„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 68 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-07-29
ბიუროს ნომერი 192
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„სახელმწიფო
ქონების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ)
სახელმწიფო
საკომუნიკაციო
საკუთრებაში
ქსელების
არსებული
სახაზო
უძრავი
ნივთის
ნაგებობების-მობილური
ელექტრონული
კავშირის
და
ტელერადიომაუწყებლობის ანძების განთავსების მიზნით განკარგვაზე. აღნიშნული მიზნით,
უძრავი ნივთების განკარგვის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.“;
2. მე-2 მუხლის:
ა) ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სახელმწიფო ქონების განკარგვა - სახელმწიფო ქონების ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის
საკუთრებაში
გადაცემა,
პრივატიზება,
რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა,
მართვის
უფლებით
გადაცემა,
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით
მოქმედი საწარმოს კაპიტალში კანონმდებლობით დადგენილი წესით ცვლილების შეტანის
გზით გასხვისება, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით;“;
გ) პრივატიზება - ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის,
კონკურენტული
შერჩევის
საფუძველზე
პირდაპირი
მიყიდვისა
და
უსასყიდლოდ
საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, გაცვლით , სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით,
აგრეთვე წილების ან აქციების ან სერთიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან
შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო
ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის
შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი
გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით
დადგენილი წესით;“;
ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
„კ) მესამე პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც
უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების პრივატიზების ხელშეწყობას“.
3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ2 პუნქტი:
„ჰ2 ) გაცვლა - სახელმწიფო ქონებასა და ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიულ
პირების, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, საკუთრების უფლების
ურთიერთგადაცემა.
4. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთის პრივატიზება შესაძლებელია საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში
რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის, აგრეთვე საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის.
3.
საქართველოს
უსასყიდლოდ,
მთავრობის
საკუთრებაში
გადაწყვეტილების
შეიძლება
საფუძველზე,
გადაეცეთ
სახელმწიფო
საქართველოს
ქონება
მოქალაქეებს,
საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ქონების მმართველი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ფიზიკურ პირებს
ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფო ქონებას
საკუთრებაში გადასცემს გაცვლის გზით, შესაბამისი პირობ(ებ)ით ან პირობ(ებ)ის გარეშე.
სახელმწიფო ქონების გაცვლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით. საკუთრების უფლების
ურთიერთგადაცემა (გაცვლა) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე
დასაშვებია ამ კანონის 29-ე მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას.“
5. მე-31 მუხლის:
ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების
განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება,
რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი
ვალდებულებების (მათ შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საპრივატიზებო საფასურის
გადახდის ვალდებულების) წარმოშობის საფუძველია.
2
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით
პრივატიზებისას
პრივატიზების
შესაბამისი
ხელშეკრულების
განმახორციელებელი
ორგანო
ფორმას
ამტკიცებს
უფლებამოსილია
გასცეს
სამინისტრო.
აუქციონში
გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით.
3. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის
ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ
პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის მიღებიდან 3 თვის
ვადაში.”;
ბ) მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საინვესტიციო პირობების არსებობისას ქონების მმართველის თანხმობის შემთხვევაში
ქონების შემძენს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით
იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.
7. საინვესტიციო პირობების არარსებობისას ქონების შემძენს უფლება აქვს, საპრივატიზებო
ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესით სახელმწიფოს მიერ
განკარგული ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში იპოთეკარის მიმართ იპოთეკით
უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო იპოთეკით დატვირთული ქონების
იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით
რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ
მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი
საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებამოვალეობები, თუ ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის
შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების)
ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.“;
6. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ)
აუქციონში
გამარჯვებულმა
შესაბამისი
ხელშეკრულების
ხელმოწერაზე
უარი
განაცხადა;“;
7. მე-61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 61 მესამე პირები
3
„მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების
პრივატიზების ინიციირების პირობები და ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.”;
8. მე-62 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-63 მუხლი:
„მუხლი 63 სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა
1.
სახელმწიფო
ქონების უსასყიდლოდ
გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
2.
სახელმწიფო
საკუთრებაში
გადაცემის
შესახებ
ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები
განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანებით.
3.
საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, საკითხს ამზადებს და
მთავრობას წარუდგენს ქონების მმართველი.
4.
სახელმწიფო
ქონების უსასყიდლოდ
საკუთრებაში
გადაცემა
შეიძლება
განხორციელდეს შესაბამისი პირობ(ებ)ით ან პირობ(ებ)ის გარეშე.
5.
სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას საქართველოს
მთავრობის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში ქონების მმართველსა და
ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება.
9. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
პრივატიზების ფორმებია:
ა) აუქციონი;
ბ) პირდაპირი მიყიდვა:
ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა;
ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე;
ბ.გ) იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვა
გ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ;
დ) გაცვლა ;“
ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
10.მე-18 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4
„1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმებია:
ა) აუქციონი;
ბ) პირდაპირი მიყიდვა - ;
ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა
ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე
გ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
დ) გაცვლა.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის
ფორმით, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის, უსასყიდლოდ
საკუთრებაში გადაცემის, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზება ხორციელდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-3 -ე მუხლის მე-5
პუნქტით, მე-63 მუხლითა და მე-10 მუხლით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის
1
ფორმით, ქონების მმართველის მიერ, ამ კანონის 18 მუხლით დადგენილი წესით.
11. მე-20 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1 მყიდველი ვალდებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების
საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში
პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს მთავრობის შესაბამისი
განკარგულების მიღებიდან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, ხოლო აუქციონის
შემთხვევაში – აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, წარადგინოს საინვესტიციო
ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია,
რომლის ვადაც არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების
შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული
თანხის ოდენობის შემცირება დასაშვებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით
გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების
ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო
საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის
უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში
უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების
(ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს
სახელმწიფო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს.“;
12. 29-ე მუხლის:
ა) მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5
„ 3. თუ მოძრავი ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე არ ერიცხება
სხვა სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მის პრივატიზებას
აუქციონის ფორმით ახორციელებს ქონების მმართველი ან პირდაპირი მიყიდვისა და
კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას
ქონების მმართველის წარდგინებით, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით იღებს
და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა. მოძრავი ნივთის უსასყიდლოდ
საკუთრებაში გადაცემის თაობაზე საკითხს ამზადებს და მთავრობას გადაწყვეტილების
მისაღებად წარუდგენს ქონების მმართველი.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. პირს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს მის მიერ დაზიანებული, სახელმწიფო
საკუთრებაში მყოფი ან/და სახელმწიფო დაწესებულების ბალანსზე რიცხული მოძრავი
ქონება, აღნიშნული ქონების დაზიანებამდე არსებული საბალანსო ღირებულების
არანაკლები ღირებულების ქონების მიღების სანაცვლოდ. დაწესებულება უფლებამოსილია
შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტისა და ხელშეკრულების (გაცვლა)
გაფორმების საფუძველზე გადასცეს მოძრავი ქონება პირს საკუთრებაში და სანაცვლოდ
მიიღოს და ბალანსზე აიყვანოს შესაბამისი ქონება.“.
13. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34. სახელმწიფო ორგანოსთვის, ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის
ქონებისა და შესრულებული სამუშაოს გადაცემა
სახელმწიფო ორგანოს
ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს უფლება აქვს,
სახელმწიფოს სახელით, სახელმწიფო საკუთრებაში მიიღოს და ბალანსზე აიყვანოს
ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ გადაცემული ქონება ან/და
მიიღოს შესრულებული სამუშაო.
14. 35-ე მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
15. 36-ე მუხლის 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„13. სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად
სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო
საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია ქონების მმართველის
წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს
სარგებლობაში
გადაცემის
საფასური,
საბაზრო
ღირებულების
შესაბამისად
(საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), სახელმწიფოს საკუთრების უფლების
რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.“
6
16. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წილების ან აქციების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს აუქციონის,
პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის,
უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისა და გაცვლის ფორმებით, აგრეთვე წილების ან
აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პრივატიზება − პირდაპირ ან
შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ
საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული
პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით.“
17. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 42. წილების და აქციების პრივატიზება
1. წილებისა და აქციების აუქციონი ორი სახისაა: პირობებიანი და უპირობო.
2. წილებისა და აქციების პრივატიზება პირდაპირი მიყიდვის ან კონკურენტული
შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ხორციელდება საქართველოს
მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით.
3. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან
შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ
საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული
პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზება ხორციელდება
ქონების მმართველის ინიციირებისა და მისი დასაბუთებული წინადადების საფუძველზე,
1
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ კანონის 45 მუხლით დადგენილი წესით.
4. წილებისა და აქციების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის, ასევე გაცვლის
ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების
საფუძველზე, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტითა და მე-63 მუხლებით დადგენილი
წესით.
5. წილებისა და აქციების პრივატიზებისას გამოიყენება ამ კანონის მე-20 მუხლით
გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობები.
6. წილებისა და აქციების საკუთრებაში პირობებით გადაცემისას ქონების
მმართველის თანხმობის შემთხვევაში ქონების შემძენს უფლება აქვს, საპრივატიზებო
ვალდებულების შესრულების მიზნით გირავნობით დატვირთოს შეძენილი წილები და
აქციები.
7. წილებისა და აქციების საკუთრებაში პირობებით გადაცემისას გირავნობით
უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო გირავნობით დატვირთული
ქონების მოგირავნის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით
რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ
მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი
საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე
უფლება-მოვალეობები, თუ ქონების გირავნობით დატვირთვამდე მოთხოვნებისა და
უფლებების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებულია საპრივატიზებო
ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.
8. წილებისა და აქციების პრივატიზების მიზნით დადებული ხელშეკრულებით
გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების
7
ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო
საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) გირავნობის
უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების გირავნობით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში
წილებისა და აქციების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო
ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე,
ქონების შემძენს სახელმწიფო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს.“.
18. 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წილებისა და აქციების პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ
ორგანოსა და მყიდველს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. ქონების მმართველი
უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან/და
ელექტრონული ფორმით. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება
იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს
მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის
მიღებიდან 3 თვის ვადაში. წილებისა და აქციების პრივატიზებისას მყიდველს საკუთრების
უფლება გადაეცემა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ და
მასთან ერთად უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის
ვალდებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.
19. 451-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 452 მუხლი:
„მუხლი 452. მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვა
1. მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზების ფორმებია:
ა) აუქციონი;
ბ) პირდაპირი მიყიდვა - ;
ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა
ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე
გ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
დ) გაცვლა
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პირდაპირი
მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის,
უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზება
ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ
კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-63 და მე-10 მუხლებით დადგენილი წესით.
3. მოთხოვნებისა და უფლებების საპრივატიზებო საფასურის და საწყისი
საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა,
8
4.
5.
6.
7.
8.
ხოლო პრივატიზებისას ანგარიშსწორება ხორციელდება ამ კანონის მე-19 მუხლის
შესაბამისად.
მოთხოვნებისა და უფლებების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი
ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში,
ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით
პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში.
მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზებისას გამოიყენება ამ კანონის მე-20
მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობები.
მოთხოვნებისა და უფლებების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ქონების
მმართველი უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება
წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით.
მოთხოვნებისა და უფლებების საკუთრებაში პირობებით გადაცემისას ქონების
მმართველის თანხმობის შემთხვევაში ქონების შემძენს უფლება აქვს, საპრივატიზებო
ვალდებულების შესრულების მიზნით გირავნობით დატვირთოს შეძენილი
მოთხოვნები და უფლებები.
მოთხოვნებისა და უფლებების საკუთრებაში პირობებით გადაცემისას გირავნობით
უზრუნველყოფილი
მოთხოვნის
შეუსრულებლობის
გამო
გირავნობით
დატვირთული ქონების მოგირავნის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით
დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა)
ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ
სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი
ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ქონების გირავნობით
დატვირთვამდე
მოთხოვნებისა
და
უფლებების
შესაბამის
მარეგისტრირებელ
ორგანოში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების)
ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.
9. მოთხოვნებისა
და
უფლებების
პრივატიზების
მიზნით
დადებული
ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო
ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება
ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე
პირის (პირთა) გირავნობის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების გირავნობით
დატვირთვამდე საჯარო რეესტრში წილებისა და აქციების შესახებ ჩანაწერში
რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი
შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს სახელმწიფო არ აუნაზღაურებს
გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს.“.
20. 46-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
21. 491-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე,
პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების გზით საკუთრებაში გადაეცათ სახელმწიფო
9
ქონება, გათავისუფლდნენ ამავე სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების
საფუძველზე 2014 წლის 1 ივლისამდე წარმოშობილი ფულადი ვალდებულებებისაგან,
მათ შორის, დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან.
6. იმ უძრავ ნივთებთან და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესთან დაკავშირებულ
სახელშეკრულები ურთიერთობებში, რომლებშიც მხარეს წარმოადგენს ქონების
სააგენტო
ან/და
სამინისტრო
ხელშეკრულების
მხარე
უფლებამოსილია,
ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან
გათავისუფლების შესახებ დასაბუთებული თხოვნით მიმართოს სამინისტროს ან/და
ქონების სააგენტოს. სამინისტრო ან/და ქონების სააგენტო განიხილავს წარდგენილ
მიმართვას და საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, გადაწყვეტილების
მისაღებად მიმართავს საქართველოს მთავრობას;“.
22.491-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 492-ე მუხლი:
„მუხლი
492.
სახელმწიფო
ქონების
არამართლზომიერად
სარგებლობისთვის
დაკისრებული/დასაკისრებელი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება
ფიზიკური
და
საქმიანობისათვის
იურიდიული
პირები
გათავისუფლდნენ
(კომერციული
მიზნით)
სახელმწიფო
არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ
შესაბამისად,
2012 წლის 17
გადასახდელი,
სახელმწიფო
სექტემბრამდე
ქონების
სამეწარმეო
ქონებით
კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის
სარგებლობის პერიოდისათვის
სარგებლობაში
გადახდის ვალდებულებისგან. იმ შემთხვევაში, თუ
გადაცემის
საფასურის
სახელმწიფოს საკუთრების
უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განხორციელდა 2012 წლის 17 სექტემბრის
შემდეგ, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო
საქმიანობისათვის
(კომერციული
მიზნით)
არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ
სახელმწიფო
ქონებით
კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის
შესაბამისად, საფასურის გადახდის ვალდებულებისგან, სახელმწიფოს საკუთრების
უფლების რეგისტრაციის მომენტამდე არსებული პერიოდისათვის.
ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში სათანადო უწყებებმა
უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 2.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
10
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
”სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
პრაქტიკაში
წამოჭრილი
პრობლემური
საკითხების
გათვალისწინებით,
კანონპროექტის მიღების მიზეზია ”სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით
რეგულირებული საკითხების დაზუსტების აუცილებლობა და პრაქტიკული მიდგომის
ჩამოყალიბება, რომელიც მითითებული კანონის რეგულირების სფეროს დაზუსტებით და
ასევე პრაქტიკაში წარმოჭრილი პრობლემების გადაწყვეტისათვის ეფექტური მექანიზმის
შექმნით, ხელს შეუწყობს აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების
პრაქტიკულ საჭიროებასთან დაახლოვებასა და სახელმწიფო ქონების განკარგვის პროცესში
არსებული პრაქტიკული პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტას.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი:
”სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია კანონის რეგულირების სფეროს და
საკანონმდებლო ტერმინების დაზუსტება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი
ნივთის პრივატიზებისას გარიგების გაფორმებისათვის დადგენილი ვადების კორექტირება,
სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მესამე პირების ინტერესების დაცვის მიზნით მესამე
პირის განმარტების გაფართოება, პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე სახელმწიფო
ქონების უსასყიდლოს საკუთრებაში გადაცემისათვის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა,
არამატერიალური
ქონებრივი
სიკეთეების
განკარგვის
სამართლებრივი
რეგულაციის
დადგენა, წარსულში იძულებით გადაადგილებულ პირებთან გაფორმებული ნასყიდობის
ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე უარის თქმა (ფულადი ვალდებულებების
პატიების აქტი).
აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, აღმოიფხვრება ”სახელმწიფო
ქონების შესახებ” საქართველოს კანონში არსებული საკანონმდებლო ვაკუუმი, ხოლო ახალი
11
სამართლებრივი ინსტიტუტების შემოღების გზით, ხელი შეეწყობა სხვადასხვა სოციალური
მიზნების განხორციელებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის შემდეგ მუხლებში:
•
პირველი მუხლის მე-5 პუნქტის
„მ“ ქვეპუნქტი - წარმოდგენილი ცვლილების
პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების-მობილური კავშირის
და
ტელერადიომაუწყებლობის
ანძების
განთავსების
მიზნით
განკარგვა
ექვემდებარება ცალკე, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონისაგან
განსხვავებულ სამართლებრივ რეგულაციას, ხოლო მისი განკარგვის წესი და
პირობები მოწესრიგდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის ბრძანების საფუძველზე;
•
მე-2 მუხლის „ბ’’, „გ“, „კ“ და „ჰ2“ ქვეპუნქტები - ცვლილება აკონკრეტებს სახელმწიფო
ქონების
განკარგვის
ცნებას,
კერძოდ
მას
ემატება
სახელმწიფო
ქონების
თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, ასევე სახელმწიფო საწარმოს
კაპიტალში ცვლილების გზით გასხვისება. აგრეთვე ზუსტდება პრივატიზების
დეფინიცია და ფართოვდება მესამე პირთა ცნების შინაარსობრივი დატვირთვა.
ამასთან, კანონს ემატება გაცვლის საკანონმდებლო დეფინიცია, რაც თავის მხრივ
განაპირობებს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ცვლილების საჭიროებას. ამასთან,
აღსანიშნავია, რომ გაცვლა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით
გათვალისწინებულ ტერმინს და კანონი ამ კუთხით შესაბამისობაში მოდის
კოდექსთან. აღნიშნული ცვლილება იმ გარემობითაც არის განპირობებული, რომ
ხშირ შემთხვევაში, ურთიერთგადასაცემი ქონების ღირებულება არ არის ტოლფასი და
იმ შემთხვევაში თუკი სახელმწიფოს მიერ გადასაცემი ქონების ღირებულება
აღემატება გადმოსაცემი ქონების ფასს, დაინტერესებული პირის მიერ მოხდება
შესაბამისი სხვაობის სახელმწიფო სასარგებლოდ გადახდა, რაც ორივე მხარის
ინტერესებს ემსახურება.
•
მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები - ამ პუნქტებით წარმოდგენილი ცვლილება,
12
მოქმედი რედაქციისაგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების
საფუძველზე დასაშვებად მიიჩნევს სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემას
საქართველოს
სამართლის
მოქალაქეებისათვის,
იურიდიული
საქართველოში
პირებისათვის
და
რეგისტრირებული
საქართველოს
ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიისათვის.
შესაბამისი
საფუძვლების
არსებობისას,
კერძო
სამოციქულო
აღნიშნული ცვლილება,
დასაშვებად
მიიჩნევს
ცალკეული
სუბიექტებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას.
•
მე-31 მუხლის პირველი, მე-2 და მე-8 პუნქტები, მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტი, ასევე მე-20 მუხლის მე-6 და 45-ე მუხლის მე-3 პუნქტები - აღარ არის
დაკონკრეტებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის/წილებისა
და აქციების პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და
მყიდველს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების სახე და მითითება კეთდება
შესაბამის ხელშეკრულებაზე. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ
გარდა
ნასყიდობისა,
პრივატიზების
ცნება
მოიაზრებს
ასევე
გაცვლასა
და
უსაყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას, რა დროსაც ფორმდება სხვადასხვა ტიპის
ხელშეკრულებები.
•
მე-31 მუხლის მე-3 პუნქტი - არსებული კოლიზიური ჩანაწერის აღმოფხვრის მიზნით,
ამოღებულია ქონების მმართველის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების
ფარგლებში მოქმედი პირის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას
ხელშეკრულების გაფორმების ვადები.
•
მე-31 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები - პრივატიზების ცნების დაზუსტებიდან
გამომდინარე, ქონების მყიდველის ნაცვლად მითითება ხდება ქონების შემძენზე,
რამდენადაც პრივატიზება ნასყიდობის გარდა მოიცავს საქართველოს სამოქალაქო
კოდექსით განსაზღვრულ ქონების განკარგვის სხვა ფორმებსაც.
•
მე-61 მუხლი
- წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით
ყალიბდება მესამე პირების მიერ სახელმწიფო ქონების პრივატიზების ინიციირების
პირობები და ანაზღაურების წესი.
ამავე საფუძვლით წარმოდგენილი პროექტით
ამოღებულია 46-ე მუხლის მე-6 პუნქტი.
•
მე-63 მუხლი - აღნიშნული მუხლის დამატება განპირობებულია სახელმწიფო ქონების
უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სამართლებრივი საფუძლების გაჩენის
13
აუცილებლობით. საკანონმდებლო ვაკუუმის პირობებში, სახელმწიფო ქონების
უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სამართლებრივი რეგულაციის არარსებობის
გამო ალტერნატიულ საშუალებად გამოიყენება ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა
მაშინ, როცა სიმბოლურ ფასად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება თავისი
შინაარსით ჩუქებას ემსგავსება. ცვლილების გათვალისწინებით, სახელმწიფო ქონების
უსასყიდლოდ
საკუთრებაში
გადაცემა
ქონების
მმართველის
წარდგინების
საფუძველზე საქართველოს მთავრობის კომპეტენციას დაექვემდებარება. შესაბამისი
ხელშეკრულების გაფორმების ვადად კი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
მიერ შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 (სამი) თვე. ამასთან, სამართლებრივი
მოქნილობის მიზნით, გათვალისწინებულია სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ
საკუთრებაში გადაცემა შესაბამისი პირობებით ან/და პირობების გარეშე.
სახელმწიფო
ქონების
უსაყიდლოდ
საფუძვლების
გაჩენა
მნიშვნელოვანია
მიზნით.
საკუთრებაში
გადაცემის
სახელმწიფოს
საკანონმდებლო
ამოცანების
შესრულების
მაგალითად, საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ
პირებს - დევნილებს სახელმწიფოსგან ქონება გადაეცემა სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი)
ლარად იმის გამო, რომ არსებობს საკანონმდებლო ვაკუუმი. ანალოგიური პრაქტიკა
არსებობს
სხვა
სოციალურად
სოციალური
დაუცველთა
პროექტების
ფარგლებშიც
(ეკომიგრანტებისა
დახმარება).
სახელმწიფო
ქონების
და
უსასყიდლოდ
საკუთრებაში გადაცემის საკანონმდებლო რეგულაცია გამოასწორებს არსებულ
არასწორ სამართლგამოყენებით პრაქტიკას. საყურადღებოა აგრეთვე სახელმწიფოს
მიერ
განხორციელებული
ცალკეული
პროექტები,
რომლებიც,
ინვესტიციების
წახალისების მიზნით, საინვესტიციო პროექტში სახელმწიფოს თანამონაწილეობას
გულისხმობს და კერძო და საჯარო თანამშრომლობის გამოვლინებაა, მით უფრო იმის
გათვალისწინებით, რომ ასეთი პროექტები სხვადასხვა რეგიონის ეკონომიკური
განვითარების სტიმულირებას ემსახურება. სახელმწიფოსათვის პრიორიტეტული
საინვესტიციო პროექტის განხორციელების ხელშესაწყობად, შესაძლებელი გახდება
სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ასევე აღსანიშნავია, რომ
სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სამართლებრივი
რეგულაციის
ავტოკეფალური
არარსებობის
გამო
მართლმადიდებელი
არსებობს
საქართველოს
ეკლესიისათვის
სამოციქული
სახელმწიფო
ქონების
14
სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის ხანგრძლივი სამართლებრივი პრაქტიკა.
უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკნონმდებლო რეგულაცია უზრუნველყოფს
ამ პრაქტიკის გამოსწორებას. კანონპროექტით გათვალისწინებული უსასყიდლო და
უპირობო გადაცემის ფორმები გამოყენებული იქნება სწორედ ზემოხსენებული
კატეგორიის სუბიექტებისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემისას. რაც შეეხება სხვა
კატეგორიიის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მათ მიმართ ამ ფორმის გამოყენება
მოხდება
მხოლოდ
შესაბამისი
მსხვილი
საინვესტიციო
და
სხვა
სახის
ვალდებულებების შესრულების პირობით.
•
მე - 7 მუხლის პირველი პუნქტი და მე-18 მუხლის პირველი პუნქტი - კონკრეტდება
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზების ფორმები.
არსებულ ჩამონათვალს ემატება სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში
გადაცემა და გაცვლა.
•
კანონპროექტი ითვალისწინებს მითითებული მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების
ამოღებას.
აღნიშნული
განპირობებულია
მესამე
პირების
საქმიანობის
განხორციელების ახლებურად მოწესრიგების აუცილებლობით;
•
მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი
- ზუსტდება სახელმწიფო ქონების პრივატიზების
განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები;
•
მე- 20 მუხლის პირველ პუნქტი - ნასყიდობის ხელშეკრულების ნაცვლად,
მითითებულია
შესაბამისი
ხელშეკრულება,
ვალდებულების
შესასრულებლად
მხარის
ამასთან
მიერ
იზრდება
საინვესტიციო
წარმოსადგენი
საინვესტიციო
ვალდებულების შესრულებისათვის განსაზღვრული უპირობო და გამოუხმობი
საბანკო გარანტიის ვადა. შესაბამისად, ძველი რედაქციისაგან განსხვავებით იგი,
საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას ნაცვლად არანაკლებ 2 (ორი)
თვისა უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით. აღნიშნული ცვლილება
საინვესტიციო პროექტების ფარგლებში განაპირობებს სახელმწიფოს მოთხოვნების
უზრუნველყოფის უფრო მყარ გარანტიას;
•
29-ე მუხლის მე-3 პუნქტი - წარმოდგენილი პროექტით 29-ე მუხლის პირველი და მე-3
პუნქტები
ერთმანეთთან
შესაბამისობაშია
მოყვანილი
და
ერთგვაროვანი
იურიდიული ტექნიკა გამოიყენება.
•
29-ე მუხლის 31 პუნქტი - აღნიშნული ცვლილებით 29-ე მუხლს ემატება ახალი
15
შინაარსის 31 პუნქტი, რომელიც ანიჭებს სახელმწიფო დაწესებულებას უფლებას,
მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, დაზიანებული
ქონება გადასცეს ზიანის
მიმყენებელს და სანაცვლოდ მიიღოს და ბალანსზე აიყვანოს სხვა ქონება. აღნიშნული
ცვლილებით
გამარტივდება
სახელმწიფო
საკუთრებაში
არსებული
ან/და
სახელმწიფო დაწესებულების ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების დაზიანების
შემთხვევაში პირის მიერ ნებაყოფლობით ზიანის ანაზღაურების საკითხი.
•
34-ე
მუხლი-
წარმოდგენილი
ცვლილების
გათვალისწინებით,
არსებული
რედაქციისაგან განსხვავებით, გარდა ქონების გადაცემის შემთხვევისა, შესაძლებელი
ხდება სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, კერძო
სამართლის სუბიექტებისგან, სახელმწიფოს სახელით შესრულებული სამუშაოს
მიღებაც. ასევე სწორდება კანონის მოქმედ რედაქციაში არსებული ხარვეზი და
აღნიშნული მუხლი აღარ დაარეგულირებს აჭარისა და აფხაზეთის ა/რ, ასევე
მუნიციპალიტეტების მიერ თავიანთ საკუთრებაში ქონების მიღების წესს;
•
35-ე
მუხლის
მე-7
პუნქტი
-
აღნიშნული
ცვლილების
გათვალისწინებით,
კანონპროექტი მითითებული მუხლის პრაქტიკული საჭიროების არარსებობიდან
გამომდინარე, ითვალისწინებს მის ამოღებას (ნორმა წარმოადგენდა ე.წ. „მკვდარ
ნორმას“);
•
36 -ე მუხლის 13
პუნქტი -
წარმოდგენილი ცვლილება აზუსტებს სახელმწიფო
ქონების მოსარგებლის მიერ არამართლზომიერად სამეწარმეო საქმიანობისათვის
სახელმწიფო
დაანგარიშების
ქონების
გამოყენებისათვის
საკითხს.
კერძოდ,
დასაკისრებელი
სარგებლობის
თანხის
საფასურის
ოდენობის
დაანგარიშება
განხორციელდება სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაციის მომენტიდან;
•
41-ე მუხლის მე-2 პუნქტი - ზუსტდება წილებისა და აქციების პრივატიზების
ფორმები და შესაბამისობაში მოდის კანონპროექტის დანარჩენ ნაწილთან.
•
42-ე მუხლი - ახლებურად ყალიბდება კანონის აღნიშნული მუხლი, კერძოდ ემატება
წილებისა და აქციების უსასყიდლოდ გადაცემისა და გაცვლის რეგულირება, ასევე
შესაძლებელი
ხდება,
შესაბამისი
საპრივატიზებო
პირობების
არსებობისას,
აღნიშნული ქონების გირავნობის უფლებით დატვირთვა, რომლის პირობებიც
განისაზღრება ამავე კანონით უძრავი ქონების იპოტეკით დატვირთვის პირობების
16
ანალოგიურად.
•
452- მუხლი - წარმოდგენილ ცვლილებებამდე არ არსებობობდა სახელმწიფოს მიერ
არამეტერიალური ქონებრივი სიკეთეების განკარგვის სამართლებრივი რეგულირება,
რაც პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნიდა.
მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვის საჭიროება განპირობებულია სახელმწიფო
ქონების
განკარგვის
მოქნილი
სამართლებრივი
მექანიზმების
შექმნის
აუცილებლობით, ამასთან, მისი გათვალისწინება ხელს შეუწყობს არამატერიალური
ქონებრივი აქტივებით დამატებითი შემოსავლის მიღებას. იგი შესაძლებელია
დადებითად აისახოს სოციალური პრობლემების გადაჭრაზეც. გარდა იმისა, რომ
განსაზღვრულია მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზების ფორმები, ასევე
შემოთავაზებულია შესაბამისი რეგულირება ხელშეკრულების გაფორმების ვადებთან
დაკავშირებით;
•
491- ე მუხლის მე- 4 პუნქტი - წარმოდგენილი ცვლილება გამომდინარეობს იძულებით
გადაადგილებულ
პირებთან
გაფორმებული
ნასყიდობის
ხელშეკრულებებიდან
გამომდინარე წარმოშობილი პრობლემების გადაჭრის საჭიროებიდან. მითითებული
კანონპროექტის არსებული რედაქციით მიღების შემთხვევაში, საქართველოს ის
მოქალაქეები, რომლებსაც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, საკუთრებაში
გადაეცათ სახელმწიფო ქონება, გათავისუფლდებიან ნასყიდობის ხელშეკრულების
საფუძველზე
2014
წლის
1
ივლისამდე
წარმოშობილი
ფულადი
ვალდებულებებისაგან. აღნიშნული მექანიზმის არსებობა ხელს შეუწყობს დევნილთა
სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას;
•
491 მუხლის მე-5 პუნქტი - საქართველოს მთვრობას ენიჭება უფლება, სამინისტროს
ან/და ქონების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე საჯარო და კერძო ინტერესების
გათვალისწინებით
მიიღოს
არამატერიალურ
ქონებრივ
გადაწყვეტილება
სიკეთესთან
იმ
უძრავ
დაკავშირებულ
ნივთებთან
და
სახელშეკრულებო
ურთიერთობებში, რომლებშიც მხარეს წარმოადგენს ქონების სააგენტო ან/და
საქართველოს
ეკონომიკისა
დაინტერესებული
მხარე
და
აღნიშნულ
მდგრადი
შემთხვევაში
განვითარების
სამინისტრო.
დასაბუთებული
თხოვნით
მიმართვს სამინისტროს ან/და ქონების მმართველს. აღნიშნული ცვლილება საჯარო
და კერძო ინტერესების ურთიერთდაბალანსების მიზანს ემსახურება. ამასთან,
17
აღსანიშნავია, რომ უძრავი ნივთების განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის დროს
გაფორმებული ხელშეკრულებების მიმართ ანალოგიური შინაარსის რეგულაციას
ითვალისწინებს კანონის 491 მუხლის არსებული რედაქცია. შესაბამისად, 491 მუხლის
მე-5 პუნქტის დამატება ერთგვაროვანი სამართლებრივი რეგულაციის გარანტია;
•
492-ე მუხლი იურიდიული
წარმოდგენილი მუხლის გათვალისწინებით, ფიზიკური და
პირები
(კომერციული
გათავისუფლდებიან
მიზნით)
სახელმწიფო
სამეწარმეო
ქონებით
საქმიანობისათვის
არამართლზომიერად
სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 17
სექტემბრამდე
უფლების
ან 2012 წლის 17 სექტემბრის შემდეგ, სახელმწიფოს საკუთრების
საჯარო
რეესტრში
რეგისტრაციის
მომენტამდე
სარგებლობის
პერიოდისათვის გადასახდელი, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის
საფასურის გადახდის ვალდებულებისგან. პატიების წარმოდგენილი შემთხვევა
განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სახელმწიფო ქონების არამართლზომიერი
მფლობელების იდენტიფიკაცია სახელმწიფო ქონების მიმდინარე ინვენტარიზაციის
პროცესის ნაწილია. შესაბამისად, ქონების მმართველი ყოველთვის ვერ ადგენს, თუ რა
პერიოდიდან სარგებლობდნენ ფიზიკური ან იურიდიული პირები სამეწარმეო
საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით. პატიების აქტი
ასეთ შემთხვევაში სოციალურად ორიენტირებული საკანონმდებლო ცვლილების
ხასიათს ატარებს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
დაფინანსების წყარო
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
აღნიშნული პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე შემცირების თვალსაზრისით, პირგასამტეხლოს თანხების
გადახდისგან გარკვეული კატეგორიის სუბიექტთა გათავისუფლების გამო. ამასთან,
შესაძლებელია გავლენა იყოს დადებითი კანონპროექტით გათვალისწინებული
18
ანაზღაურების
თანხების
პრივატიზების
ახალი
გადახდის
ფორმების
ვალდებულების
გაჩენით,
თუმცა
ამ
გათვალისწინებით
ეტაპზე
ამ
და
გავლენის
რაოდენობრივად გამოსახვა შეუძლებელია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის
ვალდებულება.
მიღებით
არ
წარმოიშობა
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას ფინანსურ შედეგებზე იმ პირთა მიმართ,
ვისზედაც ვრცელდება ეს კანონი, ერთი მხრივ განხილული პატიების აქტის
ფარგლებში და მეორე მხრივ, სახელშეკრულებო პირობების გადახედვის/გაუქმების
მიზნით გადასახდელი ანაზღაურების თანხის ნაწილში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი
არ
ეხება
ახალი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის შემოღებას და არც არსებულ ოდენობაში ცვლილების შეტანას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
19
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
მიიღეს
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე
20
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან,
განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2. ამოღებულია (10.12.2010 N 3963 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
3. ამოღებულია (10.12.2010 N 3963 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
4. ამოღებულია (10.12.2010 N 3963 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, საქართველოს სახელმწიფო
ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო
სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობანაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად
მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის
იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის,
რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ
დაფარვის მიზნით გასხვისებაზე ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვაზე.
საქართველოს
სახელმწიფო
ხელისუფლების,
აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის,
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
ან
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული
პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის,
რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა
და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ
აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან
ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისება
ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ
დადგენილი წესითა და პირობებით.
გ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში
(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე; (10.12.2010 N 3963
ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
დ)
„საცხოვრებელი
სადგომით
სარგებლობისას
წარმოშობილი
ურთიერთობების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებულ
შემთხვევებზე; (10.12.2010 N 3963 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
ე) „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული
საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული)
21
ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ
კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის
დამტკიცების შესახებ“ და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი
ფართობის
საკუთრებაში
გადაცემის
შესახებ“
საქართველოს
მთავრობის
სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე; (06.09.2013. N1037
ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
ვ) დაცულ ტერიტორიებზე, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის
„ძ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი
გამოყენების ტერიტორიისა, სახელმწიფო ტყის ფონდზე, გარდა ამავე კანონის მე-4
მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასახლებათა
ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა
მეურნეობის ტყეებისა, ამ კანონის 291 მუხლისა და 36-ე მუხლის 11 პუნქტისა;
(10.12.2010 N 3963 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
ზ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამების
ფარგლებში ფიზიკური პირებისათვის შესყიდულ საქონელზე, აგრეთვე ერთჯერადი
გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების
(გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მისაქცევი ან მიქცეული ქონებისა) დარიგებაგადაცემაზე; (10.12.2010 N 3963 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
თ) სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოსთვის ჰუმანიტარული დახმარების
გაწევის მიზნით ქონების გაგზავნა-გადაცემაზე, აგრეთვე საჩუქრის ან ჯილდოს
სახით ქონების გადაცემაზე. (10.12.2010 N 3963 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
ი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების
სახელმწიფო ქონების (მათ შორის, ამ ქონების ჩამოწერის ან/და უტილიზაციის
შედეგად მიღებული ქონების) უტილიზაციაზე, გასხვისებაზე და სხვა ნებისმიერი
სახით განკარგვაზე, რომელიც ხორციელდება საქართველოს მთავრობის ან/და
საქართველოს
მთავრობის
მიერ
უფლებამოსილი
თანამდებობის
პირის
სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და პირობებით; (06.09.2013. N1037
ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
კ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით
გამოცემული და მის ბალანსზე რიცხული ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების
ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ფიზიკური და კერძო სამართლის
იურიდიული პირებისათვის გადაცემაზე. (5.06.2012. N6377)
ლ) სისხლის კომპონენტების განკარგვაზე, რომელიც ხორციელდება სისხლის
კომპონენტების განკარგვის წესისა და პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის
დადგენილების შესაბამისად. (29.05.2014 N 2475)
6. სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი
22
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
(შემდგომ − ქონების სააგენტო). (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.)
61. ქონების სააგენტო აგრეთვე ახორციელებს მისთვის საქართველოს
მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს, მათ შორის,
დაინტერესებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და იმ კერძო
სამართლის იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობას, რომლებიც
დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ ან/და რომლებშიც სახელმწიფო ფლობს
გარკვეულ წილს/აქციას. (29.11.2013. N1665)
7. სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ
სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს და წარმარ თავს სამინისტრო. (5.06.2012. N6377
ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.)
8.
ქონების
სააგენტოს
მიერ
გამოცემული
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სამინისტროში, ხოლო
შემდგომ − სასამართლოში. (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.)
მუხლი 2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე კანონის მიზნებისათვის, აქვს
შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო ქონება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და
უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე;
ბ) სახელმწიფო ქონების განკარგვა − სახელმწიფო ქონების პრივატიზება,
მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გადაცემა,
განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
(25.05.2012. N6332 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
გ) პრივატიზება – ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი
მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და
უსასყიდლო გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით,
აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების
პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის
აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის
ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით
ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო
ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით; (25.05.2012.
N6332 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
გ1) უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა − „ფასიანი ქაღალდების
ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 62-ე პუნქტის შესაბამისად
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი
საფონდო ბირჟა; (11.10.2011. N5063)
დ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა – სახელმწიფო ქონების
სარგებლობის უფლებით გადაცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
23
ე) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადამცემი – ქონების მმართველი,
რომელიც სახელმწიფოს სახელით სარგებლობაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას;
(5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან)
ვ) მართვის უფლებით გადაცემა – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
წილებისა და აქციების (შემდგომში – წილები და აქციები) მართვის უფლებით
გადაცემა ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის ან სხვა სუბიექტისთვის; (10.12.2010
N 3963 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
ზ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება – საქართველოს სისხლის,
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს
საკუთრებაში მიქცეული ქონება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონებით
სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული) ქონება,
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში
მიქცეული (გადაცემული) ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობისა და
ჩუქების გზით გადასული, რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონება, სახელმწიფოს
საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო ქონება, საქართველოს
საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ
დაუბრუნებელი საქონელი; (10.12.2010 N 3963 ამოქმედდეს 2011 წლის 2 იანვრიდან)
თ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განაწილება –
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ განსაკარგავად გადაცემული ქონების, ასევე
სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების უსასყიდლოდ გადაცემა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; (25.05.2012. N6332 ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
ი) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განადგურება –
სააგენტოს მიერ მისთვის განსაკარგავად გადაცემული ქონების, ასევე სახელმწიფოს
საკუთრებაში მიქცეული ქონების განადგურება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით; (25.05.2012. N6332 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
ი1) განსაკარგავად გადაცემული ქონება −
სახელმწიფოს საკუთრებაში
არსებული მოძრავი ქონება, რომელიც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და
ბალანსზე ერიცხება სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და
რომელიც მისი განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცა
სააგენტოს შემდგომი განკარგვის მიზნით; (25.05.2012. N6332 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან
30-ე დღეს)
კ) მესამე პირი (რწმუნებული, შუამავალი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი
ან პირთა გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების
პრივატიზების მსურველთა მოძიებას და პრივატიზების ინიციირების გზით
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ხელშეწყობას
და რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს ქონების მმართველთან
24
გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე; (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17
სექტემბრიდან.)
ლ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია –
სააგენტოს მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების
რეალიზაცია აუქციონის ფორმით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით ან მესამე პირის
მეშვეობით;
მ) წილები და აქციები – შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში
სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული წილები და აქციები;
ნ) სარგებლობაში პირველადი გადაცემა – ქონების მმართველის მიერ
სარგებლობაში გადაუცემელი სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა
საქართველოს
სახელმწიფო
ხელისუფლების,
აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის,
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკისა
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოებისათვის,
ფიზიკური
და
იურიდიული
პირებისათვის; (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.)
ო) საპრივატიზებო გეგმა – დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში
არსებული ტყის საკადასტრო აზომვითი ნახაზების, საკადასტრო ინფორმაციის,
ფართობის, ადგილმდებარეობის და მათ საფუძველზე გაანგარიშებული მიწის
ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურის შესახებ ინფორმაციის ერთობლიობა; (5.06.2012.
N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.)
პ) საკომლო წიგნი – ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის,
დაბის, ქალაქის), დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში
კომლების და მათში პირთა რაოდენობის ამსახველი ჟურნალი, რომელიც
ადასტურებს ამ პირთა კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში ცხოვრებისა და კომლის
წევრად ყოფნის ფაქტს;
ჟ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც 2005 წლის 25
იანვრისათვის არ ყოფილა იჯარით გაცემული;
რ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მოქმედებს
საიჯარო ხელშეკრულება;
ს) დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზება –
ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწების სასყიდლიანი
პრივატიზება მათზე არსებული ტყეებით ან მათ გარეშე;
ტ) ამოღებულია (10.12.2010 N 3963 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
უ) უძრავი ნივთი – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება,
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში
არსებული ტყე, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია;
უ1) უძრავი ქონება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით
25
(მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობის ერთეული
(მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), ხაზობრივი ნაგებობა, მიწაზე არსებული
მრავალწლიანი ნარგავები; (10.12.2010 N 3963 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
უ2) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და
მეცხოველეობის (მეფრინველეობის, მეთევზეობის) პროდუქციის წარმოებისათვის
მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავებით ან/და შენობა-ნაგებობებით ან მათ
გარეშე; (10.12.2010 N 3963 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
ფ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია – სახელმწიფო ქონების
განკარგვისას წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია; (10.12.2010 N
3963 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
ქ) ბე – ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად აუქციონის ან
პრივატიზების სხვა ფორმით განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მითითებულ
ანგარიშზე გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება მონაწილის საბანკო
ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონის განმახორციელებელ
სუბიექტს გადაერიცხება მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით
დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას;
ღ) განაცხადი – აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველის მიერ
აუქციონში მონაწილეობის სურვილის გამოხატვა, რითაც განმცხადებელი
ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს. განაცხადში
აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, სახელმწიფო ქონების
დასახელება, საწყისი საპრივატიზებო საფასური და სხვა ინფორმაცია; (10.12.2010 N 3963
ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
ყ)
საპრივატიზებო
შემოსულობა
–
სახელმწიფო
ქონების
პრივატიზების/მართვის უფლებით გადაცემის შედეგად მიღებული თანხა, რომელიც
ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში ან/და ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში; (27.03.2012. N5928)
შ) საპრივატიზებო საფასური – სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის
უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო
თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი
თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17
სექტემბრიდან.)
ჩ)
საწყისი
საპრივატიზებო
თანხა
−
სახელმწიფო
ქონების
პრივატიზებისას/მართვის
უფლებით
გადაცემისას
საპრივატიზებო/მართვის
უფლებით გადასაცემი ქონების მინიმალური ღირებულება, რომელზედაც
ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება; (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17
სექტემბრიდან.)
ც) საწყისი საპრივატიზებო საფასური − თანხა, რომლითაც ხდება სახელმწიფო
ქონების საპრივატიზებოდ/მართვის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და
რომელიც შედგება საწყისი საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის
26
ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის
შემთხვევაში); (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.)
ძ) მომსახურების საფასური − საქართველოს მთავრობის დადგენილებით
ქონების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი თანხა,
რომელიც ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე; (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს
2012 წლის 17 სექტემბრიდან.)
წ) საპრივატიზებო თანხა − თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო
შემოსულობისა და ქონების სააგენტოს ანაზღაურებისაგან (ასეთის არსებობის
შემთხვევაში); (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.)
ჭ) საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური − სახელმწიფო ქონების
სარგებლობის უფლებით გადაცემისას სარგებლობაში გადასაცემი ქონების
მინიმალური თანხა, რომლითაც ხდება სახელმწიფო ქონების სარგებლობის
უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება
ფასის მატება; (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.)
ხ) სარგებლობაში გადაცემის საფასური − ქონების სარგებლობაში გადაცემისას
მოსარგებლის მიერ სარგებლობისათვის გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება
სარგებლობაში გადაცემის თანხისა და
ქონების სააგენტოს ანაზღაურებისაგან
(ასეთის არსებობის შემთხვევაში); (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.)
ჯ) ქონების სააგენტოს ანაზღაურება − საქართველოს მთავრობის მიერ
განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის/სარგებლობაში გადაცემის საფასურის
ნაწილი,
რომელიც
ქონების
სააგენტოს
მიერ
განხორციელებული
პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას/სარგებლობაში გადაცემისას
ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე; ამ კანონის 491 მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული ანაზღაურების ნაწილი, რომელიც საქართველოს მთავრობის
მიერ განსაზღვრული ოდენობით ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე; ქონების
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრული თანხა; (29.11.2013. N1665)
ჰ) სარგებლობაში გადაცემის თანხა − ქონების სარგებლობაში გადაცემისას
შესაბამის ბიუჯეტში გადასახდელი თანხა; (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17
სექტემბრიდან.)
ჰ1) ქონების მმართველი − სამინისტრო, ქონების სააგენტო ან მათ მიერ
დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო
ქონებით მოსარგებლე პირი (გარდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული
პირებისა, ასევე სააგენტოსი − მის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ
ქონებასა და განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განკარგვასთან
დაკავშირებული ფუნქციების შესრულებისას), რომელიც ახორციელებს ამ კანონით
გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით
გათვალისწინებული წესითა და ფორმით. (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17
სექტემბრიდან.)
მუხლი 3. სახელმწიფო ქონების შემძენი
27
1. სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევისა)
შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის
იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს
სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი
25%-ზე ნაკლებია, აგრეთვე სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა
სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო საქართველოს
მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია. (06.09.2013. N1037
ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
11. სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების და სახელმწიფოს
საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების შემძენი შეიძლება იყოს ნებისმიერი
საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი
ან პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი. (25.05.2012. N6332 ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთის პრივატიზება შესაძლებელია საქართველოს მოქალაქისათვის ან
საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის
სასყიდლით,
ხოლო
საქართველოს
სამოციქულო
ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესიისათვის და უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს
იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ
ტერიტორიებზე – უსასყიდლოდ.
3. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, უსახლკაროდ
დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით
გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსასყიდლო
გადაცემის ფორმით პრივატიზების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით. საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების
მისაღებად საკითხს ამზადებს და მთავრობას წარუდგენს ქონების მმართველი.
(06.09.2013. N1037 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
4. ამოღებულია (10.12.2010 N 3963 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
5. ქონების მმართველი საქართველოს მთავრობის თანხმობით ფიზიკურ
პირებს ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს,
საქართველოს
სამოციქულო
ავტოკეფალურ
მართლმადიდებელ
ეკლესიას
საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას მისი ტოლფასი ქონების სახელმწიფო
საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ. ამ ქონების გადაცემის წესი და პირობები
28
განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანებით. (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.)
მუხლი 31. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის
პრივატიზებისას გარიგების გაფორმების წესი (10.12.2010 N 3963 ამოქმედდეს 2011 წლის 1
იანვრიდან)
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას
პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება
ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების
რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულების (მათ შორის, საპრივატიზებო
საფასურის გადახდის) წარმოშობის საფუძველია.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის
ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს
სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს
აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
(27.03.2012. N5928)
3. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება
აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს მთავრობის
მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის მიღებიდან
3 თვის ვადაში, ხოლო ქონების მმართველის მიერ დელეგირებული
უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი პირის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით
პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.
(06.09.2013. N1037 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
4. მყიდველი ვალდებულია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს
მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს აუქციონის ჩატარებიდან 7
კალენდარულ დღეზე ნაკლები და 2 კალენდარულ წელზე მეტი, უზრუნველყოს
საპრივატიზებო საფასურის გადახდა და პრივატიზების განმახორციელებელ
ორგანოს წარუდგინოს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი
დოკუმენტი
(საპრივატიზებო
საფასურის
გადახდის
დამადასტურებელი
დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება ელექტრონული აუქციონის
ფორმით განხორციელებული განკარგვის/სარგებლობის უფლებით გადაცემის
შემთხვევებზე). (27.03.2012. N5928)
5.
ვალდებულების
შესრულების
დამადასტურებელი
დოკუმენტის
წარმოდგენიდან 30 კალენდარულ დღეში სახელმწიფო ქონების განმკარგავი
სუბიექტი გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების
დადასტურებას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, რაც საჯარო რეესტრში
შესაბამისი
ვალდებულების
გაუქმების
ან
ვალდებულების
ცვლილების
რეგისტრაციის საფუძველია. (29.11.2013. N1665)
6. საინვესტიციო პირობების არსებობისას ქონების მმართველის თანხმობის
შემთხვევაში მყიდველს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების
29
მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი. (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს
2012 წლის 17 სექტემბრიდან.)
7. საინვესტიციო პირობების არარსებობისას მყიდველს უფლება აქვს,
საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს
შეძენილი უძრავი ნივთი.
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესით
სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში
იპოთეკარის
მიმართ
იპოთეკით
უზრუნველყოფილი
მოთხოვნის
შეუსრულებლობის გამო იპოთეკით დატვირთული ქონების იპოთეკარის
საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს
კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით
რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ
შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს
წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ნასყიდობის
ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ქონების იპოთეკით
დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში
რეგისტრირებულია
საპრივატიზებო
ვალდებულების
(ვალდებულებების)
ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. (29.11.2013. N1665)
მუხლი 6. აუქციონში მონაწილეობის პირობა
1. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობის
უფლებით გადაცემის მიზანია, საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება
მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო
ქონების
განმკარგავ
სუბიექტს
ყველაზე
მაღალ
საპრივატიზებო
საფასურს/სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი
გამოცხადდება პირობებით – საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს
აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს
გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების
განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს/სარგებლობაში
გადაცემის საფასურს შესთავაზებს. (27.03.2012. N5928)
2. სახელმწიფო ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული
აუქციონის ფორმით. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება არ
გაიყიდა/არ გადავიდა სარგებლობაში, დასაშვებია მისი საჯარო აუქციონის ფორმით
განკარგვა. სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის,
შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს
ფინანსთა მინისტრი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სხვა ქონების საჯარო
აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულებას ამტკიცებს საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. (25.05.2012. N6332 ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
30
3. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი
ვალდებულია წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე.
საბანკო
გარანტიის/ბეს
ოდენობას
განსაზღვრავს
პრივატიზების
განმახორციელებელი/მართვის უფლებით გადამცემი/სარგებლობის უფლებით
გადამცემი ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012
წლის 17 სექტემბრიდან.)
31.
ელექტრონული
აუქციონის
ფორმით
სახელმწიფო
ქონების
განკარგვისას/სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში მონაწილეობის
მიღებით დაინტერესებული პირი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ
უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს, ასევე აუქციონში გამარჯვებული
სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/ სარგებლობაში გადაცემის საფასურს
წარადგენს ვებგვერდ www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის
საშუალებით. (27.03.2012. N5928)
4. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას
აუქციონის
შედეგები უქმდება, თუ: (1.07.2011. N5014)
ა) აუქციონში გამარჯვებულმა ამ კანონის საფუძველზე პრივატიზების
განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა
საპრივატიზებო საფასური; (28.02.2012 N 5720)
ბ) აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის/მართვის უფლებით გადაცემის
ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის
17 სექტემბრიდან.)
41. ამოღებულია (28.02.2012 N 5720)
42. ამოღებულია (28.02.2012 N 5720)
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში
გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო
გარანტიის/ბეს თანხა (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ქონების
სააგენტოსათვის გადასახდელი თანხის გამოკლებით) ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
(5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.)
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა,
აუქციონის შედეგები უქმდება და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს
თანხა (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ქონების სააგენტოსათვის
გადასახდელი თანხის გამოკლებით) აგრეთვე ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ
აუქციონის მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტებით განსაზღვრული აუქციონში
მონაწილეობის წესი ან/და პირობები. (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17
სექტემბრიდან.)
61. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას დადგენილი
წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა,
დამატებითი ვადის დადგენისა და აუქციონის შედეგების გაუქმების წესი და
პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის ბრძანებით, ხოლო სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული
31
ქონების, ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების შემთხვევაში −
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. (25.05.2012. N6332 ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
7. თუ ქონების მმართველმა გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის
ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის
თაობაზე/სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება,
აუქციონის მონაწილეს დაუბრუნდება გადახდილი ბე/წარმოდგენილი უპირობო და
გამოუხმობი საბანკო გარანტია. (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.)
8. თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი სახელმწიფო ქონების განკარგვა, ამ
სახელმწიფო ქონების შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და
პირობებით აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის შესახებ
გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით
აუქციონზე სახელმწიფო ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება 50%მდე შემცირდეს, ხოლო თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ამ
საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საწყისი საპრივატიზებო საფასური
შეიძლება კიდევ შემცირდეს. (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.)
9. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო ქონების
განკარგვა, სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი უფლებამოსილია მიიღოს
გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული
აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
10. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის III თავზე.
11. ამ მუხლის მე-3 და 31 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის V
თავზე. სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ნივთების
რეალიზაციისას საბანკო გარანტიის/ბეს წარმოდგენის წესი და პირობები
განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. (27.03.2012. N5928)
მუხლი 61. მესამე პირის მომსახურების ანაზღაურება (20.03.2013 N 352)
1. მესამე პირის მომსახურება ანაზღაურდება საპრივატიზებო საფასურიდან,
ქონების მმართველსა და მესამე პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების
საფუძველზე.
2.
მესამე
პირთან
ანგარიშსწორება
განხორციელდება
აუქციონის
დასრულებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო პირდაპირი
მიყიდვის შემთხვევაში ანგარიშსწორების ვადა განისაზღვრება ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმები და
პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის პრივატიზების ფორმებია: (10.12.2010 N 3963 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
32
ა) აუქციონი;
ბ) პირდაპირი მიყიდვა:
ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების
საფუძველზე; (06.09.2013. N1037 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო
არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით
კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; (06.09.2013. N1037 ამოქმედდეს 2013 წლის
ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ
ფიცის დადების მომენტიდან)
ბ.გ) იჯარით გაცემული მიწის პირდაპირი მიყიდვა.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებას
ახორციელებს ქონების მმართველი. (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17
სექტემბრიდან)
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და
კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით
პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების
საფუძველზე. (06.09.2013. N1037 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო
არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
4. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრულ 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში არსებული სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცალკეული მიწის
ნაკვეთების პრივატიზების თაობაზე სპეციალურ გადაწყვეტილებას, სახელმწიფო და
საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს წინასწარი თანხმობით იღებს საქართველოს მთავრობა. (10.12.2010 N 3963
ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით
პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი. (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის
17 სექტემბრიდან.)
6. ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე
პირთან, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირებას და
საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას. (5.06.2012.
N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.)
7. მესამე პირებს, რომლებიც განახორციელებენ ამ მუხლის მე-6 პუნქტით
გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მიეცემათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული,
იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის
გასხვისების შედეგად მიღებული საპრივატიზებო საფასურის ის ოდენობა, რომელიც
გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ხელშეკრულებით.(10.12.2010 N 3963 ამოქმედდეს
2011 წლის 1 იანვრიდან)
33
8. მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირების წესი და პირობები
განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანებით. (10.12.2010 N 3963 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
მუხლი 18. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების
პრივატიზების ფორმები და პრივატიზების
განმახორციელებელი ორგანოები
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების
ფორმებია:
ა) აუქციონი;
ბ) პირდაპირი მიყიდვა;
გ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით
პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი. (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს
2012 წლის 17 სექტემბრიდან.)
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი
მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი
მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით და
პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ქონების მმართველის მიერ, ამ კანონის 181 მუხლით
დადგენილი წესით. (06.09.2013. N1037 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების
მომენტიდან)
4. ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე
პირთან, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი
ქონების პრივატიზების ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო
აზომვითი ნახაზების მომზადებას. (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17
სექტემბრიდან.)
მუხლი 20. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების
პრივატიზების განსაკუთრებული პირობები
1. მყიდველი ვალდებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი
ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის
შემთხვევაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს
მთავრობის შესაბამისი განკარგულების მიღებიდან ნასყიდობის ხელშეკრულების
გაფორმებამდე, ხოლო აუქციონის შემთხვევაში – აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის
ვადაში, წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის
უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით
უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო
34
და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის
შემცირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
(06.09.2013. N1037 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
2. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე მისი მოქმედების
განმავლობაში
უზრუნველყოფს
მყიდველის
მიერ
შესასრულებელი
ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს
მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
3. მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს
თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი მის სრულ
ოდენობამდე.
4. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად
სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის
შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად
ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. (1.07.2011. N5014)
5. ამ მუხლით გათვალისწინებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო
გარანტიის/ბეს წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება იმ მყიდველებზე,
რომლებსაც ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს
მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, პრივატიზების გზით უნდა
გადაეცეთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
6. სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით დადებული ნასყიდობის
ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო
ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება
ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე
პირის (პირთა) იპოთეკის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების იპოთეკით
დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში
რეგისტრირებულია
საპრივატიზებო
ვალდებულების
(ვალდებულებების)
ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს სახელმწიფო არ
აუნაზღაურებს გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს. (29.11.2013. N1665)
მუხლი 29. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების
განკარგვის ფორმები და განკარგვის განმახორციელებელი
ორგანოები (25.05.2012. N6332 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (შემდგომ –
მოძრავი ქონება) განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო
ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ქონება
სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. სახელმწიფო
კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს
მოძრავი ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს
მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით. ამის
შემდეგ სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოძრავი
35
ქონების შემდგომი განკარგვის მიზნით მიმართავს სააგენტოს. მოძრავი ქონების
განკარგვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, გარდა ამ კანონის 311
მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. (5.04.2013 N523
ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება: (5.04.2013 N523 ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და
საკონსულო დაწესებულებებზე, რომლებიც განკარგავენ მათთვის სარგებლობაში
გადაცემულ ან/და მათ ბალანსზე რიცხულ მოძრავ ქონებას. საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიური
წარმომადგენლობები
და
საკონსულო
დაწესებულებები მათთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე
რიცხული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ
დამტკიცებული დებულების შესაბამისად;
ბ) სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ
მისთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ძირითადი
აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებულ ქონებაზე, რომლის რაიმე დანიშნულებით
გამოყენება შეუძლებელია და რომელიც სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის
იურიდიული პირის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა
განადგურდეს. სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ
მისთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ძირითადი
აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით
გამოყენება შეუძლებელია, ნადგურდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით
დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
3. თუ მოძრავი ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მის
პრივატიზებას აუქციონის ფორმით ახორციელებს ქონების მმართველი ან
პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი
მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას ქონების მმართველის წარდგინებით, ამ
კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს
საქართველოს მთავრობა. (06.09.2013. N1037 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების
მომენტიდან)
4. მოძრავი ქონების
(გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით
გათვალისწინებული ქონებისა) განმკარგავი ორგანოა სააგენტო.
5. მოძრავი ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანო/საჯარო
სამართლის იურიდიული პირი ქონებას გადასცემს სააგენტოს.
6. სააგენტოს მიერ მოძრავი ქონების განკარგვის ფორმებია:
ა) მოძრავი ქონების აუქციონის (მათ შორის, ინტერნეტაუქციონის) ფორმით
პრივატიზება;
ბ) მოძრავი ქონების სავაჭრო ობიექტის (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის)
36
საშუალებით პრივატიზება;
გ) მოძრავი ქონების მესამე პირის მეშვეობით პრივატიზება;
დ) მოძრავი ქონების განაწილება;
ე) მოძრავი ქონების განადგურება.
7. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მოძრავი ქონების
პრივატიზებისას ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის ფორმების
ერთდროულად გამოყენების თაობაზე.
მუხლი 34. სახელმწიფო ორგანოსთვის, აფხაზეთის ან აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოსთვის ან საჯარო სამართლის
იურიდიული პირისთვის ქონების გადაცემა
სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიულ
პირს უფლება აქვს, მიიღოს და ბალანსზე აიყვანოს ფიზიკური ან იურიდიული
პირის საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც მას გადასცა ფიზიკურმა ან
იურიდიულმა პირმა. სახელმწიფო ორგანოს მიერ ასეთი ფორმით მიღებული ქონება
ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციას. აფხაზეთის ან აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ
ასეთი ფორმით მიღებული ქონება ექვემდებარება მის საკუთრებად რეგისტრაციას
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 35. სახელმწიფო ორგანოსთვის, აფხაზეთის ან აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოსთვის ან საჯარო
სამართლის იურიდიული პირისთვის ქონების
სარგებლობაში გადაცემის წესი
1. სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ორგანო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ქონების მმართველს
მიმართავს განცხადებით სახელმწიფო ქონების სარგებლობაში პირველადი
გადაცემის შესახებ. ქონების მმართველი განცხადების წარდგენიდან 2 კვირის
ვადაში, დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ
საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც შესაბამისი ორგანოსთვის
სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის
საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს სახელმწიფო ქონების გადაცემაზე.
ქონების მმართველის მიერ უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების
გადაცემის საკითხი განიხილება საქართველოს მთავრობის დადგენილებით
გათვალისწინებული წესით. (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.)
2. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შემდეგ
სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან
37
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია შესაბამისი ორგანოს
ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
საფუძველზე ეს ქონება სარგებლობაში გადასცეს სხვა სახელმწიფო ორგანოს,
აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს, რაზედაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.
სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლება აქვს, ამ კანონით
დადგენილი წესით სარგებლობაში გადასცეს ის ქონება, რომელიც მის ბალანსზე
ირიცხება.
3. სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო სახელმწიფო ქონების სარგებლობაში
გადაცემის თაობაზე წერილობით, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს იმ
სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, რომელსაც ეს ქონება გადაცემული
აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მიმართვის წარდგენის,
მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს სახელმწიფო
ქონების სარგებლობაში გადაცემის ვადა (თუ არ ხდება უვადოდ გადაცემა), აგრეთვე
გადაცემის სხვა პირობები (ასეთების არსებობის შემთხვევაში).
5. სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ სარგებლობაში
მიღებული სახელმწიფო ქონების სხვა სახელმწიფო ორგანოსთვის, აფხაზეთის ან
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
ორგანოსთვის
ან
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოსთვის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში უქმდება
ქონების მმართველსა და ამ ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულება (ასეთის
არსებობის შემთხვევაში), რომლის საფუძველზედაც უძრავი ქონება სარგებლობაში
იყო გადაცემული. (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.)
6. თუ ვერ დგინდება ქონების მესაკუთრე, სახელმწიფო ორგანო ან აფხაზეთის
ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანო ქონების მმართველს
მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ქონების
მმართველი განცხადების წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს
გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე,
რომელიც სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
შესაბამისი ორგანოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქონების
სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვისა და ამავე ორგანოსთვის სარგებლობაში
გადაცემის რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს
აცხადებს ქონების გადაცემაზე. თუ ქონების მმართველი დადგენილ ვადაში არ
მიიღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ორგანო ან აფხაზეთის ან აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია მიმართოს
38
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების სახელმწიფოს საკუთრებად
აღრიცხვისა და ამავე ორგანოსთვის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის
მოთხოვნით. (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.)
7.
თუ
ვერ
დგინდება
ქონების
მესაკუთრე,
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანო შესაბამის ქონების მმართველს მიმართავს
განცხადებით ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ქონების მმართველი
განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში
დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის
ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის
თაობაზე მიმართვის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების
გადაცემაზე. თუ ქონების მმართველი დადგენილ ვადაში არ მიიღებს
გადაწყვეტილებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია
მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნით. (5.06.2012.
N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.)
8. ამ მუხლის პირველი–მე-6 პუნქტების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება
საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, გარდა მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებებისა, შემოქმედებითი კავშირებისა და საქართველოს სამოციქულო
ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა. სახელმწიფო კონტროლს
დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს თავის სარგებლობაში
არსებული სახელმწიფო ქონების გადაცემის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო
კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.
9. იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო
კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, საქართველოს მთავრობის თანხმობით,
სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანომ ან საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ქონება
შეიძლება გადასცეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული
სარგებლობის ფორმებით, ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ.
(10.12.2010 N 3963 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
10. ამ მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ქონების სარგებლობაში
გადაცემისას სარგებლობის უფლების გამცემი პირი ბალანსიდან იხსნის გადაცემულ
სახელმწიფო ქონებას, ხოლო სარგებლობის უფლებით მიმღებ პირს ბალანსზე აჰყავს
აღნიშნული ქონება. (1.07.2011. N5014)
მუხლი 36. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული
პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში
გადაცემის წესი
1. ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო
ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული
სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე,
ქონების მმართველის
39
თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო
სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს
გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო
ქონება არ არის
სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ
პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით.(5.06.2012.
N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.)
11. ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია არაუმეტეს 49 წლის ვადით,
გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის
ავტონომიურ რესპუბლიკაში − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
აჭარის სატყეო სააგენტო, ქონების მმართველის თანხმობით, სახელმწიფო ტყის
ფონდის მიწებს სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით გასცემს
არაუმეტეს 10 წლის ვადით, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის
უფლებით – არაუმეტეს 49 წლის ვადით. (29.11.2013. N1665)
12. სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური
პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით
სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე
გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და
უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა. (1.07.2011. N5014)
13. სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით
მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და
რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს,
ვალდებულია ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის
თანახმად,
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის
საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული
დასკვნის საფუძველზე), სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. (5.06.2012. N6377
ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.)
2. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის
ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა შესაძლებელია
მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით.
3. ქონების მმართველი დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში
არსებულ იმ უძრავ ქონებას, რომლის პრივატიზებაც აკრძალულია ამ კანონით,
უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით,
აუქციონის გარეშე, გადასცემს მხოლოდ სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ
40
დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ წილობრივი
მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაშია წილის
(აქციების) 50% ან 50%-ზე მეტი. (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17
სექტემბრიდან.)
მუხლი 41. წილებისა და აქციების განკარგვის ფორმები
1. წილებისა და აქციების განკარგვის ფორმებია:
ა) წილებისა და აქციების პრივატიზება;
ბ) წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა.
2. წილების ან აქციების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს აუქციონისა
და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, აგრეთვე წილების ან აქციების ან
სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პრივატიზება − პირდაპირ ან შუამავლის
მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო
ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული
პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით. (11.10.2011. N5063)
მუხლი 42. წილების ან აქციების პრივატიზება აუქციონისა და
პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, აგრეთვე წილების ან აქციების ან
სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პრივატიზება პირდაპირ ან შუამავლის
მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო
ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორის კაპიტალის ბაზრებზე არსებული
პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ( სათაური 11.10.2011. N5063)
1. წილებისა და აქციების აუქციონი ორი სახისაა: პირობებიანი და უპირობო.
2. წილებისა და აქციების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება
შეიძლება განხორციელდეს პირდაპირი მიყიდვის ან კონკურენტული შერჩევის
საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით.
(06.09.2013. N1037 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
3. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების
პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის
აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის
ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით
პრივატიზება ხორციელდება ქონების მმართველის ინიციირებისა და მისი
დასაბუთებული
წინადადების
საფუძველზე,
საქართველოს
მთავრობის
გადაწყვეტილებით, ამ კანონის 451 მუხლით დადგენილი წესით. (5.06.2012. N6377
ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.)
41
მუხლი 45. წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურის
განსაზღვრა, ანგარიშსწორება და პრივატიზების შესახებ
გარიგების გაფორმება
1. წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი
საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
(06.09.2013. N1037 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
2. წილებისა და აქციების პრივატიზებისას ანგარიშსწორება ხორციელდება ამ
კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად.
3.
წილებისა
და
აქციების
პრივატიზებისას
პრივატიზების
განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის
ხელშეკრულება. ქონების მმართველი ან კანონით დადგენილ შემთხვევებში −
პრივატიზების განმახორციელებელი სხვა ორგანო უფლებამოსილია გასცეს
აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება
აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს
მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი
აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში. წილებისა და აქციების პრივატიზებისას მყიდველს
საკუთრების უფლება გადაეცემა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში
რეგისტრაციის შემდეგ და მასთან ერთად უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო
საფასურის გადახდის ვალდებულება. (06.09.2013. N1037 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის
მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის
დადების მომენტიდან)
4.
შესაბამისი
ქონების
მმართველი
უფლებამოსილია
გააფორმოს
ხელშეკრულება მესამე პირთან, რომელიც უზრუნველყოფს წილებისა და აქციების
პრივატიზების ინიციირებას. (5.06.2012. N6377 ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან)
5. ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით დადგენილი წესი არ ვრცელდება წილების
ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის
მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო
ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული
პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შემთხვევაზე.
(11.10.2011. N5063)
მუხლი 46. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი
ღონისძიებები
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვეში სამინისტრომ შეიმუშაოს და
დაამტკიცოს:
ა) „დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების
წესის შესახებ“ დებულება;
ბ) ტყის მიწის ნაკვეთის შეძენის დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა;
გ) მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის წესი;
42
დ) სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში
გადმოცემის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული
პირებისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები.
11. 2011 წლის 1 იანვრამდე სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს მესამე
პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირების წესი და პირობები. (10.12.2010 N 3963
ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
2. სამინისტრომ 2011 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს სახელმწიფო ქონების
განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცება.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ
2011 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისა და
ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწების იდენტიფიკაცია,
შესაბამისი ნახაზების მომზადება და სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების
დადგენის შესახებ დადგენილების პროექტის საქართველოს მთავრობისათვის
წარდგენა.
31. საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საფასურის დადგენა
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. (10.12.2010 N 3963
ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
4. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში სახელმწიფო ორგანოებმა
უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა.
5. 2011 წლის 1 სექტემბრამდე სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა
განახორციელოს განთავსებისათვის გადაცემული ქონების საჯარო რეესტრში
რეგისტრაცია. (24.06.2011 N4957)
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად 2013 წლის 1 მაისამდე შეიმუშაოს
და დაამტკიცოს მესამე პირებთან თანამშრომლობის სტანდარტი. (20.03.2013 N 352)
მუხლი 491. სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობაში გადაცემის
პირობის შეცვლა ან გაუქმება, სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობაში
გადაცემის პირობის შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი
პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლება (29.11.2013. N1665)
1. სახელმწიფო ქონების შემძენი, მართვის უფლებით/სარგებლობის
უფლებით მიმღები პირი უფლებამოსილია საპრივატიზებო/მართვის უფლებით
გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და
ხელშეკრულების
საფუძველზე
დაკისრებული/დასაკისრებელი
პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების შესახებ დასაბუთებული თხოვნით
მიმართოს ქონების მმართველს. ქონების მმართველი განიხილავს წარდგენილ
მიმართვას და, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, დასაბუთებული
43
აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების
მისაღებად
წარუდგენს
წინადადებას
საპრივატიზებო/მართვის
უფლებით
გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და
ხელშეკრულების
საფუძველზე
დაკისრებული/დასაკისრებელი
პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონების
მმართველის მიმართვის საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით
სახელმწიფო ქონების შემძენს, მართვის უფლებით/სარგებლობის უფლებით მიმღებ
პირს საპრივატიზებო/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის
პირობის შეცვლის ან გაუქმების სანაცვლოდ შესაძლოა მოეთხოვოს სათანადო
ანაზღაურება, რომლის ოდენობასაც ასევე საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.
ანაზღაურება მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, გარდა ქონების სააგენტოს
ანაზღაურებისა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული
ოდენობით ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე.
3. ამ მუხლის საფუძველზე ქონების მმართველი საქართველოს მთავრობას
მიმართავს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქონების პრივატიზება/მართვის
უფლებით/სარგებლობაში გადაცემა 2012 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდა. ეს
შეზღუდვა არ ვრცელდება პირდაპირი მიყიდვის/პირდაპირი გადაცემის
საფუძველზე განხორციელებულ პრივატიზებაზე/მართვის უფლებით გადაცემაზე
და აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემაზე.
44