„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
II მოსმენა
✓ 67 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 67 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-02-20
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
LJdJt40l00qnL JJdqJ006Olll, l[!dnb
aJqil6't3il0nqilbJ 6ndaJ6[xqI Jil0il,
Jt4t10d0lll, aJGbIqtI L J,6nt]CqTd [1,
qtFUilllll, ?0l,Jbtb
oj0o N 225
20 oglgt63oqo. 2012 SARo
b,:;lot6o33qmL 3sEroSoL Jt6oX;lgo ,,b.:;l>r6o33g'oU qsprjrqojoL - oloqofuo[ ?6[obg]
bu;lst6o36qoU 3oSo6lo g3qoqnlob ?ngrSot ouolutn"
AJRrR€oxla rtrr-'5d"t J"fucon.
qrrR.ni.lo3. AJ.trfod.r.er al.md-Crq" J.'e60iJorr Joao6J0o;
6- 9 tu6go
13
trr,Jaao6c6t a;6fu6olt LnaitlrqJo anloqD
{aAdrtAl 4q
- 16 a.x6go
,js,A6rn1e! ntpoArL|
4DrJr6 to,lD<(",74rsru
b,:jrr6or3XqroL J,:r6q,:365$ob boyar sq6X5t:
Lojur6or3gqoL Jrr6q;3n5goL 3ref{g$ndl$ ps LrJ.>r+rq;3n5$t'r 3r6.:j3on}?o
q;o$3r'rb 5mr63;golqo;J$oL JthrXd$ob 5.:5boq3;
brJrr6or36qrol-r )116q.:365Pb
cn.>30ypro3;dr3
(v
.J
q;3oor d;,l16odX
I
წერილი
l,JdJ603Cse0U JJ6se$C5O0l, 9C360
trs;1.;16or3;ltllrrlr J.tdr1IlsilJ66olr
L.;r,rr46s6o'L.r11oo p1Jo6$.riJ16$olr lSdroLL
JstllIr0rrS ;;or1cr lrSo'r6sod;lr
$qls$o5o 3orX6'
;6,'h0.,q' [.,64rr6'rq'5;6or hlHL
31;sl l)sJ'\6or3 J<relr,ls5rn6otr
trolr t1lr"'114" Ls;1"'Crrn3;;qolr
6orbcr3or, 'L3err.,q5ot51*1 .;s6r'r6')16r'r3j$L
!:'.\6,\tiu ): 4 {Ji/4(til(:o
}nrr- o;1r,11
aoLllnor ?;1lr'rArHolxr gir;1'rl3t{('}')
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში
(პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. 231 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ე2 პუნქტი:
„ე2) ადგილობრივ საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის, აქციებისა და წილების
სახელმწიფოსთვის,
აფხაზეთის
ან
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკისათვის,
თვითმმართველობის ერთეულებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ,
ასევე აქციებზე და წილებზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ გადაწყვეტილების
მიღება.“
2. 321 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
,,5 . მთავრობა უფლებამოსილია მის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ
პირს განუსაზღვროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით
ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამოცემის და გაცნობის წესი და პირობები.’’.
1
3. კანონის 38‐ე მუხლის მე‐2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მთავრობის
კომპეტენციას ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებში
განეკუთვნება:
ა) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის
განსაზღვრა, პრივატიზება და მართვა, ამ ქონების დაცვა და მოვლა‐პატრონობა, მათ შორის,
წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით;
ბ) ადგილობრივი საკუთრების ქონების სარგებლობაში გადაცემა, მათ შორის,
წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით;
გ) ადგილობრივი საკუთრების შექმნა, შეძენა და გასხვისება;
დ) ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი პირისათვის ან/და წარმომადგენლისათვის ქონების
განკარგვასთან დაკავშირებული, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის წარმოების, შიდა
პროცედურების
განსაზღვრა
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ‐სამართლებრივი
აქტებით;
ე) პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის
ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებისგან გათავისუფლებასთან
დაკავშირებული საკითხების განხილვა;
ვ) დედაქალაქის ტერიტორიის ზონებად დაყოფა;
ზ) ქალაქ თბილისის მიწის კადასტრის შედგენა და წარმოება;
თ) სამეწარმეო, არასამეწარმეო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნა,
რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;
ი) მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%‐იანი წილობრივი მონაწილეობით
არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების ქონების გასხვისების ან/და სარგებლობის
უფლებით გადაცემის წესების დამტკიცება.’’
4. 38‐ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე‐4 პუნქტი:
„4.
ამ მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის განხორციელებისას ქ.
თბილისის მთავრობა ან მისი წარმომადგენელი/შუამავალი უფლებამოსილი არიან
ნებისმიერი დოკუმენტაცია მიიღონ, შეადგინონ ან/და გასცენ როგორც წერილობითი, ასევე
ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა, თუკი
ელექტრონული
ფორმით
გაცემული
დოკუმენტის
ნამდვილობის
გადამოწმება
შესაძლებელია მისი გამომცემი ორგანოს ოფიციალური ინტერნეტსაიტის მეშვეობით.
ელექტრონული ფორმით გაცემული ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი
ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი ელექტრონული ფორმით გაცნობისთანავე.“
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია ,,საქართველოს დედაქალაქის _თბილისის შესახებ“
საქართველოს
კანონის
კანონმდებლობაში
განხორციელებულ
ცვლილებებთან
შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ბ.) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, თვითმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და
სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებში ქ. თბილისი მთავრობის კომპეტენციის
დაზუსტება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით „საქართველოს დედაქალაქის ‐ თბილისის შესახებ“
საქართველოს კანონის 231 მუხლს, რომელიც განსაზღვრავს ქ. თბილისის უფლებამოსილებას
მიკუთვნებულ საკითხებს, ემატება „ე2“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით ქ. თბილისის
მთავრობა უფლებამოსილია განიხილოს ადგილობრივ საკუთრებაში არსებული მოძრავი
ნივთის, აქციებისა და წილების სახელმწიფოსთვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკისათვის,
ადგილობრივი
თვითმმართველობის
სხვა
ორგანოებისათვის
უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხი, მიიღოს გადაწყვეტილება აქციებზე და
წილებზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ.
ამავე კანონპროექტით, კანონის 38-ე მუხლის მე–2 პუნქტს დაემატა ე) ქვეპუნქტი,
რომლის მიხედვით ქ. თბილისის მთავრობას მიეცა უფლება განიხილოს პრივატიზებული
ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის ფინანსური და
საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული
საკითხები.
ასევე, 38‐ე მუხლს ემატება მე‐4 პუნქტი, რომლის მიხედვით თვითმმართველი ერთეულის
ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით ქ.
თბილისის მთავრობას ან მის წარმომადგენელს
უფლება ეძლევათ ნებისმიერი
დოკუმენტაცია შეადგინონ ან/და გასცენ როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული
ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა, თუკი ელექტრონული ფორმით
გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია მისი გამომცემი ორგანოს
ოფიციალური ინტერნეტგვერდის მეშვეობით.
ელექტრონული ფორმით გაცემული
ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ
მისი ელექტრონული ფორმით გაცნობისთანავე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი კონკრეტული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არ
მოახდენს გავლენას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) თვითმმართველი ერთეულის ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს თვითმმართველი ერთეულის ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებიც
მოექცევიან ამ პროექტის რეგულირების სფეროში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე ახალ გადასახადს, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტის შეფასება.
დ.ბ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი ვახტანგ ბალავაძე
დ.გ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი ვახტანგ ბალავაძე