„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-07-16
ბიუროს ნომერი 186
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
“საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“
ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1.
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19/02/2014 სარეგისტრაციო კოდი
010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
სახელმწიფო/ავტონომიური
რესპუბლიკის
ხელისუფლების
ორგანოს
უფლებამოსილებების ხელშეკრულებით დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. სათანადო ხელშეკრულება იდება
მუნიციპალიტეტსა და შესაბამის სამინისტროს შორის, ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების
მოთხოვნების დაცვით. ხელშეკრულებას ხელს აწერს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი და
ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. “
2. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის
არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება;“
ბ) „დ“ ქვეპუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.გ) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინებით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ
შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების დამტკიცება,
აგრეთვე ისეთი გარიგების დადებაზე თანხმობის მიცემა, რომლის ღირებულება აღემატება
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს;“
3. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის
საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს
მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს
ერთი მოადგილე, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება ასი
ათას ამომრჩეველს საკრებულოს თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ორი მოადგილე.“
4. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი. 50 გამგეობა/მერია
გამგეობა/მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში
არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის/მერის უფლებამოსილების
1
განხორციელებას. გამგეობას/მერიას ხელმძღვანელობს გამგებელი/მერი. გამგეობა/მერია
შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულები
შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ
მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის/მერის დავალებების შესრულებას.
გამგეობის/მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც
განისაზღვრება გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის დებულებით და საშტატო
ნუსხით.“
5. 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„გ.ვ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მიერ წლის
განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას; საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ახორციელებს შესყიდვებს.“
6. 57-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გამგებლის/მერის პირველი მოადგილე/მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა
განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს გამგეობის/მერიის უფლებამოსილებისთვის
მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტებისა
და
გამგებლის/მერის
დავალებების
შესრულებას, გამგეობის/მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების
ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.“
7. 59-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგებლის/მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილება უჩერდებათ ამ
კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო უფლებამოსილება უწყდებათ ამ კანონის
56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის
არსებობის. გამგებელს/მერს უფლებამოსილება უწყდება, აგრეთვე ახალი გამგებლის/მერის
არჩევისას.“
8. 68-ე მუხლის პირველი პუნქტია „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ე) თბილისის მთავრობის წარდგინებით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების დამტკიცება, აგრეთვე ისეთი
გარიგების
დადებაზე
თანხმობის
გაცემა,
რომლის
ღირებულება
აღემატება
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს;“
9. 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ხელს აწერს მუნიციპალიტეტისა და თბილისის მთავრობის სახელით დადებულ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; ახორციელებს შესყიდვებს ამ კანონითა და
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
2
10.
77-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.
თბილისის
მერიის
სტრუქტურული
ერთეულის
ხელმძღვანელი
თავისი
უფლებამოსილების
ფარგლებში
გამოსცემს
ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულისა და სტრუქტურული
ერთეულის
ხელმძღვანელის
უფლებამოსილება,
სტრუქტურული
ერთეულის
ქვედანაყოფები განისაზღვრება შესაბამისად თბილისის მერიისა და სტრუქტურული
ერთეულის დებულებით და შესაბისი საშტატო ნუსხით.“
11. 82-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ხელს აწერს რაიონის გამგეობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და
შეთანხმებებს; წარმოადგენს გამგეობას და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური
ურთიერთობებისას, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს, ახორციელებს
შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობისა და თბილისის ნორმატიული აქტების
შესაბამისად.“
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ქ. ქუთაისი
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს
ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ (შემდგომში თვითმმართველობის კოდექსის)
გარკვეული
მუხლები
შეიცავს
ერთმანეთისგან
განსხვავებულ ჩანაწერებს, კერძოდ, კოდექსის რამდენიმე მუხლში ნახსენებია „საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილე (მოადგილეები)“, ხოლო ზოგიერთი მუხლი მიუთითებს
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზე. ცვლილებების მიხედვით განისაზღვრება
საკრებულოს ორი მოადგილის არსებობა ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც ამომრჩეველთა
რაოდენობა აღემატება ასი ათასს. გარდა ამისა, დასაზუსტებელია გამგებლის/მერის
უფლებამოსილების შეწყვეტის, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულეების
ქვედანაყოფების განსაზღვრისა და საკრებულოს მიერ ხელშეკრულებების დამტკიცების
მარეგულირებელი ნორმები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის შესყიდვების განხორციელებაზე
პასუხისმგებელი ორგანოების საკითხი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს ტექნიკური ხასიათის ცვლილების განხორციელებას,
თვითმმართველობის კოდექსის გარკვეული მუხლების
ერთმანეთთან შესაბამისობაში
მოყვანის მიზნით. წინამდებარე ცვლილების პროექტით ასევე გათვალისწინებულია
გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტის, მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის
სტრუქტურული ერთეულეების ქვედანაყოფების შექმნის და საკრებულოს მიერ
ხელშეკრულებების დამტკიცების სამართლებრივი საფუძვლების დაზუსტება და
საკრებულოს თავჯდომარის ორი მოადგილის საკითხის განსაზღვრა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიღების ძირითად არსს წარმოადგენს თვითმმართველობის
კოდექსის სხვადასხვა მუხლების შესაბამისობაში მოყვანა, ტექნიკურად გამართვა და
გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის შიდა სტრუქტურისა და საკრებულოს მიერ
ხელშეკრულებების დამტკიცების სამართლებრივი საფუძვლის დაზუსტება.
წინამდებარე კანონპროექტით ხორციელდება ტექნიკური ხასიათის ცვლილება
თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლში, სადაც მითითებულია „საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილე (მოადგილეები)“.ერთიანი რეგულირების მიზნით, სასურველია
კოდექსის მთელს ტექსტში მოხსენიებულ იქნეს თავმჯდომარის მოადგილე მხოლობით
რიცხვში. ხოლო მოადგილეების საკითხის დეტალური რეგულირება ხორციელდება 36-ე
მუხლის მიხედვით. იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა ასი ათას
აღემატება, საკრებულოს თავმჯდომარეს შესაძლებელია ყავდეს ორი მოადგილე. ასეთი
მუნიციპალიტეტებია თბილისი, ქუთაისი და ბათუმი.
ცვლილება შედის 57-ე მუხლშიც, რათა განისაზღვროს გამგებლის/მერის პირველი
მოადგილის ფუნქცია, რაც აქამდე თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული არ
4
იყო.
გარდა
აღნიშნულისა,
კონკრეტდება
მუნიციპალიტეტის
შესყიდვების
განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო და შესაბამისი ჩანაწერი ემატება
თვითმმართველობის კოდექსს, რომლის მიხედვითაც გამგებელი/მერი (როგორც თბილისის,
ასევე დანარჩენი მუნიციპალიტეტების) ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს
კანონმდებლობისა და თბილისის ნორმატიული აქტების შესაბამისად.
წინამდებარე ცვლილებით ასევე ზუსტდება გამგეობის/მერიის სტრუქტურული
ერთეულის ქვედანაყოფების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტი. აღნიშნულიდან
გამომდინარე, ცვლილება შედის თვითმმართველობის კოდექსის 50-ე და 77-ე მუხლებში და
მას ემატება შესაბამისი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც გამგეობის/მერიის სტრუქტურული
ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, (თანამდებობები მაგ.: სამმართველოები,
განყოფილებები)
რომლებიც
განისაზღვრება
გამგეობის/მერიის
სტრუქტურული
ერთეულების დებულებით და საშტატო ნუსხით. ასევე 50-ე მუხლში ზუსტდება, რომ
სტრუქტურული ერთეულები მოქმედებენ არა „შესაბამისი სფეროების“, არამედ შესაბამისი
დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
კანონპროექტით ხორციელდება კიდევ ერთი, ტექნიკური და გრამატიკული ხასიათის
ცვლილება 59-ე მუხლის პირველ პუნქტში, რომელიც ჩამოთვლის გამგებლის/მერის
უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლებს, თუმცა ტექსტის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით ბუნდოვანია ახალი გამგებლის/მერის არჩევა წარმოადგენს
უფლებამოსილების შეჩერების თუ შეწყვეტის საფუძველს. შესაბამისად, პუნქტს ემატება
დაზუსტებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც „გამგებელს/მერს უფლებამოსილება
უწყდება აგრეთვე ახალი გამგებლის/მერის არჩევისას.“
წინამდებარე ცვლილება ეხება ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ
ხელშეკრულების დამტკიცებისა და თანხმობის საკითხს. მოქმედი რედაქციით, საკრებულო
თანხმობას გასცემს ისეთ გარიგებაზე, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს, ხოლო ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მიერ
დადებულ ხელშეკრულებას, რომელსაც წარადგენს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი. 24-ე
მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ბუნდოვანი იყო თუ რომელი
ხელშეკრულებები ექვმდებარებოდა საკრებულოს დამტკიცებას. ცვლილების მეშვეობით
კონკრეტდება, რომ დამტკიცებას ექვემდებარება მხოლოდ ის ხელშეკრულებები, რომლის
დამტკიცებაც პირდაპირ გათვალისწინებულია თვითმმართველობის კოდექსით. მოქმედ
რედაქციაში ასეთი მუნიციპალიტეტების მიერ ერთობლივი სამსახურების/სამეწარმეო და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შექმნისა და საბიუჯეტო სახსრების
გაერთიანების შესახებ ხელშეკრულებები (თვითმმართველობის კოდექსის 21-ე მუხლი).
ცვლილებებით საკრებულოს დამტკიცებას აგრეთვე დაექვემდებარება უფლებამოსილების
დელეგრების შესახებ ხელშეკრულება (თვითმმართველობის კოდექსის მე-17 მუხლი),
ვინაიდან უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება არა მხოლოდ გამგებელზე/მერზე
არამედ მთელ მუნიციპალიტეტზე, შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების
განხორციელებაზე
პასუხისმგებელია
როგორც
აღმასრულებელი,
ასევე
წარმომადგენლობითი ორგანო. აღნიშნული ცვლილება აგრეთვე ეხება ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
5
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელების შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია დაწესებულება, ექსპერტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია საერთაშორისო და არასამთავრობო
ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ჟორჟოლიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ჟორჟოლიანი.
6
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ორგანულ კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს იმ
მუხლების სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 17. უფლებამოსილებების დელეგირების წესი და პირობები
1. სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანომ მუნიციპალიტეტს
შეიძლება გადასცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს ის
უფლებამოსილებები, რომელთა განხორციელებაც ადგილობრივ დონეზე უფრო ეფექტიანია.
2. სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ
მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების დელეგირება შეიძლება შესაბამისად
საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, აგრეთვე
საქართველოს ან ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე დადებული
ხელშეკრულებით, სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით.
3.
სახელმწიფო/ავტონომიური
რესპუბლიკის
ხელისუფლების
ორგანოს
უფლებამოსილებების ხელშეკრულებით დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. სათანადო ხელშეკრულება იდება
მუნიციპალიტეტსა და შესაბამის სამინისტროს შორის, ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების
მოთხოვნების დაცვით.
4. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია დელეგირებული უფლებამოსილებები
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ადგილობრივ პირობებთან
მისადაგებით განახორციელოს.
5. უფლებამოსილებების დელეგირებისას იმავე აქტით უნდა განისაზღვროს ის
სამინისტრო,
რომელიც
დელეგირებული
უფლებამოსილებების
განხორციელებას
სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას გაუწევს.
მუხლი 24. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
იდენტურობის განსაზღვრის სფეროში:
ორგანიზებისა
და
მისი
ა.ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი
საზღვრების დადგენა;
ა.ბ)
მუნიციპალიტეტის
შექმნის/გაუქმების,
დადგენის/შეცვლის
და
ადმინისტრაციული
შუამდგომლობების წარდგენა;
ადმინისტრაციული
საზღვრების
შეცვლის
ა.გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
(გერბის, დროშისა და სხვა სიმბოლოების) დადგენა;
მუნიციპალიტეტის
ცენტრის
შესახებ
სიმბოლოების
7
ა.დ) მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების
წესების დადგენა;
ა.ე) ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს,
მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის,
სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის,
ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის,
სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება;
ბ) ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ბ.ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება;
ბ.ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის
(მოადგილეების) არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება;
ბ.გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და მისი
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
ბ.დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შექმნა, კომისიის თავმჯდომარის არჩევა და
თანამდებობიდან გადაყენება, კომისიის პერსონალური შემადგენლობისა და დებულების
დამტკიცება და მათში ცვლილების შეტანა;
ბ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა და გაუქმება,
დროებითი სამუშაო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში
ცვლილების შეტანა;
ბ.ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის
დამტკიცება;
ბ.ზ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოსა
და
საერთო
სასამართლოებში
მუნიციპალიტეტის/საკრებულოს
წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნა;
გ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და
კონტროლის სფეროში:
გ.ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოებისა და ამ ორგანოების თანამდებობის
პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;
გ.ბ) ამ კანონის შესაბამისად გამგეობის/მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების
დებულებებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცება;
8
გ.გ) ამ კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის/მერისთვის
უნდობლობის გამოცხადება;
დ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:
დ.ა) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ
ბიუჯეტში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და ბიუჯეტის
შესრულების შეფასება;
დ.ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და
მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება;
დ.გ) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის სახელით
დადებული ხელშეკრულების დამტკიცება, აგრეთვე ისეთი გარიგების დადებაზე თანხმობის
მიცემა, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5
პროცენტს;
დ.დ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში
მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა;
დ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, მუნიციპალიტეტის
საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა და მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის
წარდგინებით გამგეობის/მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა
თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი
საჯარო
მოსამსახურეთა
თანამდებობების
რანგირების
სისტემის
გათვალისწინებით;
ე) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
ე.ა) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების
მართვისა და განკარგვის წესების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით
შექმნილი საწარმოს ქონების განკარგვის წესის დადგენა ამ კანონითა და საქართველოს სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით;
ე.ბ) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის შესყიდვების
გეგმის დამტკიცება;
ე.გ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის
ნორმატიული ფასის, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და
ქირის საწყისი საფასურის დადგენა;
9
ე.დ) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების
საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება;
ე.ე) ამ კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის
უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე.ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის
არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესის დადგენა.
საკუთრებაში
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება აგრეთვე ამ კანონის
მე-16
და
მე-17
მუხლებით
გათვალისწინებული
მუნიციპალიტეტის
სხვა
უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება,
ასევე ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებული
უფლებამოსილებები.
3. თუ ეს კანონი ან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის
საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ
მუნიციპალიტეტის
ორგანოს,
აღნიშნულ
უფლებამოსილებას
ახორციელებს
მუნიციპალიტეტის საკრებულო ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს დავალებით −
მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი.
4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის უფლებამოსილება, რომელიც ამ კანონით ან
საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულია, როგორც მუნციპალიტეტის
საკრებულოს უფლებამოსილება, არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოს ან თანამდებობის
პირს, თუ კანონი უშუალოდ არ ითვალისწინებს მისი გადაცემის შესაძლებლობას.
მუხლი 36. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის
საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს
მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ფუნქციები განისაზღვრება
მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მუნიციპალიტეტის
საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარის
მოვალეობას
მის
მიერ
უფლებამოსილების
განხორციელების
შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან გადაყენებისას.
10
4. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
თავმჯდომარის
მოადგილე.
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის
არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის
თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას
მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
მუხლი 50. გამგეობა/მერია
გამგეობა/მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში
არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის/მერის უფლებამოსილების
განხორციელებას. გამგეობას/მერიას ხელმძღვანელობს გამგებელი/მერი. გამგეობა/მერია
შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულები
შესაბამისი სფეროების მიხედვით უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და
გამგებლის/მერის დავალებების შესრულებას.
მუხლი 54. გამგებლის/მერის უფლებამოსილება
1. გამგებელი/მერი:
ა) გამგეობის/მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ა.ა)
საერთო
ხელმძღვანელობასა
და
კოორდინაციას
უწევს
გამგეობის/მერიის
სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის/მერიის დებულებას და
გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის/მერიის
თანამდებობის პირებს;
ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის/მერიის
მოსამსახურეებს;
ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს გამგეობის/მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს
გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის
შესახებ;
ა.ვ) გამგეობის/მერიის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს გამგეობის/მერიის
თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის
„ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის
შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს;
ა.ზ) იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის/მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის
დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ა.თ) ამტკიცებს გამგეობის/მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:
ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს
რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ,
11
აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს
წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;
ბ.ბ) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის
შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი
საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და
დახურულ სხდომებს;
ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტების აღსრულებას;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:
გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს
დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების
ანგარიშს;
გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი
წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს
გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და
კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;
გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი
გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ
დადგენილებების პროექტებს;
გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და
საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;
გ.ვ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მიერ წლის
განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას;
დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
დ.ა) ამ კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას
მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;
დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამეწარმეო და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და
ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; მუნიციპალიტეტის
წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ;
სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;
დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს
გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით
სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის
შესახებ;
დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით
სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის
საკითხს;
12
დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების
შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით
ნაკისრი
ვალდებულებების
დარღვევისთვის
დაკისრებული/დასაკისრებელი
პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;
დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და
სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული
პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა
ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული
პირობებისა;
დ.ზ) ამ კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას
მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;
დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას,
რეკონსტრუქციასა და აღდგენას;
დ.ი)
საკრებულოს
დასამტკიცებლად
წარუდგენს
მუნიციპალიტეტის
ქონების
საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;
დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის
სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და
ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;
დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში
ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი
პირობების შესრულებაზე;
ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:
ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და
შეთანხმებებს;
ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური
ურთიერთობებისას,
მუნიციპალიტეტის
სახელით
ანიჭებს
წარმომადგენლობით
უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ამ კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი
სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების
მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;
ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;
ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს;
ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად,
შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო
ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;
ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
ე.თ) უზრუნველყოფს ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული
მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონით, საქართველოს
სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ
დადგენილი წესით;
13
ე.ი) ახორციელებს ამ კანონით, გამგეობის/მერიის დებულებითა და საკრებულოს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. გამგებელი/მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში
დანიშნოს გამგებლის/მერის წარმომადგენელი. გამგებლის/მერის წარმომადგენლის
უფლებამოსილება განისაზღვრება გამგეობის/მერიის დებულებით.
3. გამგებლის/მერის მიერ პერსონალურ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულოს
წევრის მიერ მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია.
მუხლი 57. გამგებლის/მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები)
1. გამგებელს/მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი/მერი.
2. თვითმმართველ ქალაქში მერიის დებულებით მერის პირველი მოადგილის თანამდებობის
ნაცვლად შეიძლება განისაზღვროს ვიცე-მერის თანამდებობა. ვიცე-მერის თანამდებობრივი
სტატუსი უთანაბრდება მერის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სტატუსს.
3. გამგებლის/მერის მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს
გამგეობის/მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას
უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა
და გამგებლის/მერის დავალებების შესრულებას, გამგეობის/მერიის დებულების
შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
4.
გამგებლის/მერის
პირველი
მოადგილისა
და
მოადგილის
(მოადგილეების)
უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის/მერიის დებულებით.
მუხლი 59. გამგეობის/მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილებების შეჩერება და
შეწყვეტა
1. გამგებლის/მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უჩერდებათ
და უწყდებათ ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტითა და მე-2 პუნქტის „ა“−„ზ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში,
აგრეთვე ახალი გამგებლის/მერის არჩევისას.
2. გამგებლის/მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ
აგრეთვე გამგებლის/მერის მიერ თანამდებობებიდან მათი გათავისუფლების შემთხვევაში.
მუხლი 68. თბილისის საკრებულოს უფლებამოსილება
1. თბილისის საკრებულოს უფლებამოსილებას, ამ კანონით გათვალისწინებული
მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების გარდა, აგრეთვე განეკუთვნება:
ა) თბილისის მთავრობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლი;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევებში თბილისის მთავრობისთვის სესხის აღებაზე თანხმობის მიცემა;
გ) საქართველოს დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე
ბუნებრივი
თუ
ანთროპოგენური
გეოინფორმაციული
ერთეულის,
თბილისის
ადმინისტრაციული ერთეულის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, გეგმარებითი
რაიონის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მთის,
ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის,
ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის,
14
სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ტყის, საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის, შენობანაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება;
დ) თბილისის მთავრობის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის,
აგრეთვე მისი დებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
ე) თბილისის მთავრობის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული
ხელშეკრულების დამტკიცება, აგრეთვე ისეთი გარიგების დადებაზე თანხმობის გაცემა,
რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5
პროცენტს;
ვ) თბილისის მთავრობის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და
განკარგვის წესების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი
საწარმოს ქონების განკარგვის წესის დადგენა ამ კანონითა და საქართველოს სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით;
ზ) თბილისის მთავრობის წარდგინებით მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის
დამტკიცება;
თ) თბილისის მთავრობის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო
ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება;
ი) ამ კანონით დადგენილი წესით თბილისის მთავრობის წევრის თანამდებობაზე
დანიშვნაზე თანხმობის მიცემა;
კ) ამ კანონის მე-16, მე-17 და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების
განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება;
ლ) ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა
უფლებამოსილებების განხორციელება.
2. თუ ეს კანონი ან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის
საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ
მუნიციპალიტეტის ორგანოს, აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის
საკრებულო ან თბილისის საკრებულოს დავალებით − თბილისის მერი/თბილისის
მთავრობა.
3. თბილისის საკრებულოს ის უფლებამოსილება, რომელიც ამ კანონით ან საქართველოს
კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულია, როგორც თბილისის საკრებულოს
უფლებამოსილება, არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირს, თუ კანონი
უშუალოდ არ ითვალისწინებს მისი გადაცემის შესაძლებლობას.
მუხლი 73. თბილისის მერი
1. თბილისის უმაღლესი აღასრულებელი ორგანო − თბილისის მერი − არის თბილისის
მთავრობის ხელმძღვანელი. თბილისის მერი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით, 4 წლის
ვადით. თბილისის მერის არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.
2. თბილისის მერი:
ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს თბილისის მერიის საქმიანობას;
ბ) უძღვება თბილისის მთავრობის საქმიანობას, უნაწილებს ფუნქციებს თავის მოადგილეებს;
გ) თავმჯდომარეობს თბილისის მთავრობის სხდომებს;
15
დ) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების პროექტებს;
ე) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის ბიუჯეტის, ბიუჯეტში
შესატანი ცვლილების პროექტებს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
ვ) ხელს აწერს თბილისის მთავრობის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტებს;
ზ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი
სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების
თბილისის საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას;
თ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცითტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;
ი) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
კ) ხელს აწერს მუნიციპალიტეტისა და თბილისის მთავრობის სახელით დადებულ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ლ) წარმოადგენს თბილისს და თბილისის მთავრობას, მოქმედებს მათი სახელით
ოფიციალური ურთიერთობებისას, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს,
მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის,
რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
მ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მერიის დებულებას და
მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, თბილისის რაიონის გამგეობისა და
რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპურ დებულებებს;
ნ) თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს თბილისის მერიის თანამდებობის პირებს, თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერიის სხვა მოსამსახურეებს, გარდა ამ კანონის
82-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ო) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მერიის თანამდებობის
პირთა (გარდა თბილისის მერისა) და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების
ოდენობებს;
პ) უნაწილებს ფუნქციებს თბილისის მერიის მოსამსახურეებს; დავალებებს აძლევს
თბილისის მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის
შესახებ;
ჟ) თბილისის მერიის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს თბილისის მერიის
თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა“, „ბ“
და „ტ“−„ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ
უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად თბილისის საკრებულოს მიერ
დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს;
რ) იღებს გადაწყვეტილებებს თბილისის მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის
დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ს) ამტკიცებს თბილისის მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
ტ) თბილისის საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, თბილისის საკრებულოს
რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს თბილისის მთავრობისა და მის მიერ
გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე თბილისის საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი
მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;
16
უ) თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის
მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით
განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს
კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;
ფ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
ქ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად ქმნის
სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;
ღ) ახორციელებს ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. თბილისის მერი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის
საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.
4. თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების, მისი თანამდებობრივი
შეუთავსებლობის და უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები
განისაზღვრება ამ კანონის 51-ე, 55-ე და 56-ე მუხლების შესაბამისად.
მუხლი 77. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები
1. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები იქმნება ამ კანონით დადგენილი წესით,
თბილისის მერიის დებულებით ან მასში შესაბამისი ცვლილებით, მთავრობის
უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური დარგების მართვისა და
თბილისის მერიის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით.
2. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თბილისის საკრებულოს
თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. თბილისის მერიის სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს
თბილისის მერი. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე.
3. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე
დანიშვნის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, უფლებამოსილების შეჩერებისა და
შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 76-ე, 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად.
4.
თბილისის
მერიის
სტრუქტურული
ერთეულის
ხელმძღვანელი
თავისი
უფლებამოსილების
ფარგლებში
გამოსცემს
ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულისა და სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილებანი განისაზღვრება თბილისის მერიისა და
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებებით.
მუხლი 82. რაიონის გამგებელი
1. რაიონის გამგებელი უძღვება გამგეობის საქმიანობას, უზრუნველყოფს რაიონის მართვას,
კოორდინაციას უწევს თბილისის მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებას.
2. რაიონის გამგებელი თანამდებობრივად შედის მთავრობის შემადგენლობაში.
3. რაიონის გამგებელი:
ა) უნაწილებს ფუნქციებს გამგეობის წევრებს; თავმჯდომარეობს გამგეობის სხდომებს;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგეობის თანამდებობის პირებსა და
რაიონის გამგეობის სხვა მოსამსახურეებს;
17
გ) უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების, პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას;
დ) თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს წარუდგენს საბიუჯეტო
განაცხადს;
ე) ხელს აწერს რაიონის გამგეობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
წარმოადგენს გამგეობას და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას,
ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
ვ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს;
ზ) მონაწილეობს საქართველოს დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტისა და თბილისის
ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;
თ) პასუხისმგებელია რაიონისთვის თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების
შესაბამისად გადახდების განხორციელებისათვის;
ი) ამზადებს ინფორმაციას თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების
შესრულების შესახებ და წარუდგენს თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს;
კ) ახორციელებს ამ კანონითა და თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა
უფლებამოსილებებს.
4. რაიონის გამგებელი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის
წინაშე.
18