„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.02.2012
ავტორი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/410/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-02-13
ბიუროს ნომერი 223

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJ14 000qnL JJdqJA060lll, bll!6nll AIqJfU000[qCbl 6n,(AJ0[!qfl Jd0llU Jdn0d0lll, AlSbnq0llU Jdnt)0qXdllU qilEttbnU ?ill,Jbflb r'dAo N 223 13 oxls63.'qo. 2012 fcRo br;lrr6og6qmL 3s5o5oL Jrion;lgo ,,brg;lo0r'r U,:jSorSolob ?nL,:b6d,. t.:J.:r4o3gqotr ;r5o5?o g3qoq6doL ?ggrSob ooolot6" ,aJSat4oCqmlot' qqSoLc qs lrogorqi6 l$Jos'bo,c Jr'&6'6r' 6 - 9 Ard,6o 13 - 16 ard,6o lJnJ4AOa Aot)A$ot) t)ntn.d4|o 6n4nqa ,p&W6$\ ,,oalaor po[./r6J t{DA'4'Jdtq'a Lrjr<6o3nqerL Jrr6qs365$ob Eo2r4o ;q665L: LrJ;r6orgXqob J.:r6qr8n5$ob dcl8o$6$gdtJr pr brJrr4q,>3n5$o g16sj3o3d?o R.\o$flmb 5r.rr63rgo2qo rj$ol-r Jr6ogj$oL 6.:5boq3.> L;jo16og6qr.rL Jsr6q.:315$ob orr335po3rt63 L- ,t p,:3oor d.: jr6sd;1
საქართველოს მთავრობის წარდგინება
mb om58FnOb5 しδJδ ̀lD30'で bsjr6or3gq,eir Jr6qrr0966tt V bsj,:6or39q,r'rb 3<n6b6o6g6ool-r 67-1 aubq'ob o0b$$obsq-o l-r.:3.:6or60q3\,o o6o0or6ogob $gl-roo $r66o6oq6g6ot lrljrfro6gqx'rb 3$o6ob Jt6<ngjgb ,,brgjoOr'r brjOorbnbob 0gtl:bgb" l-t.r j.:6or3Xq,rT U 3.>6r'160o g3q,oqpbol-r 036r6ob orv'rbrt3". ,:g6o06gq' 3s6o6J6r'r3j$tg lr.: jv6orgq,t'rt-t Jfq,r0366ob UrJ('}AoOCOC) qgr Jq,C656,.Jq) bbq.oera5abg 0o0bb36Xbq,ry qr$ots6gq'o.> t-rs j.:t6o6gq,r.rb 06t'r0ol.r, X.:60t6o3q,crbolt qrl br'6orq,36o q-o:63oll 0o6ob66olr 0r.r;qr6oq,3 0ob3oq, qnq,odg. J6g3ogt6-6o6oU66o N1/18 100212012 6o31 6oq,rgt6o
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b805b▽ 0 0 1,.\d)60il0t((rL aOJ[i6(ldOtJ 2012 VROU 8 o1]gr43q,olr Lb!S0)A0L Nr・ 5(1)d00Rヽ 6 XXXll. Urj.r6o63qroL Jr6s)6ot J6,oCCOo ,,lrrCCoAo [rj0or6o6olr ACIrrbCo" brc)6cDgCq,ob Jr6o6Bo O3q,oqCbob tsCOJEoU or(')ortC" q.> l.rrjr6or33q,cir 6or;36o6oL D6Jr66Uq,36oU &6o3jgo,.a.qmq,odoU lr{.r6o63q'rnb 0o:1316r}bolj cl6rr3rlr$o3rlol grd)e6C6oq, JrberEJd,alCCO(bC 0o0bt.r3636q,rqr (0o0bUgfu6J(,o l)JCJ6oBCq'(')L A6(.lAob, XrbAi6o0q,('laolrJ 8gLrbgb" (,r6oag6olt ei l.,o6orq,U6o er63o[, ao6ou66o J.U6UtsJdC) tr.>3.>6r'r60qpg6q,o 1. acl$('t6CbUq, od6Cb Sr6,A(')(,0C6oq'o 3s6o6J6r'ralgo JJ6q,JaC6Ob arbtrrboqBCE J(p. er aie)COCb lrrdrd,ogCqx,ru 2. 6o$o6gbgq, oj63b 0r(ffir.leAC6oq,o br6Jrf63q,Cbob J6or:JOo. lrr;j.r6or3;191r,rL .l61ilo;6-iJoGobgcro ツ l1.,ij.\6o, Jr,<,r,rt, fl or.r36odo1r ,y.r51 ;;1r.{',\d)ooL,it.36rr Lo
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი1. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N18, 28.06.2001, მუხ. 62) მე-100 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 100. უმცროსი ექიმის მიერ 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მიღება სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ 1. უმცროს ექიმს 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, თუ: ა) ჩაბარებული აქვს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და მოპოვებული აქვს საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა; ბ) ამ კანონით დადგენილი გათვალისწინებულ პერიოდში წესით მუშაობდა დაადასტურებს, რომ ამ მუხლის დამოუკიდებელი საქმიანობის საექიმო მე-2 პუნქტით სუბიექტის ზედამხედველობით; გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მის მიერ შესრულებული სამუშაო შეესაბამება ამ საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2. უმცროსი ექიმის მიერ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მისაღებად აუცილებელია, რომ შესაბამის საექიმო სპეციალობაში მისი მუშაობის ხანგრძლივობა არ იყოს ამ სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები. 3. უმცროსი ექიმის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესს შეიმუშავებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 4. პირს, რომელიც უმცროს ექიმად დაინიშნა 2005 წლის 1 სექტემბრამდე და დადგენილი წესით გავლილი აქვს სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი (ნაწილები) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცეს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისა და საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის მოპოვების შემდეგ, ხოლო სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტისას, მის მიერ 2005 წლის 1 სექტემბრამდე შესრულებული სამუშაო და მუშაობის ხანგრძლივობა ჩაითვალოს სარეზიდენტო პროგრამის შემადგენელ ნაწილად.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ კანონპროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი მიმდინარე ეტაპზე დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის გავლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/სასწავლებლებში; აკრედიტაციის საფუძველზე ხსენებულ დაწესებულებებს, ასევე, განესაზღვრებათ რეზიდენტთა მაქსიმალური რაოდენობა (კვოტა), რომლის გატარებაც შეუძლიათ მათ კონკრეტული სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში. თუმცა, გარდამავალ ეტაპზე, ვიდრე განახლებული ჰოსპიტალური სექტორი სრული დატვირთვით ამოქმედდება და შეიქმნება სარეზიდენტო მზადების ახალი ადგილები, მიზანშეწონილია, სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვება შესაძლებელი იქნეს უმცროსი ექიმად მუშაობის რეზიდენტურის პროგრამის ხანგრძლივობის სტაჟის არსებობის შემთხვევაშიც. წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზეზია განახლებული ჰოსპიტალური სექტორის სრული დატვირთვით ამოქმედებასა და სარეზიდენტო მზადებაში მათ ჩართვამდე ახალგაზრდებისათვის შესაძლებლობის მიცემა, უმცროსი ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გზით მოიპოვონ სახელმწიფო სერტიფიკატი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია გარდამავალ პერიოდში დიპლომისშემდგომ განათლებაზე (პროფესიულ მზადებაზე) ხელმისაწვდომობის გაზრდა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, დიპლომირებულ პირს (მედიკოსს), რომელსაც ჩაბარებული აქვს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და გააჩნია საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა, შესაბამის საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის ტოლი სამუშაო სტაჟის არსებობის შემთხვევაში 2015 წლის 1 ოქტომბრამდე ეძლევა უფლება, გავიდეს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე და მოიპოვოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი. ბ) კანონის პროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონის პროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონის პროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი, არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონის პროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი). გ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს. გ.ა) კანონის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონის ხელშეკრულებებთან პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხივ კანონის პროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონის პროექტი არ ყოფილა წარდგენილი ექსპერტებისათვის. დ.ბ) კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ კანონის პროექტი არ ყოფილა წარდგენილი ექსპერტებისათვის. დ.გ) კანონის პროექტის ავტორი კანონის პროექტის ავტორია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. დ.დ) კანონის პროექტის ინიციატორი კანონის პროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.