საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.02.2012
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/565/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 59 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-02-27
ბიუროს ნომერი 225

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
L EllSdNl, qfl Jd0ltL SiFttb_[u ?fl,Jbca oJSo N 226 U;jr16or3;1q'mtr 0 r qx 6,il, 27 olClJ63rq,o. 2Ol2 Sre-,o ,;r5o5o tr Jr6ogjgo-,,Lr;l;r6o3nqrrr L to5o3r6o Lr3.:5ro58q6}qr.r ojg?o ggq'oqglot t6g.:EoL o;olrt3,, lr"J. ,J. _J.r6qr3X5got Ssr6go: cbSrgo6od;, t.,Ji;.rAJ trj. o2U$o6rxrt L.rdo6olr$r6o 6 - 9 0.u6go t,.,, t - t. an - i.7,t,1 si, t-i fi fi iGfi n-f, 13 - 16 ar6r6o .ts,7fta7q Lbp"a$- 6nlia4,!tnL hn,6ixn a"6?<,o Jfrh dra.. 4oon<,or pnt\n6| ljntr<,peittt-ltu 1r,r;J.r6rn3XqoL J.>6q.r318$otr 8o2r6m,>q6g6L: j.rr'rrn3lqmL Jsr6q'.:3n5$ob 3rn3og6g6dtr.: q.> LoJ;r6qs3g61)r.r 36,i;Jgogd?o q,.ro$,Xrntr Srrr<i3.:go?q,o oi$otr J14rn6j6otr 6.r5boq3.> L.> i,.rJ.t,rir36q,,r[,)sdq,r0656nl, rn.>33yqrme.;143 1 p.:3orn d.:;16.:d3
წერილი
l,JdJ6U|ACs30l, JJ6RJA05O0l, S0360 . ltrj,:da1ngolt Jn6<,tAA5doL t6.s6oL L,xtrl6s6o1,,;6oct gfi,xn6,>0n66olt Tgriiblt j,;q'J;[o6 no46 Lno,:Elodn lt ;lsqbrgoSo no66, oL \orsrr6oo: ,/0 rrat q",... Jsgo3o11663oo, 3rb$nr6 .:55rg.rr4odn $3o.:p 313.:3.: e ?raL6i'q'Aaiti{, r ADaoq,J?flqco
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1 „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №46, 22.12.2009, მუხ. 346) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ანაზღაურება, საქმიანობისათვის, რომელსაც ეკუთვნის ნოტარიუსს ნოტარიუსს, უხდიან გარდა ამ მისი კანონით სამსახურებრივი გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 2. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. სანოტარო საქმიანობის ორგანიზება 1. სანოტარო საქმიანობა ხორციელდება ნოტარიუსის მიერ ინდივიდუალურად ან კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ფარგლებში. 2. ნოტარიუსს უნდა ჰქონდეს სანოტარო ბიურო, რომელიც მისი სამუშაო ადგილია. სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობას ირჩევს ნოტარიუსი. მას უფლება აქვს სამუშაოზე აიყვანოს და სამსახურიდან კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული შემოსავალი. გაათავისუფლოს და განკარგოს პირები სანოტარო საქართველოს მოქმედების შრომის შესრულებით 3. ორ ან ორზე მეტ ნოტარიუსს შეიძლება ჰქონდეს საერთო სანოტარო ბიურო. ნოტარიუსთა უფლებები და მოვალეობები საერთო სანოტარო ბიუროს მიმართ განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. საერთო სანოტარო ბიუროში თითოეული ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს საკუთარი სახელით და პირადად აგებს პასუხს თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის. 4. ნოტარიუსს უფლება გაერთიანდეს სხვა შემთხვევაში, აგრეთვე, აქვს, ნოტარიუსებთან, ადვოკატთან, სანოტარო ხოლო კერძო საქმიანობის იუსტიციის ორგანიზების სამინისტროს აღმასრულებელთან და/ან მიზნით თანხმობის აუდიტორთან ერთად ამხანაგობის ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის სახით, გარდა სააქციო საზოგადოებისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ან სამეწარმეო იურიდიული პირის პარტნიორთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით (პარტნიორთა შეთანხმებით/წესდებით), სადაც ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ნოტარიუსის გადამწყვეტი საკითხებზე. ამხანაგობის ან სამეწარმეო იურიდიული პირის პარტნიორი ნოტარიუსი ხმის უფლება სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ სანოტარო მოქმედებას ასრულებს საკუთარი სახელით და პირადად აგებს პასუხს თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის. 5. ამ მუხლით განსაზღვრული ამხანაგობის ან სამეწარმეო იურიდიული პირის შექმნის შემთხვევაში, თუ პარტნიორი ნოტარიუსების რაოდენობა არის სამი ან სამზე ნაკლები, საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს თითოეული მათგანის სახელზე მითითებას. იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორი ნოტარიუსების რაოდენობა არის სამზე მეტი, საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს მითითებას ერთი პარტნიორი ნოტარიუსის სახელზე მაინც. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად, ამხანაგობის/სამეწარმეო იურიდიული პირის დამფუძნებლებმა უნდა წარმოადგინონ სამოქმედო (ბიზნეს) გეგმა და წესდების/პარტნიორთა შორის დადებული ხელშეკრულების პროექტი. ამ მუხლით გათვალისწინებული იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნით იუსტიციის სამინისტროს თანხმობა წარედგინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთვევებში ნოტარიუსი არ შეიძლება იყოს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე პირი. 8. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სანოტარო საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ასევე ნოტარიუსის დამოუკიდებლობის გარანტიები განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“. 3. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ნოტარიუსს და მისი სანოტარო ბიუროს თანამშრომლებს ეკრძალებათ იყვნენ მხარეთა შუამავლები გარიგების დადებისას, გარდა ამ კანონის 38-ე მუხლის 41 პუნქტით და 381 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 4. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. დაუშვებელია ნოტარიუსის მიერ არასათანადო რეკლამის განთავსება ან გავრცელება, ასევე ნოტარიუსის პროფესიული თვისებების რეკლამირება. ნოტარიუსს უფლება აქვს ნოტარიუსთა ეთიკის კოდექსით დადგენილ ფარგლებში განახორციელოს საკუთარი სანოტარო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.“. 5. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ამხანაგობის ან სამეწარმეო იურიდიული პირის შექმნის შემთხვევაში პროფესიული დაზღვევის არსებით პირობებს და სადაზღვევო თანხის მინიმალურ ზღვარს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.“. 6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარის 241 მუხლი: „241. ნოტარიუსის მიერ შრომითი ხელშეკრულების დადება 1. ნოტარიუსმა შეიძლება გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება მეორე ნოტარიუსთან. 2. ამ მუხლის ხელშეკრულება უნდა მიზნებიდან წარედგინოს გამომდინარე საქართველოს მხარეებს შორის ნოტარიუსთა დადებული პალატას. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი უფლებამოსილია განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ყველა სანოტარო მოქმედება, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. შრომითი საქმიანობას ხელშეკრულების ახორციელებს საფუძველზე იმ ნოტარიუსის მომუშავე ნოტარიუსი სანოტარო სახელით, რომელთანაც დადებული აქვს შრომითი ხელშეკრულება. ამ უკანასკნელს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანისათვის. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი შესრულებული სანოტარო მოქმედებებისათვის პასუხს აგებს „ნოტარიუსთა შესახებ“ დებულებით დადგენილი წესით. 4. დისციპლინური პასუხისმგებლობის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი ამ კანონის 24-ე- 26-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად შეიძლება დაინიშნოს ნოტარიუსის შემცვლელ პირად. 5. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის სანოტარო ბიუროს მისამართად განისაზღვრება იმ ნოტარიუსის სანოტარო ბიურო, რომელთანაც მას დადებული აქვს შრომითი ხელშეკრულება. 6. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის ბეჭედი უნდა იყოს იმ ნოტარიუსის ბეჭდის ანალოგიური, რომელთანაც მას დადებული აქვს შრომითი ხელშეკრულება. ბეჭედზე დამატებით გამოსახული უნდა იყოს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის სტატუსი, სახელი და გვარი.“. 7. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრი ხდება ნოტარიუსად დანიშვნისთანავე. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრს უფლებამოსილება უწყდება ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლებისთანავე.“. 8. 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეს და გამგეობის ხუთ წევრს 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით.“. 9. 38-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ნოტარიუსს აქვს ნივთის საჯაროდ შეთავაზების უფლება. ნივთის საჯაროდ შეთავაზება ხდება ელექტრონული აუქციონის და/ან სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ნივთის საჯაროდ შეთავაზების უფლებიდან გამომდინარე, ნოტარიუსი ასევე უფლებამოსილია გაუწიოს კონსულტაცია დაინტერესებულ მხარეს.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი დაგირავებულ/იპოთეკით მოთხოვნის, დატვირთულ ქონებაზე ქონების გადაცემის, აგრეთვე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგების შესახებ.“. 10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 მუხლი: „მუხლი 381. სანოტარო მედიაცია 1. ნოტარიუსი შეიძლება იყოს მედიატორი მხარეთა შორის: ა) საოჯახო სამართლებრივ დავებზე (გარდა შვილად აყვანისა, შვილად აყვანის ბათილად ცნობისა, მშობლის უფლების შეზღუდვისა და მშობლის უფლების ჩამორთმევისა); ბ) სამემკვიდრეო სამართლებრივ დავებზე; გ) სამეზობლო სამართლებრივ დავებზე; დ) ნებისმიერ სხვა დავაზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის ასეთი დავის მედიაციის სპეციალური წესი. 2. მედიაცია ნოტარიუსის მონაწილეობით შეიძლება განხორციელდეს მოდავე მხარეთა თანხმობით. 3. ნოტარიუსის მიერ მედიაციის განხორციელების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო საზღაური მედიაციის განხორციელებისათვის - საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. სანოტარო შემთხვევაში, მედიაციის ნოტარიუსის პროცესში მიერ დგება დავის მხარეთა მორიგების შეთანხმებით აქტი, რომელიც დასრულების დასტურდება სანოტარო წესით. 5. მხარის მიერ სანოტარო მედიაციის საფუძველზე შემდგარი მორიგების აქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იძულებითი აღსრულება ხორციელდება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. 11. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 39. სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის უფლებამოსილება ნოტარიუსი უფლებამოსილია უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაცხადის, სარეგისტრაციო დოკუმენტის ელექტრონული ან/და მატერიალური სახით წარდგენა სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოებისათვის, თუ სანოტარო რეგისტრაციას, მომსახურების აგრეთვე, შედეგად სახელმწიფო დამოწმებული დოკუმენტი ექვემდებარება რეესტრის მწარმოებელი ორგანოსაგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ცვლილების ან/და უფლების შეწყვეტის განახორციელოს უფლების, უფლებაში შესახებ ჩანაწერების რეგისტრაცია (უძრავ ნივთებზე უფლებათა იურიდიულ პირთა რეესტრში, რეესტრში, მეწარმეთა აგრეთვე და არასამეწარმეო კანონმდებლობით (არაკომერციულ) გათვალისწინებულ სხვა რეესტრებში).“. 12. მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ნოტარიუსი უფლებამონაცვლის) სააღსრულებო წერილობითი ფურცელს განცხადების გასცემს კრედიტორის (მისი საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. სანოტარო მოთხოვნილია, უნდა შეიცავდეს აღსასრულებელი არაორაზროვან აღწერას, აგრეთვე მოვალის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. დოკუმენტი, რომლის ვალდებულების თანხმობას აღსრულებაზე კრედიტორის აღსრულებაც მკაფიო და ნოტარიუსის უფლებამონაცვლის) (მისი განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) ნოტარიუსის ვინაობას, რომელსაც ის მიმართავს განცხადებით; ბ) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების ვინაობას/სახელწოდებებს; გ) მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ; დ) მითითებას იმის შესახებ, რომ შეუსრულებელი მოთხოვნა, რომლის აღსასრულებლადაც უნდა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი, არ არის დამოკიდებული განმცხადებლის მიერ რაიმე საპასუხო (სანაცვლო) ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ე) განმცხადებლის ხელმოწერას.”. 13. მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში - სხვა მოქმედი ნოტარიუსი.”. 14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 401 მუხლი: „მუხლი 401. ნოტარიუსის მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია 1. ნოტარიუსი სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოსაგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ქორწინების და განქორწინების რეგისტრაციას „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ნოტარიუსის მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისათვის საზღაური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. დაქორწინების მსურველ პირებთან შეთანხმებით ქორწინების რეგისტრაცია ნოტარიუსის მიერ შეიძლება ჩატარდეს საზეიმო ვითარებაში.“. მუხლი 2 „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზა _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, ნოტარიუსის და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა გათვალისწინებული და საკონსულო უფლებამოსილებების დაწესებულებების განხორციელების მიერ პროცესში ამ კანონით ინფორმაციის დამუშავების შედეგად შექმნილ მონაცემთა ერთობლიობა;“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებია: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული სააგენტო), რომელიც პირი თავის - სამოქალაქო რეესტრის უფლებამოსილებებს სააგენტო ახორციელებს (შემდგომში – ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით; ბ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში - საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება (შემდგომ – საკონსულო დაწესებულება); გ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში - ნოტარიუსი.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ნოტარიუსი უფლებამოსილია ამ კანონით და იუსტიციის მინიტრის ბრძანებით დადგენილი წესით განახორციელოს ქორწინების და განქორწინების რეგისტრაცია და გასცეს შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა.“. მუხლი 3 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 186-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: ,,ბ1) არსებობს სანოტარო მედიაციის ფარგლებში დადასტურებული მორიგების აქტი;“. მუხლი 4 „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 6.07.2001 წ., მუხ. 78) მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: ,,11. ადვოკატს უფლება აქვს, საადვოკატო საქმიანობის ორგანიზების მიზნით, გაერთიანდეს კერძო აღმასრულებელთან და/ან აუდიტორთან ამხანაგობის ან ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის სახით, გარდა სააქციო საზოგადოებისა, ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ასეთ გაერთიანებაში პარტნიორად უნდა მონაწილეობდეს ერთი ნოტარიუსი მაინც.