„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.06.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზვიად კუკავა და მიხეილ ცქიტიშვილი
ნომერი
#07-3/644/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-06-15
ბიუროს ნომერი 254

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
qtEttIfll, ?ill,IbJl l8 o35oto 2012 $3qo oj0o N 254 bojorrro3nqrT ?6b6op33Lob ?Xbobnbl'---. b 315o5ob J6r'rnj$o ,,bobxg0$ogo 'tn6-'Sir, 15062012) Jo.bo$n" @7'YU4, UojoOLg6qotr ;.:5o5?o g3qoqglob t. 3Xjs3.r, 0. gfi$oEaoqo lr.go6.$lr<n-bslol3g$o,p8o$X$o fi;q3U 3cqr8o r,tpna,ta -l4",ts"al,< ]poaot, l**-, 4'lur6r t"'<cdF D tr;;l;r6orXnqrob J.:16qr0n5$otr bol6er'>p6n5L: 3o8o$n$XlLo q,r LrJrr4q'>0X5$cc a16rjSond?o 5codr3.:$olqo ;j$olr J6m1JOotr 6s5boq3o Lr jrr6or3nqrT b Jo16qo3X56ob e*$g"t qs3oor drildrrd6
წერილი
l,JdJ6U|SCse0L ;JdRJAC5O0l, $fl 360 l-rrjr6o13gq,crLr J.:6q,s036$olr bsottr6r6otrr6oo ('Cts)6OraC6Oob 33ttu'rbb jsq'b:$r'rb gorgt6 lr3orbrod3l-r jrq,brgt'r6o 3o136r, l-r.>j.rr6or33q,ob 3c'r6b$o$3gool-r 67-3 OUbq'ob tsgb':b:0obsq.o, 6o6br36oor l-rr j.:6or33q'ol-r Jl6q'r036$ob $6{63bob b3orqr 333r3rbr qrs 0obgoq, 6iogots3oq,ob 0o36 lt3r6o60qr30q'<'r o6o3or$o3otr $3boor 0r'r0b:qg3bgE, 3$<n6ob Jdn3fi)lr,,b.:b3q'0$ogcr ts3bgoqr33bol-t O3brbgb" tr.:js6o63q,ob 3r6o6tso g3q,oq'3bob ACOrboL orobr95C"' 6orbo3or 0o1169or tsSbrbr0obo Ob3q'3q'obr' Jrgo3ol,tgg0oor, Jr6q,5AC6Oob $$6Cbo: tr3o.rqg 39313: 0ob3oq, gjo$o03oq'o
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის 31 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებასა და ნაღდი ფულით ქვეყნის ეკონომიკის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტიდან გამომდინარე შესყიდვები, გარდა არამატერიალურ აქტივებთან, ოქროს ზოდებთან, საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილ ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან, ასევე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა, რეგულირდება ამ კანონით; 2. 101 მუხლის მე–3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგინდა შესყიდვების განხორციელება, ხოლო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შეუფერხებლად განხორციელების საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით დადგინდა შესყიდვების განხორციელება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს ეროვნული ბანკის ზოგიერთი შესყიდვის სახელმწიფო შესყიდვების მოთხოვნიებისაგნ გათავისუფლების აუცილებლობა და ამასთან საჭიროება, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან შეუფერხელბად განხორციელდეს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის შემუშავება მიზნად ისახავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არამატერიალურ აქტივებთან დაკავშირებული შესყიდვები არ მოექცეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების ფარგლებში ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ცვლილება შედის კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებასა და ნაღდი ფულით ქვეყნის ეკონომიკის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტიდან გამომდინარე შესყიდვები, გარდა არამატერიალურ აქტივებთან, ოქროს ზოდებთან, საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილ ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან, ასევე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით. პარალელურად ცვლილება შედის 101 მუხლის მე–3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვით შეიძლება განხორციელდეს, თუ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შეუფერხებლად განხორციელების საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით დადგინდა შესყიდვების განხორციელება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული დაფინანსების წყარო: აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკი დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია პარლამენტის წევრები ზვიად კუკავა და მიხეილ ცქიტიშვილი დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის წევრები ზვიად კუკავა და მიხეილ ცქიტიშვილი