„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 61 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-09-02
ბიუროს ნომერი 196
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს
კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 15.07.2004, მუხ. 84) მე-6 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.
ცილისწამების
თაობაზე
სასამართლო
დავა
არ
შეიძლება
ეხებოდეს
სახელმწიფო ან ადმინისტრაციული ორგანოს პირადი არაქონებრივი უფლებების
დაცვას.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. გარდაცვლილი პირის პირადი არაქონებრივი უფლებების დასაცავად
ცილისწამების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვა შეუძლია პირს, რომელსაც
საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას შეუძლია სახელისა და ღირსების ისეთი
დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია
და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი
რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა
სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მომზადება
გამოიწვია
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოში წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების გაცნობამ (გასაჩივრებულია
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის
მე-3 და მე-4 პუნქტების გარკვეული სიტყვების კონსტიტუციურობა). ერთ-ერთი სადავო
საკითხი
ეხება
გარდაცვლილი
პირის
ცილისწამების
თაობაზე
მისი
პირადი
არაქონებრივი უფლებების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვის აკრძალვას.
საქმე ისაა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, „პირს უფლება
აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი,
ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი
რეპუტაცია შელახვისაგან“ (მუხლი 18.2). მე-19 მუხლის თანახმად კი, ეს უფლებები
„შეუძლია გამოიყენოს იმ პირმაც, რომელიც, თუმცა თვითონ არ არის სახელის ან
პირადი ღირსების უფლების მატარებელი, მაგრამ საამისოდ აქვს დაცვის ღირსი
ინტერესი.
მას
შეუძლია
სახელისა
და
ღირსების
ისეთი
დაცვის
მოთხოვნის
განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება
სიკვდილის
შემდეგაც.
სახელის,
პატივის,
ღირსების
ან
საქმიანი
რეპუტაციის
შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის
შემდეგ დაუშვებელია.“. სრულიად ნათელია, რომ ეს ნორმა უზრუნველყოფს ადამიანის
პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის კონსტიტუციურ უფლებას (საქართველოს
კონსტიტუცია, მუხლი 17), მათ შორის, გარდაცვალების შემდეგაც. მაგრამ „სიტყვისა და
გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ უფრო გვიან მიღებულმა და, შესაბამისად,
უპირატესი იურიდიული ძალის მქონე კანონმა „მკვდარ“ ნორმად აქცია ეს უფლება,
ვინაიდან დაადგინა, რომ „ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავა არ შეიძლება
ეხებოდეს გარდაცვლილი პირის ... პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვას“, რაც
უსამართლოდ და არაკონსტიტუციურად მიგვაჩნია.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, პირს, რომელსაც აქვს დაცვის ღირსი ინტერესი, მიეცეს
შესაძლებლობა, გარდაცვლილი პირის პირადი არაქონებრივი უფლებების დასაცავად
ცილისწამების თაობაზე მიმართოს სასამართლოს და ამით უზრუნველყოს ადამიანის
2
პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის დაცვის კონსტიტუციური უფლება; ამასთანავე,
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის
ნორმები შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-19
მუხლთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტიდან: „4. ცილისწამების
თაობაზე სასამართლო დავა არ შეიძლება ეხებოდეს გარდაცვლილი პირის, სახელმწიფო
ან
ადმინისტრაციული
ორგანოს
პირადი
არაქონებრივი
უფლებების
დაცვას“
ამოღებულია სიტყვები: „გარდაცვლილი პირის“ და ამავე მუხლს განსაზღვრულობის
პრინციპის უზრუნველსაყოფად და მეტი სიცხადისთვის ემატება 41 პუნქტი, რომელიც
იმეორებს ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის დაცვის საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის მე-19 მუხლით დადგენილ გარანტიას.
კანონპროექტის
მიღება
სრულად
უზრუნველყოფს
საქართველოს
კონსტიტუციასთან შესაბამისობას, აღმოფხვრის სამოქალაქო კოდექსსა და „სიტყვისა და
გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონს შორის წინააღმდეგობას და პირს მიეცემა
შესაძლებლობა, სასამართლოს მიმართოს ცილისწამების თაობაზე იმ შემთხვევაშიც, თუ
ცილისწამების ობიექტი გარდაცვლილია და თუ პირს აქვს გარდაცვლილის სახელის,
პატივისა და ღირსების დაცვის ღირსი ინტერესი. ამასთანავე, აღნიშნულია, რომ ასეთ
შემთხვევაში სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის
მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა დაუშვებელია.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
3
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მის განსაზღვრის
წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროეტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
4
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი თამარ მესხია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები
ვახტანგ ხმალაძე და შალვა შავგულიძე.
5
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 6 . სასამართლო გარანტიები
1. პირს უფლება აქვს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ამ კანონით
აღიარებული და დაცული უფლებების ხელყოფის თავიდან აცილების ან აღკვეთის,
აგრეთვე უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად დარღვეული უფლების
აღდგენის მოთხოვნით.
2.
მედიაში
ჟურნალისტის
მიერ
გამოქვეყნებულ
ცილისწამებასთან
დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხეა მედიის მესაკუთრე.
3. ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი
განცხადება,
რომელიც
ეხება
პირთა
განუსაზღვრელ
ჯგუფს
ან/და
რომელშიც
შეიძლება
ეხებოდეს
მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული.
4.
ცილისწამების
გარდაცვლილი
პირის,
თაობაზე
სასამართლო
სახელმწიფო
ან
დავა
არ
ადმინისტრაციული
ორგანოს
პირადი
არაქონებრივი უფლებების დაცვას.
5. ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავისას არასათანადო მოპასუხეა პირი,
რომელიც არ არის განცხადების ავტორი ან რედაქტორი, ან პირი, რომელმაც
ტექნიკურად უზრუნველყო განცხადების გავრცელება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის
აშკარად და პირდაპირ უჭერს მხარს განცხადებას.
6. ცილისწამების შესახებ სასამართლო დავისას სასამართლო იღებს ზომებს
მხარეთა
მოსარიგებლად.
მას
უფლება
აქვს
გადადოს
საქმის
განხილვა
და
მორიგებისათვის დანიშნოს ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს.
6