„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 61 ✗ 0
II მოსმენა
✓ 61 ✗ 0
III მოსმენა
✓ 69 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-03-21
ბიუროს ნომერი 233
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
LJdJ6030qtlI, lIdqJAt60llb bITdnU
aJqJ6',Util0[qilIJ 6n6AJ6[iqI Jd0lll,
I14llildOllll Al6bflq3nU ldnt)0qldllI
qIE'U0ln[ ?Cl,Jb0b
2l tu'66o. 2012 F3qo
ocao N 233
bojs16o3SqoL 3o5o5oL J16r'rgjgo,,bojrt6o3SqtnU oqSoSoL$16rgotrq
L,>So6orqprr4qgX3roc .'1r'rqnjl-r?o g3qoqXloL ?n$r5ot ?XLsbXb"
tcj. J.rt6qc3X5$oU $gt6Xlo:
3. $3gq.rr6od3' t. 313.r3s
ol6oqo1q lr.r3oolt,r,yrAn$C$n
l0 - 13 .rJt6oqo
3 - 6 oJ6oqo
lr'J.*i to A,LA$ob brtrtarrqm anqa
)p06rrlf., I't4,-arh
.4c&s5ot XgqXlcoc qqyolrc qs LrA"SrqJJer
n5$36ricaoot ,p0o$3$o
J"4iltAq t@R
4bre6, ti,JDt*.rdrsa
L;Jrr6m33qoL Jo14qs365$oL do2t6o rp6n5L:
Lrj;r6or36qerL J.>r4qr365$oL 3r'r0o$n$31b,: R! LsJr6RrACS$m 3r6sj6ond?o
q;o[3r'rb 5rnr60;$olqo ril$ot Jr6r'rXj$oL 5r6boq3r
j.;t6or3nqmL .)sr6q1366$otr
or3336prn3;16oL Jodr3Sqo 3msq6oq3
l-rr
At
<--Sobnop 3s!.:3,:16o,:5o
წერილი
UJdJ60lSCsPfllU JJ6gRJOC6O0I, 90860
l-rr,.lsr4o3Xq('rb J.:r6q'.,3X56ot .)J.t6r0otr
b.rot66.r5o'l,s11om,PC.]560iAC6Ootr t?dtret,t,
;J-5 ;1m6t?r tr3or5;od1tr
j.:qb.:$o5o 3rnXr6'
5oto3o, tX0o.rq5o3511q .1sGrrSJr6onj$tr
oh. g'o5.>r4oo: ,,7" y1266q;P.
J;$o;1o11;;1iloo'
3sb.>dgr6,>55;3rt6odn
tr3or,p.11.;;3s
J-?*;-
3ol41Xor ?Xtr':h8oLo 3L3q1qobr'
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-40 მუხლის:
ა) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დადგენილება მიიღება და
სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ამ კოდექსის 273‐ე მუხლით საჯარიმო ქვითრის
(დადგენილების) გასაჩივრებისთვის დადგენილი 10‐დღიანი ვადის გასვლიდან არა უგვიანეს
5 დღისა. დადგენილება მიიღება და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა საჯარიმო ქვითრის
გასაჩივრების მიუხედავად.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დადგენილება მიიღება და სააღსრულებო
ფურცელი გაიცემა ამ კოდექსის 273-ე მუხლით საჯარიმო ქვითრის (დადგენილების)
გასაჩივრებისთვის დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 5 დღისა, თუ
აღნიშნული
ქვითარი
არ
არის
გასაჩივრებული.
საჯარიმო
ქვითრის
გასაჩივრების
შემთხვევაში დადგენილება მიიღება და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა საქმეზე საბოლოო
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2082 მუხლი:
„მუხლი 2082. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების
საქმეთა
განხილვა
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლო
განიხილავს
„მოქალაქეთა
პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს და შესაბამისი ოქმის საფუძველზე იღებს დადგენილებას
ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე.“.
3. 272-ე მუხლს დამატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების
სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება
აღსრულდება მისი გამოტანის მომენტიდან. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის
აღსრულებას, თუ ამ კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ
არის დადგენილი. “.
4. 275-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დადგენილების აღსრულების საკითხის გადაწყვეტა“;
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბეს შემდეგი რედაქციით:
„1.
