საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.02.2012
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/411/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-02-20
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
enL JJdqJAt600t bItxdnL -l,lql4q-3fl qI a.Js_ilq,u000[ qil bI 6n d a J0[ a i doi-1, Jt4n0d0lll, AJ6bIqtIU lAnUAeId['ilqt6'U06il, ?Jl,Jb06 roj& N 225 20 oSlXr6grqo. 2012 $CRo Ll jlr6og6qotr 3l5o5ot Jr6argJgo ,,lroJ,:r6o36qoL lr,:6oq,>Lob,:qo g3qoqgloL ?ngsSoL ?6Usb6I,, .lopgJU?o lt j. goE.flrorc b&5olr$r4<.r lolrr6o3Xq'r'rU 0o.r3r6olc g.tl43c*6op 3,pr5o3o3oto 9 3,p5o8o3Xr6o 6 - 9 0.x<r5o l,raw& * t l-rr j.:t4o36qmL J,:16q.:336gob doj6o 13 4r,4116' ,JrJarqrrAs I 9A051: L;Jrr6o33q'ob Jrr6qs335$oL ;oih$ )nlLo pr b;J.><4 p;o$'goL 5r'rdrSsgolq'o rJgoL Jr6ol )oL 6o5boqg.: b,: j,:16ur3nqt.rL Jr16q;335f, ot q,rSaXRrna.)60 - 16 3o6go o u g6oJ1;ond?o ;or troJr6.:d6
საქართველოს მთავრობის წარდგინება
しSJδ ̀D80興 0し OlnS3 Obふ bsjr6or3gqerb Jrt6q,ra966lt V trjst6o6gq,erb 3a6lrgogg0oolr 67-c O3bqob 09U.:br0oU:qr tt3r6<'r60qr30q,rn o6o0o)Oo3ob $gLoor $r60t'r3oq636ot bljr6or33q,<'rtt 3r6o6ob J6ogj6l-r ,,1r.>jr6o63q',atb br6rqrrlllbrqr1'r 3erqrgjbfio 33q'oq'X6ob 0g6s6ob tsgbrbC0". sg6o063q, 3rbgrbJ6r'rgj$t3 brj,:t6or33q'r'rb JJ6q'iJ0C6Oob tJrJr'r0oOCOm p.: Jq,96fryq, bbqgcr0gbbg 0t'r0bb36g0q'rA qr.:6ots6gq'o.> b:jl6lol3gqol-r gobr6trot 0o6olr66ol-t Eorp6oqr1 63Ltgqgr6 3503q,;6o.> ‐ J16g0o5ffio6o11)6o N1/23 17022012▼ 6o35理 U
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
bOm6bV060 D80R(■ )も 80b8̀(り 60b 2012 VЯマOl1 14(γ )03063gtol, tlbR000も もbdゝ ̀〔 N・ 6(Ild30R、 6 XV. UrCr6og3q,r,rb Jr6o6ob J6rnd$o,,bJCJ6crt3Cq'crU brar(,Jurbr(x.) JoACCbAo g3q'cryC0gbot r qrr qg$,>g363bob 6C$r6ob ACUrbCb.. qr Lrrjr6org3q,cir 0orr36obol.t 6r63rd6gqpbot J6oCjOo,,6.JCACq,J6orU LJjr6oggq,oL 0orJg6oboL LrJr6{rffieCbq,o ()6.,0.)\)()3.)(,, gr6,A6C6"g Jr6o6.l6)oCJOrbC A('}0btr6CbE J(} QJ6ots36ob ECLrbCb" (A(')AbLC6Cb3q,o lr.>j.>t6orgq,olr aot3r<n'rbob JJbOCqr6cx]tJ gol.r3rql6 LrJoobCbtso 06B6gq'orr Xougob (egr6,Or096go) ag6oUo Jt6CAoC6-0o6obOd,oL Acr)1316() A(fiC&!('o g.JCo6orA3oq,o) 1 0o6o6050Ψ o」 50も ぃ60oで ¨5oぐ o3。5oい 6oOJOoし b900ぅ ヽ0。 δ 000JOり 響0 し いの3。 で0叩 0506oo ゃ。6。 や。 ― 。 ,o5ぅ Qo● 0。0。 。 3∞ も し J。 6o30で Ob 3o6史 o0050し ぃ5も 。 b0930で 。 Q 20o,o5050で o」 50し ぃ600● ∞6雪 0い 63珀関 ΨOooも 86oOJOo ν 1,.rJ;6u,3111{,r',1i,)r,it3(,i16-ao5ol,0d,(, Loj.'6m3Xq,r,rL 3or.>3r6odoL ;;56Xq's6oolr 1gt6r,rLo ヽ
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი: „მუხლი 261. ტურისტული საწარმო 1. ტურისტული საწარმო არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასტუმროს მშენებლობას, სასტუმროს აქტივების ან მისი ნაწილის სხვა პირზე მიწოდებას მისი უკან იჯარით მიღების მიზნით და უზრუნველყოფს მისი, როგორც სასტუმროს ფუნქციონირებას, ექსპლუატაციაში მიღებიდან არანაკლებ 8 წლის განმავლობაში. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული იჯარა არის პირის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ტურისტული საწარმოსგან სასტუმროს აქტივების/მისი ნაწილის შეძენა და ამავე საწარმოსათვის დროებით ფასიან სარგებლობაში გადაცემა, მისი გამოსყიდვის უფლებით ან უამისოდ. 3. სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ ტურისტული საწარმო ვალდებულია ეწეოდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობას, შენობის ფართის არანაკლებ 40%-სა გამიზნული ჰქონდეს სასტუმრო ნომრებისათვის გამოსაყენებლად, ამასთან ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის განმავლობაში ტურისტული საწარმოს მიღებული შემოსავალი კონკრეტული ობიექტიდან არ უნდა იყოს გასხვისებული და უკან დაბრუნებული ქონებაზე ნაკლები. 4. პირს, ტურისტული საწარმოს სტატუსს კონკრეტული ობიექტის (სასტუმროს) მიხედვით ანიჭება შემოსავლების სამსახური, რომელიც უფლებამოსილია ქონების 1 შემძენის მიერ, ამ კოდექსის 63-ე მუხლის მე-5 მუხლის საფუძველზე თანხის დაბრუნებისას, მოითხოვოს უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენა. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში უქმდება ტურისტული საწარმოს სტატუსი, იჯარის ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ტურისტული საწარმოსათვის სტატუსის მინიჭების მომენტიდან ჰკარგავენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით მინიჭებულ უფლებებს და დადგენილ საგადასახადო 1 შეღავათებს და ამ კოდექსის 63-ე მუხლის მე-5 მუხლის საფუძველზე დაბრუნებული თანხის გადახდევინების უზრუნველყოფა ხორციელდება სოლიდარულად ამ პირთა ქონებიდან ან წარდგენილი უზრუნველყოფიდან. 6. ტურისტული საწარმოსათვის სტატუსის მინიჭების და ფუნქციონირების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2. 63 -ე მუხლის მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „5.1 პირს, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად ან მის უფლებამოსილ/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილ სასტუმროს აქტივებს/მის ნაწილს იჯარით გადასცემს ამავე ტურისტულ საწარმოს, აქტივის შეძენისას გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი უბრუნდება საგადასახადო ორგანოში განცხადების წარდგენიდან 3 თვის ვადაში თუ დაცულია 26 მუხლითა და ამ მუხლით განსაზღვრული პირობები. 3. 99-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“და „ძ“ ქვეპუნქტი: „ჩ) ტურისტული საწარმოს მიერ სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების ან/დას მომსახურების გაწევის შედეგად წარმოშობილი სარგებელი. ძ) ტურისტული საწარმოს მიერ, სასტუმროს ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთი თვის ვადით სასტუმროს მომსახურების(სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ გაწევის შედეგად წარმოშობილი სარგებელი“ 4. 174-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) პირისათვის, რომელსაც ამ კოდექსის 63-ე მუხლის მე- 51 მუხლის საფუძველზე დაბრუნებული აქვს აქტივის შეძენისას გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი, დაბრუნებული თანხის ფარგლებში.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფრომაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს ტურიზმის სფეროში ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, ამ სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის გარკვეული შეღავათების დაწესება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის შემუშავების მიზანია ტურიზმის სფეროში ინვესტიციების ხელშეწყობა და შესაბამისად ამ სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ დაფინანსების, საკუთარი აქტივების გაყიდვისა და მისი უკან იჯარით მიღების ფორმით, მოზიდვისას გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს ტურისტული საწარმოს დეფინიციის შემოღებას. კერძოდ, ტურისტული საწარმო არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასტუმროს მშენებლობის შემდგომ სასტუმროს აქტივების ან მისი ნაწილის ფიზიკურ პირზე მიწოდებას მისი უკან იჯარით მიღების მიზნით და უზრუნველყოფს მისი, როგორც სასტუმროს ფუნქციონირებას. გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ფიზიკურ პირს ენიჭება სასტუმროს აქტივების შეძენისას გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის უკან დაბრუნების უფლება. ამასთან, დაწესებული შეღავათების მიზნობრივად გამოყენების მიზნით შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იქნება ტურისტულ სწარმოს მოსთხოვოს უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას არ იქონოებს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტით ფიზიკურ პირს, რომელიც ახორციელებს სასტუმრო აქტივების შეძენას და მისი შემდგომ იჯარით გადაცემას გამყიდველი პირისათვის, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ენიჭება სასტუმროს აქტივების შეძენისას გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის უკან დაბრუნების უფლება. აგრეთვე ტურისტული საწარმო მის მიერ სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების ან/დ მომსახურების გაწევის შედეგად წარმოშობილ სარგებელზე მოგების გადასახადს არ გადაიხდის. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია ფინანსთა სამინისტრო დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა