„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.02.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები ანდრო ალავიძე და მიხეილ ცქიტიშვილი
ნომერი
#07-3/564/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
II მოსმენა
✓ 66 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
III მოსმენა
✓ 64 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-02-27
ბიუროს ნომერი 225

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
/პროექტი/ საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შევიდეს ცვლილება და კანონის პირველი მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,21. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის 24-ე მუხლის 23-ე, 24-ე და 50-ე პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე, თუ მათ ახორციელებს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული ან/და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ’’ საქართველოს კანონის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზოგიერთი სახის ნებართვის (სანებართვო საქმიანობის) პირობების დადგენა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია, შევიდეს ცვლილება ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21 პუნქტში და დაზუსტდეს იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, რომელზედაც არ ვრცელდება ამავე კანონის მოქმედება ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ ასეთი საქმიანობის განხორციელებისას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ზუსტდება იმ საქმიანობათა სახეები, რომლებზეც არ ვრცელდება ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, თუ მოცემულ საქმიანობებს ახორციელებს ქ. თბილისის თვითმართველი ერთეული და ამასთან, კანონპროექტით დგინდება, რომ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, ასევე არ გავრცელდება, თუ მოცემულ საქმიანობებს განახორციელებს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციეული) იურიდიული პირი ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება; ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: და ადგილობრივი კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებიც მოექცევიან ამ პროექტის რეგულირების სფეროში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): პროექტით დადგენილი არ არის გადასახადი, მოსაკრებლი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთნ. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართევლოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო, არასახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება. დ.გ) კანონის პროექტის ავტორი კანონის პროექტის ავტორებია საქართველოს პარლამენტის წევრები ანდრო ალავიძე და მიხეილ ცქიტიშვილი დ.დ) კანონის პროექტის ინიციატორი კანონის პროექტის ინიციატორებია საქართველოს პარლამენტის წევრები ანდრო ალავიძე და მიხეილ ცქიტიშვილი