„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.02.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა.
ნომერი
#07-3/566/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-03-02
ბიუროს ნომერი 227

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
LtdJd0Silqnll JJdqJAil60fl tr allldllb aiqJ6'u0J0[qtbJ 6ndaJ6tllq[ 1d6il, )611td0flL aI6bltqsllL J6nt)ilqT6flL qJ6Uilblll, ?ill,Jbtb 2 al6go. 2012 $'3qo -'l.lao N 227 Lrjrr6or3nqoL .1;5t'r5ob J16o6jgo,,Lrbnq0$ogo ?6UXop3nlot ?3tobnB" Uoju<6o3gqob,;,>5r'r5?o ggqoq3doL ?3$o5ot o,:olutX" q.rrfuo|6o3o 6o5m3o3oLc qs X3m6o0o316o Jerq66oJol, Jerao6c6o 20 - 23 es6go 27 - 30 ar6go ,t!!AErtXt<' LbpaArbl UqoS$to-Lolo13X$o,3o0o$X$o ,)o8o6fido, naarpar pr 1i,n6r bnPPq,AddPar bsj;r6or3nqrnb Js<6q.:3X5$oL do2<4r'r oq6n6L: br;l;dror3JlqoL J;r6qs065$oL Jr'lSoO1O1dLr Rr LrJ56R'r405$r'r 3<6sJ3onB?o p"nq'6r.rl 5r'r<rr3;$olqo oj6oL Jr6r'r1j6oL 6r5boq3'> Lo;l;t4ar3XqmL J;r6qr8n5$ob tn,:33yqo3tr6oL Jor63Xq'o 8r'r;p5oqX \o SoLgoq 3sls3116o:5o
წერილი
l,JdJ60A0Rgll, JJ6RJAC600l, $fl360 lt,;jtdaXng,ol Jodq.>3n66ob .t\in,otr Llor4ns5oltt6oo qfu.;69.>0n56oL 7g6o Lh lrK'dn6o6 0o 4 ltno,:Esodnlt ;lsq8rgoSo no6r6, tr,:j.:t4o3Xq,oL,1o5Lgo616ooL 67-n 0lbqoL or.:Srb8sp $.:163o6oq61Eor Lsjrt6or3nqoL It6q.:3n56otr [336ndot ,jsb.:16r6 s6y.:g.:r6odoL,> ps $3osq,12.1,>3rt Alaf L,>;,>5o53pndq'ar oSo6orgo3oL g'nlroor 3r'r3$;p6Bpq, ;"S.StO.n3-6t,, .ltb6q3$ogo SnUSoqgXdoU ?nltUg}' lrsjs6orSnqolr ;r5o5Eo g3qoqnloL tsn6JGoL orlolr$g". 6orbrr3o, $n&n.:q6o35pq ;o5r'r6JrionJgL 0ol5no ?31r.:3r3oLo SL3qnRrr}.:. ob. ps5*4oo: - " yt?I4(tRrp Jr$ogo16n3oor, ,1.>b$Xri 156og16o dA : . O#/ '<A-/ ?04[6!qil3iq,., J aoo.qi?rq,o 6Aq' 28 16 9l
საქართველოს კანონის პროექტი
proeqti საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება: 1. კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ1) გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;“ 2. კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებით, მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელების საკითხი, გარდა ისეთი უწყვეტი მომსახურების შესყიდვისა, რომელიც ხორციელდება მომდევნო წლის 1 თებერვლამდე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს თანხმობის მიღების შემდეგ შეტყობინების სახით უნდა ეცნობოს სააგენტოს. მრავალწლიანი შესყიდვა ყოველწლიურად აისახება შესაბამისი საბიუჯეტო წლის შესყიდვების გეგმაში. შესყიდვა არ განიხილება მრავალწლიან შესყიდვად, თუ იგი ხორციელდება მხოლოდ მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში გათვალისწინებული ასიგნებებით, ხოლო მიწოდება ხორციელდება მომდევნო საბიუჯეტო წლის განმავლობაში. საქართველოს ეროვნული ბანკი მრავალწლიან შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.“ 3. კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუქნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მომდევნო წლის შესყიდვების წლიურ გეგმას შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი წარუდგენს სააგენტოს არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა, რის შემდეგაც შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დაიწყოს მომდევნო წლისათვის/წლებისათვის აუცილებელი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი პირების შესყიდვების წლიური გეგმა უნდა შეესაბამებოდეს, შესყიდვების გეგმის წარდგენის მომენტისათვის, შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოში წარდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს.“ 5. კანონის მე-9 მუხლს დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „41. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის შედეგად აუცილებელი გახდება მასთან ამ მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე სააგენტოსთვის წარდგენილი შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისობაში მოყვანა, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელმა პირებმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ცვლილებების შეტანა შესყიდვების წლიურ გეგმაში და შეცვლილი შესყიდვების გეგმის სააგენტოსთვის წარდგენა. 6. კანონის 161 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „11 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, იგი პასუხს არ აგებს ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად გამოწვეულ ზიანზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემთხვევებისა, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა გამოწვეულია ამ კანონის მე–9 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის შესყიდვების წლიური გეგმის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიულ აქტთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით და აღნიშნულის შედეგად შეუძლებელია ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის შემუშავების მიზეზია ერთის მხრივ, მიმწოდებლებისათვის ყოველი მომდევნო წლის გაყიდვების სტრატეგიის უკეთ დაგეგმვისათვის საჭირო პირობების შექმნის აუცილებლობა, ხოლო მეორეს მხრივ, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ მომავალი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის უფრო ეფექტურად და ორგანიზებულად დაგეგმვის ქმედითი მექანიზმის შემუშავების საჭიროება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს სექტორისთვის მომავალი წლის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებისა და დაგეგმვისთვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნას და საბიუჯეტო ხარჯების კონსოლიდაციისა და მეტი სიზუსტით პროგნოზირების ხელშეწყობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით ხდება ყველა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მომდევნო წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსების (რითიც აღნიშნული დოკუმენტი ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი მიმწოდებლისთვის) ერთიანი ვადის დადგენა (არაუგვიანეს 20 ნოემბრისა. აღნიშნული ვადა უკავშირდება მომავალი წლის შესაბამისი ბიუჯეტის პროექტის სათანადო წარმომადგენლობით ორგანოში განხილვისა და დამტკიცებისთვის დადგენილ ვადებს). აღნიშნული ცვლილების შედეგად, ბიზნეს სექტორს უფრო მეტი დრო ექნება, დაგეგმოს და შეიმუშავოს მომავალი ორგანიზაციებს წლის ექნებათ გაყიდვების შესაძლებლობა, სტრატეგია. უკეთ გარდა მოემზადონ ამისა, შემსყიდველ მომავალი წლის შესყიდვებისთვის და უფრო ეფექტურად დაგეგმონ მათთვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის პროცესი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით დაფინანსების წყარო აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რაიმე დამატებითი ხარჯების წარმოშობას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რაიმე ფინანსური შედეგების დადგომას იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა.