„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.02.2012
ავტორი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/416/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-02-27
ბიუროს ნომერი 225

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
\ l,Jdil,40l00qnU JJ,6ql0C60llU bllXdnU aJ4l6u3t0[qtbJ 6n60l0lliqll Jd0il, Ji4ntd0llll AJGbIqtflL JdnDCqIdil, qJFUtblll, ?0l,lbil[ ojSo N 226 27 o6lXt63cqo. 2012 ECqo Loj.:16o3gqoL 3oErrSotr J6ogj$o,,qo6g5$onloLr qo 53Br16m3nlob ?nL,:b68" L.:jrt6or3Xqob 3s5o5?o g3qoqglot ?ng;5oL ur.:r'rlo$g" q.rr63otr6o3o 6.p5o6o3olrs qs 6o5o0o316o .Lqo6oJol' J(,,aoocoo 6 - 9 tudrgo 13 - 16 0s6go tqaSrt4,E! lJLgaarh 6Jt6X*rL qr$ol.$ R" WCft6.Ap 6Al,A{lt0lol,,J.4.0C0r,; L5o6rn'<,-L$o11C6er Jerao$c$o. ,!oe,6n60Ao, inot*@r 4D!,/J,6 LrrJ<'4Jdrptu Lsjrr4or3nqr.rL Jsr6q,:335gob 8o16r'r .:p665L: Lsjs<4or3SqmL Jsr6qs335gol-r 3t'rOogngndtt p,r LsJr<rrqs3n5$r'r 3r6rJgon6?o q,:o$3oL 5r'rr63rgo2qo sJgoL Jt6t'rnj$oL 6,:5toq3s L.rjr14rn36qroL )rr4q,:0656o1 ors3Syqoes16g 7 RrAom drd6rd0
საქართველოს მთავრობის წარდგინება
もδJδ m80'マ 円し 0058̀035 brjrr6o6gqnb Jo6grAC6Ol, ν brCr6o,gCq,<'rtl 3o5bgog36cnb 6Z-X A3\>otr tsgb$$olr4r b3r6o60qrX0q,er o6o6or$ogob $Slrrcn $.:r60o6oqrgg6or lr,:jrr6o63qob 3$r'r6ob JfmCdOtJ,,q,o0C6toC0ol.,s qrs 6gOJf,sA3bol, o0brbgb,, Itjrt6orgqrol-r 316o60o 63qnq,g0oU ACOpEob o,y,rbrbC.,. rq6o0eJq 3$er6&vx'rgCobg br$6o6gq,(,)b Jrr+rqrr0g66ob b.i3cl0o$C$ct qgr Jq,Cbr6Cq, b\rccAgafu Ao0bb36g\,.>q q$o06Aq,o,: l-r,:j:6o63qotr 36g66gr3ob.: qr.: 096966cl3o rtgll36bgbob 0o6otrg6ob Orqrq%oq,g 6obq) 963Cod3. 3600oOM05oじ Ooo N 1/30 22022012 tし ♪2コ 曖
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b006b▽ 0 0 L5d)6(Dll[)sl(r)L a0))[i6(r]0L 2012 VROL 2l or;d163ggoL Lbt!(!AOL N7(り d00Rδ 6 V XlX. br$6o6gq,ott Jr6o6oL J6olfl6o ,,qr636'bogboLrc er ECbr6olBJAoL 331sb36" tr.rjn6or3gq'r'rL 3.:&'166o 6qxr,q'36oL ACOrbob o,roar.bC" er lDjrOo8g(,a$ a(,,rg6('t6ol, bJEJJ6bUq,Cbot J6<'r$go ,,6.9egjodolr brjrr6or3gq,rnb 0oD36r'rbolr brJr6o6aqoC6q'o o6o0oJoogo€D $r6e6gbrq' 3.r6o63rto3jg.b3 6cr0bb36gbq,rq.o Ar6o036ob SCtrbCb" (6o0blr9fub3q,o Lrj,r6og9q,oL CbC6bCOoJobr (,r bU6C56)%o 6Cbg6bCbol, 0o6o\)ttrob aorq5oq'C 6.CEUCodJ) l Aa)S(,lECbCq, €6CU $,:t66oq-oaC6oq,o 3.i6('t6J6('l0{loo bbe('ItutC AJaoorjdgq'o go6r- e)eCbCbob bJo,grq)ob$obC6ocr, (pt 6Jq,JCOC[, LrrCr6o8Cq'(nl, Js6rqr,r0366lr 6.r6lrboqrgq,rp. 2. 0o$o6369q, oj6glt $r6l6r.te6c6oq,o 0r6Jct66gq,g6otr Jr<rogj6o. V Lr;1.:6or311qoL )drlCog6-3o5olrg16o in' L:Js6rn31g1oL eors3drrnlol .1o5136qst6ooL lg6rrlro ヽ 4 l,lll.l,
საქართველოს კანონის პროექტი
. პროექტი საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კანონის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა.ა) სარგებლობის ლიცენზია – ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლება. სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა და უკავშირდება ობიექტს. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაყოს სარგებლობის ლიცენზია ან/და მთლიანად ან ნაწილი გადასცეს სხვა პირს, მათ შორის, მემკვიდრეობით; 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი: „მუხლი 171 ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისთვის სასარგებლო წიაღისეულის - სამკურნელო ტალახის და/ან გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესი 1. ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისთვის სასარგებლო წიაღისეულის - სამკურნელო ტალახის და/ან გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზია საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში ასევე შეიძლება გაიცეს ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისთვის პირდაპირი წესით. 2. ლიცენზიის მაძიებელი პირდაპირი წესით ლიცენზიის გაცემისას წარადგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისთვის სასარგებლო წიაღისეულის - სამკურნელო ტალახის და/ან გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების (მოპოვების, შესწავლა-მოპოვების ) ლიცენზიის მიღების თაობაზე. 3. პირდაპირი წესით ლიცენზიის გაცემისას განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები. 4. პირდაპირი წესით ლიცენზიის გაცემისას განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემისათვის ლიცენზიის გამცემის მიერ დგინდება: ა) მოთხოვნები კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის; ბ) დამატებითი სალიცენზიო პირობები ლიცენზიის მაძიებლისთვის. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. 3. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 4. 20-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი 8. ნებისმიერი პირი მათ შორის საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვეო ორგანიზაცია რომელთა საკუთრებაში, სარგებლობაში ან მართავში გადავა დაგირავებული ან სხვაგავარად დატვირთული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზია, ვალდებულია შეასრულოს სალიცენზიო პირობები, კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნები და ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები. 5. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „71“ პუნქტი: 71 ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით გააუქმოს დაყადაღებული, დაგირვებული ან სხვაგვარად დატვირთული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზია თუ არსებობს ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები. ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ასევე უქმდება შესაბამისი ყადაღა, გირაო ან სხვა დატვირთვა. 6. 22-ე მუხლის 25-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი საქართველოს კანონპროექტზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: წინამდებარე კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ტურისტული და მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, რეკრეაციული მიზნებისთვის, საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის - სამკურნელო ტალახის და/ან გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიის გაცემა, შესაძლებელი იქნეს პირდაპირი წესით. აღნიშნული თავის მხრივ გაუმარტივებს ლიცენზიის აღების პროცედურას იმ პირებს რომელთა ძირითადი საქმიანობის მიზანს წარმოადგენს ტურიზმი, რეკრეაცია და რომელთაც საკუთრებაში გააჩნიათ ის ძირითადი ქონება (ინფრასტრუქტურა) რომელიც საჭიროა სამკურნალო აბაზანების მიღებისთვის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში აღნიშნული რესურსი უშუალოდ ამ პირთა საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე (ინფრასრტუქრურაში) ამოდის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კანონპროექტის მიღების მიზანია ზემოხსნებულ პირთათვის შესაძლებელი გახდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის აღება პირდაპირი წესით. ასევე კანონპროეტი მიღების მიზეზია დაკონკრეტდეს დაგირავებულ ან სხვაგვარად დატვირთულ ლიცენზებთან დაკავშირებული ურთიერთობები, კერძოდ კონრეტდება, რომ ნებისმიერი პირი მათ შორის საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია რომელთა საკუთრებაში, სარგებლობაში ან მართვაში გადავა დაგირავებული ან სხვაგვარად დატვირთული ბუნებრივი რესურსების სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზია ვალდებულია შეასრულოს სალიცენზიო პირობები და ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები. ასევე ხდება აღნიშვნა, რომ ლიცენზიის გამცემს უფლება აქვს გააუქმოს დაყადაღებული, დაგირვებული ან სხვაგვარად დატვირთული ლიცენზია თუ არსებობს ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები. წარმოდგენილი ცვლილების მიზეზია აგრეთვე ლიცენზიის გამცემს მიეცეს საშულება კანონით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევებში შესძლოს ლიცენზიის გაუქმება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია იმ პირებს, რომელთა საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს ტურიზმი და რეკრეაცია მიეცეთ საშუალება სასარგებლო წიაღისეულის - სამკურნელო ტალახის და/ან გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზია აიღონ პირდაპირი წესით, საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში. ასევე კანონპრეტი მიღების მიზანია დაკონკრეტდეს დაგირავებულ ან სხვაგვარად დატვირთულ ლიცენზებთან დაკავშირებული ურთერთობები კერძოდ კონრეტდება, რომ ნებისმიერი პირი მათ შორის საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია რომელთა საკუთრებაში, სარგებლობაში ან მართვაში გადავა დაგირავებული ან სხვაგვარად დატვირთული ბუნებრივი რესურსების სარგებლობასტან დაკავშირებული ლიცენზია ვალდებულია შეასრულოს სალიცენზიო პირობები და ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები. ასევე ხდება აღნიშვნა, რომ ლიცენზიის გამცემს უფლება აქვს გააუქმოს დაყადაღებული, დაგირავებული ან სხვაგვარად დატვირთული ლიცენზია თუ არსებობს ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები. წარმოდგენილი ცვლილების მიზანია აგრეთვე ლიცენზიის გამცემს მიეცეს საშულება კანონით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევებში შესძლოს ლიცენზიის გაუქმება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: მომზადებული კანონის პროექტით ცვლილება შედის „ლიცენზიებისა და საქართველოს კანონში და ლიცენზიის გამცემ ორგანოს ნებართვების შესახებ“ უფლება ეძლევა ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისთვის სასარგებლო წიაღისეულის - სამკურნელო ტალახის და/ან გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზია, გარდა აუქციონის წესისა, საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, გასცეს პირდაპირი წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებები შედის კანონის გარკვეულ მუხლებში და კეთდება დათქმა, რომ სარგებლობის ლიცენზია, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა გაიცემა აუქციონის წესით. წარმოდგენილი კანონპროქტით კონკრეტდება, რომ ნებისმიერი პირი მათ შორის საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვეო ორგანიზაცია, რომელთა საკუთრებაში, სარგებლობაში ან მართვაში გადავა დაგირავებული ან სხვაგვარად დატვირთული ბუნებრივი რესურსების სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზია ვალდებულია შეასრულოს სალიცენზიო პირობები და ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები. ასევე ხდება აღნიშვნა რომ ლიცენზიის გამცემს უფლება აქვს გააუქმოს დაყადაღებული, დაგირავებული ან სხვაგვარად დატვირთული ლიცენზია თუ არსებობს ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები. წარმოდგენილი ცვლილების მიზანია აგრეთვე ლიცენზიის გამცემს მიეცეს საშულება კანონით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევებში შესძლოს ლიცენზიის გაუქმება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო. კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი განსაზღვრის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს, გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროეტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრვ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ სამთავრობო დაწესებულებები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროეტის მიმართ კანონპროექტი ზეპირი შეფასებით მოწონებული იქნა სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებების ექსპერტების მიერ. დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნერივი რესურსების სამინისტრო დ.დ. კანონპროექტის ინიციატორი. კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა