„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-03-05
ბიუროს ნომერი 228
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
\
l,JdJ,(03Jqnb li6qiAt60lll, illIt4nlt
aJ+JFUtC0[qtbl 6ndaJ0[xqfl Jd0m,
J6nild0nI aI6bIq3[l, Jdnutqx6[L
qJ5'Utblll, ?ill,JbCb
rojSo N 228
5 as6go, 2012 $'sqo
L,>Jr6o36qob o166s5trqo 3r5o5oL Jt6r'rgjgo,,rq6oqoL16ogo
o3oo88.:rrro3nqoloU ?6Lrbn}" bojst6o3gqoL o66r5trq 3o5o5?o g3qoqSdoLr
?ngrSob oso};t6"
tojr6opqolr 8ou3dx'r}.r
Scpcq0orrcSo r635oo63Aot J.4"0C0";
20 - 23 ar6go
27 - 30 tur65o
&,1)816011 Lqnit.tpo anntag'n
L.rgo5.r5lx'r-1rsloX33$o 3o&$X$o
,t@AOdto, nogApor $fu06J b,!<eJdtA',J
brjs16ur36qotr J.;r6qs0n5$oL do2r6r'r rq6nEl-r:
lrs;l.rr6o3Xqob Jsr6q'r8n5$oL dcrao$1$1}br Rr LrJr6qr805$ro 36sj6onb?o
p;o$grolr 5r'rr68.rgo1qo rd$ol, Jd'o6d$oL 6s5boq3.>
p.:3orn bojrisdS
2
საქართველოს მთავრობის წარდგინება
lrJdJ6030rT0U A{nJS6mAJ
t$jrrtoBget'lb b6q,rAC6Ol,
bJCr6r%Cqxrb 3o6b6o6gcrrLr 671
bt3.:6o60qrgbq,o o6o6o16o9olr
A3bqmb 03lsasaolrqr
Sgboor $.:r(6o6oq,6g6or brjsrloggq,arb
Jr6o6ol, J6oCCOlr,,.:q6oqo6rrro3o o3oof0rr6o63qrobob
b.:jsrtro69qrm[ t'61656Zrg
0Xtub30,
Js6o6i,o Og(,r,q,C0ob ACODEob olrr'rortC,..
JeooAEUq) 3,:6r,r6Jfx,r3 j6bg bJjrrio6gq,of,
J.:6q,sAC6Oob
ls3o0o6g6o qr.: Jqr96,>6ryqr bbqoAgb$g
tt :
j.:t6o63qrolr go6r,r0o3otr,: p.: Aq66sqn
0erq6oq.,X 6soxr.: AoCCg$C.
J6CaoCffi)t$6o
.1. os
N IR7
02.0320t2v.
Ao6bbg6C6q,rA (,JEoE6Uq,or
"&
-L*","
6.:fu oomgbob Aobottld)ob
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
JA(,5JV060
bJd)6oil{lR(r)b aO}J06rOdOL 2012 SROb
29 orn}nr43qoL l.,b,RO)aOL
N8 (9da0,qJ5
XXVIIL brjr6,ogCq,o[
3c6o6olr J6o
3r&'t6&6oglgo qr.r 6.rqr.:gggt.r lrj,fogqotr
6Jr6aUq,CAot &io&loo.
LsJ;r6o3Xq,ot_r J60flo0d,-ao6ot
66rl
5.5oq'.r1<ro
L.rJ.;rrrm36q'o lr ?rnslrrroloL
;sh1l3q,rr6oolr 2916oLo
p..1g166L3q'odg
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონიში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ.312) შევიდეს ცვლილება და
მისი 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია:
ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწა (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და
ა.შ.), გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა,
აგრეთვე ის მიწები, რომლებიც ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე
(სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული
საზოგადოების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას;
ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე მიმაგრებული
მიწა;
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამურნეო
დანიშნულების მიწა, გარდა:
გ.ა) საძოვრებისა და პირუტყვის გადასარეკი ტრასებისა; (21.07.2010. N3515)
გ.ბ)
500-მეტრიან
სასაზღვრო
ზოლში
არსებული
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწისა;
გ.გ) დაცული ტერიტორიების მიწისა;
გ.დ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლებისათვის
განკუთვნილი მიწისა;
გ.ე) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწისა;
გ.ვ) საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის
იურიდიული
პირებისათვის
უზუფრუქტის ფორმით
სარგებლობის
უფლებით
გადაცემული მიწისა;
გ.ზ) წყლის ფონდის მიწისა;
გ.თ) კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა;
გ.ი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა, რომელიც ექვემდებარება
პრივატიზებას ”სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;
დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული, ადგილობრივი
მნიშვნელობის ტყე და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები.
2. თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ მუხლის პირველი
პუნქტის ”გ.ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ”ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის
ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა)Dკანონპროექტის მიღების მიზეზი
”ადგილობრივი
თვითმმართველობის
შესახებ”
საქართველოს ორგანულ
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტით წარმოდგენილი
ცვლილების განხორციელება განაპირობა სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის
თვითმმართველი
ერთეულებისათვის გარკვეულ
გათვალსიწინებით,
ადგილობრივი
შემთხვევებში ქონების გადაცემის საკითხის აუცილებლობამ;
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
წინამდებარე
კანონპროექტის
მიზანია
სახელმწიფოს
მხრიდან
თვითმმართველი ერთეულების ქონების ფორმირების ხელშეწყობა;
ადგილობრივი
ა.გ)Dკანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი
კანონპროექტის
თანახმად,
ცვლილება
შედის ”ადგილობრივი
თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლში.
აღნიშნული ცვლილების თანახმად, 47-ე მუხლს ემატება მე-2 პუნქტი, რომლის
თანახმადაც, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ მუხლის
პირველი პუნქტის ”გ.ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ”ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც ძირითადი,
ასევე დამატებითი ქონების სახით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)Dკანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას;
ბ.ბ)Dკანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის და
შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო მიწის ფონდის
შემცირების შესაძლებლობის გათვალისწინებით, კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა
მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. აღნიშნული გავლენა
დამოკიდებული იქნება გადაცემული მიწის ოდენობაზე, რისი წინასწარ პროგნოზირებაც ამ
ეტაპზე შეუძლებელია.
ბ.გ)Dკანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ)Dსახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს;
ბ.ე)Dკანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მიღება
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის და
შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო მიწის
ფონდის გაზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა
გავლენა მოახდინოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
აღნიშნული გავლენა დამოკიდებული იქნება მიღებული მიწის ოდენობაზე, რისი წინასწარ
პროგნოზირებაც ამ ეტაპზე შეუძლებელია.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე ახალ გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა გადასახდელს;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა)Dკანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს;
გ.ბ)Dკანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები;
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.გ)Dკანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს;
დ)Dკანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)Dსახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში
ასეთი არ არსებობს;
დ.ბ)Dკანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს;
ან/და
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს
სამინისტრო;
ეკონომიკისა
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
და
მდგრადი
განვითარების