონტაჟების ან/და მისი ფუნქციონირების მოთხოვნების დარღვევა, რამაც
გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.“
3. 103–ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 ნაწილი:
„101. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო
ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებამდე და მის ფუნქციონირებამდე ამ კოდექსის 271
მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე რეაგირების და შესაბამისი ჯარიმის
შეფარდების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას − ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციას.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
კანონპროექტზე: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის თაობაზე
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ავტოგასამართი
სადგურის და
ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან/და აირსავსები სადგურის)
მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების
ან/და მისი ფუნქციონირების მოთხოვნების შესრულებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის
(ავტოგასამართი, აირგასამართი ან/და აირსავსები სადგურის) მიერ ვიდეომეთვალყურეობის
სისტემის დამონტაჟების ან/და მისი ფუნქციონირების მოთხოვნების შესრულება.
ა.გ) კანონპროექტის არსი
კანონპროექტის მიხედვით:
•
ავტოგასამართი
სადგურის
და
ავტოგასამართი
კომპლექსის/ავტოგასამართი,
აირგასამართი და აირსავსები სადგურების ინსპექტირება დასაშვები იქნება მხოლოდ
ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების და ფუნქციონირების ვალდებულების
შესრულებასთან დაკავშირებით;
•
ავტოგასამართი
სადგურის
და
ავტოგასამართი
კომპლექსის/ავტოგასამართი,
აირგასამართი და აირსავსები სადგურების მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის
დამონტაჟების
და
ფუნქციონირების
მოთხოვნების
შეუსრულებლობისთვის
გათვალისწინებული იქნება ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით, რომელსაც საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს
ჩამოყალიბებამდე და
ფუნქციონირებამდე შეუფარდებს საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება − ტექნიკური და
სამშენებლო ინსპექცია.“
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება მოახდენს გარკვეულ გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილის ზრდაზე. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ხელს
შეუწყობს ბიუჯეტში თანხების აკუმილურებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც არ
შეასრულებენ ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, აღნიშნული მოთხოვნების
შეუსრულებლობისთვის მათ დაეკისრებათ ჯარიმა შესაბამისი ოდენობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი აწესებს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით ავტოგასამართი სადგურის ან
ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურის) მიერ
კანონმდებლობით განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ან/და
მისი ფუნქციონირების მოთხოვნების შესრულებისთვის. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა იმ
წესის და პრინციპის გათვალისწინებით, რომ ხელი შეეწყოს ზემოაღნიშნული ორგანიზაციების
მიერ შესასრულებელი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
ცვლილებებისა
და
დამატებების
შემუშავებაში
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაცია/დაწესებულების ან/და
ექსპერტების შეფასება
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორებია საქართველოს პარლამენტის წევრი კახაბერ ანჯაფარიძე და
ზვიად კუკავა.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორებია საქართველოს პარლამენტის წევრი კახაბერ ანჯაფარიძე
და ზვიად კუკავა.