„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.03.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/568/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 63 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-03-05
ბიუროს ნომერი 228

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JilJdUlStqnL Jl6qJail60nU bIltinL aJqJ6t300[q0bJ 6ndflJ0llxqn Jt0il, Jdn0d0lll, AJGb!lqSfl L JdnUtCltdil, qtFUillllt, ?0l,lbCb "da" N 22E 5 tu60o, 2012 $aqo Lojo16o36qoL 3u5r'r5ob Jt6r'rnjgo,,Lrjr16or3gqob sq0oSoLgt6rgo2q UuSsr6osqq,>r6g363roo 3oqgjtr?o g3qoq6loLr ?gguSotr ?gttbn}" 1,{. .I6Rra$0o1, Eaa'?d6l 3. J51g.)TJ'6od3, t. ,JAJ.I3J 3 s53rg#ndg, t. 3x3.r3.r ol6oqojq b,Snorttoo 3o0o$3$o 20 - 23 Ael,go 27 - 30 a.ld,6o sqraoJSol, lgq3ioo,u qqgolr.r qr Lcaoj.qojo ('568610(}('l, ,r.a"oCop; drgrnfuqrr \ogr3oL, o3t'o€3.r6o&r$rtrol$ q.) O$EAoorSo 66rm6Xrot,p8o$X$p UoJs(rognqoL Jr16qs365$oL }o216er ;q635b: Lsjrr6og6qroL Jsrrrq'r8n56oL Jmao60$0atrs q.: L;J.>r6q.:365$r'r 3t4;j6ogd?o RJo$Ur'rL Sor<r8ugolqo s;l$oL Jr6o6J$oL 6s6boq3.> 1r;j.:16o3XqroL J116qo3n5$oL o,:333gqr'r3r6n RrAoo) drd6bdC
წერილი
l,JdJ60l3CRflll, JJ6RJAC5O0l, $C360 L.:jsr6or3XqoL J.5d)qrA056(,L sJr6s$oL Lro66;5o$sgoo pnJr16grSXSgoL g316otL jsq'dsgo6 3ornr6 L3orSsodntr joqtrrgoSo noy4, trr;1.>t6o3Xq'oL Jr.l5L6o6?GooL 6'l-A 31bqoL orr6rt3.:q $'rrrr0o6oq6n5o L.>Js6oSXqotr J.:r6qr8pSgoL $'6r6XEoL ;.:bod6r6 ;Srysg116odolrr R,) $3osq ;1.1,>3str 3o3t6 ltr,;rSoSeqnlqo oSo6osgo3oL $'nLoor 3r'r3$,>q6il1q tsj.:r6or3nqoL ,j.:5t r5oL Jt6oXJgL: ,,Lsjsr4or33qoL .:q0o5oL$iq.JGotR Ls3rr6o,>qp.:r<rg333ror ,joqnjLto 6Sqoqnlolr ?ng.r5olr ?6LrLXtr". 5orto3or, $10o.:g5oB61q ;r5o5ot Jr6oljglr Sotrgno tsnLr6.:3obo 0L3qlqrrls. ob. ps6sdroo: ." Bf,6GRrR. Js$o3oLgnOoor, 3sb.>Bn6 s6lsgs<4odX $3o.:q ;j.y.:3s @_
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 2401 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შინაარსს და მისი გამოწერის წესს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო ქალაქ თბილისში − ქალაქ თბილისის მერი.“. 2. 242–ე მუხლის მეხუთე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზევე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ივსება ბურთულიანი კალმით ან/და ელექტრონული ფორმით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სრულყოფა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის-საჯარიმო ქვითრის გამოწერის წესის დახვეწა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებს მიენიჭოთ შესაძლებლობა განახორციელონ საჯარიმო ქვითარის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება, როგორც ბურთულიანი კალმით, ასევე ელექტრონული ფორმით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2401 მუხლის პირველ ნაწილსა და 242–ე მუხლის მე–5 ნაწილში, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები (ქალაქ თბილისში − ქალაქ თბილისის მერი) უფლებამოსილნი ხდებიან განსაზღვრონ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მისი გამოწერის წესი, კერძოდ შესაძლებელი ხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის-საჯარიმო ქვითრის შევსება ბურთულიანი კალმით ან/და ელექტრონული ფორმით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ვალდებულებების წარმოქმნას. ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებზედაც ვრცელდება აღნიშნული კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი განსაზღვრის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო, არასახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტის შეფასება. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა დ.დ) კანონის პროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს