„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-02-20
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
JJi4qJatEofl t, aIrdnL
-Jd0
^l,lql4q0CqnL
q_JEUC
q
qll
a.J
t 0n c 6 J 6 n i6 A l o [ [
Jdntd0,ll, AJGbIqtnb JdtlUtqtan'L[-1,
qJFUilbfll, ?tl,tbtt
oJao N 225
20 o3l3r63sqo. 2012 faRo
b.:;lst6oSnqoL dr5o5rrl., Jrrtogj$o _oq6oqo&6o3o o3oorgSo16o3Xqo
n16ontrqolr
joSSdoL ?nLrb3d" b,>jor6o36qoL
tg$"S,f,
;lr;G"
,;i6o6?o OiqoRgdoL
6AG6iq. J.'q66n,JoL,
"8.'Aa,*,.Ar{-}"L
eexa,*o 6Bd!5caor
Joa€aoo
e,
6 - 9 0ur6go
ar@$'! h',J4r;4,o;i4@
13
- 16 3o6go
J<'AE!4A<, LlpaetLd
r'hap,xot |rrb,J@
^6
,r*,6n00&\ t*a,aa 4b!d,6r r{u4,4,rrq,6
Ls Jut6or3nq,erb J,>r6q,:3X5
gob do,6o .>q6n6 b:
L;j,>r6o36qoL J;r6q';3n5goL 3coihgngnll-ro q.: L;Jr<6q's3gG
qro$3r.rb 5rot43.:go2qo .:Jgob Jt6onjgoL g;5toq3s
316,:Jgo3d?o
.o B,>J6,:dg
წერილი
UJdJ6030se0U JJ6se$C6O0l, $3360
trrJ.r6or;1;1(1,',1, .)s16,,\'.\3ilq)olJ
lrsor66.;5oti,6oo N i;.).r66,)AiJSdol) ?lB6r,rlrlr
,.1.rq,1.1)rrh ;1rlr16 Lrrr,.6.xrt3lr
Jsq'}sgo6o no36,
67-0 8thlrlol, or.,,6sb0r1. $..,rrr8r.r6oqo6l6or fi;illr
^3oX6. -t od.flqAe-.1 ;o51gog1;6ootr
oSogo;go3otr [nbotn 3r.r31,.rqX31R t,.J.f,o,iti]q,;i".]"G",Enlr
_Ls;s5o53p1}qr.r
J6oCJ0t,
-;q5oq'otr6o3o rnloor3tu16or3gqo ;rrrorl1;q,oL J.6Ji,,i, inf,"f,Xf.
Lsilsr6or3nq,oL ;.r5r.r5?o g3q'oq3iloL ?1$.:5oL m.:r,rA.r$g"
6orbo3or, tX8o.:q5ot51;q ;;5cr5Jr6o1Jglr 3oL131m ?;1lrs :i)olrrr i r;;R;1J:l,ro s.
p.r6ni;oo: 4
ttq1i)t<\,
.l.r 11r r;y r L l4giJo o,.
6 1r",,,6.i A..r- ";1."r;1
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„ადგილობრივი
თვითმმართველი
ერთეულის
ქონების
შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 101)
შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. 191 მუხლში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) 191 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:
„131. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის
ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო ფასის გადახდის ნაცვლად შესაძლებელია მოხდეს
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის სანაცვლო ქონების გადაცემა (გაცვლა).
ქონების ღირებულება დგინდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე.“;
ბ) 191 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‐19 და მე‐20 პუნქტები:
„19.
თვითმმართველი
უფლებამოსილია
ერთეულის
საკრებულოს
წარმომადგენლობითი
თავმჯდომარის
წარდგინების
ორგანო
–
საკრებულო
საფუძველზე,
მიიღოს
გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების,
აქციებისა
და
წილების
სახელმწიფოსათვის,
აფხაზეთის
ან
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის უსასყიდლოდ
საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ქონების გადაცემა ხორციელდება შესაბამისი მიღება‐
ჩაბარების აქტის საფუძელზე. თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია ასევე მიიღოს
გადაწყვეტილება
აქციებზე და წილებზე
საკუთრების უფლების მიტოვების თაობაზე,
აქციებზე და წილებზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება მიტოვებულად
ითვლება შესაბამის უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის
მომენტიდან.
20. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი
ქონება, აქციები და წილები შეიძლება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფოს,
აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას და ადგილობრივ თვითმმართველ
ერთეულებს. მოძრავი ქონების, აქციებისა და წილების უსასყიდლოდ საკუთრებაში
გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის
აღმასრულებელი ორგანო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ‐სამართლებრივი აქტის
გამოცემის გზით. ქონების გადაცემა ხორციელდება შესაბამისი მიღება‐ჩაბარების აქტის
საფუძელზე. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო
ასევე
უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აქციებსა და წილებზე საკუთრების უფლების
მიტოვების შესახებ, აქციებსა და წილებზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის
საკუთრების უფლება მიტოვებულად ითვლება საკუთრების უფლების მიტოვების უფლებათა
რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.“.
2. 195 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ
შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის
შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაინტერესებული
პირის მიერ გადაწყვეტილების გაცნობისთანავე, უთანაბრდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებულ ხელშეკრულებას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ
სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია თვითმმართველი ერთეულისათვის პირდაპირი
მიყიდვის ფორმით პრივატიზების პროცედურის სრულყოფა.
ა.ბ.) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია,
დაზუსტდეს
თვითმმართველი
პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების პროცედურა.
ერთეულისათვის
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის
ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის ცვლილება, კერძოდ თვითმმართველი
ერთეულისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო ფასის
გადახდის
ნაცვლად
შესაძლებელია
მოხდეს
ქ.
თბილისის
თვითმმართველი
ერთეულისათვის სანაცვლო ქონების გადაცემა (გაცვლა). ქონების ღირებულება დგინდება
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს
დასკვნის საფუძველზე.
ამავე კანონპროექტით, თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო –
საკრებულო უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე,
მიიღოს გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი
ქონების, აქციებისა და წილების სახელმწიფოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის და სხვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის უსასყიდლოდ
საკუთრებაში გადაცემის შესახებ. თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია ასევე
მიიღოს გადაწყვეტილება აქციებზე და წილებზე საკუთრების უფლების მიტოვების
თაობაზე, ხოლო ქალაქ თბილისში აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ქ.
თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო - ქ. თბილისის მთავრობა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი კონკრეტული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არ მოახდენს
გავლენას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) თვითმმართველი ერთეულის ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს თვითმმართველი ერთეულის ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებიც
მოექცევიან ამ პროექტის რეგულირების სფეროში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე ახალ გადასახადს, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტის შეფასება.
დ.ბ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი ვახტანგ ბალავაძე
დ.გ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი ვახტანგ ბალავაძე