„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს შექმნის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.02.2012
ავტორი
საქართველოს მთავრობის კანცელარია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/415/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-02-27
ბიუროს ნომერი 225

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
qJ6'Utlil, ?Cl,Jbti e0n N 226 27 ogl3r63Jq,o. 2012 Frq'o L.:;lo16o3nqoU 3r5o5ot Jr6o6jgo ,,Lo36rr6o Ll0o6oqoU otr6oRo1Ro Jor6olr _ Lo n16 o.:?o 16 o Lr rn o;5,s8ts16oBqrnlot tt;lo6o3nqrrL tor6n6goit tisdSnt t3t .Una" o16oq,n1q lr",r,-b-J,r.A.0C6d ts6.r63o 36oo36ool.lorc aoSo$;$o. 6 - 9 aor66o 13 - 16 ardl$o J{1,A6nnW ltlqtuL\$t ,3o cJomooJo lr) R.) AlobodoJ Jcqo$p,pL J-a.6C6"; \o6c5ln-L$o113go Jo&6c0o; LJor6gols qr cb.q6.rtraqlg bJa3oo ,poogX{ro; gcSwrqpfot, afrJSoA6Clot J Rr JXR6X6ot Jerao636o 3.60t6o6qenn[ qc$olrs qs hO"rexr6 lrry-t , {Mtoera ioadpdn pr\!a5n bnanr-q'lat4'^ L.:;1,:16o3Xq,otr );16 q s365$oL }o216ro .:p6nEL: L,:j,:r6orgXqerb )rr6qs0666oL dr'rao6006}br R.\ LrJ,)6qsal5gm g<4,:j6o3d?o qso$6r.rL 5ot63,:go3qo rd6oL J6r'l3d$ob 6s6boqgr qo3orn hjr6rdn
საქართველოს მთავრობის წარდგინება
しbJδ 61D80興 Ob Omδ 3 035 lrs jrt6or33q'ob Jld'qlACEOb ltjr6orggq,<'rb S<nEbOoOUooob 671 Ogbq'ott tsgb$rOobrqr l.rs3.:6o60c.og0q,r.r o6o6o.>go3olr $5lxo $;60<'r6oqrgg6cD bljr6o6gq'ob 3r6o6ob J6<'r3jgb ,,ltar6t'r tt0;6orq,ob cx;6oqroSq'o Jo6ob lt36orsts<r6olrm or.>6.r006t'r0q',r,r0ob l-r,: j.t6orgq,<ntt bs:66$r'rb 03j06ol-t 83b:b96". J6gaogffio6o\)6(, 5o3● がで ` 」 。 V N 1729 21022012 ・2・ ユ "解
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b8の 6δ ▽ 0 0 熙Ob 80)030̀3gtol, しbR(r)80b もδdb̀(D80gt(Y)b aCD、 8● (り ヽ0も 2012 ヽ夕 N5 (1)J00Rδ 6 V xxxvlll. t rCr6olgCq,r.iJ Jr6o6ob J6oCJOo ,,Lr1r6o ttdr6orq,olt oU6oeo3q,o 3o6oL - bJC6oJB(.l6oln or$,r636ef q,r'rbob brju6or33q,ob l.irrbC6oollj tsCCAEoL' 091tb90" (0o0btt963bCq,o LrjJ6ogCq,('lb dor,>3r6obob 3$g3q,sr6ool-r gg6oU,, P $69b9q"'dg) 0(.)$a)bCaUql $o6,:q.orqogfubob oj6gl-t $,>60oq96;6oq,rt Aror3<,ob$obCboo QJ 3r6o6Jr6o3jgo bbqrrds'b3 ArAm(DCAUq,n arArCOCb tt$scio)3Xq,oLr JJ6q,rAC6Ob 6r6Urboq3Cq,JQ. V {i. 15o!q...iyi,(, I.:jrt6rn311qoL J6CA(,J 4,-3o 6( l)0d, (, ) l,;j.r16rn3;q'mI 3o;3t6ololr ,1,:611rsl r6oot) I86("t'(' 拠1 史 30● 01'0囀 0く '0
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს შექმნის შესახებ თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი 1. ამ კანონის მიზანია საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს (შემდგომში – სააგენტოს) შექმნა და მისი ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწყობის, უფლებამოსილებებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა. 2. სააგენტოს ინგლისურენოვანი სახელწოდებაა Georgian Agency for International Cooperation (GAIC). მუხლი 2. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, საქართველოს კანონმდებლობა და სააგენტოს დებულება. თავი II ძირითადი დებულებები მუხლი 3. სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი სააგენტო არის ამ კანონით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მუხლი 4. სააგენტოს მიზანი და საქმიანობის სფერო 1. სააგენტოს მიზანია ქართული რეფორმებისა და ინოვაციების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებისათვის ინფორმაციის კოორდინირებულად მიწოდება, ცალკეულ დაინტერესებულ სახელმწიფოში ქართული რეფორმებისა და ინოვაციების გავრცელების უზრუნველყოფა, ქართული რეფორმებისა და ინოვაციების მსოფლიოში, როგორც ქართული ბრენდის, დამკვიდრების ხელშეწყობა და საქართველოს შესაძლებლობების გათვალისწინებით, განვითარების მიმდინარე საერთაშორისო პოლიტიკაში წვლილის შეტანა. 2. სააგენტოს საქმიანობის სფეროა საქართველოს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ანალიზი, განზოგადება, მათი გავრცელებისა და საერთაშორისო მასშტაბით რეკლამირების უზრუნველყოფა, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევებში უცხო ქვეყნისათვის ტექნიკური, ფინანსური თუ სამაშველო ხასიათის დახმარების გაწევა, რაც ხელს შეუწყობს განვითარებადი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, ასევე კრიზისული სიტუაციების დაძლევას. მუხლი 5. სააგენტოს ფუნქციები 1. სააგენტოს ფუნქციებია: ა) რეფორმებისა და ინოვაციების თაობაზე მიღებული ინფორმაცია გაანალიზება და განზოგადება, მათი უცხო სახელმწიფოებში პოპულარიზაციისათვის უნივერსალური მოდელების შექმნა; ბ) რეფორმებისა და ინოვაციების თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით სახელმწიფო უწყებების საქმიანობის ხელშეწყობა; გ) თითოეულ სფეროში განხორციელებული რეფორმისათვის საბრენდო სახელწოდების, სლოგანისა და გამოყენების სავარაუდო არეალის შემუშავება; დ) უცხო სახელმწიფოების ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან კონტაქტი ქართული რეფორმების მათ სახელმწიფოში დანერგვის თაობაზე; ე) განვითარების საერთაშორისო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, საჭიროების შემთხვევაში, სხვა დონორ ორგანიზაციათა კოორდინირებულ საქმიანობაში ჩართვა, საქართველოს შესაძლებლობების გათვალისწინებით, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის საჭიროების შეფასების საფუძველზე; ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა ქართული რეფორმებისა და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტო უზრუნველყოფს: ა) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან და უწყებებიდან მათ მიერ განხორციელებული რეფორმების ან დანერგილი ინოვაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას; ბ) დამუშავებული ინფორმაციის თარგმნას შესაბამის ენებზე; გ) თითოეული რეფორმისა და ინოვაციის თაობაზე ტრენინგ-ჯგუფებისა და ფოკუსჯგუფების შექმნას; დ) ქართული რეფორმებისა და ინოვაციების რეკლამირებას საერთაშორისო მასშტაბით; ე) ქართულ რეფორმებთან და ინოვაციებთან დაკავშირებული საერთაშორისო შეხვედრების, სემინარებისა და სიმპოზიუმების გამართვას; ვ) ქართული რეფორმებისა და ინოვაციების თაობაზე უცხო სახელმწიფოთა ხელისუფლების ახალგაზრდა საჯარო მოხელეებისათვის საზაფხულო სკოლების მოწყობას; ზ) პარტნიორი ქვეყნებისათვის დახმარების გაწევას განათლების ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, მდგრადი განვითარების კუთხით; თ) დახმარების გაწევას პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისათვის ბუნებრივი და ადამიანური ზემოქმედების შედეგად გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრის საქმეში, მათ შორის, სხვა დონორ ორგანიზაციებთან დახმარების სქემების კოორდინაციის გზით; ი) მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორი ქვეყნებიდან ახალგაზრდა პროფესიონალების და საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სპეციალური ტრენინგების, სემინარებისა და სიმპოზიუმების მეშვეობით; კ) ახალგაზრდა ქართველი საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საზღვარგარეთ ტრენინგ-კურსებზე გაგზავნას; ლ) ქართული რეფორმებისა და ინოვაციების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 6. სააგენტოს მართვა და წარმომადგენლობა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. სააგენტოს თავმჯდომარე: ა) წარმოადგენს სააგენტოს; ბ) იღებს გადაწყვეტილებას (გამოსცემს სამართლებრივ აქტს) სააგენტოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას; ე) ახორციელებს სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7. სააგენტოს სტრუქტურა სააგენტოს სტრუქტურა და კომპეტენცია განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 8. სააგენტოს ქონება 1. სააგენტოს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება, რომლის შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე. მუხლი 9. სააგენტოს დაფინანსება 1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა; გ) გრანტები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას. მუხლი 10. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. 2. სააგენტო მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით განსაზღვრავს საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს, შეუძლია შეიძინოს, გაასხვისოს ან დატვირთოს უძრავი ქონება. მუხლი 11. სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტისა და ლიკვიდაციის წესი სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტა და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი III გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 12. გარდამავალი დებულებები 1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთ თვეში დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს დებულება. 2. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობაზე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს თავმჯდომარე. 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთ თვეში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოსათვის გადაცემა. მუხლი 13. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა მე-12 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. 2. ამ კანონის მე-12 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს შექმნის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადების მიზეზია საქართველოს, როგორც მსოფლიოს წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის იმიჯის განმტკიცებისათვის ქმედითი ღონისძიებების გატარება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი შექმნა, რომელიც განახორციელებს ქართული რეფორმებისა და ინოვაციების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებისათვის ინფორმაციის კოორდინირებულად მიწოდებას, ცალკეულ დაინტერესებულ სახელმწიფოში ქართული რეფორმებისა და ინოვაციების გავრცელების უზრუნველყოფას, ქართული რეფორმებისა და ინოვაციების მსოფლიოში, როგორც ქართული ბრენდის, დამკვიდრების ხელშეწყობასა და საქართველოს შესაძლებლობების გათვალისწინებით, განვითარების მიმდინარე საერთაშორისო პოლიტიკაში წვლილის შეტანას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: მომზადებული კანონის პროექტით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტო. კანონპროექტის თანახმად განისაზღვრება მისი საქმიანობის სფერო, ფუნქციები, მისი სტრუქტურის, ქონებისა და დაფინანსების წყაროები. სსიპ-ის სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს საქართველოს მთავრობა, ხოლო წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს – სააგენტოს თავმჯდომარეს დანიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაწევას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მის განსაზღვრის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროეტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრვ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ სამთავრობო დაწესებულებები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: კანონპროექტში გათვალისწინებულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების შენიშვნები და წინადადებები. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს მთავრობის კანცელარია. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.