„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.07.2014
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ტყემალაძე, თემურ მაისურაძე, გია ჟორჟოლიანი
ნომერი
#07-3/351/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-07-29
ბიუროს ნომერი 192

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შევიდეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის ჰ53, ჰ54 და ჰ55 პუნქტები: „ჰ53) რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთი (რადიოსიხსირული დიაპაზონი) ევროპის ფარგლებში ან/და საერთაშორისო დონეზე ჰარმონიზებული ნორმებისა და პარამეტრების შესაბამისად დანაწილებული/შემოფარგლული და „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ განსაზღვრული დაწყვილებული ან დაუწყვილებელი სიხშირული რესურსი; ჰ54) მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების ერთობლიობა - კომისიის მიერ დადგენილი რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება ერთი და იგივე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად; ჰ55) რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალური ოდენობა - რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების ერთობლიობის მჰც-ში ან პროცენტებში გამოხატული მაქსიმალური ოდენობა, რომელიც დგინდება აუქციონის გამოცხადების შესახებ ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით;“ 2. 26–ე მუხლიდან ამოღებულ იქნას მე–3 პუნქტის გ) ქვეპუნქტი; 3. 471 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირე აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით აუქციონის გამართვის დებულებით.“. სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად 4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 472 მუხლი: „მუხლი 472. რადიოსიხშირული სპექტრის ჰარმონიზაცია 1. რადიოსიხშრული სპექტრის ეფექტურად და ეფექტიანად მართვისა და გამოყენების მიზნით, კომისია უზრუნველყოფს ევროკომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ტექნიკური ნორმებისა და პირობების შესაბამისად ეროვნულ დონეზე ჰარმონიზაციას, „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და ამავე რადიოსიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების გზით; 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ ჰარმონიზებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიები გაიცემა ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად 15 წლის ვადით, ევროკომისიის გადაწყვეტილებებითა ან/და დირექტივებით განსაზღვრული ტექნიკური ნორმებისა და პირობების დაცვით; 3. ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ რადიოსიხშირულ დიაპაზონებში ევროკომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად დანაწილებული გეგმის თავსებადად გაცემული ლიცენზიები ექვემდებარება მოდიფიცირებას შემდეგი პირობებით: ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის დანიშნულება მოდიფიცირებულ უნდა იქნას ისე, რომ ლიცენზიის მფლობელმა შეძლოს ამოწურვადი რესურსის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, ევროპის კომისიის გადაწყვეტილებებითა ან/და დირექტივებით განსაზღვრული ჰარმონიზებული ტექნიკური ნორმებისა და პირობების დაცვით ელექტრონული საკომუნიკაციო ავტორიზებული საქმიანობისათვის ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად გამოყენება; ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადად უნდა განისაზღვროს ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 15 წელი, მიუხედავად ლიცენზიის გაცემის/მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადისა; გ) ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური ექვემდებარება გადაანგარიშებას კომისიის დადგენილებით განსაზღვრული წესით, შემდეგი პრინციპების შესაბამისად: გ.ა) კომისია განსაზღვრავს მოდიფიცირებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს; ლიცენზიით გათვალისწინებული გ.ბ) გ.ა. ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფასურს აკლდება ლიცენზიის მფლობელის მიერ გადახდილი/გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა, რაც ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან ლიცენზიის გაცემის (ან მოქმედების ვადის გაგრძელების) შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე პერიოდისთვის გადაანგარიშებული ოდენობის პირდაპირპროპორციულია; 4. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მოდიფიცირება მოითხოვოს ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსის მხოლოდ ნაწილზე, ხოლო დარჩენილი ნაწილი დათმოს; ლიცენზიის ნაწილობრივი დათმობის შემთხვევაში, დათმობილი ამოწურვადი რესურსისათვის გადახდილი/გადასახდელი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება; ამ შემთხვევაში, ამ მუხლის მე–3 პუნქტის გ.ა. ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფასურს აკლდება ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან ლიცენზიის გაცემის (მოქმედების ვადის გაგრძელების) შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე პერიოდისთვის გადაანგარიშებული და ლიცენზიის მფლობელის მიერ გადახდილი/გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური, რომელსაც თავის მხრივ აკლდება ლიცენზიის მფლობელის მიერ დათმობილი ამოწურვადი რესურსისათვის გადახდილი/გადასახდელი საფასურის ამავე პერიოდზე გადაანგარიშებული ოდენობა; 5. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია სრულად თქვას უარი ამ მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მოდიფიცირებაზე და შეწყვიტოს ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობა; ამ შემთხვევაში ლიცენზია ითვლება ლიცენზიის მფლობელის ინიციატივით გაუქმებულად; ლიცენზიის მფლობელის ინიციატივით ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება. 6. ამ მუხლის საფუძველზე გაცემულ/მოდიფიცირებულ ლიცენზიებზე არ ვრცელდება ამ კანონის 49–ე მუხლის მე–3, მე–5 და მე–6 პუნქტები; 7. ამ მუხლის საფუძველზე გაცემული/მოდიფიცირებული ლიცენზიებით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია.“ 5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 473 მუხლი: „მუხლი 47.3 რადიოსიხშირეების შეცვლა, მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობა 1. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის ამ კანონის 471 მუხლის მე–4 პუნქტის საფუძველზე კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს კომპენსაცია; 2. კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის საფუძველზე გაცემული რადიოსიხშირული რესურსი ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე შეცვალოს „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმით“ განსაზღვრული იმავე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის ფარგლებში არსებული იმავე ოდენობის სხვა რადიოსიხშირული რესურსით, თუ ლიცენზიის მფლობელი დანერგილი ტექნოლოგიისა და ძირითადი ტექნიკური მოწყობილობების არსებითი ცვლილების გარეშე შეძლებს გააგრძელოს საქმიანობა და მომსახურების მიწოდება. რადიოსიხშირული რესურსის შეცვლის გამო ლიცენზის მფლობელის ხარჯის წარმოშობის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დასაბუთებული მოთხოვნით მიმართოს კომისიას ხარჯის დაფარვის მოთხოვნით; ხარჯის ოდენობას, გადახდის ფორმასა და პირობებს განსაზღვრავს კომისია, რადიოსიხშირული რესურსის შეცვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით; ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დაეყრდნოს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული, საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხიდან შერჩეული აუდიტორული კომპანიის დასკვნას; 3. 472 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული რადიოსიხშირული დიაპაზონების ჰარმონიზებული ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების შესაბამისად დაგეგმვისა და დანაწილების მიზნით „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ისეთი ცვლილების შეტანისას, რომელიც არათავსებადს ხდის არსებული და ახლად დაგეგმილი ან დანაწილებული რადიოსიხშირეების ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების ერთობლივად შენაჩუნებას, ასევე ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თანაარსებობას, კომისია უფლებამოსილია ამგვარი რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს: ა) არ გაუგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა, რის შესახებაც ლიცენზიის მფლობელს უნდა ეცნობოს ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა 3 წლით ადრე; ბ) თუ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 3 წელზე ნაკლები, გაუგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა 10 წელზე ნაკლები ვადით; ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია: ბ.ა) შეატყობინოს ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიის მოქმედების ვადის 10 წელზე ნაკლები ვადით გაგრძელების განზრახვის თაობაზე; შეტყობინების მიღებიდან, ლიცენზიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 3 წელზე ნაკლები; ბ.ბ) ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა გაიანგარიშოს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის (წელი, თვე) მიხედვით; გ) მოსთხოვოს ლიცენზიით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობა ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ; კომპენსაციის ოდენობა, გადახდის პირობები და ფორმა განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ხოლო კომპენსაციის გადახდა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან; კომპენსაციის ოდენობის დადგენისას კომისია ეყრდნობა მის მიერ საქართველოს მთავრობის მიერ საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხიდან შერჩეული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნას; საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მომსახურების შესასყიდად ტენდერს აცხადებს კომისია; მომსახურების შესყიდვის ხარჯი ანაზღაურდება კომისიის ბიუჯეტიდან ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს მთავრობასთან შეთანხებით. დ) კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით, ამ პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ნაცვლად, ლიცენზიის მფლობელს შესთავაზოს სხვა რადიოსიხშირული რესურსი, რომლის საბაზრო ღირებულებაც უნდა შეესაბამებოდეს კომისიის მიერ შერჩეული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნის საფუძველზე დადგენილი კომპენსაციის ოდენობას; შეთავაზებული რადისიხშირული რესურსის საბაზრო ღირებულების გაანგარიშებისას კომისია ითვალისწინებს: დ.ა) შეთავაზებული რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთში ბოლო 1 წლის მანძილზე ჩატარებულ აუქციონზე/აუქციონებზე 1 მჰც–თვის დაფიქსირებულ საფასურსს/ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს; დ.ბ) თუ შეთავაზებული რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთში ბოლო 1 წლის მანძილზე აუქციონი არ ჩატარებულა, შეთავაზებული რადიოსიხშირული ზოლის 1 მჰც–ს საფასური გამოიანგარიშება ამ კანონის 49–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად; დ.გ) თუ დ.ა. ქვეპუნქტით გათვალისწინებული აუქციონი არ არის ჩატარებული და კომპენსაციის სანაცვლოდ შეთავაზებულია ამ კანონის 472 მუხლით გათვალისწინებული რადიოსიხშირული რესურსი, 472 მუხლის ფარგლებში მოდიფიცირებული ლიცენზიით გათვალისწინებული შესაბამისი ამოწურვადი რესურსის 1 მჰც–ზე დაანგარიშებულ საფასურს; 4. მე–3 პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპენსაცია აუცილებლად უნდა მოიცავდეს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი წლებისა და დათმობილი ამოწურვადი რესურსის ოდენობის პირდაპირპროპორციულად დაანგარიშებულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გადახდილ თანხას და ქსელის მოშლის ან მოდიფიცირების ხარჯს; 6. ამ მუხლის საფუძველზე, კომისია ღებულობს დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.“ 5. 50-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს ყველა იმ პირს, რომელიც აუქციონის გამოცხადების მომენტისათვის დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად უკვე ფლობს ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების ერთობლიობის აუქციონის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი.“ განსაზღვრული რადიოსიხშირული 6. 51–ე მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მთლიანი ან ნაწილობრივი გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების ერთობლიობის გადაპირებასთან დაკავშირებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი.“ 7. ამოღებულ იქნას 64–ე მუხლის მე–13 პუნქტი. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე–15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი ქ.ქუთაისი, 2014 წლის ____________ გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: მსოფლიო მასშტაბით მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე მზარდმა მოთხოვნამ დღის წესრიგში დააყენა რადიოსიხშირული რესურსის მართვის მიმართ სტრატეგიული, მომავალ პერიოდზე ორიენტირებული და მოქნილი მიდგომის შემუშავების აუცილებლობა, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკისა და კანონმდებლობის თანახმად, გულისხმობს სხვადასხვა სახის მომსახურებებისათვის უკვე განაწილებული და უმეტეს შემთხვევაში გაცემული რადიოსიხშირული დიაპაზონების მობილური/უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურებისათვის (მათ შორის LTE ტექნოლოგიისათვის) ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის საფუძველზე დაგეგმვას, ეროვნულ დონეზე გამოთავისუფლებას, ჰარმონიზაციას და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის რეალობასთან მორგებული მექანიზმების დანერგვას. შესაბამისად, იმისათვის რომ საქართველომ ფეხი აუბას მობილური/უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურების, ახალი (LTE) ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობისა და კონკურენციის უზრუნველყოფის კუთხით მსოფლიო მასშტაბით განვითარებულ მოვლენებს საჭიროა, განხორციელდეს მოცემული კანონპროექტით განსაზღვრული ცვლილებების დანერგვა, (რომელიც შესაბამისობაშია რადიოსიხშირული რესურსის მართვასთან დაკავშირებით ევროკავშირის ფარგლებში არსებულ რეგულაციებთან და „ასოცირების შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებებთან), რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას: ა) სხვადასხვა (კერძოდ 800/900/1800/2100/2600მჰც და 2.4-3.8 გჰც) სიხშირული დიაპაზონების მიმართ ევრო-კომისიის მიერ მიღებული (კერძოდ2012/688/EU 2011/251/EU 2010/267/EU და 2008/477/EC) გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს საქართველოს ფარგლებში არსებული რადიოსიხშირული რესურსის ხელმისაწვდომობა უსადენო/მობილური ფართოზოლოვანი მომსახურებისათვის, ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპისა და ჰარმონიზებული ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების შესაბამისად; ბ) კონკურენციის ხელშემწყობი ნორმების გამოყენებით, უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან ბაზარზე კონკურენციის ადეკვატური რეგულირება და რადიოსიხშირული რესურსის ეფექტური და ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა. გ) ხელი შეუწყოს ახალი (LTE ) მობილური ფართოზოლოვანი ტექნოლოგიების დანერგვასა და ხარისხიან და ინოვაციურ მობილურ ფართოზოლოვან მომსახურებაზე გონივრულ ფასად და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მომხმარებლების წვდომის უზრუნველყოფას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია: ა) ახალი მობილური (LTE) ტექნოლოგიების დანერგვის, მობილურ ფართოზოლოვან ბაზარზე კონკურენციის განვითარებისა და მობილურ ფართოზოლოვან მომსახურებაზე საქართველოს მოსახლეობის გონივრულ ფასად და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე წვდომის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. ბ) რადიოსიხშირული რესურსის მართვასთან და კონკურენციის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები დაუახლოვდეს ევროკავშირის ფარგლებში არსებულ კანონმდებლობას და გათვალისწინებულ იქნეს „ასოცირების შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით გათვალისწინებეულია ევროკომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებებით (კერძოდ, 2012/688/EU 2011/251/EU 2010/267/EU და 2008/477/EC) მობილური/უსადენო ფართოზოლოვანი სისტემებისათვის ჰარმონიზებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ეროვნულ დონეზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და დღეის მდგომარეობით კონკრეტული მობილური ტექნოლოგიებისათვის (GSM/UMTS) განკუთვნილი დიაპაზონების ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპების შესაბამისად ლიბერალიზაცია, ევროკომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ტექნიკური ნორმების დაცვით. ლიბერალიზაციის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულია „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ შესაბამისი ცვლილებების შეტანა და ზემოხსენებულ დიაპაზონებში სიხშირეების დანაწილების სტანდარტიზირებულ გეგმასთან თავსებადად გაცემული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირება, რაც საშუალებას მისცემს მოცემულ დიაპაზონებში ლიცენზიის მფლობელებს, მათ სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული რესურსი როგორც დღეს, ასევე მომავალში გამოიყენონ ყველა ახალი სტანდარტიზირებული უსადენო ფართოზოლოვანი ტექნოლოგიის დასანერგად. საერთაშორისო ორგანიზაციების - მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ევროკომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებებით ჰარმონიზებულ დიაპაზონებზე მომავალში არ გავრცელდება ლიცენზიების ავტომატურად გაგრძელების რეგულაცია, თუმცა ახალი ლიცენზიების გაცემა ნაცვლად 10 წლისა, განხორციელდება 15 წლის ვადით, ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპის გათვალისწინებით. ასევე მობილური ბაზრის არსებული მონაწილეებისათვის მომავალზე ორიენტირებული და განჭრვეტადი საინვესტიციო გარემოს შექმნის მიზნით, ლიცენზიების ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპით მოდიფიცირებასთან ერთად, კანონპროექტით გათვალისწინებულია, შესაბამისი ლიცენზიების მოქმედების ვადების გაგრძელება – მოდიფიცირებიდან 15 წლით. ლიცენზიის მფლობელებს უფლება ეძლევათ ლიცენზიის მოდიფიცირება მოითხოვონ ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსის მხოლოდ ნაწილზე ან/და საკუთარი ბიზნეს გეგმების შესაბამისად, გადაწყვიტონ ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის შეწყვეტა. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ლიცენზიის ვადის მოდიფიცირებისას (გაგრძელებისას) ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დადგენისა და გადაანგარიშების წესს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილი იქნება ლიცენზიის საფუძველზე გაცემული რადიოსიხშირული რესურსი ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე შეცვალოს „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ განსაზღვრული იმავე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის ფარგლებში არსებული იმავე ოდენობის სხვა რადიოსიხშირული რესურსით, თუ ლიცენზიის მფლობელი დანერგილი ტექნოლოგიისა და ძირითადი ტექნიკური მოწყობილობების არსებითი ცვლილების გარეშე შეძლებს გააგრძელოს საქმიანობა და მომსახურების მიწოდება. ამ შემთხვევაში კომპენსაციის გადახდას უზრუნველყოფს კომისია. ევროკომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებებით ჰარმონიზებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ეროვნულ დონეზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ისეთი ცვლილების დაგეგმვისას, რომელიც არათავსებადს ხდის არსებული და ახლად დაგეგმილი ან დანაწილებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების ერთობლივად შენარჩუნებას, კომისია უფლებამოსილი ხდება: ა) არ გაუგრძელოს ამგვარი რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიის მოქმედების ვადა, რის შესახებაც ლიცენზიის მფლობელს უნდა აცნობოს ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა 3 წლით ადრე, ბ) გაუგრძელოს ლიცენზიის ვადა 10 წელზე ნაკლები ვადით, ისე რომ ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობა შესაძლებელი იყოს მინიმუმ 3 წლის მანძილზე; გ) მოსთხოვოს ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურის ნაწილობრივ ან მთლიანად დათმობა შესაბამისი კომპანსაციის სანაცვლოდ ან დ) კომპენსაციის სანაცვლოდ შესთავაზოს სხვა სიხშირული რესურსი. კანონპროერქტში განსაზღვრულია როგორც ლიცენზიის 10 წელზე ნაკლები ვადით გაგრძელების შემთხვევაში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და კომპენსაციის სანაცვლოდ შეთავაზებული რადიოსიხშირული რესურსის საბაზრო ღირებულების დაანგარიშების პრინციპი, ასევე კომპენსაციის დათვლისა და ანაზღაურების წესები და პრინციპები. კანონპროექტის თანახმად, ბაზარზე კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია უფლებემოსილი ხდება აუქციონის გამოცხადების შესახებ ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინოს რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების ერთობლიობის (მჰც-ში ან პროცენტებში გამოხატული) მაქსიმალური ოდენობა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება შეუზღუდოს ყველა იმ პირს რომელიც უკვე ფლობს ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, ასევე, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მთლიანი ან ნაწილობრივი გადაცემისას გახდება კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი. მოცემული მიდგომით იცვლება კანონის დღეს არსებული ნორმა (კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კომისიის მიერ განსაზღვრული (დანაწილებული) კონკრეტული მონაკვეთის 25 პროცენტის ან მეტის მფლობელი), რომელიც ტექნოლოგიური წინსვლისა და ჰარმონიზერბული დიაპაზონების ლიბერალიზაციის სპეციფიკის გათვალისწინებით ვეღარ უზრუნველყოფს ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღების შედეგად წარმოშობილი ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტი ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შემთხვევაში – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან უნდა მოხდეს კანონპროექტით შემოთავაზებული პრინციპების შესაბამისად რადიოსიხშირული რესურსების ახლებური მართვა (ახალი ლიცენზიების გაცემა, მოქმედების ვადების გაგრძელება), რაც ბუნებრივად გულისხმობს ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის საფასურის გადახდას სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში (მაგ., კომპენსაციის უფლების წარმოშობის დროს), შესაძლოა გაიზარდოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ახალი ლიცენზიების გაცემის ან/და ახალი ვადის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებით ბიუჯეტი მიიღებს დამატებით შემოსავლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ პირებს, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კერძოდ ლიცენზიის მფლობელებს რომელთა ლიცენზიებსაც გაუგრძელდებათ მოქმედების ვადა ერთიანად – 15 წლის ვადით, მოუწევთ ლიცენზიის (მოდიფიცირებული პირობებით) გაგრძელებისათვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდა, თუმცა საგულისხმოა, რომ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის ამჟამინდელი რედაქციის კანონითაც გათვალისწინებულია საფასურის გადახდა (ლიცენზიის გაგრძელება ხდებობა 10 წლით, შესაბამისად, საფასურის ოდენობაც იანგარიშებოდა – 10 წელზე). ასევე საგულისხმოა, რომ საფასურის გადახდის წესს ადგენს კომისია და ის უფლებამოსილია ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის საფასურის გადახდა განუწილვადოს ლიცენზიანტს ან დაუდგინოს გადახდის გრძელვადიანი გრაფიკი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა ახალი სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში „ასოცირების შესახებ“ შეთანხმების უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს, სწორედ რადიოსიხშირული რესურსის მართვასა და ჰარმონიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ მე-4 კარის მე-6 თავის მე-5 ქვეთავის 108-ე მუხლის (შეზღუდული რესურსები) მე-2 ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ „თითოეული მხარე ვალდებულია, მის ტერიტორიაზე უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისათვის განკუთვნილი რადიოსიხშირული რესურსის ეფექტიანი მართვა, რომელიც ხელს შეუწყობს რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტურ და ეფექტიან გამოყენებას”. „ასოცირების შესახებ“ შეთანხმების საინფორმაციო საზოგადოების სფეროში თანამშრომლობის ნაწილი (მე-6 კარის მე-8 თავი) მიზნად ისახავს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას და ამ სფეროში კონკურენციისა და ინვესტიციების წახალისებას. კერძოდ, საინფორმაციო საზოგადოების სფეროში „ასოცირების შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრული თანამშრომლობა მოიცავს ფართოზოლოვანი მომსახურების განვითარების, რადიოსიხშირული რესურსის უკეთესად გამოყენებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ქსელების ურთიერთთავსებადობის ხელშეწყობის საკითხებთან დაკავშირებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და დანერგვას. ასევე აღსანიშნავია, რომ „ასოცირების შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერით საქართველომ აიღო ვალდებულება ეტაპობრივად უზრუნველყოს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის ფარგლებში არსებულ მარეგულირებელ ნორმებთან („ასოცირების შესახებ“ შეთანხმების დანართი XV B), რომელიც მოიცავს: 1) 2002 წლის 7 მარტის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს N 2002/21/EC დირექტივას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და მომსახურებების ზოგადი მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ (ჩარჩო დირექტივა), რომელიც შესწორდა 2009 წლის 25 ნოემბრის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს N 2009/140/EC დირექტივით; 2) 2002 წლის 7 მარტის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს N 2002/20/EC დირექტივას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და მომსახურებების ავტორიზაციის შესახებ (ავტორიზაციის შესახებ დირექტივა), რომელიც შესწორდა 2009 წლის 25 ნოემბრის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს N 2009/140/EC დირექტივით; 3) 2002 წლის 7 მარტის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს N 2002/19/EC დირექტივას ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებთან და მასთან დაკავშირებულ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის შესახებ (დაშვების შესახებ დირექტივა), რომელიც შესწორდა 2009 წლის 25 ნოემბრის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს N 2009/140/EC დირექტივით; 4) 2002 წლის 7 მარტის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს N 2002/22/EC დირექტივას უნივერსალური მომსახურებისა და ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებსა და მომსახურებებთან დაკავშირებით მომხმარებელთა უფლებების შესახებ (უნივერსალური მომსახურების შესახებ დირექტივა), რომელიც შესწორდა 2009 წლის 25 ნოემბრის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს N 2009/136/EC დირექტივით; 5) 2002 წლის 12 ივლისის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს N 2002/58/EC დირექტივა ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ (პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ დირექტივა), რომელიც შესწორდა 2009 წლის 25 ნოემბრის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს N 2009/136/EC დირექტივით; 6) 2002 წლის 7 მარტის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს გადაწყვეტილებას N 676/2002/EC ევროპული გაერთიანების ფარგლებში რადიოსიხშირული სპექტრის პოლიტიკის მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ. „ასოცირების შესახებ“ შეთანხმების XV-B დანართით განსაზღვრული N 676/2002/EC ევროპის პარლამენტისა და საბჭოს გადაწყვეტილება, არეგულირებს სწორედ ევროპული გაერთიანების ფარგლებში რადიოსიხშირული სპექტრის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და საკანონმდებლო ჩარჩოებს, რომელიც ეხება სიხშირული დიაპაზონების მიმართ ევროკავშირის დონეზე სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებას, ჰარმონიზებული ტექნიკური ნორმების შემუშავებასა და ევროპისა თუ საერთაშორისო დონეზე (მეზობელ, ევროკავშირის არა-წევრ ქვეყნებთან) კოორდინაციას, რათა ჩამოყალიბდეს ერთიანი და არაფრაგმენტირებული რადიოსიხშირული ბაზარი, რომელიც ევროპის მასშტაბით უზრუნველყოფს ა) ერთი და იგივე სიხშირული დიაპაზონების ბ) ერთი და იგივე ტექნიკური ნორმებით გ) ერთი და იგივე სამსახურებისათვის განაწილებასა და გამოყენებას, რაც თავის მხრივ აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყნებმა ადეკვატური სარგებელი მიიღონ ერთიანი სტანდარტის მქონე ქსელური და სამომხმარებლო მოწყობილობების მასშტაბით გამოწვეული ეკონომიით და სხვადასხვა ქვეყნების უსადენო ქსელების ურთიერთთავსებადობით. რაც შეეხება ევროკავშირის დონეზე დაგეგმარებული და ჰარმონიზებული სიხშირეების ეროვნულ დონეზე შესაბამისობაში მოყვანას და ეროვნულ დონეზე სიხშირული რესურსის ეფექტიანად მართვასა და კონკურენციის უზრუნველყოფას, მოცემული გაწერილია „ასოცირების შესახებ“ შეთანხმების XV-B დანართით განსაზღვრულ ევროპის პარლამენტისა და საბჭოს N 2002/21/EC და N 2002/20/EC დირექტივებში. N 2002/21/EC დირექტივის მუხლი 8 (პოლიტიკის მიმართულებები და რეგულირების პრინციპები) განსაზღვრავს რომ „ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში კონკურენციის ხელშეწყობა, მათ შორის რადიოსიხშირული რესურსის ეფექტიანად გამოყენების წახალისებითა და რადიოსიხშირული რესურსის ეფექტურად მართვის გზით“. ამავე დირექტივის მუხლი 8a ეთმობა რადიოსიხშირეების სტრატეგიული დაგეგმარებისა და კოორდინაციის საკითხებს, ხოლო მუხლი 9 - ელეტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისათვის განკუთვნილი რადიოსიხშირული რესურსის მართვის საკითხებს, სადაც გაწერილია, რომ „წევრი ქვეყნები ვალდებულები არიან უზრუნველყონ ევროკავშირის ფარგლებში შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული სიხშირული დიაპაზონების ეროვნულ დონეზე ჰარმონიზაცია და უფლებამოსილი არიან ეროვნულ დონეზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შეიმუშაონ წესები, რომელიც ხელს შეუწყობს სიხშირეების „მოხვეჭის“(spectrum hoarding) თავიდან აცილებას და მათ ეფექტურ გამოყენებას“. N 2002/20/EC დირექტივა, (რომელიც არეგულირებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და მომსახურებით უზრუნველყოფის ავტორიზაციისა და შეზღუდული რესურსებით სარგებლობის უფლების გაცემის წესებს) განმარტავს, რომ „წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ, რომ კონკურენცია არ შეიზღუდოს რადიოსიხშირული რესურსის სარგებლობის უფლების გადაპირების და ან ერთი პირის სარგებლობაში აკუმულირების გზით, რა შემთხვევაშიც წევრი ქვეყნები უფლებამოსილნი არიან მიიღონ შესაბამისი ზომები და მოსთხოვონ შესაბამის პირს რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების გაყიდვა და/ან დროებით სარგებლობაში გადაცემა“. და ბოლოს, „ასოცირების შესახებ“ შეთანხმების XV-B დანართში მოცემული 2002/21/EC დირექტივით განსაზღვრულია, რომ საჭიროების შემთხვევაში ევროკომისია უფლებამოსილია საკანონმდებლო ინიციატივით მიმართოს ევროპის პარლამენტსა და საბჭოს რადიოსიხშირეების პოლიტიკის მრავალწლიანი პროგრამის ჩამოყალიბების მიზნით, რომლითაც განისაზღვრება ევროკავშირის ფარგლებში რადიოსიხშირეების სტრატეგიული დაგეგმარების, ჰარმონიზაციისა და მართვის პოლიტიკის ორიენტირები და მიზნები. სწორედ მსოფლიო მასშტაბით ფართოზოლოვან მომსახურებაზე მზარდმა მოთხოვნამ ევროპის ფარგლერბში დღის წესრიგში დააყენა სიხშირეების მართვისა და განაწილების მიმართ სტრატეგიული, მომავალ პერიოდზე ორიენტირებული და მოქნილი მიდგომის შემუშავების აუცილებლობა. აღნიშნული დილემის სრულყოფილად დასარეგულირებლად კი ევროკომისიამ გამოიყენა ზემოხსენებული დირექტივით განსაზღვრული უფლება და მიმართა 1 ევროპარლამანტს, რომელმაც თავის მხრივ გამოსცა (No 243/2012/EU) გადაწყვეტილება 1 http://eur-lex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=CELEX:32012D0243:EN:NOT რადიოსიხშირეების პოლიტიკის მრავალწლიანი პროგრამის ჩამოყალიბების შესახებ, სადაც გაწერილია ის ძირითადი ნაბიჯები, რომელიც ქვეყნებმა უნდა გადადგან რადიოსიხშირული დიაპაზონების ჰარმონიზაციის, ეფექტურად განაწილების, მართვისა და ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების მიზნით. გადაწყვეტილების პრეამბულა ნათლად განსაზღვრავს, რომ: • • • • • • • „საჭიროა შემუშავდეს რადიოსიხშირული რესურსის მართვის, განაწილებისა და გამოყენების განახლებული ეკონომიკურ- სოციალური მიდგომები. ამგვარი მიდგომა უნდა ითვალისწინებდეს რადიოსიხშირული სპექტრის პოლიტიკას, რომლის მიზანიცაა რადიოსიხშირული რესურსის უფრო ეფექტური გამოყენება, სიხშირეების უკეთესად დაგეგმარება და ანტი–კონკურენტული გარემოსაგან დაცვა“; „რადიოსიხშირული რესურსის სტრატეგიული დაგეგმარება და ჰარმონიზაცია ხელს შეუწყობს ევროგაერთიანების ფარგლებში უსადენო ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისა და დანადგარების ბაზრის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, შექმნის პირობებს ინოვაციებისა და დასაქმებისათვის, ასევე – ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აღმავლობას და სოციალურ ინტეგრაციას ევროგაერთიანების ფარგლებში“. „შესაბამისი რადიოსიხშირული დიაპაზონების ჰარმონიზაცია უმნიშვნელოვანესია მასშტაბით გამოწვეული ეკონომიის შექმნის კუთხით, რომელიც ამცირებს, როგორც უსადენო ქსელების დანერგვის, ასევე სამომხმარებლო ტერმინალური მოწყობილობების ხარჯებს“. „მოცემულმა პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს კონკურენციის განვითარებას და თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ციფრული შიდა ბაზრის განვითარებაში“; „პროგრამამ უნდა განსაზღვროს წევრი ქვეყნებისა და ევროგაერთიანების ინსტიტუტების სახელმძღვანელო პრინციპები, ამოცანები და უნდა დაადგინოს განხორციელების კონკრეტული ინიციატივები. მიუხედავად იმისა, რომ რადიოსიხშირული რესურსის მართვა კვლავ ქვეყნების ეროვნულ კომპეტენციას წარმოადგენს, მოცემული უნდა განხორციელდეს ევროგაერთიანებაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და უნდა იძლეოდეს ევროგაერთიანების სხვადასხვა პოლიტიკის დანერგვის საშუალებას“. „წევრი ქვეყნები, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილნი უნდა იყვნენ შეიმუშაონ სიხშირული რესურსის მფლობელის მიგრაციის ხარჯების კომპენსაციასთან დაკავშირებული მიდგომები“. „წევრმა ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ ევროკომისიასთან და ეკონომიკურად ეფექტიან დიაპაზონებში რადიოსიხშირული რესურსის გამოთავისუფლების გზით ხელი უნდა შეუწყონ ევროკავშირს წამყვანი როლი შეასრულოს უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურების განვითარებაში“. რადიოსიხშირეების პოლიტიკის მრავალწლიანი პროგრამის გადაწყვეტილებითი ნაწილი კი განსაზღვრავს, როგორც რადიოსიხშირული რესურსის რეგულირების ძირითად პრინციპებსა და მიზნებს, ასვევ კონკურენციის უზრუნველყოფისა და სიხშირული ჰარმონიზაციისათვის გადასადგმელ კონკრეტულ სავალდებულო ნაბიჯებს. დიაპაზონების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: • „წევრი ქვეყნები ვალდებული არიან უზრუნველყონ 800მჰც, 900მჰც, 1800მჰც, 2100მჰც, 2.52.6გჰც და 3.4-3.8გჰც სიხშირული დიაპაზონების ხელმისაწვდომობა (განაწილება და გაცემა) უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურებისათვის ევროკომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ჰარმონიზებული ტექნიკური ნორმებითა და პირობებით, რომელიც ასევე უნდა ითვალისწინებდეს ზემოხსენებული დიაპაზონების ფარგლებში გაცემული სარგებლობის უფლების ტექნოლოგიურ ნეიტრალიტეტსა და გადაპირების და/ან დროებით სარგებლობაში გადაცემის შესაძლებლობას“. • „წევრმა ქვეყნებმა, მომსახურებისა და ტექნოლოგიის ნეიტრალიტეტის პრინციპების შესაბამისად, ხელი უნდა შეუწყონ არსებული ოპერატორების მიერ ქსელების უახლესი, ყველაზე ეფექტური ტექნოლოგიებით განახლებას, რათა რადიოსიხშირული რესურსის სარგებლობის უფლების მფლობელებმა შეიქმნან საკუთარი სიხშირული დევიდენდი“. • „საჭიროების შემთხვევაში და ევროკავშირში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წევრი ქვეყნები უფლებამოსილნი არიან უზრუნველყონ, სიხშირული რესურსის მფლობელის მიგრაციასთან ან რეალოკაციასთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯების ადეკვატურად და ეროვნულ დონეზე არსებული კანონმდებლობის შესაბამისად კომპენსირება“. • „წევრი ქვეყნები ვალდებული არიან ხელი შეუწყონ ეფექტურ კონკურენციას და 2002/20/EC და 2002/21/EC დირექტივებზე დაყრდნობით თავიდან აირიდონ ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციის გაუარესება. • წევრ ქვეყნები, სხვა შესაბამის ზომებთან შემდეგი ზომები: ერთად, უფლებამოსილნი არიან გაატარონ ა) კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონებში ან მსგავსი მახასიათებლების მქონე კონკრეტული სიხშირული დიაპაზონების ერთობლიობაში (მაგალითად, 1გჰც ქვემოთ არსებულ სიხშირულ დიაპაზონებში, რომლებიც გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისათვის) შეზღუდონ ერთი პირის სარგებლობაში გასაცემი რადიოსიხშირული რესურსის ოდენობა ან გაცემულ სარგებლობის უფლებას დაურთონ საბითუმო დაშვების, ეროვნული ან რეგიონალური როუმინგის ვალდებულება. ამგვარი დამატებითი პირობების დაწესების უფლება უნდა გააჩნდეს მხოლოდ კომპეტენტურ ეროვნულ უწყებას. ბ) რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების გაცემით, სხვა პირზე გადაცემით ან ერთი პირის ხელში აკუმულირებით გამოწვეული კონკურენციის შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, უარი განუცხადონ შესაბამის ოპერატორს სიხშირული სპექტრით სარგებლობის ახალი უფლების გაცემაზე ან კონკრეტულ დიაპაზონებში ახალი სარგებლობის უფლების გაცემაზე ან რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ახალ უფლებას დაურთონ გარკვეული პირობები. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტით გათვალისწინებულია ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოსკომუნიკაციების ეროვნული კომისია; საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ტყემალაძე, თემურ მაისურაძე და გია ჟორჟოლიანი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ტყემალაძე, თემურ მაისურაძე და გია ჟორჟოლიანი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლების მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) აბონენტი – ბოლო მომხმარებელი, რომელსაც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელთან წინასწარ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე მიეწოდება საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება; ბ) აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემა – ტექნოლოგიური სისტემა, ტექნიკური საშუალებები და მათთან დაკავშირებული საოპერაციო მართვის პროგრამული უზრუნველყოფის რესურსები, რომლებიც უზრუნველყოფს აბონენტის მიერ ინდივიდუალური, კოდირებული ციფრული მაუწყებლობის მომსახურების მიღებას; გ) ადგილობრივი დაშვების ქსელი – ადგილობრივი მომსახურების ზონაში ოპერატორის სადენიანი (ელექტროსადენიანი ან ოპტიკურ-ბოჭკოვანი) საკაბელო-სახაზო მეურნეობა ან უსადენო (ფიქსირებული რადიოსიხშირული ან ღია ოპტიკური) დაშვების ტექნიკური საშუალებები ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მიზნით, ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ ტერმინალურ მოწყობილობასა და საკომუტაციო ან გადამცემ სადგურს შორის გამოძახებების ან საინფორმაციო სიგნალების გასატარებლად, ციფრული მაუწყებლობის სიგნალების გადასაცემად; დ) ადგილობრივი მომსახურების ზონა – მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული (ტერიტორიული) სეგმენტი, სადაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ბოლო მომხმარებლისთვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას; ე) ავტორიზაცია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით; ვ) ავტორიზებული პირი – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი) ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი); ზ) ავტორიზებული პირების ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება – მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ორი ან მეტი ავტორიზებული პირის ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, ანუ ისეთი მდგომარეობა, როცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზი ადასტურებს, რომ ბაზრის ამ სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონიუნქტურა და კონკურენციის მახასიათებლები მათი შეთანხმებულად მოქმედებისა და ბაზარზე არაკონკურენტული უპირატესობის ერთობლივად მოპოვების შესაძლებლობას იძლევა, მაშინაც კი, თუ მათ შორის არ არსებობს სტრუქტურული ან სხვა სახის, მათ შორის, სახელშეკრულებო ურთიერთობები; თ) ამოწურვადი რესურსი – რადიოსიხშირული სპექტრი ან/და ნუმერაციის რესურსი; ი) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური – რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მაძიებლის მიერ გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება აუქციონის საფუძველზე ან/და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად ან ამ კანონით განსაზღვრული სხვა წესით და რომელიც სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში; (20.02.2014. N2039) კ) არაპირდაპირი დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან, ან მათი გამოყენებით განხორციელებულ (ან განხორციელებად) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან მომხმარებლის ან მსურველი ავტორიზებული პირის დაშვება სხვა ტრანზიტული კავშირის (მომსახურების) ოპერატორის ქსელების გავლით; (27.06.2008 N 67) ლ) აუქციონი – კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოპოვების ფორმა, რომლის დროსაც ლიცენზია მიენიჭება აუქციონში გამარჯვებულ მაძიებელს; (20.12.2011. N5546 ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.) მ) მომსახურების ბაზრის კონიუნქტურა – მომსახურების ბაზრის სტრუქტურული და დინამიკური ფაქტორებისა და მომსახურების კონკრეტულ სახეზე მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთქმედებით ბაზარზე ჩამოყალიბებული მდგომარეობა; ნ) ბილინგის ინფორმაცია – მომხმარებლისთვის მიწოდებული მომსახურების ან ოპერატორის ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთვის (ტრაფიკის) და მათი საოპერაციო რესურსების გარკვეულ პერიოდში გამოყენებული მოცულობის შესახებ მონაცემები, რომელთაც ოპერატორები აწვდიან ერთმანეთს ან ბოლო მომხმარებელს ანგარიშსწორების ჩატარების მიზნით; ო) ბოლო მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებლისათვის; პ) გადაპირება – ლიცენზიის მფლობელის მიერ მის მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებამოვალეობების ამ კანონით გათვალისწინებული წესით ნაწილობრივი ან სრული დათმობა სხვა პირის სასარგებლოდ; (20.12.2011. N5546 ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.) ჟ) გამოყენებითი პროგრამული ინტერფეისი – ციფრული მაუწყებლობის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მომსახურების სახეების სამომხმარებლო რესურსებისა და ციფრული მაუწყებლობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონალური რესურსების დამაკავშირებელი პროგრამული ინტერფეისი; რ) დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით (მათ შორის, ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან მათი გამოყენებით განხორციელებული (ან განხორციელებადი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს: (27.06.2008 N 67) რ.ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის საკუთარი ქსელის ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესაბამისი ელემენტებითა და ტექნიკური საშუალებებით სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.ბ) ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტებითა და მათი თავისუფალი რესურსებით, მათ შორის, საკანალიზაციო არხებითა და ჭებით, სააბონენტო წყვილებით, ანძებით და ბოძებით სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.გ) თანალოკაციის ფართობით სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.დ) ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ქსელის შესაბამისი ელემენტებით, მათი თავისუფალი საოპერაციო ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით (მათ შორის, როუმინგის მიწოდებასთან დაკავშირებული რესურსებით) სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.ე) აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების) ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.ვ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვისა და მომხმარებელთა საინფორმაციო ბაზების, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობასთან (ტრანსლირებასთან) დაკავშირებული რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.ზ) ვირტუალური ქსელების მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით ან საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას; ს) დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მსურველი – ავტორიზებული პირი, რომელიც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორისაგან მოითხოვს ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებას და/ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას; ტ) დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიმწოდებელი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელსაც მოეთხოვება მის ქსელთან, სისტემასთან, ქსელის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან, ან ამ ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებულ (ან განხორციელებად) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან მსურველი ოპერატორის დაშვება ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება; უ) დაშვების (ურთიერთჩართვის) წერტილი – თანალოკაციის ფართობზე განთავსებული წერტილი, სადაც მთავრდება ერთი ოპერატორის და იწყება მეორე ოპერატორის დაშვებასთან ან/და ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა; (27.06.2008 N 67) ფ) დაშვების (ურთიერთჩართვის) ტარიფი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ქსელის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის საფასური; (27.06.2008 N 67) ქ) ეკონომიკური საქმიანობა – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საქმიანობა; (27.06.2008 N 67) ღ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება – საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ სთავაზობს მსურველ ოპერატორს ან მომხმარებელს; ყ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები (ელექტრო-კავშირგაბმულობის ქსელები) – გამოძახებებისა და სხვადასხვა საინფორმაციო სიგნალების ელექტრონული დამუშავების, დამისამართების (კომუტაციის), გატარების და გადაცემის ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც მოიცავს სადენიან (მათ შორის, ოპტიკურ-ბოჭკოვან), თანამგზავრულ, რადიოსიხშირულ ან ოპტიკურ აღჭურვილობას, სხვა ტექნოლოგიურ საშუალებებს და საოპერაციო ტექნიკურ რესურსებს, მათ შორის, ფიქსირებული (არხული და პაკეტური კომუტაციის, მათ შორის, ინტერნეტის) და მობილური კომუნიკაციების, ციფრული მაუწყებლობის, საეთერო და საკაბელო ქსელებს. სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ორგანოების ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა ითვალისწინებს ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების არსებობასაც; შ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა – ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა, ექსპლუატაცია და მათი გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობა, აგრეთვე ქსელის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება; ჩ) ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელი – ქსელი, რომელიც შექმნილია არაკომერციული მიზნით, ფუნქციონირებს შიდასაწარმოო საჭიროებისათვის და ჩართულია საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში; ც) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი – ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ან ქსელის შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფას და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ავტორიზებული პირის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვებას, ასევე მათი გამოყენებით მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას; ძ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ან მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან ან რესურსებთან დაშვებული ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს ქსელის ამ ელემენტებით ან რესურსებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას; წ) ერთობლივი დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კონკრეტული ელემენტის განცალკევებად ფუნქციონალურ რესურსებთან ან სიმძლავრეებთან ორი ან მეტი მსურველი ავტორიზებული პირის დაშვება; ჭ) ვერტიკალურად ინტეგრირებული ოპერატორი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელიც მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე თავისი საქმიანობისას ფლობს და იყენებს ქსელის შესაბამისი ელემენტების ან მათი ფუნქციონალური რესურსების სრულ სპექტრს, მნიშვნელოვნად აკონტროლებს კონკრეტული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მთლიან პროცესს; ხ) ზღვრული ტარიფი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ტარიფის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი ზედა ზღვარი; ჯ) თანალოკაცია – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდების მიზნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ გამოყოფილ სათანადო სიდიდის თანალოკაციის ფართობზე მსურველი ავტორიზებული პირის დაშვება და მისი ტექნიკური საშუალებების განთავსებისა და საოპერაციო მომსახურების განხორციელების უზრუნველყოფა; ჰ) ინტერფეისი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, საოპერაციო პროგრამული რესურსებისა და სისტემების ურთიერთმოქმედების ფიზიკური ან ლოგიკური ფორმატი, რომელიც განსაზღვრულია საერთო ფუნქციონალური, ელექტრული, ოპტიკური, კონსტრუქციული და სხვა თავსებადობის მახასიათებლებით, პროტოკოლის მიმართ ერთგვაროვანი მოთხოვნებით; ჰ1) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; ჰ2) კონკურენციის წინასწარი რეგულირება – კომისიის მიერ ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენა და მისთვის ამ კანონით წინასწარ განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება; (27.06.2008 N 67) ჰ3) ლიცენზია – სპეციალური ნებართვა, რომელიც პირს განსაზღვრული ვადითა და პირობებით ანიჭებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლებას; (20.12.2011. N5546 ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.) ჰ4) მიწოდების მხარის ჩანაცვლება – მომსახურების ბაზარზე დამკვიდრებული კონკურენციის პირობებში ავტორიზებული პირების მიერ მომხმარებლისათვის ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების მიწოდების შესაძლებლობა; ჰ5) მნიშვნელოვანი წილის შეძენა – ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის საწესდებო კაპიტალში იმ ოდენობის წილის შეძენა, რომელიც განაპირობებს ამ პირის საქმიანობის მნიშვნელოვან კონტროლს (საკონტროლო წილი). მნიშვნელოვანი წილის შეძენა განაპირობებს პირების ურთიერთდამოკიდებულებას; (27.06.2008 N 67) ჰ6) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება – მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, ანუ ისეთი მდგომარეობა, როცა კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზი ადასტურებს, რომ ავტორიზებულ პირს არ ჰყავს კონკურენტები, დაცულია მნიშვნელოვანი კონკურენციისაგან ან მისი კონკურენტული პოზიცია საშუალებას აძლევს მას, ცალმხრივად არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზრის ამ სეგმენტზე და შეზღუდოს კონკურენცია; ჰ7) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტები – მომსახურების ბაზარზე ჩამოყალიბებული ტარიფების, კონიუნქტურის, კონკურენციის, მოთხოვნისა და მიწოდების მხარეების ჩანაცვლების ფაქტორების გათვალისწინებით გამოყოფილი მომსახურების სახეები, ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჩათვლით; ჰ8) მომსახურების ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრები – კონკურენციის ერთგვაროვანი პირობებით გამოყოფილი მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული (ტერიტორიული) სეგმენტი; ჰ9) მომხმარებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება; ჰ10) მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობა – აბონენტის ან ბოლო მომხმარებლის მიერ ელექ ტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაღებად განკუთვნილი, მობილური ან ფიქსირებულ მისამართზე განთავსებული ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც არ არის ოპერატორის ქსელის ნაწილი, თუმცა დაკავშირებულია მასთან; ჰ11) მოთხოვნის მხარის ჩანაცვლება – მომხმარებლის მიერ ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახის არჩევის შესაძლებლობა, რომელიც მეტ-ნაკლებად იმავე საფასურით, ხარისხითა და მოცულობით აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს; ჰ12) მომსახურების ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტები – მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტები, სადაც ერთ ან რამდენიმე ავტორიზებულ პირს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების ან მათი ქსელების სტრუქტურული კავშირის გამო ბაზრის ერთ სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება შესაძლებელია მათ ცალ-ცალკე ან ურთიერთშეთანხმებულად გამოიყენონ სხვა სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მოსაპოვებლად ან გასაძლიერებლად; ჰ13) ნუმერაციის სისტემა – სიმბოლოების განსაზღვრული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების პროცესში ელექტრონული საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის ან მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირებისათვის; ჰ14) ნუმერაციის რესურსი – ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული სიმბოლოების სისტემა, რომელიც გამოიყენება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისას ან/და ნუმერაციის რესურსის მინიჭებისას; (20.12.2011. N5546 ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.) ჰ15) პირდაპირი დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის უშუალოდ დაშვება; ჰ16) რეგულირების საფასური – ამ კანონისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი საფასური; ჰ17) სააბონენტო ნუმერაცია – ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული ციფრული სისტემა აბონენტის ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირებისათვის; ჰ18) საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ერთიანი სისტემა, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლებლისთვის საზოგადოებისათვის შეუზღუდავად ხელმისაწვდომი, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად; ჰ19) საზიანო ხელშეშლა – ხელშეშლა, რომელიც საზიანო გავლენას ახდენს რადიოდანადგარზე ან/და მომხმარებლის ტერმინალურ მოწყობილობაზე; ჰ20) სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საჭირო სახით იდენტიფიცირებული მოწყობილობა ან მომსახურება შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; ჰ21) სიმძლავრე – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტის ფუნქციონალური რესურსის რაოდენობრივი მახასიათებელი; ჰ22) ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელები – საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელისგან ფიზიკურად განცალკევებული ქსელები, რომლებიც შექმნილია არაკომერციული მიზნით, სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებათა ჩასატარებლად; ჰ23) სპეციფიკური ვალდებულება – მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულება; ჰ24) სტრუქტურული ქვედანაყოფი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის შიდაორგანიზაციული სტრუქტურის ფუნქციური ქვედანაყოფი, რომელიც ავტორიზებული პირის საქმიანობიდან გამომდინარე ასრულებს კონკრეტულ სამუშაოს და ახორციელებს განსაზღვრული სახის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას; ჰ25) ტექნიკური საშუალებები – ელექტრონული საკომუნიკაციო გამოძახებებისა და საინფორმაციო სიგნალების ფორმირების, დამუშავების, გატარების, გადაცემის ან მიღების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის აღჭურვილობა და საშუალებები; ჰ26) ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი – პრინციპი, რომლის მიხედვითაც მარეგულირებელი გადაწყვეტილებების მიღებისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ბოლო მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეს და არა ამ მომსახურების მისაწოდებლად გამოყენებულ ტექნოლოგიებს; ჰ27) ტრანზიტული კავშირის (მომსახურების) ოპერატორი – პირი, რომელიც ფლობს და საქმიანობს ტრანზიტული გატარების ან გადაცემის ქსელის ელემენტებით და მათი გამოყენებით აერთებს ერთ ან რამდენიმე ადგილობრივი მომსახურების ზონაში მოქმედი სხვადასხვა ოპერატორების ქსელებს, ან ახორციელებს სხვადასხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ან ციფრული მაუწყებლობის საინფორმაციო სიგნალების გატარებას ან/და გადაცემას; ჰ28) ტრაფიკი – ოპერატორის ქსელის ელემენტებისა და ტექნიკური საშუალებების ჯამური დატვირთვა დროის ინტერვალში; ჰ29) ურთიერთჩართვა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რათა ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, და რომელიც ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით; ჰ30) ამოღებულია (28.12.2005 N 2564) ჰ31) ამოღებულია (28.12.2005 N 2564) ჰ32) ამოღებულია (28.12.2005 N 2564) ჰ33) ურთიერთდამოკიდებულება – ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა, რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება, კერძოდ, ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან (ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად ითვლებიან: ოჯახის წევრები, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები); ჰ34) ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეები – სახის, ხარისხის, საფასურის და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფუნქციონალურად ერთგვაროვანი მომსახურების სახეები, რომლებიც ერთობლიობაში იმდენად მსგავსია, რომ მომხმარებელი ცვლის ან მზადაა შეცვალოს ერთი მომსახურება მეორეთი; (27.06.2008 N 67) ჰ35) ურთიერთოპერაბელურობა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების ინტერფეისების, აგრეთვე ტექნიკური, საოპერაციო და ფუნქციონალური მახასიათებლების ურთიერთთავსებადობა ან/და ურთიერთმართვადობა; (27.06.2008 N 67) ჰ36) ფართოფორმატიანი ციფრული სატელემაუწყებლო მომსახურება – ტელემაუწყებლობა, რომლის პროგრამების წარმოება, რედაქტირება და მომხმარებლისთვის მიწოდება უზრუნველყოფილია ფართოეკრანიან (16/9) ფორმატში; ჰ37) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტები – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შემადგენელი, ფუნქციონალურად განცალკევებული (ან განცალკევებადი) ტექნიკური ან ტექნოლოგიური საშუალებები, მათი საოპერაციო ფუნქციონალური რესურსები და სიმძლავრეები, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებით უზრუნველყოფს: გამოძახებებისა და საინფორმაციო სიგნალების გატარებას, გადაცემას, დამისამართებას (კომუტაციას); ბილინგის ინფორმაციის შეგროვებას; ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებული მომსახურების პირობების მართვას და ურთიერთოპერაბელურობას; სააბონენტო ნომრების პორტაბელურობას; ოპერატორის საოპერაციო, საცნობარო, დამხმარე და საგანგებო მომსახურებას; ქსელების სინქრონიზაციასა და სიგნალიზაციას; გამოძახებებთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზებში შეღწევას; მულტიმედიას; ციფრული მაუწყებლობის მომსახურების მიწოდებას; კონვერსიას, კოდირებას, უსაფრთხოების დაცვას; პეიჯინგს; ციფრული მონაცემების ტელედამუშავებას და ინტერნეტის ან სხვა პროტოკოლის გამოყენებით გადაცემას და სხვა; (27.06.2008 N 67) ჰ38) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტები – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფასთან ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებული ქსელის ელემენტები ან ტექნიკური საშუალებები და მათი ფუნქციონალური რესურსები, მათ შორის, ციფრული მაუწყებლობის მიწოდებასთან დაკავშირებული აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემის რესურსები; ჰ39) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის თავისუფალი ელემენტი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტი, მისი ფუნქციონალური რესურსი ან სიმძლავრე, რომელიც არ არის დატვირთული და რომლის გამოყენებაც ტექნიკური და საოპერაციო მოთხოვნების დაცვით შესაძლებელია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად; ჰ40) შერწყმა – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ორი ავტორიზებული პირის გაერთიანება ერთ სამეწარმეო პირად, რომელიც თავდაპირველი ავტორიზებული პირების სამართალმემკვიდრეა; ჰ41) ციფრული ტელემაუწყებლობის აღჭურვილობა – ბოლო მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობა, რომელიც მიერთებულია სატელევიზიო მიმღებთან ან ინტეგრირებულია მასში და განკუთვნილია ციფრული, ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების მისაღებად. ჰ42) ლიცენზიის გაუქმება – ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადება; (28.12.2005 N 2564) ჰ43) პირი – ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი. (28.12.2005 N 2564) ჰ44) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო, საჰაერო, რადიოსარელეო, თანამგზავრული ხაზების ფიზიკური წრედები და სახაზო ტრაქტები ან/და მათი ტექნოლოგიური სისტემის შემადგენელი დანადგარების, მოწყობილობებისა და ნაგებობების ერთიანი კომპლექსები, რომლებიც გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო გამოძახებისა და საინფორმაციო სიგნალების გატარებისათვის ან/და გადაცემისათვის; (27.06.2008 N 67) ჰ45) მაუწყებლობის ტრანზიტი – ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე- ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი; (27.06.2008 N 67) ჰ46) სააბონენტო ნომრის პორტაბელურობა (ტრანსლირება) – ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) არჩევანის შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ან მოძრავი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირის სხვა ავტორიზებული პირით შეცვლისას. (27.06.2008 N 67) ჰ47) ნებართვა – ამ კანონით გათვალისწინებული წესითა და ვადით პირისათვის მინიჭებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლება; (20.12.2011. N5546 ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.) ჰ48) საოპერაციო აქტივი − არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით; (8.04.2011. N4526 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე15 დღეს) ჰ49) რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენება − პირის მიერ, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, საქმიანობისათვის რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენება კომისიის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე; (20.12.2011. N5546 ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.) ჰ50) ნებართვის გაუქმება – ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადება. (20.12.2011. N5546 ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.) ჰ51) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი − ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი შესაბამისი ელემენტებით (მათ შორის, მულტიპლექსპლატფორმა), რომელიც გამოიყენება ციფრული ტელემაუწყებლობის გასავრცელებლად; (20.02.2014. N2039) ჰ52) მულტიპლექსპლატფორმა − ელექტრონული სისტემა, რომელიც აერთიანებს ტელეპროგრამებს და მათთან დაკავშირებულ მონაცემებს, აგრეთვე სხვა შესაბამის მონაცემებს ციფრულ ფორმატში, ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში გასავრცელებლად. (20.02.2014. N2039) მუხლი 26. შეტყობინების ვალდებულება და ინფორმაციის გამოთხოვა (8.04.2011. N4526 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 1. შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. 2. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება. 3. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე. 4. შეტყობინება არ უნდა შეიცავდეს არასწორ ან არასრულ ინფორმაციას. 5. კომისია ამოწმებს შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შესახებ ავტორიზებული პირის შეტყობინებაში მითითებულ, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ მონაცემებს. თუ ავტორიზებული პირის შეტყობინება არ შეიცავს ამავე მუხლის მე-3 პუნქტით მოთხოვნილ დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად განსაზღვრავს დამატებით ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. 6. ავტორიზებული პირების შერწყმისას ან მათ მიერ წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენისას, კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შესაფასებლად, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირებისაგან დამატებით გამოითხოვოს ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მათი სამომავლო გეგმების შესახებ, აგრეთვე დამატებითი ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა თაობაზე, სარეგისტრაციო მონაცემები და სხვა. 7. კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები. მუხლი 471. რადიოსახმობების, ამოცნობის ნიშნებისა და რადიოსიხშირეების მინიჭება (20.12.2011. N5546 ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.) 1. რადიოსამოყვარულო სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისია ახორციელებს რადიომოყვარულისთვის რადიოსახმობის მინიჭებას ამ რადიოსიხშირულ ზოლებში რადიოსამოყვარულო კავშირის განსახორციელებლად. 2. საზღვაო მოძრავი და საზღვაო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისია ახორციელებს საზღვაო ხომალდისთვის რადიოსახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭებას. ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად გამოყოფილი სიხშირული ზოლები უბედურებაში მოხვედრილი საზღვაო ხომალდის მიერ სამაშველო საერთაშორისო სიგნალის გადასაცემად გამოიყენება ამავე რადიორეგლამენტის II ტომის I ნაწილის №13 დანართით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად და კომისიის მიერ ნებართვით მინიჭებას არ საჭიროებს. 3. არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას. 4. კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირე აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს კომპენსაცია. მუხლი 50. ლიცენზიის მიღების საფუძველი 20.12.2011. N5546 ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.) 1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მიღების საფუძველია თავისუფალი რესურსის არსებობა, პირის განცხადება და აუქციონში მისი გამარჯვება. 2. აუქციონის გამართვის შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, თუ არსებობს: ა) „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ გათვალისწინებული თავისუფალი რადიოსიხშირული სპექტრი და პირის მოთხოვნა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის შესახებ. აუქციონის გამართვის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში განისაზღვრება აუქციონზე გასატანი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების შესაბამისად; ბ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის განაცხადი, მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მის სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება ნებისმიერ პირს. ამ შემთხვევაში კომისია აუქციონს მართავს ამ კანონით დადგენილი საერთო წესის საფუძველზე. 3. კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კომისიის მიერ განსაზღვრული (დანაწილებული) კონკრეტული მონაკვეთის 25 პროცენტის ან მეტის მფლობელი. მუხლი 51. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა (20.12.2011. N5546 ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.) 1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების შესახებ დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას. 2. კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ: ა) გადაპირების მსურველ პირს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება; ბ) პირდაპირი გადაპირების წესით ლიცენზიის გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კომისიის მიერ განსაზღვრული (დანაწილებული) კონკრეტული მონაკვეთის 25 პროცენტის ან მეტის მფლობელი; გ) ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით ბოლო მომხმარებელს მიეწოდება სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ლიცენზიის მიმღების მიერ არ არის დადასტურებული მისთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება, ბოლო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება და განახლდება გადაპირების მსურველი პირის მიერ ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ. 4. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაიწყოს ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მხოლოდ კომისიის მიერ ლიცენზიის გადაპირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და ამავე კანონით განსაზღვრული წესით ავტორიზაციის გავლის შემდეგ. 5. აუქციონის წესით მოპოვებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მქონე ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას აუქციონის გამართვის მოთხოვნით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების ნებისმიერი ავტორიზებული პირისათვის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემის მიზნით. მუხლი 64. გარდამავალი დებულებანი 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში კომისია ახდენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ყველა ლიცენზირებული პირის ავტომატურ ავტორიზაციას ამ კანონის შესაბამისად და გასცემს სათანადო მოწმობებს, აგრეთვე ახდენს იმ პირების კუთვნილი ლიცენზიების ამ კანონის შესაბამისად მოდიფიცირებას, რომლებიც სარგებლობენ ამოწურვადი რესურსით. 2. ყველა პირი, რომელიც ამოწურვად რესურსს იყენებს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით, ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. 3. ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემაზე გადასვლა განხორციელდეს 2011 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ოპერატორები, საუწყებო ქსელების მფლობელი პირები და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან საკუთარი ხარჯებით უზრუნველყონ ქსელის სისტემათა შესაბამისობა ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასთან. (26.12.2008 N888) 4. ამოღებულია (28.12.2005 N 2564) 5. საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 1 მაისამდე საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს „საფოსტო კავშირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. (27.06.2008 N 67) 6. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონი. (28.12.2005 N 2564) 7. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში უნივერსალური მომსახურების შესახებ“; ბ) „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცების შესახებ; გ) „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის“ დამტკიცების თაობაზე; დ) „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ დამტკიცების თაობაზე; ე) „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების“ დამტკიცების თაობაზე; ვ) „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ დამტკიცების თაობაზე. 71. კომისიამ 2012 წლის 1 თებერვლამდე: (20.12.2011. N5546) ა) მიიღოს დადგენილება „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ დამტკიცების შესახებ; ბ) „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება შეუსაბამოს ამ კანონს. 8. ავტორიზაციის სისტემაზე სრულყოფილად გადასვლამდე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი ყველა ლიცენზიის მფლობელმა, რომელიც თავის საქმიანობაში იყენებს რადიოსიხშირულ სპექტრს (გარდა სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებისა და იმ ლიცენზიის მფლობელებისა, რომლებსაც რადიოსიხშირეები მიენიჭათ შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით, ან სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროების, მართლწესრიგის დაცვის და ეკოლოგიური მონიტორინგის ღონისძიებათა ჩასატარებლად საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების ორგანიზებისათვის), „რადიოსიშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცების შესახებ“ კომისიის ნორმატიული აქტის მიღებამდე, ეს რადიოსიხშირეები გამოიყენოს მხოლოდ მის ლიცენზიაში განსაზღვრული საქმიანობისათვის. 9. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი და ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოში აღიარებული ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტები განსაზღვრულია „რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტით“. 10. ამოღებულია (8.04.2011. N4526 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 11. ამოღებულია (27.06.2008 N 67) 12. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ძალადაკარგულად ცნოს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში უნივერსალური მომსახურების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ¹10 დადგენილება.(28.12.2005 N 2564) 13. კომისიის მიერ ლიცენზიის საფუძველზე გაცემული ან/და კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირის შეცვლა ლიცენზიის მოქმედების ან/და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში შეიძლება ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით. იმ შემთხვევაში, თუ რადიოსიხშირის შეცვლით პირს მიადგა ზიანი, მიყენებული ზიანის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, ხოლო გადახდის პირობები და ფორმა – ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კომისიის მიერ.(28.12.2005 N 2564) 14. უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სპეციალურ ანგარიშზე არსებული თანხა მიიმართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. (28.12.2005 N 2564) 15. ამოღებულია (27.06.2008 N 67) 16. კომისიამ 2011 წლის 1 მაისამდე მიიღოს დადგენილება „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“. (26.12.2008 N888) 17. ამ კანონით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის იმ მფლობელებმა, რომლებსაც პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა განსაზღვრული არ აქვთ, პრაქტიკული საქმიანობა დაიწყონ 2011 წლის 1 სექტემბრამდე. (8.04.2011. N4526 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 18. პირები, რომლებზედაც 2012 წლის 1 თებერვლამდე ამ კანონის საფუძველზე კომისიის მიერ გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია ან რომლებსაც ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება მინიჭებული ჰქონდათ კომისიის გადაწყვეტილებით, ინარჩუნებენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ლიცენზიის მოქმედების/ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი ვადის განმავლობაში. (20.12.2011. N5546 ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.)