„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.04.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/583/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-04-10
ბიუროს ნომერი 238

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
t,Jdi14[lilCqnU iI14qJAt60lll, lITdnU AtqJFUtC0llqilll 6n,6AI0[!qll lil0llt Jdntil6lll, al6bflqtIlb ldnDilcrdllI ql6UilbllL ?ill,JbtA l0 sJr6opo. 2012 $xqo roj0o N 23t Urjrt6o36qob .3sEroSoL Jr6rT 6j$o ,,b{.:r4o-p59! b'>8r'r;lrqrjrT brJr6argnto ,;rT q6iU?o Ssqoqglot ?6$.:5ob ?Xbrh3}" loj. J.rt6q.rA25$oL $&16,&: J. JbfrtsJ6,odC, r. ,rtdJSr o1drlqrr3R lt3oollo.r d.&6C0n 1-48mlm E@ 8 - 11 3.ro1ro a,,Wa L"a.n w! !',l P" rpJeorsot ?3qAls,r q{iPtr $ lllA.'}tq"+.o n6$md\J,x'L orrrAo$C$o .aat,',ne,, ioaPar ^.[d6,,.a,cPJ'rs* trsjs16or3XqmL Jsr<rqr8nS$ob doSdro':q665b: Lrj.:r6or6nqerb Jrr6qr0X5$ob 3r'r0o$X$nlLr p; L;J':r4qr3n5$r'r 3t4':j3oXd?o p.-qx.L- 5r'rt40r$o1q'o ;i$ob Jr6o0t$ob 6'>5boq3; Lrjr6orgngot Jrt4gr3n5$oL or;334qer0;6n 7 qs3oor drjr6sdn
წერილი
l, JJ6gPJA05O0b St360 ltlj;4aXnpo b ).;6q',:0n5go lt nJndnqol) ltso66l5ots6olt g$xnfi.>0n5@oL 796o Llt nl,:q't,:[o6 no4d lqoi:ii:odn lt lsql,:go5o XoXt6, L.:jsr4orSnqot,.p5tr6o62gooL 67-X 31bqoU ors6.>b0llq $;dr8r.r6oq635or Lrjst6or3nqolr Jsr6q.:3n5gob ['66ndot,jrb$n6 s5grg.:6odoLs p.> t3o.>q;1,1s3.:L 3ont6 trr,.1.:5o63q6f,qo o6o6osgo3oL $3lroor 8o8t.>qX}1q ;.:5o5Jr6o3j6lr: "tr;lu6o3nqot lrsSojrq,:;lo ltJ6ogXto ,pqgjt?o g3qoq6lot t00r5ol., tsClrrhC}". 5orbo3o, $n&n.:q5ot51q ;,>6o6J6ofl gL 3ot53o ?3ltd.:0oLo SL3qnqrrl..l. oh. qs5,:t4oo: -' g1?(611qsq JsgogoLgX0oo, .)rbrd06 !51r3,)6od0 J ?oauinqAleqm' J boaoqr?0nq. 6nA: 28 16 9l *-
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 70–ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში - ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.”; ბ) მე–3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საკითხები, ხოლო 73–ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.“. 2. 71-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.”. 3. 73–ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.”; ბ) მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით ან/და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.“; გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ადრესატისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს. ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას უწყების გადაცემის დრო აღინიშნება ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ტექნიკური საშუალებით მოწოდებულ დადასტურებაში ან/და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილ აქტში.“; დ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.”. 4. 184–ე მუხლის მე–3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი სასამართლო გზავნილის ჩაბარება დასტურდება ადრესატის მიერ ელექტრონული საშუალებით მიწოდებული დადასტურებით.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია სამართალწარმოების პროცესში სასამართლო გზავნილისა და უწყების ჩაბარების წესის ოპტიმიზაციის აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია სასამართლო უწყების ტექნიკური საშუალებით ჩაბარებისას, როდესაც ტექნიკური საშუალებით მიღებული დასტურით დგინდება უწყების ჩაბარების ფაქტი და დრო, აუცილებელი წესით არ მოითხოვებოდეს ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ აქტის შედგენა, აგრეთვე ხელშეკრულების მხარეებს მიეცეთ საშუალება თვითონ შეთანხმდნენ სამართალწარმოებისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის მხარისათვის მიწოდების წესზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამსიად, „ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ აქტის” შედგენა იქნება სასამართლო უწყების ჩაბარების ალტერნატიული და არა ძირითადი (აუცილებელი) მტკიცებულება და სასამართლოს მიერ გამოიყენება მხოლოდ საჭიროების შემთვევაში. პროექტი ასევე მხარეებს აძლევს საშუალებას, შეთანხმდნენ სასამართლო გზავნილისა და უწყების ჩაბარების კოდექსით დადგენილისაგან განსხვავებულ წესზე და ეს წესი სამართალწარმოების პროცესში აღაირებულ იქნას როგორც სასამართლო უწყების ჩაბარების ერთ-ერთი ფორმა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება ვალდებულებების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: სამართალწარმოების პროცესის მხარეებს მიეცემათ საშუალება თვითონ განსაზღვრონ შეტყობინების/სასამართლო უწყების ჩაბარების წესი, რაც მისცემთ საშუალებას შეამცირონ მეორე მხარისათის შეტყობინების/უწყების ჩაბარების ხარჯი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო და მრავალმხრივ ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები მიღებული იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა დ.დ) კანონპროექტის ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა ინიციატორი:საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