დადგენილ
ვადაში
საჩივრის
შეტანა
მის
განხილვამდე
შეაჩერებს
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა
ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე და საურავის დარიცხვის შესახებ
დადგენილებების,
აგრეთვე
ამ
კოდექსის
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საქმის
გადაწყვეტილების
აღსრულებას,
ამ
გარდა
2341
მუხლით
ადგილზე
კოდექსის
დადგენილი
განხილვისას
26-ე
და
წესით
მიღებული
32-ე
მუხლებით
გათვალისწინებული სახდელების გამოყენების შესახებ დადგენილებებისა, ამ მუხლის 11
ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენის
ადგილზე
ჯარიმის
დაკისრება,
რომელსაც ადგილზევე გადაახდევინებენ.“;
გ) პირველი ნაწილი შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. ამ კოდექსის 208-ე და 2082 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა
საქმეების
თაობაზე
გამოტანილი
დადგენილების
გასაჩივრება
არ
აჩერებს
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა
ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე და საურავის დარიცხვის შესახებ
დადგენილებების აღსრულებას. დადგენილების გასაჩივრებისას საჩივრის დაკმაყოფილების
შემთხვევაში პირს უკან დაუბრუნდება ჯარიმისა და საურავის სახით, აგრეთვე ამ კოდექსით
დადგენილი წესით ქონებრივი ზარალის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხა.“.
5. 283-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 283. დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა
1. დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსრულდება მისი
გამოტანის მომენტიდან, თუ ამ კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით
სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გასაჩივრების ან
გაპროტესტების
დროს
დადგენილება
აღსრულდება
საჩივრის
ან
პროტესტის
დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ, გარდა დადგენილებებისა სახდელის ზომად
გაფრთხილების გამოყენების შესახებ, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული
შემთხვევებისა,
აგრეთვე
იმ
შემთხვევებისა,
როდესაც
ხდება
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ჯარიმის დაკისრება, რომელსაც ადგილზევე
გადაახდევინებენ.
3. ამ კოდექსის 208-ე და 2082 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა
საქმეების თაობაზე გამოტანილი დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას,
თუ ამ კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის
დადგენილი.
4. ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების
იძულებით აღსრულება ხდება ნებაყოფლობით აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე
მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
5. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსასრულებლად
მიქცევა ხდება დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ.“.
6. 2883 მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების
დროს იგი აღსრულდება საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ,
გარდა ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. ამ კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეების
თაობაზე გამოტანილი საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს
მის აღსრულებას.“.
7. 290-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების
ასლის მისთვის ჩაბარებიდან, ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში – საჯარიმო ქვითრის
მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში, ხოლო ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ან
აღნიშნულ მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის
საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებიდან 30 დღეში. აღნიშნული ვადის დინება შეჩერდება
დადგენილების,
აგრეთვე
ადმინისტრაციული
ამ
კოდექსის
სამართალდარღვევის
2341
მუხლით
განსაზღვრული
საქმის
ადგილზე
განხილვისას
წესით
მიღებული
გადაწყვეტილების გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში – საჩივრის ან პროტესტის
განუხილველად დატოვების თაობაზე შეტყობინების ჩაბარებამდე, გარდა ამ მუხლის 15
ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
ბ) 14 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 15 ნაწილი:
„15. დაჯარიმების შესახებ ამ კოდექსის 208-ე და 2082 მუხლებით გათვალისწინებულ
სამართალდარღვევათა საქმეების თაობაზე გამოტანილი დადგენილების გასაჩივრების
შემთხვევაში ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის დინება არ შეჩერდება.“.
8. 311-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
311.
ქონებრივი
ზარალის
ანაზღაურების
ნაწილში
დადგენილების
აღსრულების წესი და ვადები
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება
ქონებრივი
ზარალის
ანაზღაურების
ნაწილში
აღსრულდება
საქართველოს
კანონმდებლობით, ამ კოდექსით და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება
ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში წარმოადგენს სააღსრულებო დოკუმენტს.
3. ქონებრივი ზარალი დამრღვევმა უნდა აანაზღაუროს მისთვის დადგენილების
ჩაბარებიდან არა უგვიანეს თხუთმეტი დღისა (ამ კოდექსის 268-ე მუხლი), ხოლო ამ
დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში – საჩივრის ან პროტესტის
დაუკმაყოფილებლად
დატოვების
შესახებ
შეტყობინების
მიღებიდან
არა
უგვიანეს
თხუთმეტი დღისა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. ამ კოდექსის 208-ე და 2082 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა
საქმეების თაობაზე გამოტანილი დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს ამ მუხლის მე-3
ნაწილის შესაბამისად დადგენილების ჩაბარებიდან ასათვლელი ქონებრივი ზარალის
ანაზღაურებისათვის დადგენილი ვადის დინებას.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი
ბარათი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსით
ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების
წესის სრულყოფის აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა
საქმეზე
მიღებული დადგენილების აღსრულების პროცედურის სრულყოფას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი ცვლილებებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე
სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების გასაჩივრება არ შეაჩერებს მის აღსრულებას.
ამასთან, დადგენილების გასაჩივრებისას საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირს უკან
დაუბრუნდება ჯარიმისა და საურავის სახით, აგრეთვე ამ კოდექსით დადგენილი წესით
ქონებრივი ზარალის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის
მიღება
არ
არის
დაკავშირებული
იმ
პირების
ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებულ
ორმხრივ
და
მრავალმხრივი
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით
ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები
კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები
კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა