საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-06-15
ბიუროს ნომერი 254
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
cr6'ucbnL ? !!!tb
18 o36olm. 2012 ScRo
c,Jao N 254
b b,:bo136n$r'r d(9R0illrto
to;1116o3nqob 3rEr'r5ob Jr6r,rrlAo,,btl.>rrror3nqrn
?0t rlgb" (O73le 1, 15 062012)
GCRoR0bol' ?c$r-i'-b
l$J. bd,qraaS$nt Saad,clo:
UJJ. Jrr'qrAC56ol, $CS6Cao:
5. 36slP, s. .rq.r3"d3
lrcgo6.r6lrm-lr.rlo131,X$o 3c'r3o$X$o
4 - 7 l,cJ$xa}0'6o
ll - 14 l,ci6aaIcd,o
$d,acnrx'3o CJre,aoJoL) qs XpGcraoSX6"
Joqo6o,jpt dr&600o
L;j.:rvror3nqoL Jor6qr0n5$oL dolr6r'r ;q635b:
dm0o$060Abr Rr boJrr6psSnS$o 3t6;igo6b?o
br;1,:6arl6qrolr Jor6qo0X5$oL
p"lnq5.[" s'oao6o1q'o ;i6oL Jr6r'rnJ$oL 615boq3o
brjo16o13nqoL J;r4qs8n56otr
or,>333qqr'r3;6X
q;3oor b,: jr4sdn
წერილი
b JJ6seJ0C5O0l, SC360
bljr6o6gq,ob Jr6rq,r0g66oU
tto61:6obsgoo ACJrf)OrACbOb
b.:j.rt+rco33q,r,rb 3o6bgo6ggoolr 67-C agbq,oL 69L$r0obrqr,
br3r6o60qr90q,ar o6ogorgc6ob SSboor, $s60r,r6oqr66or brjr6orgq,r,rb
316o6ol.r Jdrogjgb "lrqCr6o6Cqml, br8rrg1g6rn 3oqg&Ir0o ggq,oq,gbob
acorbob acbrbc6".
6orbo3or 3.l6rnbJt6ogjgo $r6rgqr6o6<nor J,:6rqrrEX6got-r bogrrr('rb
grbq,ogb l-rbqpo0,:b U,:3$rn60q-og0qn 36r63qgr69bob qrrtrsgggbrqg.
qt6.:6oro 4 9366q,t3
Jrgc6obgg6oor,
15.06.12
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№47, 28.12.2009, მუხ. 361) დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო,
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული
მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილს 321 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 322
გრაფა:
32
2
მოსაკრებელი მშენებლობის სახელმწიფო–
ტექნიკური ზედამხედველობის
მომსახურების
100
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის მიზეზია საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტში
ინიცირებული კანონპროექტებით გათვალისწინებული მშენებლობის სახელმწიფო–
ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელის ასახვა საქართველოს
საბიუჯეტო კოდექსში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით, ცვლილება შედის საბიუჯეტო კოდექსის დანართში „შემოსულობების
საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის
განაწილება პროცენტული
მაჩვენებლების მიხედვით“ და ემატება 322 გრაფა, რის
თანახმადაც მშენებლობის სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების
მოსაკრებელი ირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას
სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას ადგილობრივი თვითმართველი
ერთეულის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ამ ეტაპზე კონკრეტული ოდენობის
დადგენა შეუძლებელია, რადგან აღნიშნული დამოკიდებულია მოსაკრებლის ოდენობაზე
და გადამხდელთა რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს
ვალდებულებებს.
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე
რომლებიც მოექცევიან ამ კანონპროექტის რეგულირების სფეროში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით დადგენილი არ არის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა სახელმწიფო,
არასახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტის შეფასება.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია პარლამენტის წევრები: გურანდა ჯაბუა და ანდრო
ალავიძე
დ.დ) პროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის წევრები: გურანდა ჯაბუა და ანდრო
ალავიძე