„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-07-29
ბიუროს ნომერი 192
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს
კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 201) 24-ე მუხლის პირველი პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარლამენტის წევრის ხელფასი მოიცავს კანონით დადგენილ თანამდებობრივ
სარგოს, პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ სადეპუტატო უფლებამოსილების
განხორციელების თანხას და კანონით განსაზღვრულ დანამატებს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ქუთაისი,
2014 წლის --- ივლისი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე.
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
კანონპროექტის მიზეზია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში მომზადებული
ცვლილება, რომელიც აღარ ითვალისწინებს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების
მიერ პრემიის აღების შესაძლებლობას. გამომდინარე იქედან, რომ „საქართველოს პარლამენტის
წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრის
(პოლიტიკური თანამდებობის პირის) ხელფასი მოიცავს აგრეთვე პრემიასაც, აუცილებელია ამ
საკანონმდებლო აქტების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;
კანონპროექტის მიზანია სამართლებრივად მოწესრიგდეს პოლიტიკური თანამდებობის პირის
- საქართველოს პარლამენტის წევრისათვის პრემიის გაცემის საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტით ახლებურად განისაზღვრება თუ რას მოიცავს საქართველოს პარლამენტის
წევრის (პოლიტიკური თანამდებობის პირის) ხელფასი, და იგი მოიცავს მხოლოდ კანონით
დადგენილ თანამდებობრივ სარგოს, პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ სადეპუტატო
უფლებამოსილების განხორციელების თანხას და კანონით განსაზღვრულ დანამატებს. ამდენად,
ახალი რედაქცია აღარ ითვალისწინებს პარლამენტის წევრის მიერ პრემიის აღების შესაძლებლობას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
კანონპროექტის მიღება ფინანსური ხარჯების გაწევას არ მოითხოვს;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომლებზეც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს შესაძლო ფინანსურ შედეგებს პარლამენტის წევრთათვის,
ვინაიდან პრემიის აღების შესაძლებლობის აკრძალვა უარყოფითად აისახება მათ მიერ მიღებულ
შემოსავლებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობას და შესაბამისად, არც მისი განსაზღვრის პრინციპს.
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი შესაბამისობაშია საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან;
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ;
ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ასეთი შეფასებები არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება რესპუბლიკელები“.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს
კანონის იმ მუხლის მოქმედი, სრული რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება
მუხლი 24. უფლებამოსილების განხორციელების მატერიალური
უზრუნველყოფა
1. პარლამენტის წევრის ხელფასი მოიცავს კანონით დადგენილ თანამდებობრივ
სარგოს, პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ სადეპუტატო უფლებამოსილების
განხორციელების თანხას, პრემიას და სხვა დანამატებს. (22.06.2012 N 6535 ამოქმედდეს 2012
წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების
დღიდან)
2. ამოღებულია (22.06.2012 N 6535 ამოქმედდეს 2012 წლის მორიგი საპარლამენტო
არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან)
3. ხელფასის გაცემა იწყება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
დადასტურების დღიდან და მთავრდება შესაბამისი მოწვევის პარლამენტის ან მისი,
როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.
4. პარლამენტის წევრის საბინაო უზრუნველყოფის საკითხები წყდება პარლამენტის
რეგლამენტით დადგენილი წესით.
5. პარლამენტის წევრის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო
უზრუნველყოფას ახორციელებს პარლამენტის აპარატი დადგენილი წესით.