„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.03.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი აკაკი ბობოხიძე
ნომერი
#07-3/573/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 66 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-03-12
ბიუროს ნომერი 229

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJ60ttqnb JJdqJAil60llIr bnXdnU aJq)6't3il0[qilbJ 6nd0t0llxqI Id0!ll, JdnCd0llU Al6bIq0nU JdnBilqX.(nll qIFUCbllL ?tl,tbtA nj0o N 229 12 av60o. 2012 [3q" Lsjsr6o3nqoL 3,>5o5otr Jr6r,r6jgo,,L,>qo6n6too p,> brS6lrrvror3o 0obr,l63lqnlob ?gLobn}" Lojor6oSnqob 3u6rr5?o g3qoq6}oL ?3$s5oL orolo$n" q,rdr6er&6o3o go6er0o,pls q,r 93o5<13o316o 1&r3q6t 3oqa8o b.J,,e,nd. 8,,Utini lba'4ntqo ort4qn Jp$)dt< Lbq'aiL\A lrcaoScSlro biongngo 3o0o$g$o Lsjrr6or6nqot J,:6qr3n5$ob bo1r6r'r rq6XSb: b;ilsr4orgXqr'rt Jur4gs3n5$ob 3r'r3o$g$ndbr Rr brJ')6RJA05$r'r 316':jgo6d?o RroVUmb 5ror63.r$olqo .:j$oL Jr6mnj$oL 6;5boq3r bsj'>dror6nqoL J;r6gr365$ob ,o),)AAXR(')Ar6oL Jor63nqo 3errq6oq6 Sobnoq 3l!.:3,:r+ros5o
წერილი
l,JdJd,U|SC R gll, ;J6R JAC5O0l, $fl 360 . L:'d_J6oJJq',-,1 d,q,dA6E0r,l, trn,,,6b..6,;t,.\j,,m ,!,JJnd)oralEr),'1, .Xga.r 3.,,q,ai6",S X.X,e i,x,,..r.,"i;t jsq'Bsgrn6o 6ornr4, t"t6t,,too, 4 Ay6O J.:go;1o111;3oor, t. ),.--, .J4/ C> ",1n.y' l.tr.tua6 ,loil(,6it0ol) or,:gH1qrtr0,.lc,i1
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლის მე-121 და მე-122 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „121. რადიოაქტიური მასალების შეძენის და გადაცემის ნებართვა – 20 ლარი. 122. რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავენ რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტ-ექსპორტის, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვა – 40 ლარი.“ 2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-123 პუნქტი: „123. რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტის ნებართვა – 40 ლარი.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონპროექტზე „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს კანონის მე-7 მუხლის მე-121 და მე-122 პუნქტებით გათვალისწინებული ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში არსებული ნებართვების დასახელებების კორექტირებისა და მე-7 მუხლის მე-122 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო საქმიანობიდან ცალკე სანებართვო საქმიანობის გამოყოფის საჭიროება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია კანონის მე-7 მუხლის მე-121 და მე-122 პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების დასახელებების რედაქტირება არსებული რეალობისა და სამინისტროს მიერ ნებართვების გაცემის პრაქტიკული საქმიანობის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების არმოფხვრის მიზნით. კანონპროექტის მიზანია ასევე ასევე მე-7 მუხლის მე-122 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო საქმიანობიდან ცალკე სანებართვო საქმიანობის გამოყოფა და მისი მოქმედ კანონმდებლობასთან (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლთან და „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლთან). ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად ცვლილება შედის მე-7 მუხლის მე-121 და მე-122 პუნქტებში და ნებართვების დასახელებები ყალიბდება შემდეგი შინაარსით: 121. რადიოაქტიური მასალების შეძენის და გადაცემის ნებართვა – 20 ლარი. 122. რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავენ რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტ-ექსპორტის, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვა – 40 ლარი. ასევე ხდება მე-7 მუხლისათვის შემდეგი შინაარსის მე-123 პუნქტის დამატება რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტის ნებართვა – 40 ლარი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რადგან კანონპროექტით არ იზრდება ნებართვას დაქვემდებარებული საქმოანობების ჩამონათვალი არამედ ხდება არსებულის რედაქტირება და გაყოფა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ახალი გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი განსაზღვრის წესს, რადგანაც კანონპროექტით ხდება არსებული ნებართვის დასახელების რედაქტირება და მისგან ცალკე სანებართვო საქმიანობის (სანებართვო მოსაკრებლის იმავე ოდენობით) გამოყოფა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროეტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრვ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასეთს ადგილი არ ჰქონია. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროეტის მიმართ კანონპროექტი ზეპირი შეფასებით მოწონებული იქნა დარგის ექსპერტების მიერ. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი აკაკი ბობოხიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი აკაკი ბობოხიძე