„სააქციო საზოგადოების - საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-02-13
ბიუროს ნომერი 223
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,ldJ,(fl 0tqnL JJ'6qJA060lll, b[!dnU
AJqJtUtil0[qilbJ 6ni40J0llxqll JJ0lll,
J,6nCd0lll, Ail6b0qillllr J6n0ilqXdllU
cI6ttbil, atl,Jb0[
.'rj& N 223
13 oglgr43cqo. 2012 SCRo
Lrj,>r6o3gqmt 3;5o5ob Jt6ogjgo ,,L.:.:jgoo [t$r.r6rpo6]oU - [tJrr6gSotnr6r'r goSqoL
?gUsbgd" bojrt6o3gqrnL,;r5r.r5?o g3qoq6doL ?39,>5ot ouob;$3"
Lrj. JsriqsSnSgoU $63661o:
$. ,11,;sgs, o. $yvr$18os
lo3oSr6to-lrulol3gX$o 3o3o$3$o
13
6 - 9 4x66"
- 16 ar66o
JptSnar* l)LpoAn$t
r66c61q lrcanorttor.r,fa"6a$n
t*adtAa 6ied4@ ^D4/r6! bJDgaJjrsa
bo j,>r4or3nq'rn l-r J;r6q;365$oL bo216m rp6n5L:
Lsjsr6orSSqob J.r<6qr365$ob,;rn3o$X$nlLr pr LrJor6qr0XS$r'r St6rjgoXb?o
q.r95.L-Srodr8r$o2qo rj6otr Jt4r'rnj6ob 6r6tog3s
Ls jrr4orgXqoL J116q;365$oL
os30lPrnOr166
t2
^
.1 L
4
/.f
\
q13otn 6rj6rdn
წერილი
l,JdJ6UlE0R0U JJ6RJ005O0I, 9C360
lrsj,>t4or3nqoL .).:6qr3n6gotr sJsr6sgol
lr.:o165s5o$s6or.r R Jnd'0.!3066rrL t?]6r'lt'lr
jsqlrgoS Xornr6 1r3or5.:odlL
J.:qd;go5o noXt6,
tr.>jr16o3npoL,1m5L6o616ootr 67-a OlLqoL or6.:b8rp $st63rn6oq5n5or
L.:J;r6or3ngol-r Jr6R.tAC66oL $33r66doL $3osq ;1.1."3r1t qs orno314s1, $16$.13oslr
0o116 L.:;,>5o53qXlqcr o5o6os$o3oL $XLoor 3o3trq681p LL:jrr6or3nqotr ;s5o5oL
Jr6o6j6L,,,l-rssjgoo Lsto6sqoXloL -
LrJrr6$5oot6r'r 3o5qoL ?nLobXI"
Lsjs6o3Sqotr 316oSto g3qopndoL ?n$.>5ot oroL,>$n"
6orto3or, $n8osg5ot52q
3L3q3qrnt.r'.
ob. ps6rrrroo, 4 gj1<6111qo.
Js$ogoL668oo,
$3o.:q ;1.p9,:
ono016.:$ S116$18oo
;r5o5oL Jr6r'rgjgb 0oL1;3o ?nLrls8oLo
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
„სააქციო საზოგადოების - საპარტნიორო ფონდის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სააქციო საზოგადოების - საპარტნიორო ფონდის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
13.04.2011, სარეგისტრაციო კოდი: 240060000.05.001.016271) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ფონდის მიზნებია მოგების მიღება და ფინანსური აქტივების ღირებულების
გაზრდა, ასევე კანონით აუკრძალავი ნებისმიერ სხვა მიზნის განხორციელება.”.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფონდი პროექტს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება
სოფლის მეურნეობის სფეროში იქნება მინიმუმ 5 მილიონი ლარი, ხოლო
არასასოფლო-სამეურნეო სფეროში − მინიმუმ 30 მილიონი ლარი, თუ
სამეთვალყურეო საბჭო სხვაგვარად არ გადაწყვეტს.”.
3. მე-5 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ფონდის მმართველობის სტრუქტურა
1. ფონდის უმაღლესი მმართველობითი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო და
აქციონერთა საერთო კრება.
2. ფონდის აღმასრულებელი მმართველობითი ორგანოა აღმასრულებელი ორგანო,
რომელსაც ხელმძღვანელობს დირექტორი.
3. ფონდის საკონსულტაციო ორგანოა საინვესტიციო საბჭო.”.
4. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს დამტკიცებული პროექტის მართვის
მონიტორინგს,
ასევე
ფონდის
წესდებით
გათვალისწინებულ
სხვა
უფლებამოსილებებს.”.
5. მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. აღმასრულებელი ორგანოს ძირითადი ფუნქციაა პროექტების შემუშავება,
სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარდგენა და დამტკიცებული პროექტების მართვა,
ასევე ფონდის წესდებითა და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა
უფლებამოსილებების განხორციელება.
2. აღმასრულებელ ორგანოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამეთვალყურეო
საბჭო. დირექტორი უშუალოდ ხელმძღვანელობს პროექტის განხორციელებას, ასევე
ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ფონდის წესდებით მისთვის
მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.”.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სააქციო საზოგადოების - საპარტნიორო ფონდის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება განპირობებულია სააქციო საზოგადოების საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დებულებების
დახვეწის აუცილებლობით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს „სააქციო საზოგადოების - საპარტნიორო
ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა შემდგომი სრულყოფა და ფონდის
საქმიანობის ხელშეწყობა
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით იხვეწება ფონდის მიერ საქმიანობის
განხორციელების მომწესრიგებელი ნორმები, ასევე ფონდის ორგანოთა უფლებამოსილებანი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
მიღება
არ
არის
დაკავშირებული
იმ
პირების
ფინანსურ
კანონპროექტის
ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და
გადახდის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ
ორმხრივ და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავოტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები ზვიად კუკავა და
თეიმურაზ წურწუმია.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები ზვიად კუკავა
და თეიმურაზ წურწუმია.