„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.03.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/576/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-03-21
ბიუროს ნომერი 233

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
\ l,ldJdUlttq11L JtdqJail60llL bllXdnlr aJ{)E',U3r0[qtbJ 6n6at0[rqfl td0lll, J6lltd0llll at6bllqcIll J6nDilq?6flr, qilFUilbflU ACbJbCT (.)jao N 233 21 316go. 2012 trcqo U,>ilr16o3gqrrtr .1.:5o5ob J16o3j$o ,,Lr jur6o3nqoU uqSoSoL$16r3o2q LoJrtrognUo .1op3jb?o g3qoqSBob tn$r6otr orolrtS" ts;1. Jo6q.r8XSgot $Ut6glo: lr"j. J.rt6qc3X5$o! $uc,d.: r63.ryc6odC, t. .JTJJSJ I o36oqo1q Uo3oobo,r 3r'r&$3$o 3 - 6 .rJ6oqo l0 - 13 .rJ6nqn )pA6n1ttp lt|q'narbil Jn b.r J.>r',r rn33qr'rL J.:r6q's3n5$o 4CO$1 iaeFaar (,JrJr6r r.Urqarr's-o L do2<6t'r sp665L: b.rJrr?ror3nqoL J,>r6q.:3n5$oL Jr'rSoOgO1dLD Rr LDJT6R;ACS$r'r 1r6rJ3o3}?o qro$3mL 5r'rr63,:go3qo sj$oL Jr6r'r3j$oL 6r6boq3s bojsr6orgnqmtr J.>16q's3g56oL cn.r33yqo8s16ol-r Jo163Xqo 3r'roqSoqX ur Sobnoq 3r,!.>3;16os5o
წერილი
l,JdJ603CsPgll, )J6RJAC5O0l, $0360 trrJ..'r6or3nqoL Jrr6qsCaS6ot .:)rt4s$olr Lro166.:5o$.,6ocr pn)sdr$sfl16$oL lgt?rotrlr j-5 1ornr6 L;1o.',5sodntr j.:q6;$o6cr XoXt6' L m;6.:L3;p L;.;;6o60p6ilqo o5o11o.:$o3olr 5$oL $nnr6$oL ;sh;ilnr6 .r55,>3sr6odot.> ;..'6oGJ16ogj$L:,,trrj.r16or36qotr lqoqXbotr ?61)r5oL oso}.>t;1". 6obo3o, $10osq5o?53q ;s6o5.)16o3j$L 3otr11X<n ?11'>IsSotro Str3qlqols' ob. p',;5,;6oto: ,,3" 9766q.>P. J.r$o3otrgl3oor, ;..,h.:b;16 .'65.r3s6oJ1 'b3osq, ,;11,y.:3.r MUJ-VrJ6\ .B blL - 'i "."21
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) მე-6 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს გათვალისწინებული ადმინისტრაციულ ინდივიდუალური სამართალდარღვევათა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კოდექსით აქტების კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცალკეული საკითხების დაზუსტების აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტი მიზნად ისახავს მაგისტრატი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეთა ჩამონათვალის დაზუსტებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლე განიხილავს საქმეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე, აგრეთვე სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა