„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.02.2012
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/412/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-02-20
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
lrJdJ r4 Ul0 t AJq J EUilO t60 J6II Jd Jdn 0doI Lilbil oJao N 225 20 ogi3r63cqo. 2012 FARo Joooo$ Jo*t6a6o; Ir5a6o'Cqtri<rl, R.)&3otr qc lrogosqS6 ls,looboc 6-9tu65o L.,Jna"66. a,uxtii ttai.Tpiii@ 13 - 16 &n6go )4"CE'1?g, l)14\,8r\O rqoa.J5ol, fE$E o qrOAptJ RJ LrAolqJjrr o560a6qj,xru ,,.a"6C6n; tqo5.A!'-ttaoila0o,f'a.0C6.. L.: jsdro36qoL J.:r6q,;335goL doyfur sq66EL: Lo j,:r6o36q,r'r b- J,:r6qs365gotr_ 3r,*r0fi5ndL.: qr LoJ;r6q;0n6go gr6oj6oXd?o qso$,gerb 5r'rr63sgolqo .:Jgob Jrto&tOob 6o6boq,3s L.: J,:<6og3qoL J.:r6q.:366flp1r ur,>336qr.r0.:drn .,e ir.:3ocn b.:;J16sdg i
საქართველოს მთავრობის წარდგინება
bS」 b6m30ROし Omδ 8倫 ObS brjr6or3gqoL Jrt6q,$X6gb l.tj;t6o63q,olr 3o6b$o$pgoob 67-1 apbq,ob 0Ob$raob:qr br3.:6o68pX0q,o o6o6orrJo3ob $glro ft60o6op5g6ot ttrjs6or3Sq'r'rl-t 3s6o6ob J6ogjgb,,6,:63c4)o3pq,o brEgrq,gbgoob, glmjo66mJgq,o 6o3ong6X0Xbob, J6ggt6t-t<.rt6gbottr qrr 6r63oq,<n6o36o qrlb0r6Sbolr Bgl-r.:bXb" t-rrjtt+ror33q,olr 316<'160o 63q,oq10ott 8g$,:6olt or.>ob.l$g". rq6o06gq, SrbobJ6oCCObC ttrj:t6o69q,crtt J56q'r0C6Oob ts3r'r0o636o qr,: Jq,36s6gq, bbqrer0gbbS 0o0blt3630q,4r qr.:6o0$gq,o: t-rsjl6orgq,<nb gobr6bolr ao6obo6ob Aer46oq,9 6ryb3qtb 3305qo.r6or. V 3600oい 欧うlてfЮ N1/24 17022012▼ 6o3δ "響 。0
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b006b▼ 060 L5d)6o)30sl(r)L AO536Od0L 2012 SROL 14 ornlnr43,{ol, LbrS(')il0L N・ 6(り J00R.ゝ 6 XVI. UcjJ6or3cq,r'rb JJ6o6ob Jd)mCCOo .6r6JsOoJUq'o brtUrq,CbCboL, gltoCsr Odx'l3Uq,o 6cEooCd)CbC&,U, J6Cm6b('I6,Cbol-t.r qr.> 6.>63oqro6o06o erMr6cbob BClrrbCb" brCJ6<t}3Cq'('lb J$cI6Ao $qoqlCoou ACOD6oU o,robr'bC" Qr LJCv6ogCq,ot 6o,r3dx'r6oU 6.r63rfugq,3bob SttcrCd$o ,d,.JCd3q,,>t6orl.r [tsj:6oggq,otr Ao5A6CI6oL b3$m60q6bq'o .)6.)0.,)0()g.,(r, $r6(,0C6oq, JJb(''EJ6('lCjObC 0oAbUCECbq,rA q,J6oA36oU tsCl-t.>b3b" (0roAblr36CbCq,o lDdJ6olgCq,r,tlt Bobr6bolr Ao6oUO6o e.a3o6ArdC) 1 0o6o5● OΨ 司 50bぃ 60ms295o史 o3。 い いは■0」 く り ゃ。いooo00じ bbJ。 6030で 0し 3o6史 5005oぃ 6b・ b― や 20o5o■ 0つΨ O」 50し ,ごЮO゛ 疎 0ぃ 軸。660qっ い まⅢ■月b0 V lr,' j.rrnrn3lq'orL J6X8oX6-3o5ol$t4r, 4 lrr,Js6or36qcrL fl os3r4r'rloL ,y,'5g1lq.:6rxrL 2gdrolto 世k
საქართველოს კანონის პროექტი
\ პროექტი საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 23.12.2002, მუხ. 162) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ყ1“ ქვეპუნქტი: „ყ1) ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტი ან ექსპორტი საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული იმპორტი ან ექსპორტი;“. - 2. 26-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საშუალების შემოტანამდე (გატანამდე) შემომტანი „3. ნარკოტიკული (გამტანი) იურიდიული პირი ვალდებულია, მიიღოს წინასწარი ნებართვა, რომელსაც გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგი დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,3¹” პუნქტი: „3¹. ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებამდე იურიდიული პირი ვალდებულია, მიიღოს წინასწარი ნებართვა, რომელსაც გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებების: ა) შემოტანა ან გატანა საფოსტო ყუთის ან ბანკის მისამართით; ბ) გატანა მიწერითი საწყობის/ტერმინალის მისამართით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ წინასწარ ნებართვაში მითითებულია მიწერითი საწყობი/ტერმინალი; გ) ტრანზიტი; დ) რეექსპორტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ პროგრამით გათვალისწინებულ საქმიანობას.“; დ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,8¹” პუნქტი: „8¹. აკრძალულია ფსიქოტროპული საფოსტო ყუთის ან ბანკის მისამართით.“; ნივთიერებების შემოტანა ან გატანა ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ნარკოტიკული საშუალების წინასწარი ნებართვის გარეშე შემოტანის ან იმპორტის ფსიქოტროპული ნივთიერების წინასწარი ნებართვის გარეშე მცდელობისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს ტვირთის უკან დაბრუნებას მომწოდებლის ხარჯით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფრომაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს, ფსიქოტროპული ნივთიერებების გადადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივება, კერძოდ, მოქმედი რედაქციისაგან განსხვავებით, რაც ითვალისწინებდა ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანამდე ან გატანამდე შემომტანი (გამომტანი) იურიდიული პირის ვალდებულებას, რომ მიეღო წინასწარი ნებართვა, რომელსაც გასცემდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, წარმოდგენილი ცვლილება - იურიდიული პირს ანიჭებს უფლებამოსილებას წინასწარი ნებართვის გარეშე განახორციელოს ფსიქოტროპული ნივთიერების რეექსპორტი, გადამუშავება, ტრანზიტი, დროებით შემოტანა, თავისუფალი ზონასა და საწყობში მოთავსება. პროექტით იურიდიული პირისაგან წინასწარი ნებართვის აღებას საჭიროებს მხოლოდ ფსიქოტროპული ნივთიერების იმპორტი ან ექსპორტი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: მოიხსნას რიგი შეზღუდვები ფსიქოტროპული კანონპროექტის მიზანია ნივთიერებების გადაადგილებასთან დაკავშირებით და ამით შესაძლებელი გახდეს ფსიქოტროპული ნივთიერებების რეექსპორტი, გადამუშავება, ტრანზიტი, დროებით შემოტანა, თავისუფალი ზონასა და საწყობში მოთავსება წინასწარი ნებართვის გარეშე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის ტერმინთა განმარტებების მუხლში, კერძოდ, საქართველოს შიდა კანონმდებლობისა და ფსიქოტროპული ნივთიერების თაობაზე გაეროს 1971 წლის კონვენციის დებულებებს შორის თანხვედრის მიზნით, პროექტით დაკონკრეტდა ფსიქოტროპული ნივთიერების იმპოტრი/ექსპოტრის განმარტებები და განისაზღვრა, რომ აღნიშნულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსით. გარდა აღნიშნულისა, ცვლილებები შედის კანონის 26-ე მუხლში. აღნიშნულ მუხლს ემატება ,,31” პუნქტი, რომელიც აზუსტებს რომ ფსიქოტროპული ნივთიერებებთან მიმართებაში, წინასწარი ნებართვა საჭიროა მხოლოდ მათი იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებამდე. ამავე მუხლს ემატება ,,81” პუნქტი, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანა ან გატანა საფოსტო ყუთის ან ბანკის მისამართით. 26-ე მუხლის მე-3, მე-8 და მე-9 პუნქტებში განხორციელებული ცვლილებები კი გამომდინარეობს ზემოაღნიშნული დებულებებიდან და იგი ტექნიკური ხასიათისაა. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებით მარტივდება ფსიქოტროპული ნივთიერებების გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურები, რაც გარკვეულწილად დადებითად აისახება იმ პირებზე, რომლებიც აღნიშნულ ოპერაციებს განახორციელებენ, გამომდინარე იქიდან, რომ რიგ შემთხვევებში იხსნება წინასწარი ნებართვების აღების აუცილებლობა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი): კანონპროექტით გათვალისწინებულია გადასახადის ოდენობის განსაზღვრის წესის (პრინციპის) ზოგიერთი ცვლილება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.