„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 2
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
III მოსმენა
✓ 93 ✗ 0
კანონი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-04-30
ბიუროს ნომერი 443
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
CIEtClil, ?iltrJbilb
30 sJr6oqo, 2012 EARo
oj& N2a3
Uujor6orgnqot,Js5r'r6oL J6r,l0d0o ,,tuqo665too qr bs6glst6o3r'r 3r'rUo3143lqXlob
?nttb6d" tr,>j;r6o33qotr 3c6o5?o ggqoqnlob ?n$o5oU oroerlltn"
qsdrSoir6o3o goSo&,plr.r RJ CJtr6<'€oJfd'o
Jc,qo6oJol, Jo&6c6o
15 - 18 amb
22'25 E;ollo
Tutatat't 'tooolp" -o,t,<"
F06'nW t'L4"Ao\t
lugo6r6lro-bioX33$o 3r'r8o$X$o
na'Md^ e4r
4D4!6 l,.,JoF 'rJas'6
Lsjorvror3nqob Jrr4qs0n5$ob bo2t6er':p6n5b:
L;;lsr4or3nqoL Jtr6qr3n56ob ,lr'rao$1$1dllr qs b':J':<6q'>0n5$r'r Sr4rjSonlto
q"-ng3rt 5r'rt40;$olqo ;j$otr Jr6r'rnJ$oL 6'>5boq3'>
Lr j.:r4orgXqml-r Jsr6gs3n5$ob
ors336qo0r16n
6
ps3oor b;Jr6;d6
საქართველოს მთავრობის წარდგინება
bδ 」
δ
Ob Omδ 86mふ 5
̀lD80'マ
lrrjuio6gqob Jilr,q,rAC66b
l.tjr6or3gq,<.rb 3r.r6b6o6g6ootr 67-C 0gbq,ol-r 0X[rbr0olr,:qg
br3,:6er60qrX0q,r'r o6ogorgo3olr $gboor $,:r60o6oq6X6or lr,sj.:r6or3gqol:
Jr6qr6ob .ldn'lCC$b,,blqro6g6boo qgr lrs630r6or3o 0otr.>363bqgbotr
O3UrbXb" b:jrt6o69qx'rb 316o60o 63qoq,3bolr 636o6ob orsobstX,,.
.:q6o06gqr 3rbo6J6<ngjgtg l.r,: js6or3gq,ob J,>6qrs0g66ob
br3r'r0o$g6r'r q9.: Jq,Cbr6Uq, Ubqgo0gbbg &,r0bbX6Xbq,rqr qr56o06gqror
ltjrtlo6gq,ob go6s6lxnr 0o6ob66oU 0orq6oq,p 6rybpqrr6 3g0gqr;6or.
Jt130o96{o6o146o
N 1/72
26042012▼
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b006b▼
bゝ dヽ あ(D80'マ (Y)も
0● 0
80b8̀〔 りも0も 2012 V質 マOb 24 ヽ3● OR()し もbR(り 00b
N15(り d00Rヽ 6
Xl.
Lr.>
j,rt6o63q,oL JJ6o6ob Jd,{'rfrloo ,,[:q,o6g6trx,r (oJ LJ6C6r6q)Oo A('llJ)J-
6Cbq,CboU ACbrbCA" Ucjrt6or3ggoU 3$o6ao 0gq,oq,Cbob AJO)6ol) orJ('}6r.b3,. qgr
V
bJCJ6<r4rq,orb Aorg6t.rbol, AJ6Jy6AUq'Cbob J6r'lCjOo,,6.JCAgq,!6orL LJCr6
or33q,ob 6orr36obot LrJJEcrmeCOq,o obogorgqoor $rrtrqpbg6oq,
JJ6r.l6J6crCdgtg 6o0tir36gbq,cq ps6o036olr 0CUrbC6.. (A(.)AbUJECbSq,o lbjr6or33q,r,rL
tso6r6l.Jo)r Ao6ouo6olr 0o4r5oq,g a.Xb.r6ood3)
1. AoS't6gbgq, oCbCl, gr60<'r(6C6qn JrEx'r6i6<'rd$o qt 6cqpsCgCl, lsj.:rioryqcr
Jrl6q'JACq)b 6r6b$oqBCgJA.
2. 6o$o690gq' oj63b $rffialAAC6rco brEJr60Cq,CaoU J6('ldoo.
Lsil.:6m30'{'arl, l6JAor6-ao50LO6o
1r..,
j.r6or3Xqotr 3or..l3t6odoL
,p61j6q.:trrooL g916r'rLo
6.5oq,\.J6o
=褐 l
R 30̀01'OR00o
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„სალიცენზიო
და
სანებართვო
მოსაკრებლების
შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ.
195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა – წელიწადში 100
ლარი;“.
2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:
„22. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მაძიებელი
სანებართვო
მოსაკრებელს
იხდის
ნებართვის
მოქმედების
ვადის
შესაბამისი
ოდენობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია თავისუფალი
ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობის აუცილებლობით.
მოქმედი კანონმდებლობით, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის
ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით, ხოლო სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა არის
500 ლარი. აღნიშნული საქმიანობით დაინტერესებული პირი (ნებართვის მაძიებელი)
ვალდებულია
ყოველ
ხუთ
წელიწადში
წინასწარ
გადაიხადოს
სანებართვო
მოსაკრებელი და მიმართოს ნებართვის გამცემ ორგანოს ნებართვის მოქმედების
ვადის გაგრძელების ან ნებართვის გაცემის მოთხოვნით.
წარმოდგენილი ცვლილების პროექტით ნებართვის მაძიებელი თვითონ
გადაწყვეტს რამდენი წლით უნდა ნებართვის აღება და სანებართვო მოსაკრებელსაც
სწორედ იმდენი წლისას გადაიხდის, რამდენი წლითაც იღებს ნებართვას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტი
მიზნად
ისახავს
თავისუფალი
ვაჭრობის
პუნქტის
საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობას, პროცედურების გამარტივების გზით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით
ცვლილება
შედის
„სალიცენზიო
და
სანებართვო
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტში,
რომლითაც
დგინდება,
რომ
თავისუფალი
ვაჭრობის
პუნქტის
საქმიანობის ნებართვის მისაღებად სანებართვო მოსაკრებელი შეადგენს წელიწადში
100 ლარს.
კანონის მე-9 მუხლს ემატება 22 პუნქტი, რომლითაც დგინდება, რომ
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მაძიებელი სანებართვო
მოსაკრებელს იხდის ნებართვის მოქმედების ვადის შესაბამისი ოდენობით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილის
რეგულაცია
არის
გაზრდაზე,
ერთგვარი
გამომდინარე
წახალისება
და
იქიდან,
რომ
აღნიშნული
ხელშეწყობა
ნებართვის
მაძიებლისათვის. შესაბამისად შესაძლებელია რომ მოხდეს უფრო მეტი ნებართვის
გაცემა, რაც თავის მხრივ ბიუჯეტში მეტი შემოსავლის მიღების წინაპირობაა.
კანონპროექტის
მიღებამ
ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილის
შემცირება
შესაძლებელია გამოიწვიოს იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ახალი ნებართვების
გაცემა, რისი განსაზღვრაც წინასწარ შეუძლებელია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშვება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულება.
ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის
მიღება იქონიებს გავლენას იმ პირებზე,
რომლებზეც
გავრცელდება აღნიშნული კანონპროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ სანებართვო
მოსაკრებელი
წესდება ყოველწლიურად და შესაბამისად, ნებართვის მფლობელი
გადაიხდის იმდენი წლის მოსაკრებელს, რა ვადითაც აიღებს ნებართვას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი):
დღეის მდგომარეობით სანებართვო მოსაკრებელი იყო 500 ლარი და ნებართვა
გაიცემოდა 5
წლის ვადით. კანონპროექტით კი
სანებართვო
მოსაკრებელი
განისაზღვრა წელიწადში 100 ლარის ოდენობით, რაც ფისკალური თვალსაზრისით
თითქმის იგივეა.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.