“. მუხლი 5 „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) 14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6 31 პუნქტი: „31. კერძო აღმასრულებელს უფლება აქვს, სააღსრულებო საქმიანობის ორგანიზების მიზნით, გაერთიანდეს სხვა კერძო აღმასრულებელთან, ადვოკატთან და/ან აუდიტორთან ამხანაგობის ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის სახით, გარდა სააქციო საზოგადოებისა, ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ასეთ გაერთიანებაში პარტნიორად უნდა მონაწილეობდეს ერთი ნოტარიუსი მაინც.“. მუხლი 6 „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №№23-26, მუხ. 496) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4 1. აუდიტორი არის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემული აუდიტორის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი. იგი აუდიტორულ საქმიანობას ეწევა ინდივიდუალურად _ ლიცენზიის საფუძველზე და/ან აუდიტური ფირმის მეშვეობით. 2. აუდიტორს უფლება აქვს, აუდიტორული საქმიანობის ორგანიზების მიზნით, გაერთიანდეს სხვა აუდიტორთან, კერძო აღმასრულებელთან და/ან ადვოკატთან ამხანაგობის ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის სახით, გარდა სააქციო საზოგადოებისა, ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ასეთ გაერთიანებაში პარტნიორად უნდა მონაწილეობდეს ერთი ნოტარიუსი მაინც.“. მუხლი 7 1. საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 1 აპრილამდე განსაზღვროს ნოტარიუსისათვის განკუთვნილი საზღაურის ოდენობა ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 და მე-14 პუნქტებით განსაზღვრული მომსახურებისათვის. მუხლი 8 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებისა, მე-7 და მე-8 მუხლებისა, ამოქმედდეს 2012 წლის 1 აპრილიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები, მე-7 და მე-8 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება გამოწვეულია სანოტარო საქმიანობის ორგანიზების ოპტიმიზაციის აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია სანოტარო საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტება და ნოტარიუსის უფლებამოსილებების გაფართოვება, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს სანოტარო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით შესაძლებელი ხდება ნოტარიუსებმა სხვა ნოტარიუსებთან, ადვოკატებთან, კერძო აღმასრულებლებთან და/ან აუდიტორებთან ერთად შექმნან ამხანაგობა ან სამეწარმეო იურიდიული პირი, გარდა სააქციო საზოგადოებისა. ასეთი ტიპის კომპანიის შექმნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის პარტნიორები კომპანიის წესდების პროექტს და ბიზნეს გეგმას წარადგენენ იუსტიციის სამინისტროში და მიიღებენ შესაბამის თანხმობას. სანოტარო საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით ნოტარიუსს ექნება გადამწყვეტი ხმის უფლება. კანონპროექტით ასევე შესაძლებელი იქნება ერთი ნოტარიუსის მიერ მეორე ნოტარიუსთან თანამშრომლობა მასთან შრომითი ხელშეკრულების დადების გზით. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებებს შეასრულებს იმ ნოტარიუსის სახელით, რომელთანაც დადებული აქვს შრომითი ხელშეკრულება. ამ უკანასკნელს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანისათვის. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი შესრულებული სანოტარო მოქმედებებისათვის პასუხს აგებს „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესით. შრომითი ხელშეკრულება წარედგინება ნოტარიუსთა პალატას. ხელშეკრულებით შეიძლება შეიზღუდოს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის უფლებამოსილება და მას არ ჰქონდეს ყველა სანოტარო მოქმედებების განხორციელების უფლება. კანონპროექტი საშუალებას აძლევს ნოტარიუსს განახორციელოს საკუთარი სანოტარო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რომლის ფარგლები დადგენილი იქნება ნოტარიუსთა ეთიკის კოდექსით. კანონპროექტით ნოტარიუსს ენიჭება სანოტარო მედიაციის და ნივთის საჯარო შეთავაზების უფლება, რა შემთხვევაშიც ნოტარიუსი და თანამშრომლები შეიძლება იყვნენ შუამავლები მხარეებს შორის. მისი სანოტარო ბიუროს ნოტარიუსს ექნება შესაძლებლობა საჯარო რეესტრისგან უფლებამოსილების დელეგირების ფარგლებში მოახდინოს უფლების, უფლებაში ცვლილების და/ან უფლების შეწყვეტის შესახებ ჩანაწერის რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში და მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში. ნოტარიუსს ასევე ექნება ქორწინების და განქორწინების რეგისტრაციის უფლება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება სახსრების გამოყოფას. არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის მედიაციასთან და გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით გათვალისწინებულია ქორწინების/განქორწინების რეგისტრაციასთან სანოტარო დაკავშირებით სანოტარო საზღაურის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა