„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-02-20
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
a,jAo N 225
20 o3l3r63.qo. 2Ot2 S1qo
olt6oqcgq lro;oobo,r ;o0o$g$o
6 - 9 aJr,6o
ibl'3n6oL Lntit4r:xm
JRJAo.tSo[
13
- 16 A,y<r6o
^.aa<n
fg1],)or q.g3olrc qc L]&,J.RJJo
I
{ ndbth, .bAlqar --rl\n6' l,'Jrpp0drs,an
Lr.:jur6or32qoL Jsr6q,:365goL do2rtr .:q635L:
Lrjor+ror3nqoL J;<6q;3n5gob. 3o&g6gnBb,: Rr LJJ.\6q).\A0Ego
3r6,:jgo3d?o
p;o$3r'rL 5orrr0,:go2q'o ;JgoL Jlt'rnjgob 6.:5boq'gr
q,:3orn 5rJ6.:dn
წერილი
l,JdJ6,Ul30R gll, JJ6RJAC5O0l, SC360
L.:Jrt6o3Xqf,lr J.:r6qs3156oL .:Jsr4.:goL
Lscrr66r6o$rgoo pnJ.:r4gs365goL lgr6otrlr
jrqds6oE nogr6 t3os6rodnL
j;qbsgo6o 1o316,
trrJrr6ogXqoL ;o6L6o6116ool-r 6'l-A 32tgoL or.:6.:bO.:q S.:trr8o6oq6X6rn
Lsjsr6o3nqoL Jr6RsAJSOoL SX3r6gloL ;rbsd6r4 oSysSrt6odoLs qr $3o,:q ,11,p3.'L
3onr6 lr.:;r6o58qXlqo oSo6orgo3olr SXLoor So8trpX}lq lrs jst6or3nqot ;r5o5oL
Jr6oXJgL: ,,ttjsr6oSnqoL 3o;lsqsjnors ps ttjrrio3nqrn?o SgLrn3r6n8 l6ho3qor
rin6oLgr6.:gootr, Jor6spolol-r (3o6rqt6o6oL) 0o$'8r'rloLr Rr ItJ.:r6o3XqoL
Oo;l.rqsJoL htrJmr4goL 5r6X8ol-r IXLoL ?nLsblB" LsJ;t6o6qoL ;s5r'r6Bo
ggqoq,nloL t3g.:6ot oso8s$3".
6obo3o, $n3osq5oB6pq ,1.>5o5oL Jt6onJgL 0oLgnor BlLrlrSoLo
SL3pnqols.
ob. pr6sr4oo: 4 j2666qo.
J,sgo3oLgXSoo,
;.:tolnr6 r5p3,st6odX
$3orq ,j2.1.rg., q
q
საქართველოს კანონის პროექტი
კანონპროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის
წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა
რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის
პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი,
№19-20, 30.07.96, გვ. 28) 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი წესით:
„მუხლი 111
1. თუ სამართლებრივი ურთიერთობა მოითხოვს საქართველოს მოქალაქისა და
საქართველოში მცხოვრები უცხოელის იდენტიფიცირებასა და პირადობის
დადასტურებას, ამ ურთიერთობის მონაწილე ფიზიკური ან იურიდიული პირი,
რომელსაც აქვს სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან კანონით დადგენილი
წესით მოპოვებული შესაბამისი პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები,
უფლებამოსილია გამოიყენოს ეს მონაცემები პირის იდენტიფიცირებისათვის, როგორც
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი, რომელშიც
მითითებულია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის
სახელი, გვარი და პირადი ნომერი, შეიძლება გამოყენებულ იქნას პირის
იდენტიფიცირებისათვის, როგორც ამ პირის პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტი, თუ პირადობის დადასტურებისათვის აუცილებელი ინფორმაცია კანონით
დადგენილი წესით გადამოწმებული იქნება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა
ბაზაში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის
წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მკაცრი ჩამონათვალის არსებობის
პირობებში მნიშვნელოვნად არის შეზღუდული ფიზიკურ პირთა მონაწილეობა და
აქტიურობა სამოქალაქო სამართლებრივ ურთირთობებში. აღნიშნული კი აფერხებს
საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროების სწრაფ რეჟიმში განვითარების
პროცესს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული პროცესების დაჩქარებისა და მათი მეტად
განვიტარების
მიზნით,
კანონპროექტი
ადგენს
პირის
იდენტიფიცირების
შესაძლებლობას კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა დოკუმენტების
მეშვეობით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია პირის იდენტიფიცირებისათვის გამოყენებულ იქნას არა
მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, არამედ
საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტიც თუ ამ დოკუმენტში
მითითებულია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის
სახელი, გვარი და პირადი ნომერი და თუ პირის იდენტიფიცირებისა და პირადობის
დადასტურებისათვის აუცილებელი ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით
გადამოწმებული იქნება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.
აღნიშნულით მნიშვნელოვნად გაიოლდება ფიზიკურ პირთა მონაწილეობა
სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების მეტ
აქტიურობას სხვადასხვა სფეროებში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს პირის იდენტიფიცირების მიზნებისთვის პირადობის
დამადასტურებელ
დოკუმენტად
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული ყველა იმ დოკუმენტის გამოყენების შესაძლებლობის დადგენას,
რომელშიც მითითებული იქნება ფიზიკური პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
თუმცა, პროექტით დადგენილია გარკვეული სახის შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს
აღნიშნული დოკუმენტის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახით
გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირადობის დადასტურებისათვის
აუცილებელი ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით გადამოწმებული იქნება
სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.
სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის გადამოწმებით კი
დოკუმენტში მითითებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებში შეცდომების
არსებობისას თავიდან იქნება აცილებული პირის არასწორი მონაცემებით
იდენტიფიცირების შემთხვევები.
2
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტის საშემოსავლო
ნაწილის გაზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
არ ითვალისწინებს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირებისათვის, რომლებზეც
ვრცელდება კანონი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა რაიმე სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის
სტანდარტებთან
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
3
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართვეოს იუსტიციის სამინისტრო მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის
სააგენტო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან
კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა.
საქართველოს
პარლამენტის
წევრები:
4