„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-03-12
ბიუროს ნომერი 229
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,)ilI'{00Cqnl, JJdqlA060llt, lllXdnU
aJqJE',U300[qJrJ 6nd0J0ll'ilqI td0lll,
J6n0d0[u at6bIqtllu J6nt]tqrdil,
ql6't0bll1' AtUJbtl
r{0o N 229
12 tur66o. 2012 traqo
brj.:r4o3nqoU 3s5r'r5oL Jr6oXjgo,,Lrb6q8$o3o Lroptr0qo6}oLr ?6U,>bnI"
brjsr6og6qot 316o5?o g3qoqnloU ?6$r5oL orrmd.r$6"
o$cnqojq lrcaoorbo'.r3c,&6C6o;
o.r3q.rg3o'L.r qs Xtso?droX&rlr,3o&$X$o.
3 - 6 .$r6<qo
l$,r&tt6o 8o Ue6o l) L8 na r ran
l0 - '13 .$6oqo
.h$rnt4. tibeailJlo
,*J&r$ol, nSqXf.Er qqgolrs qs lr*"1!rycjo
o560a6o1jmt jsno$C$o
Lsjrr4o3nqoL Jsr6gs335gob dolr6r'r sp665L:
Lujsr6or3nqrnL J,:r4qo065$ol-r doAoOgO6BLJ ps LrJrrrrq'r8n5$o Sr4sjgogd?o
RroVUrDb Sr'l6Ar$otqo sj$ot J6r'rXj$ob 6r5boq3r
LrJortrar3nqrnb Jo6qr3n5$oL 1
o.:33ypm3rr6oL Jor6Sgqo Sorp6oqn
\''
4
0obnoq 8sls3;t6or5o
საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება
LJdJdro)3Cs3Clt J6lC%O!9C5cbO
bs jr6orggqtc'rl,
3l6q,$g66tr
b.:jr6cn3gqob 3r'r6b6o6g6oolt 67-C 03bq'ob 0gb$r0olsqg,
br3r6o60qgCbqo o6o6or$o3ob $gbocn $,:60r'rSoqgbC6o ,,brbgq'0$ogs)
b,:oqQg0q,c'rgbob 0gblbgb" brj,:6cn3gqob 3rber60o g3q,oq,gbotl 03$r6oti
orrrnbtbg" ltjt6or3Cq,ertr 3r6o6ob 36ergj$tt.
\-'l
0ob3oq, brs3r[3oq,o
ffi
w
folrbld
N1/s3
9.03.2012
, t21g
"9"01
9-"05 ,&
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში
(პარლამენტის უწყებანი, N27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 53) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილებები და დამატებები:
1.
კანონის
„უსაფრთხოებისა“.
პრეამბულაში
სიტყვა
„უშიშროებისა“
შეიცვალოს
სიტყვით
2. მე-3 მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვა „უშიშროების“ შეიცვალოს სიტყვით „უსაფრთხოების“;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტრო არის აღმასრულებელი
ხელისუფლების ორგანო, რომელიც:
ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის საორგანიზაციო
ღონისძიებებს;
ბ) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის
ღონისძიებებს;
გ) აკონტროლებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული
ღონისძიებების შესრულებას.“
3. მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) მე–3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვა „ცნობების“
„ინფორმაციის“.
გ) მე–5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ცნობების“
„ინფორმაციის“.
შეიცვალოს
სიტყვით
შეიცვალოს
სიტყვით
4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „მფლობელსა და სახელმწიფო საიდუმლოების
დაცვის სახელმწიფო ინსპექციას შორის“ შეიცვალოს სიტყვებით „მესაკუთრესა და
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის.“
5. მე–2 თავის სათაურში სიტყვა „ინფორმაციის“ შეიცვალოს სიტყვით „ცნობების“.
