„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე'

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.04.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ ანჟაფარიძე, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე
ნომერი
#07-3/591/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-04-25
ბიუროს ნომერი 241

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
Uidi14[lSilqnU JtdqlAil66llL AITdnU aJqJ6',Util0nqtb) 6ndaJ6fl fl qll Jd6lll, Jr4nCd0lll, AJGbfl q3fl L Jdntltqld[], qJFUilblll, ?ill,Jhtb 23 .rJdroqo. 2012 $aR" ojOo N 241 Lojr<6o3nqoL 3.:5t'r5ob Jr6r'rnj$o ,,brJ.>r6or3Xqrr-L . to6oqt63r .llu3rEo58pnlqo oj6?o g3qoqglob ?n$':5oL orrrlrtS" oXr6oqoXq lrr;oorb.r,1o0o$3$o; Lqo5.r5ln-Lslo133$o 3oAo$3$o 15 - 18 Ssolm i-a4$-e"t'aaa"t't'.trlrwo@rto<n 22 - 25 lsoln )pe5n6 ! Lbq'oArl'1 q#5c 16o3o 6er&o&pls R.t AroSoaoJ?dx' .toq,o$oiol, Joao0a6o b.:Js<6or3nqcrtr Jr<6q;315$oL bo3r6o sp6n5l-r: Ls;l;<6o33q,r'rl-r J.>r6q's3x5$ol-r doaooSo0aLr Rr brJ'56R5405$r'r g<4':i6o6b?o p*95rt 5or63s$o2qo,:j$oL Jr6t'rnj$oL 6;5toq3r b;js16or3gqoL Js16q,>3n56oL ur.:g3lpoOsr4n RrAoo) A,rd6bdO
წერილი
bJdJ60ACsr0L JJ6RJAC560l, 9C360 b,>ill6anngo lt ),tdgl;0X6$o L ,ti\6ndob Ltor46sSolts6oo gnJl69l0n5goL TgdobLr j,:gdiSoq nonri lqo,tqsodn Lt j,>qlsgoSo 6o36, trjsr6rnSnqoL.p6tr6o636ooL 67-1 Slbqolr os6shS,>p !'u63o6oq6n5o Loj.:r6or3nqotr Jr6q's3050o1, $x36r33oU gsb.>llrrr s6asSor6odoLs qs $3orq,11;s3r'L Aonr6 lrs.y;5o63p6}qo o5o6oo$o3otr $nLoo 8rn "to;lu6or36qot $o6ont6o Ls;u5o50qnlqo !il6?o O3q 6orbogo, tn&'rsq5oB6lq ;s5m5J6ar3illL 8ol4no tn L: oh. ps6r6oro: ,, " ,I?f6(iRDP. J.:gqolrgnSoo, 3rb$nri s55rg.:6odn r#- $gosq ,;1.p3.> ?ie[6iqi]iir(" J a.aDqs?0.clo (ol-+lsgl .D: a{ ." t). _J0-"*,*
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 36-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 მუხლი: „მუხლი 361. საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულება 1. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გაკოტრების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს განვლილი საგადასახადო პერიოდების წარუდგენელი და მიმდინარე საგადასახადო პერიოდების საგადასახადო დეკლარაციები. ასევე, წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში, შეიტანოს მათში ცვლილება ან/და დამატება საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით, მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს გაკოტრების პროცესში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება უნარჩუნდება მხოლოდ ამ ნაწილში. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, რაც მას არ ათავისუფლებს ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის ვალდებულებისაგან.“; 2. 37-ე მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უჩერდება, გარდა ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; 3. 38-ე მუხლის: ა) მე-9 - მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. პირველი აუქციონი ტარდება გაკოტრების მმართველის არჩევიდან ან დანიშვნიდან არა უმეტეს 40 დღის ვადაში, სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით. დაუშვებელია პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონების ნაწილ-ნაწილ გაყიდვა. სამეურვეო ქონების საწყისი ფასი განისაზღვრება ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, ამ ქონების საბაზრო ღირებულების 50%-ით. აღსრულების ეროვნული ბიურო, მის მიერ გაკოტრების მმართველის ფუნქციის შესრულების შემთხვევაში, უფლებამოსილია თავად შეაფასოს სამეურვეო ქონება და განსაზღვროს მისი საბაზრო ღირებულება ან მოიწვიოს კომპეტენტური პირი ამ ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით. 10. თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია და ქონების საწყისი ფასი კრედიტორთა მოთხოვნებზე ნაკლებია, ნებისმიერ კრედიტორს, რომლის მოთხოვნასაც ფარავს, მაგრამ არ აღემატება პირველ აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი ქონების საწყისი ფასი, უფლება აქვს, პირველი აუქციონის დასრულებიდან 10 დღის ვადაში მიმართოს გაკოტრების მმართველს ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში კრედიტორი ვალდებულია დაფაროს წინა და იმავე რიგების კრედიტორთა მოთხოვნები და მიმართვას დაურთოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე წინა და იმავე რიგების კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის მიზნით თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთზე მეტი მიმართვის არსებობისას ქონების საკუთრებაში მიღების უფლება წარმოეშობა იმ კრედიტორს, რომლის მიმართვაც, ამ პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით, უფრო ადრეა რეგისტრირებული. 11. თუ პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა ან ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული წესით არ მოხდა ქონების საკუთრებაში გადაცემა, პირველი აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 10 დღის და არა უმეტეს 40 დღის ვადაში ტარდება მეორე აუქციონი. მეორე აუქციონი ტარდება იმავე წესით, რა წესითაც ჩატარდა პირველი აუქციონი, და მიეთითება, რომ აუქციონი ტარდება მეორედ. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც ერთიანი კომპლექსის სახით, ისე ნაწილ-ნაწილ. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების ნაწილ-ნაწილ რეალიზაციის ფორმის შესახებ გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით მიღება შეუძლიათ კრედიტორებს პირველი აუქციონის დასრულებიდან განსაზღვრავენ 7 დღის ვადაში. ამ შემთხვევაში სამეურვეო ქონების თითოეული კრედიტორები ლოტის საწყის თავად ფასს. თუ კრედიტორები დათქმულ ვადაში ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ საკითხზე, მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება გაიყიდება იმავე წესით რა წესითაც ჩატარდა პირველი აუქციონი. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების საწყისი ფასი შეადგენს ამ ქონების საბაზრო ღირებულების 25%-ს.“; ბ) მე–11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 და 112 პუნქტები: „111. თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა ან მეორე აუქციონის ჩატარების შემდეგ დარჩა სამეურვეო ქონების ნაწილი, მაშინ მეორე აუქციონის ჩატარებიდან არა უმეტეს 40 დღის ვადაში ტარდება მესამე აუქციონი. მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით ან ნაწილ-ნაწილ რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აღსრულების ეროვნული ბიურო. მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს. 112. თუ მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა ან მესამე აუქციონის ჩატარების შემდეგ დარჩა სამეურვეო ქონების ნაწილი, მაშინ აღნიშნული ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში“. გ) მე–12 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-17 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 4. მე-40 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, მათ შორის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები;“ ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მესამე რიგი – მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი;“. მუხლი 2. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 82-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ“ და „ჰ1“ ქვეპუნქტები: „ჰ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდგომ პირის მიერ მიღებული შემოსავალი;“ ჰ1) ფიზიკური პირის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მყოფი პირისაგან დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი“ 2. 99-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“ ქვეპუნქტი: „ძ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდგომ პირის მიერ მიღებული მოგება.“; 153-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ნაწილი: 3. „51. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს: ა) გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წარუდგენელი დეკლარაციები. ამასთანავე, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების (პერიოდების) შემდგომ შესაბამისად სრული/არასრული გადასახადის საგადასახადო გადამხდელი პერიოდის საშემოსავლო/მოგების გადასახადის დეკლარაციას არ წარადგენს; ბ) გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წარუდგენელი დეკლარაციები. ამასთანავე, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების (პერიოდების) შემდგომ შესაბამისად სრული/არასრული გადასახადის საგადასახადო გადამხდელი პერიოდის გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ დეკლარაციას არ წარადგენს.“; 4. 156-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) პირი, რომლის „გადახდისუუნარობის საქმის სამეურვეო ქონების წარმოების შესახებ“ რეალიზაციაც საქართველოს ხდება კანონით განსაზღვრული წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე, რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე.“; 5. 159-ე მუხლის: ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.“; ბ) მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სასამართლოს მიერ გაკოტრების შესახებ გამოტანილი განჩინების გამოქვეყნებიდან.“; 171-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: 6. „11. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული გაკოტრების პირი საქმის ვალდებულია წარმოების საგადასახადო დაწყებამდე ორგანოს წარუდგინოს სრული/არასრული პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები. ამასთანავე, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდგომ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად გადასახადის გადამხდელი დღგ-ის დეკლარაციებს არ წარადგენს.“; 1761 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 7. 1 „მუხლი 176 . ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრა 1. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (საქონლის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, ამ შემთხვევაში დღგ-ით არ იბეგრება: ა) საცხოვრებელი ბინის/სახლის რეალიზაცია; ბ) მიწის ნაკვეთის რეალიზაცია; გ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის რეალიზაცია; დ) ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაცია. 2. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სამეურვეო ქონების აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (სამეურვეო ქონების მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, ამ შემთხვევაში დღგ-ით არ იბეგრება: ა) ინდივიდუალური მეწარმის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის/სახლის რეალიზაცია; ბ) მიწის ნაკვეთის რეალიზაცია; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაცია; დ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეალიზაცია. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) საქონლის სარეალიზაციო ფასი (მყიდველის მიერ გადახდილი/გადასახდელი საკომპენსაციო თანხა) მოიცავს დღგ-ის თანხას; ბ) საქონლის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრისას არ ვრცელდება ამ კოდექსის 168-ე მუხლის მოქმედება. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ით დაბეგვრისა და დღგის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“; 8. 205-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 ნაწილი: „101. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებამდე სრული/არასრული პერიოდის (პერიოდების) წარუდგენელი დეკლარაციები. ამასთანავე, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდგომ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად გადასახადის გადამხდელი ქონების გადასახადის დეკლარაციებს არ წარადგენს.“; 9. 206-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ1“ ქვეპუნქტი: „ჰ ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით 1 განსაზღვრული წესით გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის ქონება.“; 10. 272-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ წარმოშობილ საგადასახადო დავალიანებას საურავი არ ერიცხება.“; 11. 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 47-ე ნაწილი: „47. ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ და „ჰ1“ ქვეპუნქტების, 99ე მუხლის პირველი ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის, 153-ე მუხლის 51 ნაწილის, 156-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 171-ე მუხლის 11 ნაწილის, 1761 მუხლის მე-2 ნაწილის, 205ე მუხლის 101 ნაწილის, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ1“ ქვეპუნქტის და 272-ე მუხლის 31 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებენ ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას.“ მუხლი 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 16510 მუხლი: „მუხლი 16510. საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულების დარღვევა 1. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულების დარღვევა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.“; 2. 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც 10 გათვალისწინებულია ამ კოდექსის 157-ე, 165-ე, 165 და 195-ე მუხლებით, – საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ თანამდებობის პირებს;“; 3. 239-ე მუხლის 57-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „57. ამ კოდექსის 99-ე და 16510 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“. მუხლი 4. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, მე-2 და მე-3 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-2 და მე-3 მუხლები ამოქმედდეს 2012 წლის 2 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია გაკოტრების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ საგადასახადო ორგანოსათვის განვლილი საგადასახადო პერიოდების წარუდგენელი და მიმდინარე საგადასახადო პერიოდების საგადასახადო დეკლარაციების საწარმოს ხელმძღვანელის მიერ წარდგენის ვალდებულების განსაზღვრა. აგრეთვე, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას არსებული ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი მიერ საგადასახადო წარუდგენელი და ორგანოსათვის მიმდინარე განვლილი საგადასახადო საგადასახადო პერიოდების პერიოდების საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის ვალდებულების სამართლებრივი რეგლამენტაცია, ასევე, გადახდისუუნარობის პროცესის დახვეწა და ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრა, რომლებიც გამოვლინდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციისას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება: კანონს ემატება 361 მუხლი, რომლის თანახმად, მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გაკოტრების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს განვლილი საგადასახადო პერიოდების წარუდგენელი და მიმდინარე საგადასახადო პერიოდების საგადასახადო დეკლარაციები. ასევე, წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში, შეიტანოს მათში ცვლილება ან/და დამატება საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, რაც მას არ ათავისუფლებს ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან; საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის კანონის 38-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებებით იცვლება აუქციონის დანიშვნის ვადები და უქმდება ქონების ნატურით გადაცემა, ასევე ემატება მესამე აუქციონის ჩატარების სამართლებრივი რეგულაცია. კერძოდ, თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა ან მეორე აუქციონის ჩატარების შემდეგ დარჩა სამეურვეო ქონების ნაწილი, მაშინ მეორე აუქციონის ჩატარებიდან არა უმეტეს 40 მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონების დღის ვადაში ტარდება მესამე აუქციონი. ერთიანი კომპლექსის სახით ან ნაწილ-ნაწილ რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აღსრულების ეროვნული ბიურო. მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს. თუ მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა ან მესამე აუქციონის ჩატარების შემდეგ დარჩა სამეურვეო ქონების ნაწილი, მაშინ აღნიშნული ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილება: საგადასახადო კოდექსის „გადახდისუუნარობის საქმის ცვლილებების წარმოების შესახებ“ გამომდინარეობს საქართველოს კანონის ცვლილებიდან და შეეხება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ პირის გათავისუფლებას სხვადასხვა გადასახადისაგან, როგორიცაა საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი. ამავდროულად, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სამეურვეო ქონების აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (სამეურვეო ქონების მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილება: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილება გამომდინარეობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებიდან და კოდექსს ემატება 16510 მუხლი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ გადაცდომად განისაზღვრება მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ საგადასახადო ანგარიშგების „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან იგი ითვალისწინებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდგომ პირის მიერ მიღებული შემოსავლის, ასევე, ფიზიკური პირის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მყოფი პირისაგან დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალის განთავისუფლებას საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან, ხოლო მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდგომ პირის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ მოგება. სახდელს გარდა ჯარიმის ამისა, სახით კანონპროექტი საგადასახადო ადგენს ანგარიშგების ვალდებულების დარღვევისათვის, რომელიც გადაიხდება სახელმწიფო ბიუჯეტში. თუმცა, ამ ეტაპზე კანონპროექტის ბიუჯეტზე გავლენის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან იგი დამოკიდებულია გაკოტრების საქმეთა, ასევე გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მყოფ პირთა რაოდენობაზე, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი ითვალისწინებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდგომ პირის მიერ მიღებული შემოსავლის, ასევე, ფიზიკური პირის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მყოფი პირისაგან დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალის განთავისუფლებას საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან, ხოლო მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდგომ პირის მიერ მიღებული მოგება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი ადგენს ადმინისტრაციულ სახდელს ჯარიმის სახით 500 ლარის ოდენობით მოვალის ხელმძღვანელობაზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების უფლებამოსილი შესახებ“ პირის საქართველოს მიერ კანონით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულების დარღვევისათვის, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა