„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
II მოსმენა
✓ 55 ✗ 0
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-03-12
ბიუროს ნომერი 229
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
lrldJ'{00ilqnU JI6qJ0060lll, bllI14nL
8JqJ6',U3t0lleilbJ 6nd0J0[icll Id0lll,
Jdnfld0lll, AJSbIqil[U J,qn00qir{llIl
qiEU0blll, ?tt,Jb0f
oj0o N 229
12 3c6go. 2012 Ecq"
lrojo16oS6qob ;o5o5olt Jr6on;lgo,,lrub3q0$ogo tgbgoq3nlotr ?6Lrbnl"
bujr6o3nqoU 3o6o5?o g3qoqgloL ?n$r5oL ooolotn"
qJ6San6ofo &p&,aoJoL' q!),c$oaofitqo
Jd'(,'(}6"J"[ Jc*,6a6o
3 - 6 .$t6rqo
l0 - 13 cJt6oqo
Jpl6rdt4. LbpnarbC
t&uilAat, 6.aAtP6. AEl.l,6, !JJDearr4'6
LrJr<4o3Xqob Jrr4g.:8n56ob Uolt4o sp665L:
Lrlor6orlq,oL Jrr6p,>8x56oL 3r'r3o$n$nlbr pr br)rr6qr365$<'r 3<6rJgond?o
j$oL 6c5boq 3';
e,i"96rit- 5odr8r$olqo I j$ob Jr4r'r6
b;;lorlor3XgroLJsr6qr0nS$oL A
varo336qrn3,:r6ob Jorrr3Xqo 3r'rrp6oqg
SobXoq 3slr3sr6or5o
წერილი
UJdJ6,03flRflll, JJ6RJ0C5O0U 9C360
Lt,:
AA56ob ,tJn6,t6olr
.;025fio1t Tgrtt'tblt
notXi lryot6todXl
jsqbgo6o norn6,
-
o.>oI.:$6".
-
;;i:rS-, tX&'r;q5o?51q ;;6o6Jr6ofi6L 3ol13no tnL':BsSoLo
oh. prSnd'oo:
"
" YIT6Oq,SP
JrgqotrgSSoo,
SrtOrGA IsRrA$0
r6prio ;ql3odn
iaa[61qnrnqo. J doanq'!?c'qo
6tql28 169l
Str3qgqolr'
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე–3 მუხლის პირველ პუნქტს ,,მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,მ1“ და ,,მ2“ ქვეპუნქტები
შემდეგი რედაქციით:
,,მ1) შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრი (შემდგომ – თეთრი სია)
– თეთრი სია, რომელსაც ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო ელექტრონულად
აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. თეთრ სიაში აისახება სახელმწიფო
შესყიდვებში მონაწილე იმ კვალიფიციურ მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებიც აკმაყოფილებენ
თეთრ სიაში რეგისტრაციისათვის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ
კრიტერიუმებს. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში
მონაწილეობისას სარგებლობს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული
გამარტივებული პროცედურებით. თეთრი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;
მ2) ერთიანი გარანტია – გარანტია, რომლითაც უზრუნველყოფილია მიმწოდებლის
ვალდებულება წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში ყველა იმ შემსყიდველი ორგანიზაციის
წინაშე, რომელთანაც მიმწოდებელი დადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას.
ერთიანი გარანტია შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. ერთიანი გარანტიის მოქმედების ვადა,
მისი გაცემის, წარდგენის წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტით;“.
2. მე–4 მუხლის მე–6 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,კ1“ ქვეპუნქტი შემდეგი
რედაქციით:
,,კ1) თეთრი სიის წარმოება;“.
3. 21–ე მუხლის ,,31“ პუნქტის შემდეგ დაემატოს ,,32“ და ,,33“ პუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,32) იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილია ხელშეკრულების
შესრულების გარანტია ან დაზღვევა, მიმწოდებელი, რომელსაც წარდგენილი აქვს ამ კანონით
გათვალისწინებული ერთიანი გარანტია, უფლებამოსილია, არ წარადგინოს ხელშეკრულების
შესრულების გარანტია ან დაზღვევა. ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების
უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება ერთიანი გარანტია.
33. ერთიანი გარანტიის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ნებისმიერი შემსყიდველი ორგანიზაცია,
რომლის მიმართაც ერთიანი გარანტიის მფლობელ პირს (პრინციპალს) წარმოეშობა გარანტიით
გათვალისწინებული
ვალდებულება,
რასაც
ბენეფიციარი
შემსყიდველი
ორგანიზაცია
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით აცნობებს გარანტიის გამცემს
(გარანტს).“.
4. კანონს დაემატოს 211 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 211. წინასწარი ანგარიშსწორების პირობები
1. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს
შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია,
გარდა ამ მუხლის მე–2 პუნქტისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ
წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის
გათავისუფლება შესაძლებელია:
ა) თუ მიმწოდებლისათვის წინასწარ გადასახდელი თანხა ჩაირიცხება საამისოდ განკუთვნილ
ცალკე საბანკო ანგარიშზე და ამ თანხის გამოყენება მოხდება შემსყიდველი ორგანიზაციის
კონტროლით ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში;
ბ) თუ კონკრეტული ხელშეკრულების ჯამური ღირებულება აღემატება კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვარს. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ
წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის
გათავისუფლება შესაძლებელია მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის,
მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით;
გ) თუ მიმწოდებლის პასუხისმგებლობა შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე მუდმივად
უზრუნველყოფილია ერთიანი გარანტიით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი
წესით.
3. თეთრ სიაში რეგისტრირებული კომპანიების მიმართ ამ მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ – ,,გ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დებულებების გავრცელების თავისებურებები განისაზღვრება
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
4. მიმწოდებელი ვალდებულია გამოიყენონ წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული
თანხები მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული
ვალდებულებების შესასრულებლად.
5. ამ მუხლის პირველი–მე–3 პუნქტებით გათვალისწინებული წინასწარ გადასახდელ
თანხაზე გარანტიის წარდგენისა და წარდგენისაგან გათავისუფლების
წესი და პირობები
განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.
5. კანონის 24–ე მუხლის მე–10 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი
შემდეგი რედაქციით:
„ზ) 2012 წლის 1 მაისამდე − თეთრი სიის წარმოებასა და წინასწარი ანგარიშსწორების
პირობებთან დაკავშირებული დებულებების შემუშავება.“;
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის
შემუშავების
მიზეზია
სახელმწიფო
შესყიდვების
მარეგულირებელ
კანონმდებლობაში არსებული საკანონმდებლო რეგულაციების გამარტივების აუცილებლობა
სახელმწიფო
შესყიდვის
შესახებ
ხელშეკრულებების
შესრულების
მიმწოდებლებისათვის
გამარტივებისა და ფინანსურად უფრო მიმზიდველად გადაქცევის კუთხით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, წინასწარი
ანგარიშსწორების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ გადასახდელ
თანხებზე
ყოველ
კონკრეტულ
შემთხვევაში
სპეციალური
გარანტიის
წარდგენისგან
გათავისუფლების შესაძლებლობას და გარანტირების ახალი მექანიზმების დანერგვას, რაც მიზნად
ისახავს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ეფექტურობის გაზრდასა და მიმწოდებლებისათვის
უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით
ხდება
სახელმწიფო
შესყიდვების
განხორციელებისას,
წინასწარი
ანგარიშსწორების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის წინასწარ გადასახდელ
თანხებზე გარანტიის წარდგენის და გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლების ახალი და
ალტერნატიული მეთოდების განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს მეტი ინტერესის გაჩენას
მიმწოდებლების მხრიდან, მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში.
კანონპროექტის 2012 წლის 1 მაისს ამოქმედება უკავშირდება და გამოწვეულია შესაბამისი
მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების აუცილებლობით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რაიმე დამატებითი ხარჯების წარმოშობას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
3
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რაიმე ფინანსური შედეგების დადგომას იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტით არ
ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტო.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
4
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრები: ვახტანგ ბალავაძე და
ანდრო ალავიძე
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ვახტანგ
ბალავაძე და ანდრო ალავიძე
5