„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
10.02.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/556/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-02-13
ბიუროს ნომერი 223

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJdUl00qt1U ll6qJA060lll, l[[dnl, AlqJ6'U0C0nqCbJ 6n'(aJ0lliqll id0llll J16nilil0lll, aJ6bIe3[ll ldn00qIdil, qltU0bil, ?ill,Jb0b r'rJ& N 223 13 oglp6gcr.'o. 2012 $Cqo Lrjr6o3Sqot 315o5oL Jr6rngj$o,,b,>j,:t6o36goL LrOt,rjsqr;lo trJr6o6gbm 3t'rqgjt?o g3qoq'glotr ?6g15ob ?gUrb6d" l,{. J.lcrrraCS$ol 9CA6Aeo: J. ,p8q.r?3rqo, 3. ,S!.Br6od5, t. l$d. $c'Rlac56ol, Sasi'dn: 3$qrts3oqo, 3. ,S1.ry.tt6odX, t 3 r3s o1r6ogo2q lr.rSnobors 3el0o$3$o 6-9&6go 13 - 16 0s6go )<t6rdtp LLpoarXA Lca<'}qcjsqs&s6olr lSqXLrt R{Iotu o50Ca'6{JooL JoaoOC$o $ fq Ara 6.,AEar 4'rtifi6n orlra,q,et4"or Lrjr16o3XqroL Jsr<rqs8n5$oL do1t6m,:p565b: Lsj;r6or36qerb Jo6qr8n6$ob 3r'r0o$6$Xdb.: Rr LrJ,)6Rra05$o 316rj6ond?o qro$6ob 5o<63rgo1qo .)d$otJ J6m0d0oL 6;5toq'3r Ls jrr6or36qmL Jst4qrSnSgoL or33jqpo3;6n 13 ' i pr3oor d.:jr4sdX
წერილი
l, ;JdIRJACGO()I, $0460 LsJst4or3XqoL Jrr6q$366o1 .:Jsr4sgolr [rsor65;5o$r6oo RCJr66lals$oL tts6r'rlrt, j-5 XoXr6 Lnos6sod3tr J.'qbrgoSo 3o1616, L.:Jr6o33qolr ;o6trgogpgooL 67-6 82bqoL oro6sbS;q, bs;r5o58qn8qo o5o6o.:go3oL $'nLoo [strr0o6oq666o L.:jr6o6qoL Jst6q.r365goL [6t4X]oL: Jr3qX .11dqs?gogotr, ,.;oL.>d6dr r6ryrg.:t6odots qr $3osq ,11,j,r3rU 0o3r4 3o0$rp3d1q ,.1s5o5Jr6onjgU:,,1.:J.:r6o3Xgolr LsSojsq.:jo [r.:Jt6ogXLo,;oqXjt?o 66qoqn]ot ?ngsSot ?XLrbXb". 5orLo3or, tn8orq5ot52q ;s5r'r5Jr6on;lgL SotGXo, ?Xbsdsfolm 0L3qXqolr, ob. 4';5,s6oo: ,,10" gV46qtp. JugoSo116nSoo, )rgqX ;3bq;?goqo ;rbrbXr6 r5j6.>3.:r6odn $Xo;q 31.1.',3.: '1L'i)-"tt
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველ კარს დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი: თავი V1 სამართალწარმოების ხარჯები მუხლი 561. ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გაწეული სამართალწარმოების ხარჯების ოდენობა 1. ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გაწეული სამართალწარმოების ხარჯები შეადგენს: ა) გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 100 ლარს; ბ) გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების განცხადებაზე - 25 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 50 ლარს; გ) გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 100 ლარს; დ) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების შესახებ განცხადებაზე - 50 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 100 ლარს; ე) გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ განცხადებაზე, თუ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულება მხარემ მოთხოვა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 268-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის ა, ბ, გ, დ ქვეპუნქტებისა - 50 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 100 ლარს; ვ) ამ კოდექსის 2671-ე მუხლით გათვალისწინებულ განცხადებაზე - 50 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 100 ლარს; ზ) მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე - 50 ლარს, ხოლო თუ შუამდგომლობის ავტორი იურიდიული პირია – 100 ლარს; თ) სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 100 ლარს; ი) უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების შესახებ განცხადებაზე - 50 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 100 ლარს; კ) გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადებაზე - 50 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 100 ლარს; ლ) დაუსწრებელი გადაწყვეტილეგის გაუქმების შესახებ შეტანილ საჩივარზე - 50 ლარს, ხოლო თუ საჩივრის ავტორი იურიდიული პირია – 100 ლარს; მ) მოპასუხისათვის ამ კოდექსის 184-ე მუხლით გათვალისწინებული გზავნილის სასამართლოს კურიერის მეშვეობით ჩაბარების შესახებ შუამდგომლობაზე - 10 ლარს, ხოლო თუ შუამდგომლობის ავტორი იურიდიული პირია – 15 ლარს; ნ) საქართველოს ფარგლებს გარეთ სასამართლოს მიერ მხარისათვის უწყების ან გზავნილის გაგზავნის შემთხვევაში - 100 ლარს. 2. ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გაწეული სამართალწარმოების ხარჯები წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. 3. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეტანილ საჩივარზე ამ მუხლის პირველი ნაწილის ლ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების ხარჯების გადაუხდელობა არ აბრკოლებს სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვასა და გადაწყვეტას. ამ შემთხვევაში მხარეს აღნიშნული ხარჯი დაეკისრება საჩივრის განხილვის შემდეგ. 4. საჩივრის განხილვის შემდეგ მხარეს არ დაეკისრება ან დაუბრუნდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილ საჩივარზე სასამართლოს მიერ გაწეული სამართალწარმოების ხარჯები, თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა ამ კოდექსის 233-ე მუხლით პირველი ნაწილის ა და გ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით. 5. მხარის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის ნ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობა არ აბრკოლებს სასამართლოს მიერ საქმის განხილვასა და გადაწყვეტას. ამ შემთხვევაში მხარეს აღნიშნული სამართალწარმოების ხარჯი დაეკისრება სარჩელის განხილვის შემდეგ. 6. თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ მხარსათვის უწყების ან გზავნილის გაგზავნის ხარჯი აღემატება ამ მუხლის პირველი ნაწილის ნ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანხას, შემდეგ ხდება დამატებით გადახდევინება. 7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალწარმოების ხარჯების გადაუხდელობის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის ლ-ნ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანხებისა, სასამართლო უარს ეტყვი განმცხადებელს განხცადების მიღებაზე. მუხლი 562. სამართალწარმოების ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლება 1. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირები, ასევე, პატიმრობაში მყოფი პირები, თავისუფლდებიან სამართალწარმოების ხარჯების გადახდისაგან. 2. მორიგების ან სასამართლო მედიაციის პროცესში დავის მხარეთა ურთიერთშეთანხმებით დასრულების შემთხვევაში მხარეები თავისუფლდებიან სამართალწარმოების ხარჯების გადახდისაგან. 2. 71-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. 3. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია და მას უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 78-ე მუხლის დებულებებით. 3. 205-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. თუ არსებობს სასამართლოს მთავარი სხდომის გამართვის წინაპირობები, მოსამართლე უფლებამოსილია მოსამზადებელი სხდომა გადაზარდოს მთავარ სხდომაში. 4. 305-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 5. 3094-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 3094. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე განცხადების მიღებაზე უარი 1. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის, ასევე 3092-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას განცხადების მიღებაზე უარის თქმის შესახებ და განმცხადებელს დაუბრუნებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. 2. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე განცხადები მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. 6. 3095-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 7. 30911-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 30911. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების მიღება 1. მოსამართლე აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში იხილავს მისი მიღების საკითხს. 2. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის, ასევე 3099-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და განმცხადებელს დაუბრუნებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. 3. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. 8. 30912-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით სასამართლო განცხადების მიღებიდან 7 დღის ვადაში ნიშნავს დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას. 9. 30913-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების მიღების შესახებ განჩინებაში სასამართლო განსაზღვრავს დროს ზეპირი მოსმენისათვის და მხარეებს დაუყოვნებლივ აცნობებს სხდომის დროსა და ადგილს. აქციონერს, რომლის აქციების გამოსყიდვასაც მოითხოვს მყიდველი (შემდგომში – დაინტერესებული პირი), უწყებასთან ერთად ეგზავნება განცხადებისა და თანდართული მასალების ასლები და განესაზღვრება ვადა მოსაზრებების წარმოდგენისათვის. 10. 30913-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. სასამართლო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილება გამოაქვს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. 11. 30919-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 30919. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მიღება 1. მოსამართლე ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის შეტანიდან 3 დღის ვადაში იხილავს მისი მიღების საკითხს. 2. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და სარჩელს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად დაუბრუნებს მოსარჩელეს. 3. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლო განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. 4. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მიღების შემდეგ სარჩელი და თანდართული დოკუმენტების ასლები დაუყოვნებლივ ეგზავნება მოპასუხეს ამ კოდექსის 201-ე მუხლით დადგენილი წესით და განესაზღვრება ვადას შესაგებლის წარსადგენად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. 12. 368-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: 7. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. 13. 430-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. 2. თუ აღმოჩნდება რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა, იგი გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც საჩივრდება კერძო საჩივრით. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი საქართველოს კანონის პროექტზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზები: კანონპროექტის მიღების მიზეზია სამოქალაქო საპროცესო კოდექსში სამართალწარმოების ხარჯების რეგულირება, გამარტივებული წარმოების საქმეებზე სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარს თქმის წესის განსაზღვრაა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ზეპირი მოსმენის გარეშე შესაძლო განხილვის წესის დადგენა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია სამოქლაქო საქმეებზე სამართალწარმოების დახვეწა და ეფექტური მექანიზმის შემუშავება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 1. კანონპროექტი ამკვიდრებს სამართალწარმოების ხარჯებს, რომელსაც შეადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით სასამართლოს ცალკეული მიერ გაწეული სამართალწარმოების ხარჯები. განისაზღვრა ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულებასთან დაკავშირებით განმცხადებელი (შუამდგომლობის ავტორი) ვალდებულია აანაზღაუროს სასამართლოს მიერ გაწეული სამართალწარმოების ხარჯები და მიეთითა მათი ოდენობა და გადახდის წესი. დადგინდა, სამართალწარმოების ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლები. კანონპროექტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირები, ასევე, პატიმრობაში მყოფი პირები, თავისუფლდებიან სამართალწარმოების ხარჯების გადახდისაგან. მხარეთა მორიგებისა ითვალისწინებს და მორიგების მედიაციის ან ინსტიტუტის სასამართლო წახალისების მედიაციის მიზნით, პროცესში კანონპროექტი დავის მხარეთა ურთიერთშეთანხმებით დასრულების შემთხვევაში მხარეთა გათავისუფლებას სამართალწარმოების ხარჯების გადახდისაგან. 2. 2011 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად 73-ე მუხლის 11 ნაწილი გაუქმდა და მისი შინაარსი მიეთითა ამავე მუხლის პირველ ნაწილში. აღნიშნულის ასახვა არ განხორციელდა 71-ე მუხლში. შესაბამისად, 71-ე მუხლში 73-ე მუხლის 11 ნაწილის ნაცვლად უნდა მიეთითოს 73-ე მუხლის პირველი ნაწილი. 3. კანონპროექტით გაუქმდა გამარტივებული წარმოების წესით განსახილველ სარჩელზე (განცხადებაზე) ხარვეზის დადგენის წესი და განისაზღვრა, რომ თუ სარჩელი (განცხადება) არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს სასამართლო უარს ეტყვის მხარეს სარჩელის (განცხადების) მიღებაზე. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი შესაბამისად, თუ სარჩელი არ შეესაბამება ამავე კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო უარს ეუბნება მოსარჩელეს სარჩელის მიღებაზე. გამარტივებული წარმოების წესით სარჩელის (განცხადების) განხილვა წარმოებს სარჩელის განხილვისათვის დადგენილი წესების შესაბამისად, თუმცა სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ ზემოთაღნიშნული წესი არაა ასახული გამარტივებული წარმოების თავში. შესაბამისად, ცვლილებების თანახმად, გამარტივებული წარმოების წესით სარჩელის (განცხადების) განხილვისათვის დადგენილი წესები შესაბამისობაში იქნება კოდექსის ზოგად დებულებებთან. 4. დადგინდა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობა. თუმცა, სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ჩათვლის საჭიროდ ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. 5. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის უზრუნველყოფის მიზნით კანონპროექტით დადგინდა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. 6. მოქმედი კოდექსის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია მოსამზადებელი სხდომა გადაზარდოს მთავარ სხდომაში, მხოლოდ მხარეთა თანხმობის შემთხვევაში. აღნიშნული წესის არსებობა პრაქტიკაში განაპირობებს საქმის განხილვის გაჭიანურებას, ვინაიდან, მხარეები უმეტეს შემთხვევაში ყოველგვარი მიზეზის გარეშე უარს აცხადებენ, რომ მოსამზადებელი სხდომა გადაიზარდოს მთავარ სხდომაში. კანონპროექტის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია მოსამზადებელი სხდომა გადაზარდოს მთავარ სხდომაში, თუ იარესებებს სასამართლოს მთავარი სხდომის გამართვის წინაპირობები, აღნიშნული დანაწესი ხელს შეუწყობს საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მირებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე ჩარიცხული შესაბამისი თანხებიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გადახდის სახით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ წარმოშობს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტით გათვალისწინებულია ცალკეული სასამართლოს მიერ საპროცესო მოქმედებების შესრულებისათვის ხარჯების გადახდის მოვალეობა იმ პირის მიერ, რომელიც დაინტერესებულია ამ მოქმედების შესრულებაში. შესაბამისად, ისინი ვალდებულნი იქნებიან გადაიხადონ ამ კანონით გათვალისწინებული ხარჯები. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის და სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონით გათვალისწინებული გადასახდელის გაანგარიშება და შესაბამისი განაკვთის დადგენა განხორციელებულია სახელმწიფო ბაჟისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლით სახელმწიფო ბაჟისათვის გათვალისწინებული თანხის ოდენობების შესაბამისად, რომელიც ასახავს იმ ხარჯებს, რომელიც საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ გაიწევა სასამართლოების საქმიანობის უზრუნველსაყოფად. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპტროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს საერთაშორის ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელსეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ეწინააღმდეგება. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი ექსპერტებისათვის წარდგენილი არ ყოფილა. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა