„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.04.2012
ავტორი
საქართველოს მთავრობის კანცელარია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/436/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-04-10
ბიუროს ნომერი 238

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
CJFttbfll, ?Cl,Jbtb l0 sJt6oqo. 2012 SrRo ,,JAo N 238 bojr6o36qob 3o5o5ob Jr6o3j$o ,,a{r50a-\U ?0t':bJ}:: trsil'>r6o36qoll 3r5o5?o S3qoqglob ?X$r5ob oood'>tn" bi!6o3Xqolr 0o.r3r6oloL 3.r6g3q.r6o.r lr.rj.v,ro3Xqot Aors36ols t.rjo6JSLo-lr.$oX3gX$o 3o0o$3$o I - 4 3.rlro Jr*4A6t&\ ,,oa,e]ar aDtd6' 8- ll 0soto t'rDe(,J,sa Lrjsr6ogXqoL J;6q':3X5$oL 5o316r'r':p665b: b$':<zrq':3X5$rn Lr;l;16o36qrT b Jr<4qr8n6$ob. ;:9"Oqq0-1t"^ .Tr^ e.t"n$t.it" 5ot43;$o2q'o sJ$ob Jt6on; $ob aib boRSr br;l;rvrar3nqcoL J':14qs0n56ob ors336Pco0s16X 3 g16t j6oXb?o qs3oor b.: jr6sdn
საქართველოს მთავრობის წარდგინება
bδ Jδ m80ROb Om53̀0ふ δ brjrt6o6gE <'rl, Jrt6q,r0C66lt br$6cn3gq,<nb 3r.r6b6o6g6oob 67-C 0gbq',ot-r Bgtr.:br0olrq It.;3r6<'r60qrgbq<'r oEogorgogob $9l.roor $r60r'rgoqr636or brjs6cngq,oL 3r6o6ob i6mXj6b ,,b6r6oC0ob oCbrbCb" bs j,:r6o63q,rnli 3r6r,r6tso CBqoqCbob tsC0r6ob orx.rbrbg". J690o36-€o6oL66o N 1/64 06解 2012 ・A・ コニコ″
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b006b▽ 0 l10Jδ ̀(D80ROb 8ob8FoC)00b 2012 ,ROも o 5 δじ 0,マ 0も しbRoootl ヽ113(り doORb6 XCVII boJδ 6σ 00で ob 355o6ob 36oO」 ▼ 00,,6655o,ob OobbbO。 もぅJ蒟 030響 0し い6 3δ 0003智 P3 し。005oじ のか湖o漁り (OoObl10■ oOq"b。 。 60230で 0も 00。 」 86oい し し o3o6史 。 006cぃ 0903。 611。 bOm03090) Oo,o5000で ぃ 0ゃ ¨5o史 03。 5o530oO」 00o。 ぃo5o∞ もし ″ が∞cmb 3蒟 ̲ 可。 "60しや o6じ ● bOで 30Ψ 。 でo005oし ら ln j;16or3XqroU J6CAo06-3('GoL66o lrlJ.;drrn3SqoL 3ors316r,rAoL ,1;561qsrtrooL lgriroLo ▼ 6.6oq;.;1+ro ● 3()̀010鯛 ̀X'o
საქართველოს კანონის პროექტი
registraciis # 07-2/436; 06.04.2012; biuro # 238; 10.04.2012 კანონპროექტი საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 11) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: ა) მე–3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია: სამეცნიერო გრანტების გაცემა; საქართველოში განხორციელებული რეფორმების და ინოვაციების პოპულარიზაცია და მათი დამკვიდრების ხელშეწყობა საერთაშორისო საზოგადოებაში; პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისათვის დახმარების გაწევა განათლების, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, მდგრადი განვითარების სფეროში, ბუნებრივი და ადამიანური ზემოქმედების შედეგად გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრის საქმეში.”; ბ) მე–4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) საერთაშორისო ორგანიზაცია, უცხო სახელმწიფოს სამეწარმეო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;“. ან მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე “გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადების მიზეზია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშაცება, რომლის თანახმადაც აღნიშნული ორგანიზაციია თავისი ფუნქციების განსახორციელებლად უფლებამოსილია გასცეს გრანტები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ გრანტების გაცემისა და მის მიერ გაცემული გრანტების შესაბამისი ადრესატების მიერ მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის პროექტით გრანტების გაცემის იზრდება იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიზნების ჩამონათვალი, რომელიც უფლებამოსილია გასცეს გრანტები. შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, უფლებამოსილი გახდება გასცეს გრანტები არა მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა მისი საქმიანობის მიზანია სამეცნიერო გრანტების გაცემა, არამედ იმ შემთხვევაშიც, თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიზანია საქართველოში განხორციელებული რეფორმების და ინოვაციების პოპულარიზაცია და მათი დამკვიდრების ხელშეწყობა საერთაშორისო საზოგადოებაში, ასევე პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისათვის დახმარების გაწევა განათლების, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, მდგრადი განვითარების სფეროში, ბუნებრივი და ადამიანური ზემოქმედების შედეგად გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრის საქმეში.. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კანონის მე–4 მუხლს დაემატა „თ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, გრანტის მიმღები შიძლება იყოს საერთაშორისო ორგანიზაცია, ასევე უცხო სახელმწიფოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაწევას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მის განსაზღვრის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროეტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრვ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში არ მონაწილეობდნენ სამთავრობო დაწესებულებები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: კანონპროექტის შემუშავებაში სხვადასხვა ორგანიზაციებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს მთავრობის კანცელარია. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.