„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
II მოსმენა
✓ 66 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-03-05
ბიუროს ნომერი 228
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJ1403ilqnL Jl6qIaC60!ll, bfl IdnL
AJq J6'U3t0[ qCbJ 6n14AJOIlqn Jd0ll t,
Jdntd0llU AJGbIq3[U J'(nUCCXdllU
CI6U0bflL Atl,Jbilb
ojao N 228
5 ao6go. 2012 $sqo
bsjsr6o3gqoL 3,:5o5oL Jr6r,rgjgo ,,LobnqO$ogrn Jo56loLr ?nbsbnd" Lo;l':dro3gqob
3o5o5?o ggqoqgloL ?6$1Eob osmls$n"
bil.tr6o36qoU 0orr36od.r
6.r53oost6XloL L$o5o'lr$6o
q.l63oi6o3o x3oSo8o3oLr qc a;o5o3o3trt6o
Jc,qoooJot Jnao6c6o
20 - 23 asr6go
27 - 30 316go
lrqo5,$lrr-lr$oX33$o 3o3o$3$o
,la8t'606re\ 6.'atqor 4D!&r6 rJrra'arta''J
br j.:16o3nqob J.:r6q,.:0n5$oL do2r6r'r rq665l-r:
brjrdrorgggoL JsdrqrSnS$oL 3oOo$n$nlbr pr LrJsr6qr365$r'r 3<4':j3oXd?o
pso$gott 5rodr3.r$o2q'o ui$otr Jr6onJ$oL 6;5boq'6s
L,:j.:t6ognqoL Jrr6qr3n5$ob
o;336qo3rdr3
3
q;3oor d,: j16rdn
საქართველოს მთავრობის წარდგინება
l,JdJ6CI3CsT0l, 30lJ360bJ
brjr6o35q,erb Jr6rq,rAg6glt
brjr6o6gq,r'rlr 3obbgo6gocnb 671 aubq"lt 0gbOrOoltrqr
ur3r6gr60qr3\,r'r o6o6olgo3ob $31-roor [;6fo5oq9696or lljs6orgqx'rb
3r6o6ob J6oXjgb,,Urb3q,0$oggr jrn6g6oU 03ltbg0" brj,i6or3gqrr.rU 316o60o
6q,oq,Xbob 06o6ou ote!art3",
rq5oB6gqr 3.:6o6J6o3j6$X lrsjr6o6Xqx'rb J.>6q,r0g6gotr
brJooooCoo qgs Jq16r6ryq, bbqroo3otg ooobbgbgbq,sp qrr6ots53q,os
Irjutrorgq,r'rb ct]gr6o0o3obs qg.: 0qr6t6.:qgo 6r63oot6gbolr 0o6o1166olr
0t'r.:qr6oq,3 6:on.: 0o j3q,.:dg.
Jd,CaoC(ffio6oLodn
'L' a "&
N 186
02.032012v.
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
JA(96JV060
tJdJ60)SCROU aOJ36Od0L 2012 9R0L 29 orXlnr63qoU L,bROAOt
]+8 0da0RJ5
LXIV U.rjrt+u63q,ol-r 3s6r.r6olr J6oCCOo ,,brbCq,A$o8o jo636oL ACbJbCb" 1.,)CJ6or33q,oU 3,16o66o 6q,oq,3bob 6JOD6ol, o,roAJ'bC" qrs Lrju6ror33q,ol-r 6or,>3
6,clbou brEJr6AUq,Caob J6('lCCOo,,6.AoCCq,rdob brCr6(r)gCq('lu Aorg6obob
LrJsb('l6AeCbqx'l oboBoDO o(r) $rt6p66oq, JrE(9EJF)oCCOtC 0o0bbX6Xbq,rq9
pr6oB36oU 33ltsb3a" (6o0bU363b3q,o b,:j,fq35q'<.rU JJ('l6(.laoJobr q:s dq6r6rpo
AJbgoor6Jbob Aobobo6r)b A(.r)eAoqrC e.6.m6ArdC)
1. l.,rJocDbo eJAJOCbCq, oj6Cb Aor36('lbob b\maob pqoL ggUr6o5tso.
2. ao$tr6J@?q, cd69u $.y5Aoqr6C6oq,o JJ6r'tEl6red6o qu 6s19.:3631.r b.>j.r6o63q'ob
Jrd)q'raC6OU 6rEL JboqBCqre.
3. 6o$o63bpqr oj69L $vtr0oq636oq'o 6,:63r6bUqCbolr,l6oCdoo.
lr.:J.;dror3Xq'oL J60Ao06-ao5oLO6o
l!rJ.Jd,o,srq,l-)L Srnsl16odol-r
;o566qsd:orrU lg16ol.ro
5.5oqs1t4o
.f'{q1
re. JJ6Jl,0Rod0
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სახელმწიფო
ქონების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1.
მე-2 მუხლის ”ყ” და ”შ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) საპრივატიზებო შემოსულობა – სახელმწიფო ქონების პრივატიზების
/მართვის უფლებით გადაცემის შედეგად მიღებული თანხა, რომელიც
ირიცხება სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
რესპუბლიკურ ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში.”
შ) საპრივატიზებო საფასური – სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის
უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება
საპრივატიზებო შემოსულობისაგან და ასევე მესამე პირისთვის ან/და სხვა
სუბიექტისთვის გადასახდელი თანხისაგან, ასეთის არსებობის შემთხვევაში.”
მე-2 მუხლს დაემატოს ”ც” და ”ძ” ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
”ც) საწყისი საპრივატიზებო შემოსულობა - სახელმწიფო ქონების
პრივატიზებისას/ მართვის უფლებით გადაცემისას, საპრივატიზებო/მართვის
უფლებით გადასაცემი ქონების მინიმალური ღირებულება, რომელზედაც
ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება.
ძ) საწყისი საპრივატიზებო საფასური - თანხის ოდენობა, რომლითაც ხდება
სახელმწიფო ქონების საპრივატიზებოდ/მართვის უფლებით გადასაცემად
გამოცხადება. საწყისი საპრივატიზებო საფასური შედგება საწყისი
სპრივატიზებო შემოსულობისაგან და ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა
სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან, ასეთის არსებობის შემთხვევაში.”
3. 31 მუხლის :
2.
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის
ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს
სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს
აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.”
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”4. მყიდველი ვალდებულია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ
დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს აუქციონის ჩატარებიდან 7
კალენდარულ
დღეზე
ნაკლები
და
2
კალენდარულ
წელზე
მეტი,
უზრუნველყოს
საპრივატიზებო
საფასურის
გადახდა
და
წარუდგინოს
პრივატიზების
განმახორციელებელ
ორგანოს
საპრივატიზებო
საფასურის
გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საპრივატიზებო საფასურის გადახდის
დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება
ელექტრონული აუქციონის ფორმით განხორციელებულ განკარგვის/სარგებლობის
უფლებით გაცემის შემთხვევებზე).”
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”5. ვალდებულების არსებობისას ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი
დოკუმენტის წარმოდგენიდან, ხოლო ელექტრონული აუქციონის ფორმით
სახელმწიფო ქონების განკარგვისას საპრივატიზებო საფასურის გადახდის დღიდან 5
სამუშაო დღეში სახელმწიფო ქონების განმკარგავი ორგანო გასცემს ვალდებულების
სრულად ან მისი ნაწილის შესრულების
დადასტურებას წერილობითი ან
ელექტრონული ფორმით, რომელიც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების ან
მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია. ”
4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობის
უფლების გადაცემის მიზანია, საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება
მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო
ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს
/სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი
გამოცხადდება პირობებით – საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს
აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს
გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების
განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს /სარგებლობაში
გადაცემის საფასურს შესთავაზებს.”
5.
მე-6 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,31.
ელექტრონული
აუქციონის
ფორმით
სახელმწიფო
ქონების
განკარგვისას/სარგებლობის უფლებით გაცემისას,
აუქციონში მონაწილეობის
მიღებით დაინტერესებული პირი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ
უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს, ასევე აუქციონში გამარჯვებული,
სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარგებლობაში გადაცემის საფასურს,
წარადგენს ვებ-გვერდის - www. eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის
საშუალებით.”
6. მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”11. ამ მუხლის მე-3 და 31 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის V
თავზე. სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ნივთების
რეალიზაციისას საბანკო გარანტიის/ბეს წარმოდგენის წესი და პირობები
განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
7.
8.
მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით
გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყის
საპრივატიზებო
შემოსულობას
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
ერთეულების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს
მთავრობის
გადაწყვეტილებით,
აუქციონზე
გატანილი
სახელმწიფო
საკუთრებაში
არსებული,
იჯარით
გაუცემელი
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო შემოსულობა
შეიძლება შემცირდეს. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით
გაუცემელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარეობს
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა
(ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, აუქციონზე გატანილი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდება მიწის ნაკვეთის
საფასურად, მიუხედავად მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე
ნაგებობისა (ნაგებობებისა) ან/და მრავალწლიანი ნარგავებისა.”
მე-19 მუხლის
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო
საფასურის და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს
საქართველოს პრეზიდენტი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების
საპრივატიზებო საფასურის ან საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას
მხედველობაში მიიღება ამ მუხლის მე-6 პუნქტი.”
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”3. აუქციონში გამარჯვებულმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი
ქონების საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს პრივატიზების
განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც უნდა
შეადგენდეს აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30
კალენდარულ დღეს. თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით,
პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ადგენს საპრივატიზებო
საფასურის გადახდის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს აუქციონის
ჩატარებიდან 2 წელს.”
9. 31-ე მუხლის
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
”1. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურის და საწყისი საპრივატიზებო
საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.”
ბ) მე-3-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”3. მოძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა
და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. მოძრავი ნივთის უპირობო
აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმებს
ამტკიცებს
სამინისტრო.
პრივატიზების
განმახორციელებელი
ორგანო
უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. აუქციონის
ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის
ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი
მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში.
4. მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო საფასურის
შემოსულობის ნაწილი, აუქციონის ხარჯების გამოკლებით, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტში. სამინისტროს მიერ მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული
საპრივატიზებო საფასურის შემოსულობის ნაწილი საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით სრულად ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.”
10. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”2. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის
(აქციონერის) უფლებამოსილებებს ახორციელებს სამინისტრო, რომელიც იღებს
გადაწყვეტილებას სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს
კაპიტალში სახელმწიფო ქონების, მათ შორის, წილებისა და აქციების, ასევე ფულადი
შენატანის (შენატანების) განხორციელების შესახებ.”
11.
43-ე მუხლის მე-21 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
12. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”მუხლი 44. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქციებისა და
წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრის და სხვა
სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესი
1.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქციებისა და წილების
პრივატიზების ცალკეულ ფორმებს და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის
უფლებით გადაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრი.
2. მართვის უფლებით გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
აქციებისა და წილების მმართველი პირი სამინისტროს თანხმობით იღებს
გადაწყვეტილებას მის მართვაში არსებული საწარმოს კაპიტალში სახელმწიფო
ქონების,
მათ შორის, წილებისა და აქციების, ასევე ფულადი შენატანის
(შენატანების) განხორციელების შესახებ.”
13. 45-ე მუხლის
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურის და საწყისი
საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს
პრეზიდენტი.”
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”3. წილებისა და აქციების პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ
ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. პრივატიზებისას
განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების
დადასტურება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. აუქციონის ფორმით
პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის
ვადაში, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით
პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. წილებისა და
აქციების პრივატიზებისას მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა შესაბამის
მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, რომელთან ერთადაც უნდა
დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.
14. 473
მუხლის შემდეგ დაემატოს 474 მუხლი შემდეგი რედაქციით:
”მუხლი 474. 2011 წლის 1 იანვრამდე იჯარა‐გამოსყიდვის,
კონკურსის
და
აუქციონის
ფორმით
პრივატიზებულ
ქონებაზე
საკუთრების უფლების დადასტურების წესი.
2011 წლის 1 იანვრამდე იჯარა‐გამოსყიდვის, კონკურსის,
აუქციონის ან სხვა ფორმით ქონების პრივატიზებისას, თუ საკუთრების
უფლების დადასტურების ვადა დადგა 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ,
პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო გასცემს საპრივატიზებო
საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დადასტურებას, რაც
შესაბამის
მარეგისტრირებელ
ორგანოში
საკუთრების
უფლების
რეგისტრაციის საფუძველია. საკუთრების უფლების რეგისტრაციისას
მყიდველი ვალდებულია ასევე დაარეგისტრიროს
შესასრულებელი და
დასადასტურებელი ვალდებულებები.”
15. 49-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 491 მუხლი შემდეგი რედაქციით:
საპრივატიზებო
პირობების
შეუსრულებლობისათვის
”491
დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება
1.
შემძენი
უფლებამოსილია
ხელშეკრულების
საფუძველზე
დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების
დასაბუთებული თხოვნით მიმართოს
სამინისტროს. სამინისტრო
იხილავს წარდგენილ მომართვას და დასაბუთებული აუცილებლობის
შემთხვევაში საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და
კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით
იღებს
გადაწყვეტილებას. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში
საკითხი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას.”
მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ
უზრუნველყოს სსიპ ”საწარმოთა მართვის სააგენტოს” ლიკვიდაციასთან
დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება 2012 წლის 1 მაისამდე.
მუხლი
3.
ეს
კანონი,
გარდა
მე-10-მე-12
პუნქტებისა,
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4. კანონის მე-10-მე-12 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
ა)
ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
„სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
მიზეზია კანონში არსებული ხარვეზების არსებობა და ახალი რეგულაციების
დანერგვის აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
„სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების მიზანია
პრივატიზების
განმახორციელებელ
ვალდებულებების
შესრულების
ორგანოებს
მიენიჭოთ
დადასტურება
უფლებამოსილება
განახორციელონ
როგორ
წერილობითი ასევე ელექტრონული ფორმით. დაზუსტდეს აუქციონის გზით
პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასურის გადახის ვადები. პრივატიზების
განმახორციელებელ
ორგანოს
მიენიჭოს
უფლებამოსილება
პირობებიანი
აუქციონისას ხელშეკრულების პირობები თავად განსაზღვროს (ტიპიური ფორმის
არსებობის
გარეშე),
დაიწყოს
სსიპ
”საწარმოთა
ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
მართვის
სააგენტოს”
განისაზღვროს 2011 წლის 1
იანვრამდე პრივატიზებული ქონების საკუთრების უფლების დადასტურების წესი.
დარეგულირდეს საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობისას სანქციებისგან
გათავისუფლების წესი. დაზუსტდეს ტერმინები და გასწორდეს არსებული
ხარვეზები.
ა.გ. კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის პირველი პუნქტით ზუსტდება საპრივატიზებო საფასურის და
საპრივატიზებო შემოსულობის მნიშვნელობები. მე-2 პუნქტით ემატება საწყისი
საპრივატიზებო
საფასურის
და
საწყისი
საპრივატიზებო
შემოსულობის
განმარტებები. მე-3 პუნქტით დგინდება აუქციონისას ბეს და საბანკო გარანტიის
ასევე საფასურის გადახდის ელექტრონული ფორმა, იხსნება პირობებიანი
აუქციონისას ტიპიური ხელშეკრულების დადგენის აუცილებლობა და გამყიდველ
სუბიექტს უფლებამოსილება ენიჭება აუქციონში
გამარჯვების დადასტურება
წერილობითთან ერთად გასცეს ელექტრონული ფორმითაც. ზუსტდება აუქციონისას
საპრივატიზებო საფასურის გადახდის დაწყების ვადა. კორექტირდება ის მუხლები,
რომლებითაც რეგულირებულია სსიპ ”საწარმოთა მართვის სააგენტოსთან”
დაკავშირებული საკითხები, განისაზღვრება 2011 წლის 1 იანვრამდე პრივატიზებულ
ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურების წესი, კორექტირდება ტექნიკური
ხარვეზები. მე-15 პუნქტით დგინდება
საპრივატიზებო ვალდებულებათა
შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების
წესი.
ბ)
კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტმა შესაძლოა იქონიოს გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, იმ
შემთხვევაში თუ 491
დაკმაყოფილდება
მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შედეგად
განმცხადებლის
მოთხოვნა
და
იგი
გათავისუფლდება
დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან, რისი წინასწარ განსაზღვრა
შეუძლებელია და შესაბამისად, ვერ მოხერხდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
მისი ზეგავლენის პროგნოზირება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ არის დაკავშირებული სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულების აღებასთან.
ბ.ე.) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი იქონიებს დადებით ზეგავლენას იმ პირებზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ კუთხით, რომ 491 მუხლით
გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, განმცხადებელი
მიიღებს ფინანსურ შეღავათს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ)კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში
კანონპროექტის მომზადების პროცესში არ მიურიათ მონაწილეობა სხვა
დაწესებულებებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა ორგანიზაციებსა
და ექსპერტებს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.