„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.06.2012
ავტორი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე
ნომერი
#07-3/646/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-06-22
ბიუროს ნომერი 255

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
r,JdJdUlSilqnI JJ6qJAil60fl L bfl?dnu aJqJ6'U3t0fl qilrJ 5ndail0[rq[ ild6[r, Jdnild0llU AJGbflqil[L JdnDilqT,4til, qJEUilItll, ?tl,Jbilb r.{3o N zss 22 oA6o1Jo. 2012 SCRo L.:jo6oSnqob 3.:5o5ot Jr6onilgo ,,tohnqSSogo joS6}ob ?XLrt6d" brJor6o3nqcrb 3,>5r'r5?o 63qoqnlob BSgrSoL orrnd.:t l' @7-31&6, 19.0620t2) LrJ. I{i'q.,aC56ol, S616o .r. Aopfu.rd3 qst65olt4o3o CJoGc'aoJotJ qr C,to5oao,Jg4o JoRoooJoL Joaooaoo X&r3qXlr 3cqrtso e,utfiol Lrtr6r4a ariosn ar{41&rt RrgSoU.} qc f153}6o3o 6CLl6tcroL J",a.6COp; L{o5r6ln-l$aoffi C6. J.a.6C0p rae,6n0daq it"Aapan ab4.d,6r rJrJ4,a,rrq'fu Ls jst4cn3nq,r'r tr J;16q'.:3n5$oL bo2r6r'r rq5n5 5: b.:jst4or3nqob Jsr6q,.:0n5goL ;r.rSogggnlLr q; LsJ;r4q',:3n5gr.r 3r6.:jgond?o qso$'yoL 5o<63rgo2qo ;J$oL JtvronJ$oL 6r5boq3.> L; j.:t6or3nq'mL J.:16q'1365gob orr3SypoSr<6ob3r'rsp6oq';1 _. o /a-'--ao "t ao $'xr6 3ar 3q o
წერილი
lrJdJ60lSCRtl)b JJ6RJAC6t50l, $C360 tsJv6or3XqoL J.:t6qs8n6goL Lsodr6.:5o$.4oo R0Js66nAJ56oL Its6(,lrlr, JsqdsgcrS XoXr4 L3os6sodnL JsqlsgoSo 6orn6, l-r.>jv6o3XqoL,joStgogXgooL 67-9 8trtqoL os6st0sq t.>jr<6o3XqoL J.:6q.>0n5got $n36oU s6tl6 &4t6 tr;.:5o50qXlqo oSogos$o3oL $nuoo $s63o6oq6n6or,Jr5c)6J6(,0d0lr,,ttlboqfB8sr j<'fu6<,l, 09L$90" LsJsrio3nqolr $Ecfio O3qx{$ot, AC$"i5d, orx',6r$+ 6olbro3ot, Ji6o6J.6t'tgl$o S4gq/arft'r, Jcf,q,cAC6Od, hC6,cir t bAsflt lrrJr6r,6a(rCbq,o J6('tCql36C8d.l qrrt$SgCNql. q.;5or6oro; 4 63 J.:go3o\3n8oo, s5to6 loqjgrdn
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) 29 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „მუხლი 291. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებს გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის გაცემის წესი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებს გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი საწყობდება საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მას გასცემს საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანო „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილების შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი №242
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ - „ბუნებრივი რესურსების აჭარის სააგენტოს“ ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს ხე-ტყის დამზადება. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბერის №55 დადგენილების თანახმად, ტყის მოვლა და აღდგენა, აგრეთვე ამ მიზნით მოვლითი ჭრების განხორციელება წარმოადგენს სსიპ - „აჭარის სატყეო სააგენტოს“ ერთ-ერთ უფლებამოსილებას. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის 291 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი საწყობდება განსაზღვრული მართვის საქართველოს ტყის ორგანოს კოდექსის საქართველოს მიერ მე-16 ტყის მითითებულ მუხლით კოდექსის მე-16 ტერიტორიაზე. განსაზღვრული მუხლით მას გასცემს მართვის ორგანო „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების შესაბამისად. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის არსებული რედაქცია არ ითვალისწინებს საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანოების მიერ (სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტო და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო) განხორციელებული ჭრების შედეგად მიღებული მერქნული რესურსის გაცემის წესს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 291 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებს გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დასაწყობდება საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მას გასცემს საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანო „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების შესაბამისად.“ ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: დამატებით ხარჯებს არ იწვევს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანოების მიერ განხორციელებული ჭრების შემთხვევაში მოპოვებული მერქნული რესურსის რეალიზაციით გაიზრდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. ამ ეტაპზე კონკრეტული ოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან აღნიშნული დამოკიდებულია ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნის რაოდენობასა და მის ფასზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ასეთები არ არსებობენ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ადგენს რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: სახელმწიფო, არასახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია-დაწესებულებსა და ექსპერტებს არ მიუღიათ მონაწილეობა კანონპროექტის შემუშავებაში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროეტის მიმართ: კანონპროექტი არ ყოფილა წარდგენილი სხვა ორგანიზაციისათვის. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე.