„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 64 ✗ 2
ალტერნატიული წინადადება
✓ 3 ✗ 57
II მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-04-10
ბიუროს ნომერი 238
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJt(03tqnb JJdq J0il60lll, Illi'4nU
AJqJEUSt0[q0bJ 6nt4AJ0[?qI td0llll
Jdntd0lll, AJ6bIq3[[ J'6n0tETdllU
CJEUtbil, ?tl,Jbtl
10 cJ6"q". 2012 VCR.
rdOo N 238
b.:jr16o36qt'rt 3.:5r'r5ob Jriernjgo,,bsjr16o3nqrrb rqSoSoL$t6r3o1q
brSo rrr o rq q r 16 g 3 g3o ol 3rrqgjt?o 63qoqXlob ?3$o5oL ?3brbn}"
l*j. €o6.1615 lrc;p3o,.r lr$o5oL$t6o
lr.rlx6o3Xqolr 3oo36ols
lu;oobo,r ,t.An$a$n
8 - l1 0aoto
I - 4 a.tolx'
1iu.tt t'1^':t..rqe- ."a"p"
.:q.trG$ol, itsRAL,,r qJgotr q.l ll.lacr}rqJio
o5$md\J,nl, J'ao$a6t'
n4
r*L t .'s'g6
^sqir6
tr'rs< 'rrq6
lrsjs<6or3nqmlr )sr4q'.''3X56oL bo2t4o rq615L:
lrs'ls6orreoL Jrr6qr335$ob ;r'r0o$X$XbL; qr I'rsJ;r6qr3n5$r'r 3t6rj3oX6?o
[-.".,9x.,ir"s-.,ia"$olqo-':
j$obJ<4r'rxl$ol-r6.'5boq3t
L.>;lsr4or3nqrnL Jrr6qr0g5$ob
nr;305Po3.:t4n
4
psSoor }.rjr6;d3
საქართველოს მთავრობის წარდგინება
bS」 δ
̀m80興
Ob 0058
ObS
brj16or3gq,erb Jst6qrrEg6gtr
V
lsjr6or3gqx'rb Jar6b0o00ooob 67-C 6pbq,oL 0gt.rsbsOobrqr
br3r6er60qrgbqr.r o6o6o.:6o9olr $gboor $rr60r'r5oqr696or b;jrr6o6Xq,ol.r
3r6r'r6ob Jt6rngjgb ,,1-r.:j$or39q,tdr .:qEo6ob66,:6ogq,
l.t$s6orq,qr:t+p333;or.: 3r'rqr3 jLr6o 63q,oq,g0ol_r 036.16o1-1 0gl}Jbgb".
J690oX64o6oLg6o
N 1/63
06042012
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b006b▼
860
しヽdヽ あ(D80ROb 80ヽ 86(■ )も 0し 2012 Ψgroも 5 0360gCOも しbR(1)80も
■ 13(り d00Rヽ 6
XLll. lt.rj.:6or3Xq,cir 3r6o6ob J6mCdOo ,,brjJ6ogCq,ob rlQAo6oLO60oIq, Ur0r6cDrq,er6egCaroJ 3r'rqpjtroo 63q'oqgbol_r tsCo.)6o1, SCUrbCb- ($r6aoreAo6r
t rCr6ogCq,oL Ao6!6rE brCACo)r UJAo6oUO6oA)
Itjr6o6gq,ob Sobr6rb LrdACo,r LrAo6oL$6rla (o.A36r6oBgoqro) l$qo0rS3 6$oorjagq,o $obrqpregbCboL 6.rogsqrol.rgo636oor A(,.58.bJesrb re6oa65q,o
l,))_
Eoq'orcr 3116o,>69o, t5<'r03q,ob 6rpsggSU l.rj,:6o3Cq'olr JJ6q,JaC6OL
Ir,.l
V
j.:6rn3nq'rntr J603o06-aosltl,66o
lr;j.:r4or3gq,oL fl ms316r'rloL
,1,'51;lqrttiootr i13<6r'rLo
Jr6o6J6oCJOoL
br6brboq,&K,)e.
5. 6,r{<,.:ilroo
鈍1
N 劇0̀:11` J喫 0■
)
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ცვლილების შეტანის შესახებ
კოდექსში
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
116-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვებისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის
ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან
საურავის გადაუხდელობისას ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-7 ნაწილებით
გათვალისწინებულ შემთხვევებში, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.“
2.
117-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 500
ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის
გადაუხდელობისას, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ჯარიმა შეიცვლება
ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.“
3.
118-ე მუხლის შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს
შედეგი რედაქციით:
„1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი
150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში
ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით.
2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის
ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან
საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.“
4.
1181-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 150
ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის
გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების ჩამორთმევით 1 წლით.“
5.
1182 -ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის
ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან
საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება მექანიკური სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით.“
6.
1183-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის
ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან
საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების ჩამორთმევით 1 წლით.“
7.
119-ე მუხლის შენიშვნის მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი, მე-2,
მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს
დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით
განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით.
5. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-4, მე-5, მე-6
და მე-8 გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი
500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში
ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუაების
მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.“
8.
120-ე მუხლის შენიშვნის მე-4 და მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი მე-3
და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის, აგრეთვე ამ
მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში პირს დაერიცხება საურავი
500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში
ჯარიმისა ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.
5. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის
ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა ან
საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების ჩამორთმევით 1 წლით.“
9.
121-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 500
ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან
საურავის გადაუხდელობისას, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ჯარიმა
შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.“
10.
1211 -ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი
500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში
ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.“
11.
122-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნას და მე-5 ნაწილი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი, მე-2
და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს
დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით
განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.“
12.
123-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 500
ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან
საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების ჩამორთმევით 2 წლით.“
13.
125–ე მუხლის:
ა) მე–6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქვეითო გადასასვლელის გავლის, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის
მონიშვნის ხაზების, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი ან ხმოვანი სიგნალით
სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან ავტომაგისტრალზე
მოძრაობის წესების ანდა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის
პრიორიტეტის დარღვევა, აგრეთვე მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით
ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რაც
აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 ნაწილი:
„62. გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის
დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“
გ) მე–7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების,
პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან
ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის
დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის
წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის
დაბრკოლების შექმნა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით“.
დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი:
„71. შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის
გადაკვეთა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“
ე) მე–9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ამ მუხლის მე-6–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები,
რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რამაც
გამოიწვია საცობის შექმნა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“
ვ) შენიშვნის 21, მე–3 და მე–4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
„21. ამ მუხლის 61 და 7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
შემთხვევაში განსაკუთრებული გარემოებების გამოვლენისას საქმის განმხილველ
ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა
შეცვალოს ჯარიმით 500 ლარის ოდენობით.
3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი, მე-3,
მე-4, მე-5, 71 და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის,
აგრეთვე ამ მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში პირს დაერიცხება
საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ
ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.
4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-6, 62, მე-7, მე8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება
საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ
ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით.“
14.
125–ე მუხლის მე–10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
10. ამ მუხლის მე-6, 62, მე-7, 71 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული
სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის,
გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის
მსუბუქი დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
15.
1271-ე მუხლის შენიშვნის მე-2 და მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი
150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში
ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით.
3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 და მე-3
ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება
საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ
ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.“
16.
290–ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ კოდექსის 116-ე, 117-ე, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 1271 მუხლებით
გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას დამრღვევს უფლება აქვს
დაკისრებული ჯარიმა საურავთან ერთად გადაიხადოს ამ მუხლის პირველი ნაწილით
განსაზღვრული ვადის გასვლიდან 30 დღეში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის ან საურავის
გადაუხდელობისას დამრღვევს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული
ვადით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის)
მართვის უფლება. ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისათვის ჩამორთმეული
მართვის მოწმობის აღებისათვის სავალდებულო არ არის მართვის მოწმობის მისაღები
გამოცდის ჩაბარება (გარდა ამ კოდექსის 116-ე და 117-ე მუხლებით გათვალისწინებული
სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებისა).“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
კანონპროექტზე: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია როგორც საკანონმდებლო
ბაზის დახვეწით, ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უფრო ეფექტური ღონისძიებების
შემუშავებით. საქართველოში ჩადენილ სამართალდარღვევათა ანალიზის საფუძველზე
მიზანშეწონილად ჩაითვალა გარკვეულ სამართალდარღვევების თავიდან აცილების და
პრევენციის ღონისძიებათა გატარება, რისთვისაც აუცილებელი გახდა საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში კონკრეტული ცვლილებებისა და
დამატებების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი:
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ხელს შეუწყობს უსაფრთხო საგზაო
მოძრაობას და აღმოფხვრის ხარვეზებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი
ითვალისწინებს
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებების და დამატებების შეტანას,
რომლის მიხედვითაც სამართალდარღვევათა კოდექსში სწორდება არსებული
ტექნიკური და განისაზღრება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უფრო ეფექტური
ღონისძიებები. კერძოდ:
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის შეფარდებული ადმინისტრაციული
ჯარიმის ან საურავის, ანუ ერთ–ერთის გადაუხდელობის შემთხვევაში
სამართალდამრღვევს ჩამოერთვმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლება. პრაქტიკაში აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით არსებობდა
არაერთგვაროვანი მიდგომა, რამაც განაპირობა წინამდება საკითხის უფრო
ნათელი და გასაგები ფორმით ჩამოყალიბება;
125–ე მუხლის მე–6 ნაწილიდან ცალკე სამართალდარღვევად გამოიყო – გზის
სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების
ან/და მანევრირების წესების დარღვევა. აღნიშნული სამართალდარღვევა
ყალიბდება 62 ნაწილის სახით, რომლისთვის გათვალისწინებული იქნება
ადმინისტრაციული
ჯარიმა
50
ლარის
ოდენობით.
ამ
ნაწილში
ადმინისტრაციული ჯარიმის 20 ლარიდან 50 ლარამდე გაზრდა განპირობებულია
იმ გარემოებით, რომ აღნიშნული სამართალდარღვევები თავისი შინაარსით
წარმოადგენს უფრო მძიმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას;
125–ე მუხლის მე–7 ნაწილიდან ცალკე სამართალდარღვევად გამოიყოფა აგრეთვე
– შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის
გადაკვეთა, რომელიც ასევე წარმოადგენს უფრო მძიმე სამართალდარღვევას.
შესაბამისად,
აღნიშნული
სამართალდარღვევისთვის
დადგენილი
პასუხისმგებლობა 50 ლარიდან იზრდება 100 ლარამდე. ნიშანდობლივია, რომ მე–
9 ნაწილისგან განსხვავებით 71 ნაწილით გათვალისიწნებული პასუხისმგებლობის
დაკისრებისთვის სავალდებულო არ არის საცობის შექმნა. შემხვედრი
სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა
გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას 100 ლარის ოდენობით,
მიუხედავად იმისა აღნიშნული ქმედება გამოიწვევს თუ არა საცობს;
125–ე მე–9 ნაწილით გათვალისწინებული პასუსიხმგებლობა იზრდება 100
ლარიდან 200 ლარამდე. ამასთან, ამ მუხლით გათვალისწინებული
სამართალდარღვევა, კერძოდ – შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი
უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა ამ ნაწილიდან გადადის 71 ნაწილში და
ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მიუხედავად იმისა გამოიწვევს თუ
არა აღნიშნული ქმედება საცობის შექმნას;
125–ე მუხლის 61 და 71 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების
ჩადენის შემთხვევაში საქმის განმხილველა ორგანოს უფლება ეძლევა
დაკისრებული მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს 500 ლარიანი ჯარიმით;
125–ე
მუხლის
10
ნაწილით
გათვალისწინებული
იქნება
აგრეთვე
2
ადმინისტრაციული ჯარიმა 250 ლარის ოდენობით ამ მუხლის 6 და 71
ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, რამაც
გამოიწვია გზის, ტვირთის, ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის
მსუბუქი დაზიანება.
ბ. კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
პროექტი ითვალისწინებს ზოგიერთი სახდელის კიდევ უფრო გამკაცრებას, რის
გამოც კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას მოახდეს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილში ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებსაც
შესაბამისი სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში მოუწევთ შესაბამისი
საჯარიმო თანხების გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტის მიხედვით გარკვეული ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთ მუხლში, კერძოდ ცალკეულ შემთხვევებში
იზრდება დაწესებული ადმინისტრაციული ჯარიმები, ხოლო რიგ შემთხვევაში –
დგინდება ახალი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები:
125–ე მუხლის 62 ნაწილი ადგენს 50 ლარის ოდენობით ადმინისტრაციულ
ჯარიმას გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების,
მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევისთვის;
125–ე მუხლის 71 ნაწილი – შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი
ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის აწესებს ადმინისტრაციულ ჯარიმას 100
ლარამდე;
125–ე მე–9 ნაწილით გათვალისწინებული პასუსიხმგებლობა იზრდება 100
ლარიდან 200 ლარამდე;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთების არსებობის შემთხვევაში:
არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციების
(დაწესებულებების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ:
არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.