„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.02.2012
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/402/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-02-07
ბიუროს ნომერი 222

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJ,40li0qnU JJ'6qJAil60lll, bllTi4nL aJqJFUSt6flq$tl 6n6At0[Iqfl Jd6[lJ Jdntd0nb aJSbIq3nL Jdnt]tqt6nL qJFUibllL ?tl,tbtb aiAo N 222 7 osl363.,qo. 2012 gxqo Lrjr6o33qoL ;r5o5ob Jt6r'rgjgo,,UrJst+ro36qt'rU bs5sq,:Lubsqo 3oq3;lL?o g3qoqSdob ?ggrSoLr ?31.:bXI" lr.rjo6o3Xqo! 0o.r3t6ob.r lrogo6o6l-ro-LoloXSg$o goSo$X$o 21 - 24 orCIC6AJqo 28or3a3a3qo-2aJ66o r66rt61q lrcaooboc aoSo$3$o ttjs6o36qob J;r6qr835goL Bogt6o sq6n6L: l-r;Jrt6o3ngob Jrt4gr865goL So0ogsgndbo qu LrJsr6q.:0n5gm Sr6ojgogbBo Rro$Ur.rtr 5or<r8;go2qo,:jgoL Jr6r'rnjgoL 6r5boq'3s Lrj;<?ror33qotr J;16q';365$otr or;333qpo3s16n 1l [).--;-\ -t ' '\ ps3oar d..' jr6sd3
საქართველოს მთავრობის წარდგინება
bJdJd,080se0L 3mJ360bJ brj16ogXqeir J,:6qsA36gb brjr6or33q,t'rU 3o6b6o65gool-r 671 agbq'ob 69b:b.:0oUrqr U;3s6r'r60qrg\x'r o6o6orgo3ob $glrcor $.>ttr0o6oq966or bs$t(o39q',r'rb 3,:6o6ob J6ogj6b ,,brjr6o6gq,crb lrr6.>qrrbsbsqxn 3r'rqrSjlrtso 63q'oq'30olr 0goD6ob oxusb3b". sq6o0Bgq, 3.:6o6Jtvmgjgbg brj,i6o4gqx'rlr Js6q,.i0g66ol-r br3<'rOogggo (,r JqlCErF,Uql Ltbq.ooA3bbg Ao0bb3530q,,>q.o ps6ots&3q,o.i Uijr6or3gq,ob go6s6lrols 0o6oll56oU aorq'Aoq,g 6flbgqrs6 3302qr.>6o.:. J6,CaoC6,-€o6ot Otrx) Nvll 02.022012
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
54(,65VC60 LJdJ6o)3Cq(r)L a0J360d0L 2012 tR0b 31 0J5360b bbq0aob N4 0da0RJ6 XXVII . Lrj$o63q,olr 3s6o6ob J6(,CCOo ,,l.,rCr6(,,30q,si, Urbrert rbreo 3oqrgjbao $E'(('Cbou tsC0D6oL BCl.,JbJb" e) LrCr6oAJq,clU 0ot36o6ol-r 6.>63.ut6pqrgbou JtSoalgo ,,5 39agq,J6oJr LrCr6o3Cq)('lb aors3ttrobol_r Ur3JbsrbaeCbq'o .)6()0()r- O%og) $r6eAC6oq, 3.r6obJt6ogjgiq 6oabu36gbq,rq-o e,)6oa36ob Eturbrb.. (aoabL36305q,o UiCr6,ol3Jq,r'rl, tsoEJEUo,r 6o6oLr66o e.53o6(,JdC) 1. 3o$r'r69agq, oCEcL $Jffic)eac6oq,o JrExrF r,(,rCoo lpr bJerrub ljrjs6o3cqob JJf,q,rAr6OU br6brboqBCq,rp. 2. Ar'r$r'l6Cbuq' ojECL $rrldr.reAC6.lq,o b)6Jr66gq,CboL J6<.rftl6o. LrJr6or3gqot J613o16-3o5oLgt6o l.ujurrro3gqmL 0o.:36oloL ;sEg6qs6oot 2gt6olro
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სსმ, №33, 09.11.2009წ., მუხლი 200) 168-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები: „ფ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლის (კვერცხის)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე), გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ქ) საქართველოში წარმოებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0201, 0203 11 – 0203 19, 0204 10 000 00 – 0204 23 000 00, 0204 50 110 00 – 0204 50 390 00 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართვეოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის კონკურენტუნარიანობის წარმოების ამაღლებას განვითარებას იმპორტირებული სოფლის და მისი მეურნეობის პროდუქციასთან მიმართებაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილს ემატება „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები, რომლის მიხედვითაც საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) და ასევე, საქართველოში წარმოებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის და თხის ახალი ან გაცივებული ხორცის მიწოდება თავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირება, გამომდინარე იქიდან, რომ აღარ მოხდება საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებისას მასზე დღგ-ის დარიცხვა. თუმცა, თუ რა ოდენობით მოხდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირება, ამის წინასწარ ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას იმ პირებზე, რომლებიც ეწევიან საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას. კერძოდ, შეუმსუბუქდებათ საგადასახადო ტვირთი ვინაიდან აღარ მოახდენენ ამ პროდუქციაზე დღგ-ის დარიცხვას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის დ.ა) მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.