6. მე-7 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ცნობები, რომელიც მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას“;
ბ) პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო საიდუმლეობას შეიძლება მიეკუთვნოს შემდეგი სახის ცნობები:“;
გ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ოქროს საერთო მარაგში შემავალი მონეტარული ჯგუფის - ძვირფასი ლითონების,
ძვირფასი ქვების და სხვა ფასეულობათა - სახელმწიფო მარაგების კონკრეტულ სახეობათა
შესახებ, ფულის ნიშნების, ფასიანი ქაღალდებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების
დამზადების, შენახვის, დაცვისა და გაყალბების თავიდან აცილებასთან, მიმოქცევასთან,
გაცვლასთან ან მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების თაობაზე.“ ;
დ) მე–3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ცნობების“ შეიცვალოს სიტყვით
„ინფორმაციის“.
ე) მე-4 პუნქტის პირველ აბზაცში სიტყვა „უშიშროების“ შეიცვალოს სიტყვით
„უსაფრთოხების“ :
ვ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
„ე) საქართველოს წინააღმდეგ მოსალოდნელი საფრთხეებისა და მათი თავიდან
აცილების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
ვ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობის, ასევე სამინისტროების
(უწყებების) მიერ განსახორციელებელი გეგმებისა და ღონისძიებების შესახებ, რომლის
წინასწარი გამჟღავნება ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.“
7. მე-8 მუხლის:
ა) სათაურში სიტყვა „ინფორმაცია“ შეიცვალოს სიტყვით „ცნობები“.
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს ნორმატიული აქტები, მათ
შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, გარდა ქვეყნის
თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოს სტრატეგიულ
ინტერესებთან დაკავშირებული საქართველოს პრეზიდენტის აქტებისა, ასევე საქართველოს
თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი
რესურსების სამინისტროების, საქართველოს დაზვერვის სამსახურის და საქართველოს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტებისა, რომლებიც აწესრიგებენ მათ შიდა
საქმიანობას თავდაცვის, უსაფრთხოების და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
თვალსაზრისით.“
გ) მე–4 პუნქტის პირველ აბზაცში სიტყვა „ინფორმაცია“ შეიცვალოს სიტყვით
„ცნობები“.
8. მე-10 მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვები ”სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო
ინსპექცია” შეიცვალოს სიტყვებით ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო”.
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ
გადაწყვეტილების გაუქმება, საიდუმლოების ხარისხის შეცვლა და საიდუმლო ინფორმაციის
განადგურება
1. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმებისა და საიდუმლოების ხარისხის
შეცვლის უფლება აქვს ინფორმაციის დასაიდუმლოებაზე უფლებამოსილ თანამდებობის
პირს/ადმინისტრაციულ ორგანოს ან მის ზემდგომ თანამდებობის პირს/ადმინისტრაციულ
ორგანოს, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მოტივირებული მითითებით. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად
მიჩნევის შესახებ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმების უფლება აქვს ასევე სასამართლოს.
2. დოკუმენტი ან სხვა მატერიალური საგანი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებად
აღიარებულ ინფორმაციას შეიცავს, შეიძლება განადგურდეს მხოლოდ „სახელმწიფო
საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ დადგენილ
შემთხვევებში და პროცედურის შესაბამისად.
10. მე-13 მუხლის:
ა) მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში სიტყვა „უსაფრთხოების“ შემდეგ დაემატოს სიტყვა
„მართლწესრიგის“.
ბ) მე-51 პუნქტში სიტყვა ”უსაფრთხოებაზე” შემდეგ დაემატოს სიტყვა
”მართლწესრიგზე”.
გ) მე-9 პუნქტში სიტყვა ”საიდუმლოობის ხარისხის დადაბლების” შეიცვალოს
სიტყვით ”საიდუმლოების ხარისხის შეცვლით”.
11. მე–15 მუხლის:
ა) სათაურში სიტყვა „ცნობების“ შეიცვალოს სიტყვით „ინფორმაციის“.
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინფორმაციის დასაიდუმლოების, ე.ი. დოკუმენტებზე და სხვა მატერიალურ
ობიექტებზე საიდუმლოობის გრიფის დაწესების საფუძველია მათი შესაბამისობა იმ
ცნობების ნუსხასთან, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება.“
გ) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ შეუძლებელია მიღებული (შემუშავებული) ინფორმაციის მოქმედ ნუსხაში
შეტანილ ცნობებთან იდენტიფიკაცია, სახელმწიფო ორგანოს, დაწესებულების, უწყებისა და
საწარმოს ხელმძღვნელი ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული ინფორმაციის წინასწარი
დასაიდუმლოება, საიდუმლოობის მოსალოდნელი ხარსხის გათვალისწინებით, და ერთი
კვირის ვადაში გადაუგზავნოს უშიშროების საბჭოს თავისი წინადადებები. უშიშროების
საბჭო ერთი თვის ვადაში ჩაატარებს შემოსული წინადადების საექსპორტო შეფასებას და
პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებას მოქმედ ნუსხაში ცვლილების
შეტანის შესახებ.
12. მე–17 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) პირველ წინადადებაში სიტყვა „ცნობებისათვის“ შეიცვალოს სიტყვით
„ინფორმაციისათვის“.
ა.ბ) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში სიტყვები „ცნობები, რომლებიც“ შეიცვალოს სიტყვებით
„ინფორმაცია, რომელიც“.
ბ) მე–2 პუნქტში სიტყვები „ცნობების“ შეიცვალოს სიტყვებით „ინფორმაციის“.
13. მე-18 მუხლის :
ა). პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოება ხდება არა უგვიანეს
იმ ვადისა, რა ვადითაც დასაიდუმლოებულ იქნა აღნიშნული ინფორმაცია. საიდუმლო
ინფორმაციის განსაიდუმლოებას, ამ კანონის მე-17 მუხლის
პირველი პუნქტის „გ”
ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსთან
შეთანხმებით
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
ახორციელებს ინფორმაციისთვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი
ორგანიზაცია ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ეროვნული
არქივი,
თუ
ასეთი
უფლებამოსილება
მას
მინიჭებული
აქვს
სახელმწიფო
საიდუმლოების მფლობელი ორგანიზაციის ან მისი სამართალმემკვიდრის მიერ. თუ
ასეთი უფლებამოსილება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს ეროვნულ
არქივს მინიჭებული არა აქვს ან/და ეს ორგანიზაცია გაუქმდა, საიდუმლო ინფორმაციის
განსაიდუმლოების საკითხს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წყვეტს.
საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერმინისტრის, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, საქართველოს პრეზიდენტის
თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს
მდივნის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და საქართველოს ეროვნული
უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ დასაიდუმლოებული ინფორმაციის ამ პუნქტის
საფუძველზე განსაიდუმლოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ თავად აღნიშნული
სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები.“
ბ) მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
ამ
კანონის
მე-17
მუხლის
პირველი
პუნქტის
„ბ”
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევებში, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის
განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს ინფორმაციისთვის სახელმწიფო საიდუმლოების
გრიფის მიმნიჭებელი ორგანიზაცია ან მისი სამართალმემკვიდრე საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო თუ ასეთი ორგანიზაცია აღარ არსებობს
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტრო
საკუთარი
ინიციატივით
ან
დაინტერესებული
სახელმწიფო
დაწესებულების
წინადადებით.
საქართველოს
პრეზიდენტის,
საქართველოს
მთავრობის,
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის,
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის
ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის,
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ დასაიდუმლოებული
ინფორმაციის ამ პუნქტის საფუძველზე განსაიდუმლოების შესახებ გადაწყვეტილებას
იღებენ თავად აღნიშნული სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები.
გ) მე–31 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:
„32. ამ მუხლის პირველი და მე–3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციის განსაიდუმლოებაზე პასუხს
შესაბამისი წინადადებით მიმართვიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში გასცემს. თუ
პასუხის მოსამზადებლად მეტი დროა საჭირო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
უფლებამოსილია აღნიშნული ვადა ორ თვემდე გააგძელოს, რაც შესაბამის უწყებას
ერთვიანი ვადის ამოწურვამდე წერილობით უნდა აცნობოს. აღნიშნული ვადების გაშვების
შემთხვევაში საკითხი შეთანხმებულად ჩაითვლება.“
14. მე-19 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტში სიტყვები „სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო
ინსპექციას“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს“.
ბ) მე-4 პუნქტში სიტყვები „ცნობის“ შეიცვალოს სიტყვებით „ინფორმაციის“.
გ) მე-5 პუნქტში სიტყვა „ცნობის“ შეიცვალოს სიტყვით „ინფორმაციის“.
15. მე-5 თავის სათაურში სიტყვა ”ცნობების” შეიცვალოს სიტყვით ”ინფორმაციის”.
16. 21–ე მუხლის:
ა) სათაურში სიტყვა „ცნობების“ შეიცვალოს სიტყვით „ინფორმაციის“.
ბ) მე–2 პუნქტში:
ბ.ა) სიტყვა „ცნობებს“ შეიცვალოს სიტყვით „ინფორმაციას“.
ბ.ბ) სიტყვა „ცნობების“ შეიცვალოს სიტყვით „ინფორმაციის“.
გ) მე–3 პუნქტში სიტყვა „ცნობების“ შეიცვალოს სიტყვით „ინფორმაციის“.
17. 26–ე მუხლის მეორე პუნქტში სიტყვები „ასეთ ინფორმაციასთან დაკავშირებული
ცნობების შემცველები“ შეიცვალოს სიტყვებით „ასეთი ინფორმაცია“.
18. 27-ე მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვები „სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის
სახელმწიფო ინსპექცია“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო“.
19. 31–ე მუხლის პირველი პუნქტში სიტყვები „ასეთ ინფორმაციასთან
დაკავშირებული ცნობების შემცველები“ შეიცვალოს სიტყვებით „ასეთი ინფორმაცია“.
20. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის
სახელმწიფო ინსპექცია“ შეიცვალოს სიტყვებით ”საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო”.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
1997 წელს მიღებულ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონში (შემდგომში „კანონი“)
არის დებულებები, რომელიც მოძველებულია და რეალობას აღარ ასახავს, ასევე კანონის
ცალკეული ნორმები რედაქციულ ცვლილებებს საჭიროებენ.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონის ტექნიკური და შინაარსობრივი სრულყოფა;
სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებით საქმისწარმოების გაუმჯობესება;
სახელმწიფო
საიდუმლოების
დაცვის
საორგანიზაციო
ღონისძიებების
შესრულების
ხელშეწყობა და მასზე კონტროლის მექანიზმის სრულყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
2004 წელს ლიკვიდირებულ იქნა სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო
ინსპექცია, რომლის უფლებამემკვიდრედაც
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გამოცხადდა. აღნიშნული ცვლილებები კანონში სრულყოფილად ასახული არ იქნა.
ცვლილებებით კანონის ტექსტში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო
ინსპექცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროთია ჩანაცვლებული.
ტერმინი - „სახელმწიფო უშიშროება“ „სახელმწიფო უსაფრთხოებით“ იცვლება. ტერმინები
„სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მფლობელი“ და „სახელმწიფო
საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მესაკუთრე“ კი ერთმანეთისგან იმიჯნება.
ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს
სამინისტროების
ინფორმაციის
მიერ
განსახორციელებელი
დასაიდუმლოების
გეგმებისა
შესაძლებლობას.
და
ასევე
ღონისძიებების
შესახებ
საიდუმლო
ცნობების
ჩამონათვალში გათვალისწინებული იქნა მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების,
შენახვის,
დაცვისა
და
ყალბისმქნელობის
გაცვლასთან დაკავშირებული ინფორმაციაც.
თავიდან
აცილებასთან,
მიმოქცევასთან,
ცვლილებებით კანონში არსებული ხარვეზის შევსება ხდება და საიდუმლო ნორმატიული
აქტის გამოცემის უფლების მქონე სუბიექტებს - საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა,
იუსტიციის, ფინანსთა, სასჯელაღსრულების და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების
სამინისტროებს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის და საქართველოს სახელმწიფო
დაცვის სპეციალურ სამსახურს საქართველოს პრეზიდენტიც ემატება. პრეზიდენტის
აღნიშნული უფლებამოსილება შეზღუდული იქნება მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისა და
უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებთან
დაკავშირებული საკითხების რეგულირებით.
კანონი სახელმწიფო საიდუმლოებას მისაკუთვნებელ ცნობებს და სახელმწიფო საიდუმლო
ინფორმაციას
ერთმანეთისგან
მკვეთრად
არ
მიჯნავს.
სახელმწიფო
საიდუმლოებას
მისაკუთვნებელ ცნობებს ის საკითხები წარმოადგენენ, რაც სახელმწიფო საიდუმლოებად
შეიძლება მიჩნეულ იქნენ მაგ.: ცნობები განსაკუთრებით დაცული სამხედრო და სამოქალაქო
თავდაცვის ობიექტების რეჟიმის, სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ. სახელმწიფო
საიდუმლო ინფორმაციას კი შესაბამისი შინაარსის ინფორმაციის უშუალო მატარებლები
მიეკუთვნებიან მაგ: შესაბამისი განსაკუთრებით დაცული სამხედრო და სამოქალაქო
თავდაცვის ობიექტების ნახაზი, სამართლებრივი აქტი, რომელიც აღნიშნული ობიექტების
რეჟიმს განსაზღვრავს. ამდენად, ისინი კანონის ტექსტში მკვეთრად გამიჯნული უნდა იქნენ.
წარმოდგენილი ცვლილებებით სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციაზე საიდუმლო გრიფის
მოხსნის წესი დეტალურად რეგულირდება და პროცედურულად მარტივდება. მოქმედი
კანონმდებლობით
ინფორმაციის
საიდუმლოების
ვადები
განსაზღვრული
დროით
დგინდება. სახელმწიფო საიდუმლოების ვადის გასვლის ან ობიექტური გარემოებების
შეცვლის შემთხვევაში, როდესაც ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის საჭიროება აღარ
არსებობს ინფორმაციის განსაიდუმლოებაზე გადაწყვეტილებას ექსკლუზიურად ეროვნული
უშიშროების
საბჭო
იღებს.
ინფორმაციის
დასაიდუმლოებისათვის
კი
ეროვნული
უშიშროების საბჭოს თანხმობა კანონით გათვალისწინებული არ არის.
როდესაც დასაიდუმლოების ვადა გასულია ინფორმაციაზე გრიფის მოხსნისათვის ზემოთ
აღნიშნული რთული მექანიზმის საჭიროება არ არსებობს. წარმოდგენილი ცვლილებებით
საკმარისია საკითხის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმება. იგივე
შეიძლება
ობიექტური გარემოებების შეცვლაზეც ითქვას, თუ შეცვლილია ობიექტური
გარემოებები, ინფორმაცია მარტივად,
მისთვის საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი
ორგანიზაციის
შეიძლება
მიერ
იქნეს
საქართველოს
შინგან
განსაიდუმლოებული.
საქმეთა
სამინისტროსთან
შეთანხმებით,
გამონაკლისია
საქართველოს
პრეზიდენტის,
საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს ეროვნული
უშიშროების საბჭოს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების
საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის,
მთავრობის კანცელარიისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ
დასაიდუმლოებული ინფორმაცია, რომლის განსაიდუმლოებაზე გადაწყვეტილებას თავად
აღნიშნული სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები იღებენ.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება მსგავს ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს.
ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელის
დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ახალი ვალდებულებები და იგი არ ეწინააღმდეგება
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწოფო ან/და საერთაშორისო
ექსპერტები, რომლებმაც
ორგანიზაცია/დაწესებულება,
მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონოპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პრეზიდენტი.