„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.03.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/571/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-03-12
ბიუროს ნომერი 229

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
\ l,JdJd03ilqnl, JJiqJAil6Olll, bnTdnL al+i6Jtcc[c0tJ 6ndaI0fl !qI Jt0lll, Jdn0d0lll, aJ6bIq3[U JdnB0qI6il, qJ6'U0dil, ?0l,ib0b oJSo N 229 12 0o16go. 2012 VaRo L.:;1,>16o36qob 3r5r.r5ob Jr6ofi$o ,etJgr6s$otrq-trs8d6}r6o boJ0or5r'rloU ?nLsbnb" U,>jor6or3nqnLr 3s5o5?o 63qoqgloL ?n$r6ob orrolr$X" oy6oqo:lq lro,potror.r drao$C$o 10 - 13 .lJ6.q" 3 - 6 $t,"qo J*tSnnVa bb|..fllSt rRJAdSol, ASRdro$ qq;3ols qc lr*r;lqclJet o5g366goot ,pao$n$o bo;lsr6or3nqob Jsr6qs0g5$oL do2t6r'r sp6n5L: L,: j,>r6or3nq'oL Jrr6qr335goL 3oSogngnlbs q.: b,:Jsr4qr036$m 3t6.:jgonb?o p,>o$5ml-r 5r'rr63ogo2qo .:jgob Jr6o6jgoL 6oSboqgr b;j;r4orgXqoL JrdrgrSX6gob O orog8yqoS;rvroL Jor6Snqo Srorq6oqX o' 2 Sobnoq 3;|s3,:16or5o
წერილი
l,JdJdrOSCR gll, JJ6g3JAC5O0l, 9t360 L,>J;6annqo L ),;6q,;0n6go b ,ilt6ldol butdgtSobsqoo pfindd n?e56o lr lgt6o L l1 j.;qd.tgo5 nand ltno;E;odn lt j,:qlsgoSo norn6, L.:j;r6or3nqoL .;oElr6og16ooL 6?-3 36tqoL orsSsbSsq $rt63o6oq665or [r;j,>t6or31qoL Jsr6psSnSgoL $;3rtr$oL ;shsBnr6 rSgrgrrindoLs p.> tr3o,:q .11.p3rL eonr6 lr,>;s5o5CqXtrlEo oSo6orgo3ot $'XLoor 8o8t,>qg}lq 3s5o5Jr6onj$L: ,,oJ66sgogq-lrsSdnB<6o tr;l0ouSololr tsnlsbgt" trj.xlro3nqolr ;s5o5?o g3qoq6}otr tsn$rEoL orols$6'. 6obo3o, tn3o.:q5o?51q ;r5o5Jr6rn$glr 3olr3no BnbrdrOoLo Stt3qnqob.:. oh qsSs6oo: - " ytt6(n<rR. J.:gqolrgnOoo, ;sh,>I6t6 o56.:g16odn SSosq 32.1s6s ?0at6ne!a qo. J ooAoq J?0nq'o dUq: 28 16 9l '9-' Nl2
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1 „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: ,,11. თუ ოპერატიული ინფორმაცია პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ მოითხოვს დამატებითი მონაცემების შეგროვებას, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა, რომელთა ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ მე-7 მუხლის მე-3 - მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით.“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება გამოწვეულია ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის სრულყოფის აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ხარვეზის აღმოფხვრა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტით წარმოდგენილი ცვლილებებით, განისაზღვრება ოპერატიულსამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადის გაგრძელების პროცედურა. კერძოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით. რაც შეეხება იმ სახის ოპერატიული ღონისძიების ვადის გაგრძელებას რომლის ჩატარებაც მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დაშვებული მისი ვადის გაგრძელებისთვისაც იგივე პროცედურა დგინდება რაც ამ სახის ღონისძიების ჩატარებისათვის არის დადგენილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა